გამოფენა ”სტუდენტები სტუდენტებისთვის ”

%e1%83%90%e1%83%90%e1%83%90%e1%83%90%e1%83%90%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%98%e1%83%98%e1%83%98%e1%83%98

21 ნოემბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურად დაუცველი სტუდენტების დასახმარებლად  საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორებმა სხვადასხვა შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანების მიერ შექმნილი ნახატები, აქსესუარები და ხელნაკეთი ნივთები გააერთიანეს და უნივერსიტეტის ეზოში  გამოფენა გაყიდვა გამართეს. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უნივერსიტეტის რვა სტუდენტისა და  ტექნოლოგიური ფაკულტეტის ორი სტუდენტის ნამუშევრები.

capt%e1%83%a1%e1%83%a1%e1%83%a1urecaptu%e1%83%a1%e1%83%93%e1%83%93%e1%83%93%e1%83%93%e1%83%93%e1%83%93%e1%83%93%e1%83%93%e1%83%93%e1%83%93re

‘’ჩვენ გადავწყვიტეთ შეგვეკრიბა სტუდენტები, მხატვრები, შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანები,  ჩვენ შევაგროვეთ მათი  ნამუშევრები, რომელთა ნახვა და შეძენა შეუძლია ნებისმიერ მსურველს  სიმბოლურ ფასად. შეგროვილი თანხით კი ვაპირებთ დავეხმაროთ წარჩინებულ სტუდენტს’’- განაცხადა ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სტუდენტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ია ცეცხლაძემ.

captu%e1%83%a1%e1%83%a1%e1%83%a1%e1%83%a1recaptur%e1%83%a1%e1%83%a1%e1%83%a1%e1%83%a1%e1%83%a1%e1%83%a1%e1%83%a1%e1%83%a1%e1%83%a1%e1%83%a1%e1%83%a1%e1%83%a1%e1%83%a1%e1%83%a1%e1%83%a1ecapture

გამოფენის მიზანი იყო გარკვეული რაოდენობის თანხის შეგროვება , რომელიც მთლიანად მოხმარდებოდა ერთ-ერთი წარჩინებული სტუდენტის სწავლის გადასახადის ნაწილის დაფარვას, როგორც ორგანიზატორებმა ჩვენთან საუბარში განაცხადეს საკმარისი თანხა შეგროვდა და ამის გამო ისინი მადლობას გამოხატავენ ყველა იმ ადამიანის მიმართ ვინც თუნდაც ერთი ნივთი შეიძინა.

capt%e1%83%93%e1%83%a1%e1%83%93%e1%83%a1%e1%83%93%e1%83%a1%e1%83%93ure

‘’  ყველა ნივთი დავათვალიერე, რამოდენიმემ ჩემგან განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა , თუმცა ჩემი არჩევანით კმაყოფილი ვარ . ეს ჯვარი რომელიც მე შევიძინე ჩემთვის საყვარელი ადამიანისთვის მინდა საჩუქრად და ვიმედოვნებ მოეწონება’’-საკუთარი ემოციები გაგვიზიარა ერთ-ერთმა სტუდენტმა თორნიკე ბროლაძემ .

capture-png%e1%83%b0%e1%83%b0%e1%83%b0%e1%83%92%e1%83%b0%e1%83%af

‘’ძალიან მიყვარდა ხატვა,  თავისუფალი დროს  ყოველთვის ვხატავდი, როდესაც სტუდენტებმა ჩემი ნიჭის შესახებ გაიგეს შემომთავაზეს მათთან თანამშრომლობა, რომელსაც მე დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. სწორედ მათი ორგანიზებით მოხდა ნიჭიერი და  შემოქმედებითი სტუდენტების შეკრება . მე მინდა ავღნიშნო , რომ ეს არ არის ჩვენი პირველი გამოფენა , ჩვენ უკვე მოვაწყვეთ რამდენიმე გამოფენა უნივერსიტეტში, წიგნების მაღაზიაში და ბულვარის ტერიტორიაზე. მივედოვნებ მსგავსი ტიპის გამოფენა გაყიდვა რეგულარულ ხასიათს მიიღებს და კიდევ ჩატარდება’’- განაცხადა გამოფენაში მონაწილე ერთ-ერთმა მხატვარმა ირაკლი ცეცხლაძემ.

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.