ბრძოლა ტრადიციებსა და პროგრესს შორის

dede-poster-sd-temporaire

 

ჩემთვის ყველაზე საინტერესო და საამაყოა ,  ფესტივალზე ქართული ფილმების ნახვა . მარიამ ხაჭვანის ფილმა „დედემ“  რომელიც კარლოვი ვარის კინოფესტივალზე სექციაში East of the West ჟიურის პრიზის მფლობელი გახდა ჩემზე დიდი შთაბეჭდილებები მოახდინა.

mariam-khatchvani-and-producer-vladimer-katcharava-east-of-the-west-special-jury-prize-dede

 „დედეს” გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზეა. მთავარ როლებს კი ნათია ვიბლიანი, გიორგი ბაბლუანი და ნუკრი ხაჭვანი ასრულებენ. (სვანია ფილმის ყველა მსახიობი).

ფილმის მოქმედება სამი სეზონის მანძილზე მიმდინარეობდა და ის ეროვნული კინოცენტის, Doha Film Institute-სა და სანდენსის კინოფესტივალის მხარდაჭერით განხორციელდა.

ფილმს პირველი წარმატება, საპოლოტე ვერსიამ “დინოლა”მოუტანა, რომელიც 18 საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზების მფლობელი გახდა. სრულმეტრაჟიანი ფილმის პრემიერა კი კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა.

ძალიან სასიხარულო ფაქტია , ის რომ “დედეს” პრემიერა საქართველოში ბათუმის კინოფესტივალზე შედგა,  ფესტივალის მაყურებელმა დადებითად შეაფასა ფილმი , რაც ვფიქრობ კიდევ ერთი დიდი წარმატებაა.

-“ფილმით შევეცადე გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება თავისუფლებისადმი, ფილმი არის სიყვარულზე, თავისუფლებაზე, ტრადიციებზე და სვანეთზე, სვანეთის ლამაზ ბუნებასა და სვანეთში ცხოვრებაზე”- განაცხადა მარიამ ხაჭვანმა. 🙂 

dede_still_2

    დებიუტანტი რეჟისორის, მარიამ ხაჭვანის “დედე” კიდევ ერთხელ გვიხატავს იმ რეალობას, რომელიც ასე ღრმად გვაქვს გამჯდარი სისხლსა და გენებში.  ტრადიციების შესახებ გვიყვება, რომელსაც დროც კი ვერ ერევა, დღეს როდესაც თანამედროვე სამყაროში თავისუფლებას მოწყურებული ხალხი ყოველწამიერად თავისუფლდება ” ბორკილებისგან” და ხდება საკუთარი გადაწყვეტილებების, აზრების და გრძნობების პატრონი, ჩვენ მაინც შეგვიძლია  ძებნის გარეშე ჩვენს ირგვლივ, პატარა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში  ტრადიციებს შეწირული ადამიანების ტრაგედიის მომსწრე გავხდეთ.   

maxresdefault1.jpg

 

ფილმის დასაწყისში რეჟისორი ერთგვარ “ბრძოლის ველის” ილუზიას ჰქნის, თავდაპირველად ეს დეტალი მაყურებელს აბნევს, თუმცა შედგომში ჩვენ  მართლაც ვხედავთ ომს. განსხვავება ისაა, რომ ეს არ არის ომი  ერებს ან პოლიტიკურ იდეოლოგიებს შორის, არამედ ქალებსა და მამაკაცებს შორის, ხოლო მისი ფრონტი არის ბრძოლა ტრადიციებსა და პროგრესს შორის.
ძველი სატვირთო ავტომობილებით ბედნიერი ბიჭები ომიდან ბრუნდებიან . სვანეთის შორეულ რეგიონის უშგულის პატარა თემის მკვიდრ დავითს (ნუკრი ხაჭვანი)  მისი გადამრჩენელი გეგი (გიორგი ბაბლუანი) ჩამოჰყავს, რათა ერთად გაიზიარონ ომის დასრულების ბედნიერება, თუმცა სამწუხაროდ ჯერ არ იციან რომ ეს ახალი ომის დასაწყისია, სადაც მხოლოდ დამარცხებული მხარე არსებობს.

dede-web-3

 ფილის პირველი ნაწილი ცოტა ბანალური ისტორია მოსალოდნელი ფინალით თუმცა წინასწარ დაგამშვიდებთ, რომ ფილმი შორსაა ბანალურ ისტორიისგან , რაც შეუძლებელს ხდის განვსაზღროთ ისტორიის დასასრული..  დავითის პატარძალი  და გეგის “გულში ჩარჩენილი ლამაზი სვანი გოგონა ერთი და იგივე აღმოჩნდება, ეს თითქოს ბანალური ისტორია საინტერესოდ ვითარდება და მოულოდნელ ტრაგიკულ ისტორიას ასახავს ბედნიერი ფინალით .   

karlovy20vary20201720films20-201

დინა (ნათია ვიბლიანი) ტრადიციული სვანური ოჯახის ” ქალი” წარმომადგენელია, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილება მისი მომავალი ცხოვრების შესახებ მას არ ეკუთვნის.. სოფლის ყველაზე კარგ პატიოსან ბიჭზე დაქორწინების დაგეგვმა მისი ნების წინააღმდეგ მოხდა. თუმცა დინას ჰყოფნის შინაგანი ძალა და ამ უსამართლობას ეწინააღმდეგება.  შიშის მიუხედავად სიყვარულს ირჩევს თუმცა იქ სადაც მხოლოდ ჰაერია           “სუფთა” და ” თავისუფალი ” რთულია პრობლემებს გაუძლო.. ეს შეიძლება რამდენიმე წლის განმავლობაში შეძლო მაგრამ სადღაც, როდესღაც მაინც დაგეწევა წესების და დამახინჯებული ტრადიციების “მძიმე ” ძალა და აი მაშინ კი რთულია ბედნიერების შენარჩუნება .

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s