Take OFF_თავისუფლების ძიებაში

57_aheyabdolhalim6

 

ირანული ფილმი ოჯახზე, რომელმაც ყველაფერი დაკარგა. მთავარი გმირების ცხოვრება, რომელიც სულ რაღაც 15 წუთში გადაიქცა ტრაგედიად.  მამის შეცდომების გამო განადგურებული ოჯახი ცდილობს იპოვოს ცხოვრების გასაგრძელებელი მიზეზი . ფილმში ძალიან ბევრი მთავარი პერსონაჟია , რომლებიც ერთმანეთისგან ხასიათით , ქცევებით და ემოციებით განსხვავდებიან, მაგრამ მათ მთავარი რამ აერთიანებთ , ეს ბედნიერების და სიცოცხლის სურვილის  არარსებობაა.

 

“სიკვდილის კი არ უნდა გეშინოდეს, არამედ იმის, რომ ვერასოდეს დაიწყებ სიცოცხლეს”_მარკუს ავრელიუსი

photo_2017-04-17_17-33-17

როგორ მოიქცევი მაშინ როდესაც იპოვი რაღაცას რასაც ბედნიერების , სიხარულის, თავისუფლების მოტანა შეუძლია? …. ალბათ ძნელი იქნება ამაზე უარის თქმა, მისი  გაშვება , მიუხედავად იმისა თუ გეცოდინება რამდენად  საშიში და სარისკო შეიძლება აღმოჩნდეს საბოლოოდ.

-დროის მანქანა,  რომ გქონდეს წარსულში გადასვლას აირჩევდი თუ მომავალში ?

-დროის მანქანა რომ მქონდეს დავამტვრევდი , რადგან აწმყო მირჩევნია. ამ ადგილს , ამ წუთს  ვირჩევ…

aheyabdolhalim5

ფილმის ყველა გმირი ერთი თამაშის გარშემო იკრიბება. ის, რაც გართობითა და თავისუფლებისკენ ხელის გაწოდებით იწყება, დრამატული შედეგით სრულდება.

დავალებები უფრო და უფრო სასტიკი და დაუნდობელი ხდება , მაგრამ მათში უფრო იმატებს თამაშის გაგრძელების სურვილი .  ამის მიზეზი მარტივია, რადგან ამ თამაში ჩართულები გრძნობენ სიხარულს  , უფრო კარგ ხასიათზე იღვიძებენ, უხარიათ ცხოვრება , ერთად ატარებენ დროს და თითქოს რაც აქამდე აკლდათ ყველაფერი დაიბრუნეს . მღერიან , იცინიან,  გრძნობენ თავისუფლების გემოს .

4f9b5145af

“ბოთლს სიკვდილის გარდა ყველაფრის მოთხოვნა შეუძლია “

თამაშის პრინციპი მარტივია , მეგობრები ატრიალებენ ბოთლს, რომლის დახმარებით ირჩევენ ადამიანს , რომელიც გამოწვევას იღებს და დიდი სიამოვნებით ასრულებს .. ფილმის მთავარ დასკვით ნაწილში ჩვენ ვხედავთ ცხოვრებასთან მებრძოლ ადამიანს ათენას, რომელმაც საკუთარი თავი გამოიწვია , რათა აესრულებინა მისი  ცხოვრების ერთადერთი დარჩენილი სურვილი – აფრენა . თავისუფლების წყურვილით  შეპყრობილი გოგონა ყველაფერს აკეთებს მიზნის მისაღწევად ..

187222

 “ცხოვრებაში მხოლოდ ორი გზა არსებობს: პირველი, იცხოვრო ისე თითქოს არაფერია სასწაული. მეორე კი, ცხოვრობდე ისე თითქოსდა ყველაფერი სასწაულია!”_ალბერტ აინშტაინი.

 

ფილმის მთავარი გმირებიც ამ სასწაულს ეძებდნენ , იპოვეს და მაშინ როდესაც გააცნობიერეს,  რომ ეს ძალიან საშიში იყო და შეიძლებოდა მათ სიცოცხლეს შეჰქმოდა საფრთხე მაინც ვერ შეძლეს უკან დახევა.  როდესაც იპოვი ბედნიერების მიზეზს  ძნელია მასთან დამშვიდობება.

farhangnews_257300-650292-1495598101

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.