ბალეტი საოცრებათა ქვეყნიდან

სურათი ძალიან ბევრ გრძნობას აღვიძებს და მასში ნამდვილად იპოვნით რაღაც ამოუხსნელს და საინტერესოს. ის თითქოს დროის სხვადასხვა პერიოდს ასახავს და მთლიანობაში ერთ სრულ კომპოზიციას ქმნის . სურათზე თითოეული ელემენტი ისე არის განლაგებული, რომ მთლიანად შენარჩუნდეს სურათის აღქმის თავისუფლება. აქ ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის ძველი და თანამედროვე ცხოვრების დეტალები. მარცხნივ ძველი ანტიკვარული მანქანა უკავშირდება თანამედროვე ცხოვრების ერთ ჩვეულებრივ ქუჩას . თუმცა ჩემთვის ყველაზე საინტერესო სწორედ დამაკავშირებელი გზაა. გზაზე, რომელზეც ვხედავთ ბალერინებს რომლებიც შემოქმედებითობის ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენენ.

Continue reading “ბალეტი საოცრებათა ქვეყნიდან”

Advertisements

გამოფენა “50/50”

ძმები ნობელების ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში, აჭარის სახელმწიფო მუზეუმისა და ქუთაისის ისტორიული მუზეუმის ერთობლივი გამოფენა სახელწოდებით ”50/50 ” გაიმართა.

გამოფენაზე აჭარის სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში დაცული უნიკალური საბრძოლო იარაღების ნიმუშები და კერძო კოლექციონერებთან დაცული ფოტომასალა იყო წარმოდგენილი.

DSC_0105

DSC_0127DSC_0129

DSC_0161

 

როგორ გამოვიყურებოდეთ ფოტოში კარგად?

ზოგჯერ ფოტოს გადაღების  შემდეგ მოლოდინი არ მართლდება და ვხვდებით, რომ სურათში ცუდად გამოვიყურებით, არასწორად შერჩეული პოზა ყველა იმ ნაკლს გამოკვეთს, რაც ნამდვილად არ არის სასურველი ფოტოზე ჩანდეს. ამიტომაც სანამ ფოტოგრაფი ფოტააპარატს ან ტელეფონის კამერას თქვენსკენ მომართავს და ღილაკს დააჭერს, აუცილებელია მოვემზადოთ, შევარჩიოთ ისეთი პოზა, რომელიც  უფრო კარგად და ლამაზად გამოგვაჩენს და სურათსაც სიამაყით შევხედავთ.

წარმოგიდგენთ ყველაზე გავრცელებულ და საჭირო პოზებს, რომელთა გამოყენებაც კამერის წინ აუცილებლად მოგინდებათ.

1. უბრალოდ მარტივი კუთხე , რომელიც უფრო გამხდარს გამოგაჩენთ სურათში.

344055-R3L8T8D-800-collage1

Continue reading “როგორ გამოვიყურებოდეთ ფოტოში კარგად?”

ნავთობის მრეწველობაში გამოყენებული ექსპონანტების გამოფენა

ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურმა მუზეუმმა, ბათუმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დაცულ ნავთობის მრეწველობაში გამოყენებულ ექსპონატებს უმასპინძლა. დამთვალიერებლისთვის მუზეუმში წარმოდგენილი იყო  ქარხნის მშენებლობის ამსახველი ფოტოები, ლაბორატორიული ჭურჭელი  და ქარხნის ბიბლიოთეკაში დაცული ლიტერატურა, ასევე 1911 წლით დათარიღებული  უნიკალური ნახატები.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მე-20 საუკუნის დასაწყისისათვის ბათუმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მოქმედი ხელსაწყოები. ასევე გამოფენის დასკვით ნაწილში გაიმართა მენავთობეების დაჯილდოება.

DSC_0018

Continue reading “ნავთობის მრეწველობაში გამოყენებული ექსპონანტების გამოფენა”

მოინახულე ბათუმი

img_20160724_164242-02.jpeg

 

ბათუმში სეზონი ოფიციალურად გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს რომ საკურორტო ქალაქისკენ ბევრმა დამსვენებელმა აიღო გეზი. ნებისმიერი მოგზაურობის დაწყების წინ საჭიროა მომზადება, ყველაფრის ორგანიზება რათა მინიმალურ დროში მაქსიმალურად მიიღო სიამოვნება მოგზაურობისგან.

სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტე დამეწერა ბლოგი ბათუმში მიმდინარე ღონისძიებების და აუცილებლად სანახავი ადგილების შესახებ.  ”რას გთავაზობს და სად შეიძლება საუკეთესო დროის გატარება ქალაქში”- ამ კითხვებზე პასუხს ჩემი ბლოგის დახმარებით შევეცდები ამომწურავად გავცე პასუხი.

Continue reading “მოინახულე ბათუმი”

სად შეიძლება ვუყუროთ Euro 2016 თამაშებს

10 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით ერთი თვის განმავლობაში მთელი ევროპა საფეხბურთო ციებ ცხელებაშია ჩართული.  ფეხბურთის გულშემატკივრები ცდილობენ საყვარელ გუნდის თამაშს სასიამოვნო გარემოში უყურონ.

