მოჰსენ და ჰანა მახმალბაფები

21952485_1565577040147737_638155997_o-1-e1506066148601

 

      მამა-შვილი  მოჰსენ და ჰანა მახალბაფები  ბათუმის საავტორო კინოფესტივალს ჟიურის სტატუსით ესტუმრნენ. მოჰსენი მხატვრული ფილმების კონკურსის ჟიურის თავმჯდომარის სტატუსით , ხოლო ჰანა მოკლემეტრაჟიანი ფილმების ერთ-ერთი ჟიურის წევრი  იყო.  ასევე ფესტივალზე მათ საკუთარი  ნამუშევრები (ფილმები )  ჩამოიტანეს და ამით სასიამოვნო საჩუქარი გაუკეთეს  ფესტივალის მაყურებელს.

Mohsen Makhmalbaf -044

     

კინოფესტივალის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია – კინოფესტივალზე ჩამოსული კინორეჟისორების, პროდიუსერების მიერ ორგანიზებული მასტერკლასები, შეხვედრები. მსგავსი ტიპის შეხვედრა/მასტერკლასი  გამართეს მოჰსენმა და ჰანამ  21 სექტემბერს სასტუმრო Wyndham Batumi-ში, სადაც ღიად ისაუბრეს საკუთარ  კარიერასა თუ ცხოვრებაზე. რეჟისორმა მასტერკლასზე თავის ცხოვრებაზე, ირანში განვლილ რთულ წლებზე ისაუბრა,  როდესაც იძულებული გახდა ირანი დაეტოვებინა და საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადასულიყო. სამწუხაროდ  დღესაც არ შეუძლია საკუთარ სამშობლოში დაბრუნება , მას ირანში  დაპატიმრება ემუქრება და იგი დღემდე ვერ ახერხებს ოჯახის გარკვეულ ნაწილთან ურთიერთობას და მათ ნახვას.  (მოჰსენი უკვე რამდენიმე წელია ოჯახთან ერთად ევროპაში  ცხოვრობს.)

-Mohsen Makhmalbaf- Prominent Iranian Film Director

 -თავიდან ავღანეთში წავედით ორი წლით და იქ ფილმიც გადავიღე, მერე იყო ტაჯიკეთი, სადაც ისევ პრობლემები შეგვექმნა და პარიზში გადავსახლდით. იქ ირანის ხელისუფლება ტერორისტებს  გზავნიდა ჩემ მოსაკლავად, ეს ფაქტი პარიზის პოლიციამ დროულად აღკვეთა. მერე კი ლონდონში გადავედით.

       მოჰსენ მახმალბაფი   (1957 წელს დაიბადა თეირანში)ირანული კინოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელია. მისი ფილმები, როგორც წესი, ინდივიდისა და ზოგად სოციალურ-პოლიტიკურ გარემოს ურთიერთდამოკიდებულებას ასახავს. შესაბამისად, მისი ნამუშევრები ირანის და ირანელი ხალხის უახლესი ისტორიის ყველაზე კარგი ქრონიკაა.

Mohsen Makhmalbaf -02

      ბოლო ათი წლის განმავლობაში მოჰსენ მახმალბაფის ფილმები ფართოდაა წარმოდგენილი სხვადასხვა საერთაშორისო კინოფესტივალზე. მრავალი ჯილდოს მფლობელი რეჟისორი ირანული კინოს ახალი ტალღის წამომადგენელია. ჟურნალმა „თაიმმა” მახმალბაფის 2001 წელს გადაღებული ფილმი „ყანდაარი” (Kandahar) ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმს შორის დაასახელა.

mohsen-makhmalbaf-021.jpg

    მოჰსენ მახმალბაფი ბევრი საპატიო ჯილდოს მფლობელია. ასევე, მიღებული აქვს დოქტორის საპატიო წოდებები სხვადასხვა უნივერსიტეტიდან, 50 საერთაშორისო ჯილდო, მათ შორის: 1998 წელს საფრანგეთში – ხელოვნებისა და ლიტერატურის მარშალი, 2006 წელს სომხეთში – სერგეი ფარაჯანოვის ჯილდო, 2002 წელს იტალიაში- ფრანსუა ტრიუფოს ჯილდო, 2001წელს იუნესკოსგან –  ფედერიკო ფელინის საპატიო ჯილდო,  2006 წელს რომიდან – გამბედაობისა და სიმამაცის ჯილდო,  2003 წელს პუსანის კინოფესტივალზე – საუკეთესო, აზიელ კინორეჟისორად დასახელდა, ხოლო 2007 წელს აზიის კინოაკადემიის დეკანად აირჩიეს.

