ბათუმობა 2017-ის საზეიმო გახსნა და ლენტის გაჭრის ცერემონიალი მემედ აბაშიძის გამზირზე, ღონისძიების თაღთან გაიმართა, სადაც ანიმატორებმა წარმოდგენა გამართეს.

ევროპის მოედანზე მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ასევე, საზღვაო თემატიკის დეკორაციით მორთული ჯიხურებისგან მოწყობილი გამოფენა – გაყიდვა და ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის მიერ მოწყობილი „მწვანე კუთხე“, ფოტო სტენდები და მოცულობითი ასოებით აწყობილი ბათუმის ინსტალაცია, სარკის, თანამედროვე STREET ART-ისა და  ვეშაპის ინსტალაციები.  ძველი ბათუმის ისტორიის გაცოცხლების მიზნით გაიმართა ფოტოგამოფენა და პერფორმანსი ძველი ბათუმის  თემაზე, ასევე, თოჯინების თეატრის წარმოდგენები. ევროპის მოედნის მიმდებარედ განლაგებულია სახალისო ფოტოსტენდები, საბავშვო საქანელები. 

მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა  საბავშვო გასართობი აქტივობები, ასევე მოეწყო გაეროს ბავშვთა ფონდის ანტი-სტიგმა კამპანია –  „დაინახე ყველაფერი“, წიგნების გამოფენა-გაყიდვა. 

ბათუმობის დღესასწაული ორ დღის განმავლობაში გაგრძელდა.  მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმის მერიას, ასეთი ორგანიზებული და საინტერესო ღონისძიებებისთვის…

ბათუმობა 2017 ევროპის მოედანზე გალა კონცერტით დასრულდა. 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.