ბათუმში ნამდვილად ყველა პირობაა იმისთვის შექმნილი, რომ სასიამოვნო გარემოში უგულშემატკივროთ საყვარელ გუნდს. აქ ჩამოთვლილია ადგილები, სადაც დროს სასიამოვნო ატმოსფეროში გაატარებთ და ასევე საყარელ, ტრადიციულ კერძებსაც დააგემოვნებთ.

Continue reading “სად შეიძლება ვუყუროთ Euro 2016 თამაშებს”

მე და ჟურნალისტიკა

ყოველთვის მაინტერესებდა ჟურნალისტიკის სფერო. ის ჩემთვის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ყოველთვის ვუსმენ, ვუყურებ თუ ვკითხულობ აქტიურ , მიმდინარე ინფორმაციებს, ასევე სასარგებლო ინფორმაციას ვპოულობ სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე . ნებისმიერი ადამიანისგან განსხვავებით მე ყოველთვის მაინტერესებს ის სამუშაო პროცესი და ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან ინფორმაციულ ნიუსს თუ საინტერესო რეპორტაჟს. ჩემი აზრით  თანამედროვე ცხოვრებაში ჟურნალისტის პროფესია დიდი ძალაუფლების მქონე პროფესიაა. ჟურნალისტური საქმიანობის შემადგენელი ნაწილები_ინფორმაციის მოპოვება, მისი გასაჯაროება , აქტიურ საკითხზე მსჯელობა, კითხვის დასმის თავისუფლება, პასუხის მოთხოვნის უფლება, დიდ ძალას ანიჭებს ნებისმიერ ჟურნალისტს.  მთავრი ვალდებულება კი ამ ძალის ობიექტურად, საზოგადოებრივი ინტერესების დაკმაყოფილებისთვის გამოყენებაა.

სწორედ ეს შესაძლებლობები იწვევს ჩემს დიდ დაინტერესებას ამ სფეროს მიმართ. ის განცდა, როდესაც აცნობიერებ, რომ მომავალში შენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით ან შენს მიერ მომზადებული სიუჟეტით საზოგადოება რაიმე ახალ საინტერესო ინფორმაციას გაიგებებს ან მიიღებს პასუხებს გარკვეულ საკითხებზე, ძალიან დიდ მოტივაციას მაძლებს და უფრო მეტი ინტერესით ვსწავლობ ამ სფეროს .

მე და ჟურნალისტიკა დავმეგობრდით სულ რაღაც ერთი თვეა და ამ ერთ თვეში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ მთავარი სასწავლი ჯერ კიდევ წინაა, შეუძლებელია ამ პროფესიას მხოლოდ თეორიულად ფლობდე თუ პრაქტიკულ საქმიანობაში არ გამოცდი საკუთარ თავს, ვერასოდეს მიხვდები რამდენად საინტერესო , ობიექტური და კვალიფიციური ჟურნალისტი ხარ.

ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ჟურნალისტის 10 მცნების გაცნობა , რომელიც ამონარიდია ჯონ მაქსველ ჰამილტონისა და ჯორჯ კრისმსკის წინგნიდან, “ჩაეჭიდეთ პრესას – ამბავი საგაზეთო ცხოვრებაზე” .  თითეული მათგანი აუცილებდა უნდა გაითვალისწინოს ჟურნალისტმა და მეც შევეცდები მომავალში ამ მცნებების დაცვით ვწერო თუ მოვამზადო სტატიები.

 

უცხოელ ვიზიტორთა კვლევის შედეგების პრეზენტაცია ტურიზმის დეპარტამენტში

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში უცხოელ ვიზიტორთა კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. კვლევა 2015 წლის აგვისტოდან დეკემბრის ჩათვლით უცხოელ ვიზიტორთა გამოკითხვის შედეგებს ითვალისწინებს. პრეზენტაციას არასამთავრობო ორგანიზაციების, ტურისტული ობიექტების, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების წარმომადგებლები ესწრებოდნენ.

„კვლევის შედეგად გამოიკვეთა საშუალოდ რამდენი ხნით სტუმრობს აჭარას ტურისტები, რა არის მათი მოგზაურობის ძირითადი მიზანი,  საშუალოდ რამდენს ხარჯავენ ისინი რეგიონში ყოფნისას, რა მოსწონთ აჭარის მონახულებისას, რამდენად აქვთ განმეორებითი ვიზიტის სურვილი და რა ტიპის პრობლემებს ხედავენ ისინი რეგიონში დასვენებისას. კვლევის შედეგები გაანალიზებულია 10-ვე სამიზნე ქვეყნების მიხედვით, რაც საშუალებას იძლევა ნათლად გამოჩნდეს ტურისტების საჭიროებები, მათი კმაყოფილებისა თუ უკმაყოფილების დონე ცალკეული ქვეყნების მიხედვით,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა.

Continue reading “უცხოელ ვიზიტორთა კვლევის შედეგების პრეზენტაცია ტურიზმის დეპარტამენტში”