არა მხოლოდ შენს სულს,  შენს კანსაც ჭამს ცემენტი

 

 

img_0175

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს განცხადებით, ლიბანში სირიელი ლტოვილების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ეს ოფიციალური მონაცემებით თუმცა რეალურად ლიბანში  დაახლოებით 1.5 მილიონი ლტოლვილი ცხოვრობს, ამ რიცხვით ქვეყანა პირველია მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობით. ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით  2011 წლის მარტში სირიაში დაწყებულ კონფლიქტს 100 000 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა. ფილმი იმ ადამიანების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც სიკვდილს გადაურჩნენ , მაგრამ ისევ ჯოჯოხეთში იმყოფებიან..
„ცემენტის გემო“ ლტოლვილი მუშების ისტორიას მოგვითხრობს. ადამიანების ისტორიას, რომლებმაც წარსული და მომავალი დაკარგეს და ინერციით მისდევენ აწმყოს.

დოკუმენტურ ესე   (თამამად შევურჩიე ეს სახელწოდება, რადგან ფილმი მწერალის არტ ჰაქიაჯაკუპის მიერ დაწერილ ესეს გავს,  რომელიც  ზიად ქალთოუმ ეკრანზე გააცოცხლა რეალური ადამიანების მონაწილეობით… )  ასახავს სამწუხარო და საზიანო რეალობას, რომელშიც დღემდე იმყოფებიან ადამიანები. კონკრეტული ადამიანების მაგალითზე რეჟისორი ცდილობს დაგვანახოს ლტოლვილთა ცხოვრება ომის შემდეგ ..

რეჟისორი ქმნის ტრაგიკომედიას სირიელი მშენებლების შესახებ, რომლებიც სამოქალაქო ომის შედეგად დატოვებულ ნანგრევებზე ბეირუთში ახალ ცათამბრჯენებს აშენებენ. ამ დროს კი სირიაში  მათი საკუთარი სახლები იბომბება.  ცხელ ამინდში მუშაობას მუდმივი მშენებლობის ხმაურთან ერთად ემატება  შემაშფოთებელი ხმაური: ეს არის ომის, დაბომბვის  ნანგრევების  და ტრავმული მოგონებების ხმაური.

wp-image--783378566

რეჟისორი ზიად ქალთოუმ მიმოიხილა სირიის დაუსრულებელი კატასტროფის ბნელი გამოცდილება, რომელიც  მშენებელი დევნილების სახით გრძელდება.

ეს ფილმი ვიზუალურად მყარი და საოცრად პოეტურია. ფილმში ნაჩვენებია ბარბაროსული მდგომარეობა სირიელი მუშების ცხოვრების შესახებ.. მიუხედავად იმისა რომ ისინი  გადარჩნენ მათი  სახლების და  ქალაქების ტრაგიკული დაშლის შემდეგ, მაინც ვერ გრძნობენ თავს გადარჩენილებად და ისევ   ცხოვრობენ ჯოჯოხეთში.

სიბნელეში მავნე ცემენტულ ჰაბიტატებში ბეირუთში, გაზეთის  ჟურნალისტმა პატარა სატელევიზიო ეკრანზე განაცხადა, რომ სირიის ლტოლვილების მიმართ რასიზმი ახლო აღმოსავლეთში გავრცელდა.  მედიის რიტორიკა სირიის ლტოლვილებთან მიმართებაში არ არის განსაკუთრებით დადებითი ქვეყნებში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი და აშშ. შარშან გამოქვეყნებული გამოკვლევა აღნიშნავს, რომ ბრიტანეთში მემარჯვენე პრესა მხარს უჭერს მიმდინარე ანტი ლტოლვილთა მიდგომას.

1438597183-image-4.png

კონტრასტი აწმყოსა და წარსულს  შორის კარგად ჩანს  მუშების თვალებში , მათ  კანსა და  სულში. ისინი არიან ადამიანები,  რომლებიც ვერასდროს გაექცევიან იმ რეალობას, რომელშიც იყვნენ და სამწუხაროდ აწმყოშიც ასეთ პირობებში უწევთ ცხოვრება. ..

