BIAFF დახურვის ცერემონია

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა... ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში გაიმართა, საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ საკონკურსო სექციაში გასცა – საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. BIAFF საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ - დიტო ცინცაძე, საქართველო (ჟიურის თავჯდომარე), მაჰტაბ კერამატი (ირანი), ირინა გორდიჩუკი (უკრაინა), ლიზა ანტონოვა (რუსეთი), გულნარა აბიკიევა (ყაზახეთი) შემდეგი პრიზები გასცა: · … Continue reading BIAFF დახურვის ცერემონია

Advertisements

შვიდი დღე პატერსონში

  ბავშვობაში გასწავლიან,  რომ არის სამი განზომილება: სიმაღლე, სიგანე, სიღრმე, როგორც ფეხსაცმლის ყუთი ...მაგრამ შემდეგ იგებ, რომ არსებობს მეოთხე განზომილება-დრო... ზოგი ამტკიცებს, რომ არსებობს  .... მეხუთე.....მეექვსე...მეშვიდეე... https://www.youtube.com/watch?v=div6UPJYGvk პატერსონი ავტობუსის მძღოლია, რომელიც ცხოვრობს ქალაქ პატერსონში, ნიუ  ჯერსიში...        ის ყოველდღიური, რუტინული ცხოვრებით ცხოვრობს: მართავს ავტობუსს, ისმენს მგზავრების სხვადასხვა ისტორიებს... წერს ლექსებს წიგნაკში....ასეირნებს საღამოს ძაღლს … Continue reading შვიდი დღე პატერსონში

Smrt u Sarajevu…..

ფესტივალის ბოლო საკონკურსო დღე ალბათ ყველაზე სამწუხარო და ამავდროულად საბედნიერო დღეც აღმოჩნდა ჩემთვის ..  ძნელი იყო დავმშვიდობებოდი ფესტივალზე ფილმის ყურების მოლოდინს , დიდ ეკრანს,  სხვა ატმოსფეროს, რომელიც ჩემში ყოველთვის აღტაცებას იწვევდა , თუმცა მიუხედავად ამისა ბოლო დღეს საუკეთესო  ფილმები ვნახე ერთმანეთისგან განსხვავებული .  პირველი ფილმი, რომელიც ბოლო დღეს ვნახე დანის ტანოვიჩის  ''სიკვდილი სარაევოშია''  ფილმის ყველა … Continue reading Smrt u Sarajevu…..

Turn off the electricity!

კიმ კი დუკის ფილმს განსაკუთრებული ინტერესით ველოდებოდი , უნდა ვაღიარო ფილმის თრეილერის ყურებამდე ვიცოდი , რომ ის დიდ  შთაბეჭდილებას და ღრმა კვალს დატოვებდა ჩემში .... ამის მიზეზი იყო ის რომ ფილმი კიმ კი დუკის მიერ იყო გადაღებული,  რეჟისორის რომლის  გადაღების სტილი , ფილმის მიმართ დამოკიდებულება , გადმოცემული ცხოვრებისეული მოვლენები ჩემში დიდ აღრფრთოვანებას იწვევს...რეჟისორს რომელსაც 30 … Continue reading Turn off the electricity!

🏦📈💸⏭ The Confessions ⏭ 🐦🐦

ფესტივალის მეოთხე დღეს ტრადიციულად ჩემთვის ყველაზე საინტერესო ფილმი ამოვარჩიე და დარბაზში შევედი,  მივეჩვიე დიდ ეკრანზე  ფილმების ყურებას . დღეს პირველად მივხვდი, რომ ფესტივალი მალე დამთავრდება, დავფიქრდი როგორ გამიჭირდება რამდენიმე თვით დავემშვიდობო ფესტივალს. რობერტო ანდოს ფილმში აღწერილი მოვლენები გერმანიის სანაპირზე მდებარე მდიდრულ სასტუმროში ვითარდება.  საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტი დანიელ როშე იწვევს საგანგებო სამიტს , ძირითადი მიზანი ამ … Continue reading 🏦📈💸⏭ The Confessions ⏭ 🐦🐦

📒ჩაგვრის მსხვერპლი 🔫❌Prügelknabe❌

''მე ოლგა ჰეპნაროვა  ვარ'' ფილმის სათაური უკვე გვიქმნის წარმოდგენას ფილმის მთავარი პერსონაჟის მიმართ . ის ჩეხი ჰეპნაროვაა, რომელიც 70-იანი წლების პრაღაში ცხოვრობს.  გოგონა , რომელიც შინაგანად არის განსხვავებული, არ აკეთებს იმას   რასაც სხვები , არ ეცინება იმაზე რაზეც სხვებს , ურჩევნია იყოს მარტო და თავს გრძნობდეს ბედნიერად  ვიდრე სხვებთან ერთად და უბედურად. ''...როცა მარტო … Continue reading 📒ჩაგვრის მსხვერპლი 🔫❌Prügelknabe❌

🇵🇱🇵🇱SMOLENSK🇬🇪🇬🇪

20 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე პოლონელი რეჟისორის, ანტონი კრაუზეს ფილმის ჩვენება გაიმართა.  ფილმის პრემიერა სექტემბრის დასაწყისში შედგა ვარშავაში, შესაბამისად, BIAFF-ი  პირველი კინოფესტივალია, სადაც ფილმი აჩვენეს... „სმოლენსკის“ პრემიერა კინოთეატრ „აპოლოში“ საღამოს შვიდ საათზე გაიმართა. პრემიერისათვის ბათუმში საგანგებოდ ჩამოვიდნენ ფილმის პროდიუსერი მაციეი პავლიცკი და ლეხ კაჩინსკის როლის შემსრულებელი მსახიობი ლეხ ლოტოცკი . ფილმის ჩვენების დაწყებამდე მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს … Continue reading 🇵🇱🇵🇱SMOLENSK🇬🇪🇬🇪