გამოფენა “50/50”

ძმები ნობელების ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში, აჭარის სახელმწიფო მუზეუმისა და ქუთაისის ისტორიული მუზეუმის ერთობლივი გამოფენა სახელწოდებით ''50/50 '' გაიმართა. გამოფენაზე აჭარის სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში დაცული უნიკალური საბრძოლო იარაღების ნიმუშები და კერძო კოლექციონერებთან დაცული ფოტომასალა იყო წარმოდგენილი.