”მუზეუმი და მეგობრები” _ გამოფენა

ძალიან მიყვარს მუზეუმში სიარული. ამ მხრივ ნამდვილად გამიმართლა, რადგან აჭარა მუზეუმების რაოდენობით ნამდვილად გამორჩეულია. რამდენიმე ადგილი ჩემთვის მაინც განსაკუთრებით საყვარელია ამიტომ ვცდილობ დაგეგმილ ღონისძიებებს თვალი ვადევნო და ხშირად გავხდე მუზეუმის ვიზიტორი.

21 ივლისს ერთ ერთ ჩემს საყვარელ  ძმები ნობელების ტექნოლოგიურ მუზეუმში საინტერესო ღონისძიება გაიმართა.   სანამ უშუალოდ ღონისძიებაზე მოგიყვებით მინდა მადლობა გადავუხადო მუზეუმს,  რომელიც ასე  აქტიურად მუშაობს, გეგმავს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს .  რაც ძალიან მახარებს ისაა,  რომ თითეული თანამშრომლის , უსაყვარლესი დირექტორის შრომა ფასდება..  მუზეუმს ძალიან ბევრი ვიზიტორი ყავს, მისი მეგობართა კლუბის წევრთა რაოდენობა კი  დღითი დღე იზრდება….

”მუზეუმი და მეგობრები” ასე ჰქვია გამოფენას, რომელიც დღეს,  მუზეუმში გაიხსნა.

გამოფენაზე მუზეუმის სტუმრებს   შესაძლებლობა ჰქონდათ კერძო კოლექციონერების მიერ, გასული საუკუნის ტექნოლოგიური ხელსაწყოები დაეთვალიერებინათ. უკვე ვახსენე მუზეუმის მეგობართა კლუბი, რომლის წევრები მუდმივად ვცდილობთ მუზეუმის განვითარებაში მონაწილეობა მივიღოთ.. 

გამოფენა  “მუზეუმი  და მეგობრები” ამ კლუბის წევრებს ეძღვნებათ.   გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მუზეუმის მეგობარ მხატვართა მიერ შესრულებული ტილოები და მოყვარულ ფოტოგრაფთა ნამუშევრები. 

Advertisements