Kim Ki Duk_김기덕

director-kim-ki-duk

-სიყვარული არ არის მარტივი და მისი ბევრ ადამიანს ეშინია, რადგან ის ჭრილობებს ტოვებს. მაგრამ სიყვარულზე საშიში ადამიანია. მე ახლა მისი უფრო მეშინია.

ბათუმის საავტორო კინოფესტივალის დახმარებით წელს კიდევ ერთხელ ვისიამოვნე კიმ კი დუკის შესანიშნავი, დამაფიქრებელი და საინტერესოო ფილმის დიდ ეკრანზე ნახვით. დაახლოებით 3 წელია , რაც კიმ კი დუკის შემოქმედებას ვიცნობ , ყოველი მისი ფილმის ნახვის შემდეგ კი ახალ დეტალებს ვამჩნევ.  გადაღების ტექნიკა , ფილმის თემატიკა , პერსონაჟების ქცევა, დეტალებით აწყობილი რეალისტური სურათი , რომელშიც ადვილია ამოიკითხო პრობლების თუ თემის სიმძიმე სულ უფრო იხვეწება, ყველაფერი კი ერთი მიზნისკენ მიდის, კიმის აუხდენელი ოცნებისკენ შექმნას ფილმი, რომელიც ჯერ არავის გაუკეთებია – რომელიც არ გაკეთებულა და რომელსაც სხვა ვერავინ გადაიღებს.

4779ce3247fe01125f3e6adf5e6c3fd8

კიმ კი დუკი 9 წლის იყო როდესაც  თავის ოჯახთან ერთად, სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში გადავიდა. მანამდე, 9 წელი ბუნებაში გაატარა, ამიტომ სრული საშუალო განათლება არ მიუღია. 15 წლისამ ქარხანაში დაიწყო მუშაობა, 21-26 წლამდე კი, სამხედრო სამსახურს იხდიდა. 26-30 წლამდე – ეკლესიაში, ბრმებისათვის სპეციალური ეკლესიაში ცხოვრობდა.  30 წლის ასაკში პარიზში წავიდა. სწორედ მაშინ ნახა პირველად კინო. მასზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა ფილმმა “კრავთა დუმილი”, იგი მოხიბლული იყო ენტონი ჰოპკინსის შესრულებით. ასევე, შთაბეჭდილელების ქვეშ დაატყვევა ლეო კარაქსის ფილმმა “შეყვარებული პონტ ნოფიდან”. მომავალი რეჟისორი მოხიბლული იყო რეჟისორებით: ემირ კუსტურიცა და შოჰეი იმამურათი. მას შემდეგ დაიწყო მასალების შეგროვება და გადაწყვიტა თვითონაც გადაეღო ფილმი.

kikskkskskskksggsghgj

 

-მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდი ენა, არ მქონდა ფული და საჭმლის ფულს ქუჩაში ხალხის დახატვით ვშოულობდი, მაინც ვერ ვიტყვი, რომ რთული იყო ევროპაში მარტო ყოფნა. მე ამ დრომ ბევრი რამ მასწავლა. საერთოდ, ჩემს ცხოვრებაში ოთხი მნიშვნელოვანი პერიოდი იყო, რომელმაც ბევრი რამ განსაზღვრა: პირველი – რაც ბავშვობას და ბუნებას უკავშირდება, მეორე – ქარხანაში მუშაობას, მესამე – ჯარს და მეოთხე – ევროპას. ცხოვრება ეტაპებივითაა.

კიმ კი დუკს თავისუფლად ვუწოდებ კორეული კინემატოგრაფიის გიგანტს. მისი ფილმები გამოირჩევა მინიმალური დიალოგებით, მსახიობთა გამომეტყველების სიმძაფრითა და შეულამაზებლად მძიმე კადრებით. ბუნების სურათები კი ოპერატორული შესაძლებლობების ჯადოსნურობაზე დაგვაფიქრებს. ეს სიტყვაძუნწი რეჟისორი მაყურებელს ითრევს საკუთარ სამყაროში და სურვილს გვიჩენს ბოლომდე შევისწავლოთ მისი შემოქმედება და გავთვიცნობიერდეთ აღმოსავლური კულტურის პოსტულატებში.

kimki duk

   -არ ვფიქრობ რომ სიტყვებს ყველაფრის  მოგვარება შეუძლიათ. ზოგჯერ დუმილს უდრო მეტი ჭეშმარიტი გრძნობა მოაქვს ვიდრე სიტყვას, რომელსაც შეუძლია დაამახინჯოს მნიშვნელობა გარკვეულ სიტუაციებში..- კიმ კი დუკი.

