აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მის მიერ წარმოებული სტატისტიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით აჭარაში ტურისტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 18 %-თაა გაზრდილი. მაისის განმავლობაში რეგიონს  44,567 ტურისტი, მათ შორის 28 884 უცხოელი და 15 683 შიდატურისტი სტუმრობდა. ქვეყნების მხრივ ვიზიტორების განსაკუთრებული ზრდა კი ისრაელიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან, ბელარუსიიდან და ლიტვადან შეინიშნება. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელის მამუკა ბერძენიშვილის განცხადებით მათი სტატესტიკის ძირითად წყაროს  რეგიონში არსებული რეგისტრირებული განთავსების ობიექტები წარმოადგენენ , თუმცა არსებობს ისეთი არარეგისტრირებულ საოჯახო სასტუმროებიც, რომლებშიც მრავლადაა უცხოელი დამსვენებელი. ეს ფაქტი კი უფრო ზრდის რეგიონში ჩამოსული ტურისტთა რაოდენობრივ სტატესტიკას.

რამდენიმე დღის წინ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ოფიციალურ გვერდმა გამოაქვეყნა ინფორმაცია ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში   დაგეგმილი ფრენების რაოდენობის შესახებ. მათი ინფორმაციით უპრეცედენტო რაოდენობის ფრენებია დაგეგმილი ბათუმის მიმართულებით, რაც თავისთავად დადებითად აისახება ტურისტულ სეზონზე რეგიონში. ფრენები ძირითადათ დაგეგმილია თურქეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, პოლონეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან, ირანიდან და რუსეთის ფედერაციიდან. აღნიშნული ქვეყნებიდან ფრენებს გასულ წელს მოქმედ ავიაკომპანიებთან ერთად 7 ახალი ავიაკომპანია ახორციელებს. მათ შორის Scat Airlines, Skybus, El Al Israel Airlines, Israir Airlines, Air Arabia, Bravo Airlines, Taban Air, თელავივიდან,  შარჟადან, თებრიზიდან, თეირანიდან, მაშადიდან, კუვეიტიდან,  ყაზახეთის 6 ქალაქიდან და  კიევიდან.

ბათუმში ნამდვილად იგრძნობა ტურისტების სიმრავლე. წინა წელთან შედარებით გაზრდილია  მათი რაოდენობა , სამწუხაროდ მათი რაოდენობის პირდაპირპროპორციულად იზრდება რეგიონში ფასები,რაც უარყოფითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის ბიუჯეტზე.

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.