BE A TRAVELER NOT A TOURIST 

Traveller sees what he sees, the Tourist sees what he has come to see.”

ჩემთვის ეს პირველი დიდი მოგზაურობა იყო საზღვრებს გარეთ, ამიტომ გადავწყვიტე მოგზაურობის დაგეგმვა იმ მარტივ რჩევაზე დაყრდნობით,  რაც გვასწავლის რომ უკეთესია იყო მოგზაური და არა ტურისტი… 
რა განსხვავებაა და რატომ არის მნიშვნელოვანი მსგავსი სახით მოგზაურობა ?….

ამ კითხვაზე ჩემი პასუხები მაქვს, რომელთა შესახებ ამ ბლოგში მოგიყვებით….

პირველი განსხვავება _ როდესაც მოგზაურის თვალით ათვალიერებ უცხო ქვეყანას, უფრო მარტივია აღმოაჩინო  ქვეყნის კულტურა , ადგილობრივების მსგავსად ერთვები ყოველდღიურ ცხოვრებაში, იზიარებ მათ ინტერესებს, ადვილად სწავლობ ენას, მათ სამზარეულოს, ქალაქის გზებს….

ქალაქში ბევრი ღირსშესანიშნაოებია, რომლებსაც ყოველდღიურად ათასობით ტურისტი ათვალიერებს.  მეც მათ შორის დიდი აღტაცებით ვათვალიერებდი, ვცილობდი ფოტოზე აღმებეჭდა რაც შეიძლება ბევრი ლამაზი კადრი,  მაგრამ მიუხედავად მსგავსი ტურისტული ვოიაჟისა ჩემთვის საუკეთესო მოგონებად დარჩა სტამბოლის ქუჩებში ფეხით სიარული ( ქალაქის რუკის დახმარებით და მცირე დოზით დაკარგვის შიშით) , ადგილობრივ რესტორნებში თურქული ტრადიციული კერძების დაგემოვნება , თურქული სტუმართმოყვარეობა და ქუჩაში ნაყიდი თურქული “სიმითი” …😍😍

ქალაქმა ნამდვილად დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე . ყველაზე მეტად მაინტერესებდა რეალურად განსხვავდებოდა თუ არა სტამბოლის ორი მხარე ერთმანეთისგან.. როგორც მოგზაური გადაწყვიტე ბორნის დახმარებით ორივე მხარის მონახულება, ადგილობრივ თავშეყრის ადგილების დათვალიერება, ხალხთან საუბარი… 

ქალაქის ორ მხარეს ნამდვილად აქვს ბევრი სახასიათო განსხვავება, იგრძნობა როგორი ცხოვრების სტილით ცხოვრობენ ადგილობრივები, სიღარიბის და სიმდიდრის შერწყმა უფრო საინტერესო და განსხვავებულ ეფექტს აძლევს ქალაქს , ერთადერთი რაზეც გული მწყდება ისაა რომ ვერ შევძელი უფრო მეტის მონახულება, აღმოჩენა,  თუმცა ვიმედოვნებ ქალაქში მალე დავბრუნდები.. აქ ხომ თავს ისე ვგრძნობდი როგორც სახლში… 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.