◀▶BIAFF გახსნის ცერემონია 🎥


სამწუხაროდ წელს პირველად ვესწრები კინოფესტივალს , სინანულის გრძნობა მიპყრობს ”რატომ არ ვიცოდი ფესტივალის შესახებ წინა წლებში ??..” თავს ვადანაშაულებ რამდენი რამ დამიკარგავს და გამომრჩენია, ალბათ საკუთარ თავთან დანაშაულის გამოსწორების მიზნით გადავწყვიტე ფესტივალის ერთ-ერთ მთავარი აქტივობაში ჩართვა, რაც გულისხმობდა საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელებას. მეც მთელი ენერგიით ვცდილობდი ყველა დაინტერესებული პირისთვის ზუსტად ამეხსნა ფესტივალის შესახებ და მათში ინტერესის ნაპერწკალი გამეღვიძებინა. ჩემმა მონდომებამ შედეგი გამოიღო, ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე რამდენიმე ნაცნობ სახეს მოვკარი თვალი, მათი დანახვა საკუთარ თავთან დანაშაულის გამოსყიდვის ტოლფასი იყო, ისინიც ჩემნაირად პირველად ესწრებოდნენ ფესტივალის გახსნას და ვიმედოვნებ, რომ მათზეც ისევე ძლიერად იმოქმედა მიღებულმა შთაბეჭდილებებმა , როგორც ჩემზე.

ფესტივალის გახსნის ცერემონია საზაფხულო თეატრში გაიმართა, შვიდი საათისთვის თეატრის ეზო მთლიანად სავსე იყო,  პოლიტიკოსები, მსახიობები, რეჟისორები,  სხვადასხვა ტიპის თუ სტატუსის მქონე ადამიანები, რომელთა გაერთიანების მთავარი მიზეზს  ფესტივალი და 11 რეჟისორის მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების  ნახვა წარმოადგენდა.

dsc_0674

dsc_0652

ბანალურია თუმცა პირველი ემოცია ჩემში წითელი ხალიჩის დანახვამ გამოიწვია. მოლოდინი იმისა რომ თეატრის დარბაზისკენ  მიმავალ ხალხს  ჩემი ფოტოაპარატის ობიექტივში მოვახვედრებდი არ გამართლდა, თუმცა მაინც შევძელი  თეატრის ფოიეში შეკრებილი   ადამიანების გადაღება, ფოტოზე ასახული მათი ემოცია სამახსოვრო კადრი გახდა ჩემი როგორც დამწყები ფოტოგრაფის მეხსირებაში.

dsc_0690

dsc_0792

თეატრის დარბაზი ნელნელა ხალხით ივსებოდა, რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას ფესტივალის მენეჯერი მიესალმა , მიულოცა ფესტივალის ოფიციალური გახსნა, ასევე სიტყვით გამოვიდნენ   აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი. ფესტივალზე რამდენიმე რეჟისორს პრიზად ფესტივალის სიმბოლო ”ზღვის ცხენი ” გადაეცა.

14433104_1287404874611778_3213181926434640650_n.png

 

ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი კინემატოგრაფ ბერდია ინწკირველის სახელის გამოცხადება გახდა, დამსწრე საზოგადოება ოვაციებით შეხვდა მას.  ბატონი ბერდია ჩემს უკან იჯდა , ვხედავდი როგორ იგრძნო მისი მისამართით გამოხატული ემოცია, მორიდებით და დიდი სიამაყით ავიდა სცენაზე , სწრაფად თქვა მადლობა და ზედმეტი სიტყვების გარეშე საკუთარ ადგილს დაუბრუნა.

dsc_0746

ბოლოს სცენა დღის მთავარ გმირებს დაეთმო, რეჟისორებს, რომლებიც ცდილობენ ახალი ინიციატივით ბათუმში კინომატოგრაფიის განვითარებას .

ჩემი აზრით ეს უდიდესი მნიშვნელობის საქმეა, მითუმეტეს რომ ამ საქმეში ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებიც არიან ჩართულნი.

dsc_0755

მე ვნახე მათთვის მიძღვნილი ტაში მაშინ როდესაც რეჟისორის მითითებით დარბაზში მყოფი ყველა მსახიობი ფეხზე ადგა , ამ მომენტში არცერთ მათგანს ვიცნობდი მაგრამ თითოეული მათგანით ვამაყობდი და ეს გრძნობა გაძლიერდა, როდესაც მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექციის ჩვენება დაიწყო, თითოეული ფილმი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა მაგრამ ერთი იდეის ქვეშ მაინც ერთ სრულ სურათს ქმნიდა.

dsc_0729

სამწუხაროდ ფილმების ჩვენებას ბოლომდე ვერ დავესწარი, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ ამ დღით . ვფიქრობ ფესტივალს ღირსეული გახსნა ჰქონდა.

ხვალიდან იწყება ყოველდღიური ჩვენებები, ფილმების ჩამონათვალი ვიცი და ინტერნეტით ვამჯობინე ფილმების დაჯავშნა, ვფიქრობ უფრო კომფორტული და მოსახერხებელია, რამდენიმე ფილმის ნახვას განსაკუთრებით ველოდები,  ვნახოთ თუ გამიმართლებს იმედებს.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s