ცემენტის გემოსგან განადგურებული არიან მაგრამ ცემენტის “გემოს” დავიწყება არც ისე იოლია, ის უკვე გამჯდარია   მათი კოლექტიურ მეხსიერებაში. “არა მხოლოდ შენს სულს  ,  შენს კანსაც ჭამს ცემენტი”.   ომის ტყვეობაში მყოფებს უხმოდ გაჰყავთ დრო ცემენტის მიწისქვეშეთში და მოთმინებით ელოდებიან მომდევნო დღის გათენებას

სიტუაცია სირიაში სულ უფრო უიმედო ხდება .  სახლი არ არის იქ სადაც გულია სახლი იქ არის სადაც ლტოლვილები არიან, რადგან სამწუხაროდ მათ ყველაფერთან ერთად გულიც დაკარგეს. ეს უმწეობა და უიმედობა ჩნდება ყველა ლტოლვილის აზროვნებაში, მათი ჯოჯოხეთიც ყოველდღიურ რუტინულ შრომას ემსგავსება, როდესაც აღარავინ ცდილობს იბრძოლოს, წინააღმდეგობა გაუწიოს.. 

ფილმის ყურებისას ერთი კითხვა არ მასვენებდა   თანამედროვე საზოგადოება ასეთი  დაუნდობელი გახდა თუ  ყოველთვის ასე იყო? მაინტერესებდა ვინმე თუ ცდილობდა ათასობით ლტოლვილის ცხოვრების პირობებზე?

ცემენტის გემო 85 წუთის განმავლობაში გლოვობს და ძირითადად ჩუმად მოგზაურობს. ეს არის ახალი სახის  დოკუმენტური ფილმი სადაც ვხედავთ ინტიმურ ურთიერთობას სუბიექტსა და სივრცეს შორის . ფილმი მოგვითხრობს ადამიანებზე რომლებიც ბევრი შენობის მსავსად შინაგანად იშლებიან და მათთვის ძილიც კი ძალიან  მტკივნეული და რთული ამოცანაა.

  ფილმში გვესმის   გულწრფელი, ძლიერი კომენტარები წარსულის შესახებ და  განადგურებული სამშობლოს შესახებ  მემუარები (რეჟისორი ზიად ქალთოუმ  არის სირიელი ლტოლვილი).

ცემენტის გემო არის ლექსი რითმების გარეშე,  მკაცრი რიტმი და სტრუქტურა. საბოლოო ჯამში, ეს არის ფილმი ტყვეობაში “თავისუფლების”, სტიგმისგან განცალკევების სირთულეების  და დევნილთა მსოფლიო ტკივილის შესახებ..

45

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის განცხადებით 3 მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილად დარეგისტრირდა, უიმედო კრიზისი კი უფრო უარესდება.  BBC-ს ცნობით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) აცხადებს, რომ სირია “ჩვენი დროის ყველაზე დიდი ჰუმანიტარული საფრთხის წინაშეა”. სირიელი მოსახლეობის თითქმის ნახევარს საკუთარი სახლების დატოვება მოუხდა.

ლტოლვილთა უმეტესობა სირიის მოსაზღვრე ქვეყნებს შეეხიზნა, მათ შორის, 1.4 მილიონი ადამიანი თავშესაფარს ლიბანში ეძებს.    სამწლიანი სამოქალაქო ომის განმავლობაში სირიაში 190.000–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მილიონობით სირიელი ლტოლვილი უკვე მერამდენე წელია, ზამთარს მეზობელ თურქეთში ლიბიაში  ან იორდანიაში, ზაათარის ბანაკში, ერაყში ან სულაც ევროპის რომელიმე ქვეყნის საზღვრის სიახლოვეს აღმართულ კედელთან ხვდება.

ამ ფონზე კი ევროპასა და სხვადასხვა ქვეყანაში სირიელი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსია მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე კუბასთან გაჩერებულ გერმანელი ებრაელების გემს ჰგავს, რომელიც პასუხისმგებელი პირების მოლოდინში სულ მალე ჩაიძირება.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.