◀▶კინო გელის შენ..

cropped-biaff-2016-coverთუ ზაფხულში ბათუმში ისვენებდით ან ახლაც ბათუმში ხართ, გაითვალისწინეთ, რომ შემოდგომაზე აუცილებლად უნდა იყოთ ზღვისპირა ქალაქის სტუმარი. მიზეზი მარტივია , ქალაქი სექტემბერში ბათუმის საავტორო კინოს მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალს მასპინძლობს, სადაც ნაჩვენები იქნება არაერთი შესანიშნავი კინო ნამუშევარი, შედგება კინო პრემიერები და ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში ნაჩვენებ საუკეთესო მხატვრულ, დოკუმენტურ და მოკლემეტრაჟიანი ფილმებს შორის გამოვლინდებიან გამარჯვებულები.
22 ივნისს კულტურის სამინისტროში, ბათუმის საავტორო ფილმების მე-11 საერთაშორისო კინოფესტივალისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ცნობილი გახდა, რომ BIAFF კინოფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება 40 სრულმეტრაჟიანი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი 30-ზე მეტი ქვეყნიდან. რაც შეეხება ფესტივალის პროგრამას, მასში გაერთიანებული იქნება, როგორც საკონკურსო, ისე არასაკონკურსო სექციები, მათ შორის:

  • საერთაშორისო მხატვრული ფილმების კონკურსი;
  • დოკუმენტური ფილმების საერთშორისო კონკურსი;
  • მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი;
  • „ქართული პანორამა”;
  • დიდოსტატთა კოლექცია;
  • „შექსპირი კინოში” – უილიამ შექსპირის გარდაცვალების 400 წლისთავისადმი მიძღვნილი სექცია;
  • ევროპის კინოაკადემიის (EFA) საუკეთესო ევროპული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია;
  • რეტროსპექტივები

c8e764a5b137b27779a59391f6dd5b5b_big

შემოდგომაზე კინო მოყვარულების საყვარელი თავშეყრის ადგილი ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალია. ფესტივალი საშუალებას აძლევს ცნობილ კინორეჟისორებს, პროდიუსერებსა და კინოკრიტიკოსებს შეხვდნენ და გაუზიარონ თავიანთი გამოცდილება და ნამუშევრები კინოს სფეროში მოღვაწე კოლეგებს, დამწყებ კინორეჟისორებს ასევე კინოთი დაინტერესებულ ადამიანებს.  რამდენიმე დღის განმავლობაში შეგიძლია ისიამოვნო საინტერესო ფილმების ყურებით, ასევე დაესწრო  ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ მასტერკლასებს.

ფილმი  არ მთავრდება ტიტრების გამოჩენის შემდეგ , ის გრძელდება თავისი თემატიკით და ფასეულობებით ადამიანის აზროვნებაში , ზოგჯერ ფილმს შეუძლია ღრმა კვალის დატოვება ადამიანის სულიერ სამყაროში, ჩემი აზრით ფილმის ნახვასთან ერთად ასევე მნიშვნელოვანია ფილმის შექმნის პროცესის , შექმნის მიზნების , თემატიკის შესწავლა და იმ ადამიანებთან უშუალო კონტაქტი , რომელიც ნამუშევრის შექმნაში იღებდა მონაწილეობას . ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალი კი საშუალებას გვაძლევს ამ კუთხით განვიხილოთ ფილმი. სხვადასხვა სექციებში წარმოდგენილ ფილმებზე დასწრებით კი შეგვიძლია ვუყუროთ და სუბიექტურად შევაფასოთ კინოს სხვადასხვა ჟანრი, შესაძლებელია ჩვენთვის არასაყვარელ ჟანრში აღმოვაჩინოთ ფილმი , რომელიც ამ ჟანრის მიმართ დამოკიდებულებას მთლიანად შეგვიცვლის..

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s