კიმ კი-დუკის ერთი შეხედვით საოცრად მშვიდ ფილმებში  გმირები მთელი მათი ცხოვრების მანძილზე კითხვებზე პასუხებს ეძებენ,  იტანჯებიან, თავისუფლებისთვის იბრძვიან.

ფილმები, რომლებიც სამუდამოდ გამახსოვრდება თავისი ტკივილით, სიყვარულით, სისასტიკით და სინაზით. მისი გმირები ხან თევზებს ჰგვანან და ხან ჩიტებს. ისინი ზოგჯერ საერთოდ არ ლაპარაკობენ („ცარიელი სახლი”), მაგრამ მათი შემყურე წუთითაც ვერ მოწყდები დიდ ეკრანს. არასდროს იცი რას გადაწყვეტენ, რას მოიმოქმედებენ. ძალიან უყვართ ერთმანეთი და რაც უფრო ძლიერია ეს გრძნობა, მით უფრო მტკივნეულია კავშირი. ისინი უხილავი, მისტიკური ძაფებით არიან გადაჯაჭვულნი („ცუდი ბიჭი”) და ზოგჯერ ძალიან სასტიკად სჯიან („კუნძული”) და ეძებენ („გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი… და ისევ გაზაფხული”) საკუთარ თავს.

kikim

რელიგია, ვნება, აკრძალვები, თავისუფლების ძიება და კაცობრიობის რუტინული წრე  რეჟისორი თამამად საუბრობს ისეთ საკითხებზე, რომელიც საზოგადოებაში გარკვეულწილად ტაბუირებულია.

-სინამდვილეში არა მგონია, რომ ჩემი ფილმები მარტო ტკივილზე იყოს. ჩემთვის ცხოვრება არის ციკლი, როგორც დროის ცვალებადობა: შემოდგომა, ზამთარი… ტკივილი, სიყვარული… წვიმა, თოვლი… მწუხარება, სიხარული, სიკვდილი… ხომ არაფერი არ არის მუდმივი, აქაც ასეა.

3f3e10647cc7ba66795adfccfe719ced (1)

ფესტივალზე  დიდოსტატთა კოლექციაში ნაჩვენები იყო კიმ კი დუკის 2016 წლის ფილმი სახელად “ქსელი” , რომელიც ზუსტად ასახავს იმ მდგომარეობას რაც დღეს სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეას შორის არსებობს . ერთი ღარიბი მეთევზის ტრაგიკული , მძიმე ისტოორით კიმი ცდილობს დაგვანახოს  ამ ორი ერთმანეთის წინააღმდეგ მებრძოლი მხარის დღევანდელი რეალური სახე.

ნამ  ჩულ ვო  (Ryoo Seung-bum) არის  ღარიბი  მეთევზე , რომელიც სიღარიბის მიუხედავად  ბედნიერად ცხოვრობს  მეუღლესთან და ქალიშვილთან ერთად  ჩრდილოეთ მხარეს მდინარესთან. რომელიც კორეას ორ ნაწილად ყოფს.  ყოველდღე ის სათევზაოდ მიდის მდინარეზე.  საგუშაგოს ჯარისკაცები მას  კარგად იცნობენ ,  ენდობიან და   დარწმუნებულები არიან რომ  ნამი მდინარეზე არსებულ  უხილავი საზღვარს არ გადაკვეთს.  ერთ დღესაც თევზაობის დროს სათევზაო ნავი ძრავაში იხლართება  და ნამი  ვეღარ იმორჩილებს  ნავს  და დინებას სამხრეთ კორეამდე მიჰყვება.

სამხრეთში მძიმე გამოძიების და საშინელი ტკივილის გადატანა უწევს. სახლში დაბრუნების შედეგ როდესაც ფიქრობს რომ ყველაფერი დამთავრდა  სამწუხაროდ ჩრდილოეთში ახალ ჯოჯოხეთში აღმოჩნდება.  მეთევზე მის ირგვლივ არსებულ   მწარე რეალობას პირისპირ ეჯახება და გახლეჩილი ქვეყნის  ორ იდეოლოგიას შორის ჩიხში ექცევა.

 

 -რეჟისორმა არ უნდა განსაზღვროს ყველაფერი. ჩემთვის, ფილმს აქვს  შეკითხვის ფორმა, რომელსაც ვთავაზობ  ჩემს  აუდიტორიას.  მაინტერესებს მათი აზრი ჩემს შეხედულებებზე და ამის განხილვა მათთან ერთად  – კიმ კი დუკი .

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s