მეგობრული შეხვედრა გია ყანჩელთან…

კინოფესტივალის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ფესტივალზე ჩამოსულ კინორეჟისორების, პროდიუსერების მიერ ორგანიზებული მასტერკლასები, შეხვედრები.  ყოველ წელს ვცილობ ყველა დაგეგმილ შეხვედრას დავესწრო.   ასეთი მასტერკლასი გამართა  კომპოზიტორმა გია ყანჩელმა   სასტუმრო  „WYNDHAM Batumi“-ში, რომელსაც დიდი  სიამოვნებით დავესწარი.

hqdefault
გია ყანჩელი 1935 წლის 10 აგვისტოს დაიბადა, 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოლოგის  სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში, საკომპოზიციო ფაკულტეტზე, რომელიც 1963 წელს დაამთავრა.

1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ. 1979 წელს იგი საქარველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანი გახდა.

გია ყანჩელმა ოპერისა თუ თეატრისთვის ბევრი ცნობილი კომპოზიციას შექმნა. მის შემოქმედებას მიეკუთვნება 6 სიმფონია სიმფონიური ორკესტრისთვის (1962 წ.);  “სევდა ნათელი” – ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა დადიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.); მუსიკა სპექტაკლებისთვის: “ხანუმა”, “კავკასიური ცარცის წრე”, “რიჩარდ III”; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები). მუსიკა კინოფილმებისთვის: “არ დაიდარდო”, “ქვევრი”, “არაჩვეულებრივი გამოფენა” და ა.შ.

გია ყანჩელი ცხოვრობს ბელგიაში, ქალაქ ანტვერპენში, მაგრამ კავშირს  საქართველოსთან და რუსთაველის თეატრთან დღემდე აგრძელებს.

ძალიან საინტერესო მეგობრული შეხვედრა გამოვიდა , დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა კითხვები დაესვა მისთვის , ისიც ძალიან გულწრფელად პასუხობდა , ბევრი საინტერესო ისტორია გაიხსენა , მოგვიყვა თუ როგორ დაიწყო მისი კარიერა, ვინ შეასრულა გადამწყვეტი როლი მის კარიერაში , რა პრობლემების წინაშე იდგა მაშინ , როდესაც კარიერის დასაწყისში იყო ..

გვესაუბრა თავის დამოკიდებულებაზე თანამედროვე ელექტრონული მუსიკის შესახებ , ასევე გაგვიმხილა თუ რა როლი აქვს ზოგადად სიჩუმეს მუსიკაში და როგორია მუსიკის შექმნის პროცესი ფილმისთვის თუ ანიმაციისთვის ( მისი აზრით ანიმაციასა და ფილმზე მუშაობას შორის განსხვავება არაა, რადგან ორივე შემთხვევაში შენ ხედავ გამოსახულებას,  რომელსაც უნდა მიუსადაგო მუსიკა)…

ეს იყო მეგობრული შეხვედრა , სადაც უფრო ახლოს გავიცანი ეს გენიალური ადამიანი . ადამიანი , რომელიც  მრავალი სიმფონიური და კამერული ნაწარმოების ავტორია. დაწერილი აქვს მუსიკა დრამატული სპექტაკლებისთვის, ათეულობით კინოფილმისთვის, მათ შორის ისეთი პოპულარული ფილმებისთვის, როგორებიცაა „მიმინო“, „შერეკილები“, „არ დაიდარდო“, „ქინ-ძა-ძა“ და სხვა.

შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა , თუმცა დროის გასვლა ძნელი შესამჩნევი იყო , იმდენად საინტერესო ისტორიებს გვიყვებოდა ბატონი გია .. ბოლოს უკვე მივხვდით , რომ ცოტა დაიღალა .. ჩვენთან გაზიარებული ემოციებით დატვირთული ცოტა შესვენება დაიმსახურა.. თუმცა არავის ეთმობოდა მასთან გამომშვიდობება, ბევრი ავტოგრაფი დაარიგა, ბევრი საინტერესო ისტორია გაგვიზიარა და ბოლოს დაგვემშვიდობა ….

18 სექტემბერს კინოთეატრ აპოლოში შედგა კომპოზიტორ გია ყანჩელის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმის “სევდის ანგელოზები” პრემიერა .  თეონა ჯორბენაძის ფილმში, რომლის გადაღებასაც ერთი წელი დასჭირდა, შესულია ფრაგმენტები კომპოზიტორის საიუბილეო საკონცერტო ტურნედან, რომელიც 2015 წელს ჩატარდა. ფილმი გადაღებულია ბერლინში, ბრიუსელში, ანტვერპენსა და ბაქოში.

21557747_1676853502333578_143692759507720727_n

„როგორი იყო მაესტროს ცხოვრების გზა, კადრები, რომლებიც არასდროს გინახავთ, ისტორიები, რომლებიც არასდროს მოგისმენიათ. ასევე, თქვენ აღმოაჩენთ, რომ გია ყანჩელი თავისი მუსიკის შესახებ შექმნილი კრიტიკული წერილების უნიკალურ კოლექციასაც ინახავს, ერთ-ერთ მათგანს ცნობილი მსახიობი ჯონ მალკოვიჩი გაგაცნობთ“, — აღნიშნავს ფილმის ავტორი.  ფილმის სახელწოდება ყანჩელის ამავე სახელწოდების ნაწარმოებიდან არის აღებული.

 

ფილმში მონაწილეობენ რობერტ სტურუა, გოგი ალექსი-მესხიშვილი, რეზო გაბრიაძე, ნინო ანანიაშვილი, გიდონ კრემერი, ელდარ შენგელაია, სანდრო ყანჩელი, ნიკოლოზ რაჭველი, გიორგი ცაგარელი.

 

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s