Mohsen Makhmalbaf -055

 

 

-ფესტივალები რეჟისორის ცხოვრების ძალიან მცირე ნაწილია. მთავარი  ის არის, თუ როგორ შეცვლი მაყურებელს შენი ფილმით. ზოგჯერ აუდიტორია ისე აღიქვამს ფილმს, რომელმაც გამარჯვება მოიპოვა, რომ არაფერი იცვლება – ისეთივეა, როგორც ჩვენებამდე. ჩემი მიზანია საზოგადოების თუნდაც რაღაც ნაწილის აზრის შეცვლა. თუ მათ შეცვლას ვერ შევძლებ, გამარჯვებას აზრი არ ექნება. იმ შემთხვევაშიც კი,  თუ 100 ჯილდოს მივიღებ- მოჰსენ მახმალბაფი.

mohsen20makhmalbaf20-028

” ჯილდოების მიღება არ ნიშნავს, რომ წარმატებული ხარ. წარმატებული ხარ მაშინ, როცა საკუთარი თავის შესწავლით ხარ დაკავებული “- მოჰსენ მახმალბაფი. 

         2005 წელს, აჰმადინეჯადის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მოჰსენ მახმალბაფმა ირანი დიქტატურის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა. ამჟამად რეჟისორი ოჯახთან ერთად ლონდონში ცხოვრობს.

 

HanaMakhmalbaf

 

    ჰანა მახმალბაფი 1988 წლის 3 დეკემბერს თეირანში დაიბადა. 7 წლის ასაკში მამის, მოჰსენ მახმალბაფის ფილმში მონაწილეობდა, სახელწოდებით „უმანკოების წამი“.

მახმალბაფების ოჯახურ ნაშრომებში რეგულარულად მონაწილეობდა, როგორც ფოტოგრაფი, სცეარის კორექტორი და რეჟისორის თანაშემწე. მახმალბაფის კინოსკოლაში კინოხელოვნებას 8 წლის განმავლობაში სწავლობდა, რომელიც 16 წლის ასაკში დაასრულა.

Mohsen Makhmalbaf -039

       8 წლის ასაკში პირველი მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო, სახელწოდებით „დღეს, როცა დეიდაჩემი ავადმყოფობდა“. 1997 წელს ამ ფილმმა საერთაშორისო ყურადღება მიიქცია, მაშინ რეჟისორი მხოლოდ 9 წლის იყო. 14 წლის ჰანამ გადაიღო დოკუმენტური ფილმი „სიგიჟის სიხარული“.  ამ ფილმის პრემიერა 2003 წელს ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართა და 3 საერთაშორისო ჯილდო მიიღო.

18 წლისამ თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ბუდა სირცხვილისგან აფეთქდება“ გადაიღო, რომელმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვა და კინოფესტივალებზე ბევრი პრესტიჟული ჯილდო მიიღო – ბერლინში, სან-სებასტიანში, რომში, მონრეალში, თესალონიკიში, ჰონგ-კონგში.

Hana Makhmalbaf

ჰანას ფილმი „მწვანე დღეები“  ირანის 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს მომხდარ ინციდენტებს ასახავს. ეს ფილმი ვენეციის კინოფესტივალის ოფიციალური სექციისთვის შეირჩა დასიმამაცის ჯილდო მიიღო.

„ვიზა წამისთვის“ ჰანას ლექსების კრებულია, რომელიც 2003 წელს სამ ენაზე გამოიცა.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.