DAHA _ ბიზნესად ქცეული ჯოჯოხეთი 

ფილმი  „მეტი“  თურქი მსახიობის, ონურ საილაქის, პირველი სარეჟისორო ნამუშევარია, რომელიც ჰაქან გიუნდაის ამავე სახელწოდების ბესტსელერს ეფუძნება. (  ფილმზე მუშაობის პროცესში ჰაქანი ჩართული იყო როგორც ერთ-ერთი სცენარისტი) ეს არის ისტორია 14 წლის ბიჭზე, სახელად გაზა, რომელიც თურქეთში ეგეოსის სანაპიროზე ცხოვრობს და იძულებულია მამას დაეხმაროს დევნილების გადაყვანაში ოკუპანტი ქვეყნებიდან  ევროპაში .

201609083320-Hakan_Gunday_Daha_English_2016

“ეს ფილმი შეიქმნა იმ რომანის მიხედვით, რომელიც 2013 წელს გამოქვეყნდა. ამ პერიოდში გაზეთები აქტიურად წერდნენ ლტოლვილების შესახებ,  ქვეყნდებოდა სააგენტოების მონაცემები იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც თურქეთის მხრიდან საბერძნეთის საზღვრების გადაკვეთას აპირებდნენ. ესენი იყვნენ ადამიანები რომლებსაც არ გააჩნდათ არაფერი პირადი , ისინი ძალიან ჰგავდნენ მოჩვენებებს. ფილმის დახმარებით შევეცადეთ მათთვის რეალური სახეები შეგვექმნა  და სახელები მიგვენიჭებინა ” – განაცხადეს  ფილმის სცენარის შემქნელებმა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 1.5 მილიონი მიგრანტი გადავიდა მსგავსი არალეგალური გზის  დახმარებით ახლო აღმოსავლეთში, აფრიკისა თუ აზიაში.. ისინი ყოველდღიურ სიღარიბეს, დამცირებასა თუ გაჭირვებას  იტანდნენ , რათა თავი დაეღწიათ ოკუპანტი ქვეყნებისგან და ევროპაში გადასულიყვნენ. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა ამ ჯოჯოხეთური გზის გავლას.

დღეისთვის შეგვიძლია  ვთქვათ რომ მიგრანტების ასეთი გზით გადაყვანა გლობალურ ბიზნესია, ისეთივე მომგებიანი და დახვეწილი, როგორიც ნარკოტიკებით ვაჭრობა.

“ჩემთვის ფილმის გადაღება მარტივი იყო , რადგან ეს ეხება ნამდვილ, რეალურ პრობლემას. , ახლა სწორედ ამ მოვლენებზე ლაპარაკის დროა , რადგან  მათი პრობლემები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.   ვფიქრობ  ამ ისტორიის მოსაყოლად ძალიან კარგი დროა  – განაცხადა ფილმის რეჟისორმა ონურ საილაქმა.

ფილმის მსოფლიო პრემიერა Karlovy Vary-ის კინოფესტივალზე შედგა . ფილმმა კრიტიკოსების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.

17fe-actress-lara-aysal-actor-ahmet-mumtaz-taylan-film-director-onur-

“-წიგნზე მუშაობის პერიოდში ჩვენ ვიყავით ლტოლვილთა კრიზისის ზღვარზე, თუმცა ჯერ კიდევ არ  პქონდა მას  ისეთი დიდი მაშტაბები როგორც დღეს., ფანჯრებიდან ვხედავდით ყველაფერს,  პრობლემა მაშინაც ძალიან მძიმე  იყო  და წიგნშიც იმ დროის რეალობაა ასახული . მეორე მხრივ, ეს არის მუდმივად ცვალებადი საკითხი, რომელიც დრო და დრო განახლებას საჭიროებს, ამიტომ ფილმისთვის აუცილებელი იყო გარკვეული ცვლილებების დამატება

-გაზა არის  ბიჭი, რომელიც ცდილობს მოშორდეს მონსტრის ნიღაბს , ის მუდმივად ცდილობს იბრძოლოს მსოფლიოს წინააღმდეგ უბრალო  შეკითხვის  დახმარებით ” რატომ? “.

-მართლაც   არსებობს იმედი მაშინ,  როდესაც შემიძლია  უიმედო ისტორიის დახმარებით  ფართო აუდიტორიას საკითხის სიმძიმე  დავანახო . მე ასევე ვხედავ იმედს იმ ადამიანებში რომლებიც ცდილობენ ნავის დახმარებით უცხო ქვეყანაში წავიდნენ. მიუხედავად ამისა, სიუჟეტი მაინც ცრუ იმედის შესახებ მოგვითხრობს და ფილმშიც ამ ცრუ იმედის მქონე ცხოვრებას ასახავს.”  – ნათქვამია რომანის ავტორის, ჰაკან გიუნდეს ინტერვიუში.

ჰაიათ ვან ექი, რომელიც გაზას ასრულებს, ფიქრობს რომ მისი პერსონაჟი რთული ხასიათის ადამიანია, რომელმაც არ იცის რომელი გზაა სწორი.

