ყოველთვის მაინტერესებდა ჟურნალისტიკის სფერო. ის ჩემთვის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ყოველთვის ვუსმენ, ვუყურებ თუ ვკითხულობ აქტიურ , მიმდინარე ინფორმაციებს, ასევე სასარგებლო ინფორმაციას ვპოულობ სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე . ნებისმიერი ადამიანისგან განსხვავებით მე ყოველთვის მაინტერესებს ის სამუშაო პროცესი და ის ადამიანები, რომლებიც ქმნიან ინფორმაციულ ნიუსს თუ საინტერესო რეპორტაჟს. ჩემი აზრით  თანამედროვე ცხოვრებაში ჟურნალისტის პროფესია დიდი ძალაუფლების მქონე პროფესიაა. ჟურნალისტური საქმიანობის შემადგენელი ნაწილები_ინფორმაციის მოპოვება, მისი გასაჯაროება , აქტიურ საკითხზე მსჯელობა, კითხვის დასმის თავისუფლება, პასუხის მოთხოვნის უფლება, დიდ ძალას ანიჭებს ნებისმიერ ჟურნალისტს.  მთავრი ვალდებულება კი ამ ძალის ობიექტურად, საზოგადოებრივი ინტერესების დაკმაყოფილებისთვის გამოყენებაა.

სწორედ ეს შესაძლებლობები იწვევს ჩემს დიდ დაინტერესებას ამ სფეროს მიმართ. ის განცდა, როდესაც აცნობიერებ, რომ მომავალში შენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით ან შენს მიერ მომზადებული სიუჟეტით საზოგადოება რაიმე ახალ საინტერესო ინფორმაციას გაიგებებს ან მიიღებს პასუხებს გარკვეულ საკითხებზე, ძალიან დიდ მოტივაციას მაძლებს და უფრო მეტი ინტერესით ვსწავლობ ამ სფეროს .

მე და ჟურნალისტიკა დავმეგობრდით სულ რაღაც ერთი თვეა და ამ ერთ თვეში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ მთავარი სასწავლი ჯერ კიდევ წინაა, შეუძლებელია ამ პროფესიას მხოლოდ თეორიულად ფლობდე თუ პრაქტიკულ საქმიანობაში არ გამოცდი საკუთარ თავს, ვერასოდეს მიხვდები რამდენად საინტერესო , ობიექტური და კვალიფიციური ჟურნალისტი ხარ.

ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ჟურნალისტის 10 მცნების გაცნობა , რომელიც ამონარიდია ჯონ მაქსველ ჰამილტონისა და ჯორჯ კრისმსკის წინგნიდან, “ჩაეჭიდეთ პრესას – ამბავი საგაზეთო ცხოვრებაზე” .  თითეული მათგანი აუცილებდა უნდა გაითვალისწინოს ჟურნალისტმა და მეც შევეცდები მომავალში ამ მცნებების დაცვით ვწერო თუ მოვამზადო სტატიები.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.