“ჩემთვის  ამ ხასიათის თამაში არ იყო ადვილი , მე ვცდილობდი მაქსიმალურად კარგად მომერგო პერსონაჟის ხასიათი. გადაღებების პროცესში ძალიან ბევრი მენტორი მყავდა მათ შორის ონურ საიალაქი, რომელიც მაჩვენებდა თუ როგორ უნდა მეთამაშა მსგავსი რთული ხასიათის ადამიანი ბუნებრივად. ადვილი არ იყო, თუმცა  ბევრი დამხმარე მყავდა “, – განაცხადა ჰაიათ ვან ექიმ.

 
თურქული დრამის  მთავარი გმირი, არ არის მხოლოდ თინეიჯერი და მამის სამსახურიც არ არის რეგიონში ხილ-ბოსტნეულის გადაზიდვა. ორივე  ჩართულია ლტოლვილების გადაყვანის ბიზნესში ოკუპანტი ქვეყნებიდან ევროპისკენ  , საბერძნეთის გავლით. განსხვავება ისაა,  რომ გაზა იძულებულია მამას ამ საქმეში დაეხმაროს.   ამ პროცესში მას არაერთი რთული გადაწყვეტილების მიღება უწვეს, დგება არჩევანის წინაშე და ნელ-ნელა კარგავს საკუთარ თავს.

 

აჰადი  არის ადამიანი , რომელმაც დიდი ხანია დაკარგა ლოიალურობის და სიბრალულის გრძნობა. მან კარგად იცის იმ ჭუჭყისა და სიბინძურის შესახებ, რომელიც უკვე თითქმის მთელს მსოფლიოს მოედო, საკუთარ ბედს შეგუებული ცდილობს საკუთარი შვილის ამ საქმეში ჩართვას.  მისი აზრით   მხოლოდ ფულს შეუძლია მათ ბნელ და მძიმე ცხოვრებაში სინათლე შეიტანოს.

ფილმში ეპიზოდურ როლს ასრულებს თუბა ბუიუქუსთუნი, მისი პერსონაჟი რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩნდება , მაგრამ მთავრი პერსონაჟის ცხოვრებაში მნიშვნელოვან კვალს ტოვებს . სირიელი ლტოლვილი ქალის ისტორია, მისი უმანკო, უიმედო მდგომარეობა გარდამტეხ როლს ასრულებს გაზას პიროვნებაში.. ის პირველად უპირისპირდება საკუთარ მამას და მის ირგვლივ არსებულ ბოროტებას…
მინდა ავღნიშნო ტუბას არაჩვეულებრივი შესრულება, მისი ვიზუალური მხარე შერწყმული დიდ ტრაგედიასთან, რომელიც სახის ყოველ ნაკვთს ეტყობა.. რამდენიმე წუთიანი გამოჩენა ფილმში და სამუდამოდ ჩარჩენილი ტუბას პერსონაჟი აჰრა, რომელიც  უეცრად ჩნდება და ასევე უეცრად უჩინარდება საბერძნეთის საზღვართან ზღვის ტალღებში…

 

გაზა  ერთი  თინეიჯერი ბიჭია, მოზარდი, რომელსაც ნათელი თვალების გარდა ყველაფერი ბავშვური უკვე გამქრალი აქვს. ფილმის დასაწყისში ვხედავთ მის შინაგან ბრძოლას იმ ბოროტების მიმართ რაც მისი ცხოვრების ყოველდღიურობაშია.  ის ფარულად ცდილობს სწორი გზის არჩევას.   გამოცდები ჩააბარა შორეულ სტამბულის  კარგ სკოლაში,  თუმცა მამა არ არის დაინტერესებული მისი აკადემიური შედეგებით, სამწუხაროდ გაზასთვის ასეთი გადაწყვეტილებები მხოლოდ ოცნებებშია შესაძლებელი.   რთულია ყოველდღიურ ფსიქოლოგიურ ზეწოლას გაუძლო , აიტანო შენს ირგვლივ არსებული ბოროტება, დამცირება , ტკივილი და ყველაფრის შემდეგ ისევ ნორმალურ ადამიანად დარჩე.. სამწუხაროდ ფილმში პერსონაჟის ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ კრახით სრულდება, ყოველი გაქცევა , ყოველი წინააღმდეგობა უფრო მეტ ფიზიკურ და მორალურ ზიანს აყენებს .. 

და მაშინ როდესაც თითქოს ბოროტება მამის სახით მარცხდება.  გაზაში საკუთარი ბნელი მხარე იმარჯვებს … მასში იღვიძებს ადამიანი , რომელსაც შეუძლია თვალის დაუხამხამებლად  კამერიდან თვალი ადევნოს   გაჭირვებული მიგრანტების  ყოველდღიურ ტანჯვას , რომლებიც გაზასგან მხოლო ერთ რამეს ითხოვენ ეს “მეტი ჰაერია “….
.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s