Krotkaya_სინაზის ძლიერი მხარე

sergei-loznitsa

სერგეი ლოზნიცა უკრაინელი რეჟისორია , რომელიც დაიბადა 1964 წელს, ბარანოვიჩიში, ბელარუსში. ის კიევში გაიზარდა და ცნობილია მსოფლიოში მისი დოკუმენტური და დრამატული ფილმებით. რეჟისორმა პირველი მხატვრული ფილმი 2010 წელს გადაიღო. მისი უახლესი ნაშრომი, „უწყინარი არსება (2017), ისევე როგორც წინა ორი ფილმი, „ჩემი სიხარული (2010) და „ნისლში (2012), კანის მთავარი კონკურსის ფარგლებში აჩვენეს.

krotkaya_poster

ფილმზე “ნაზი არსება” მუშაობის დროს რეჟისორის მთავარი ინსპირაციის წყარო დოსტოევსკის მოთხრობა (“კროტკაია”) გახდა.   “კროტკაია” [“ნაზი ქმნილება”]  აღწერს მწამებელსა და დაზარალებულს შორის ურთიერთობას, რომელიც ქმრისა  და ცოლის სახით არის წარმოდგენილი.

 

-შეიძლება ითქვას,  რომ ეს ფილმი  (“ნაზი არსება”)  მეორე ნაწილია ფილმის “ჩემი სიხარული”.  ჩემი განზრახვა იყო რუსული (ყოფილი საბჭოთა კავშირის) საზოგადოების მითოლოგიის შესწავლა, კულტურული კონტექსტი, იმ ხალხის მენტალიტეტი, რომლებიც დღემდე აგრძელებენ ამ  ტერიტორიაზე ცხოვრებას- განაცხადა სერგეიმ ერთ ერთ ინტერვიუში .

gentlecreaturekrotkayapressconference0gtoukbnsybl

ახალი აღმოჩენების გასაკეთებლად რეჟისორი ფილმის გადაღების დაწყებამდე ხშირად მოგზაურობს , ეცნობა კულტურას და შემდეგ უკვე იწყებს ფილმზე მუშაობას .  ამ მხრივ ეს ფილმიც არ ყოფილა გამონაკლისი. რეჟისორის ინტერვიუდან ვიგებთ, რომ მისთვის ამ პროცესს დიდი მნიშვნელობა აქვს, ამით  ფილმის მთავარ “სულსა” და განწყობას გრძნობს.
ფილმი  გადაღებულია  დაუგავპილში, ლატვიის რეგიონში . ეს ტერიტორია რუსეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ეს არის ადგილი , რომელიც გამოირჩევა  სხვადასხვა ეროვნების და  ეთნიკური წარმომადგენლების ნაზავით:  ბელორუსები,  ლატვიელები, რუსები, ლიტველები, იუდეველები.

  -ამ ტერიტორიაზე შექმნილია  გარკვეული დაძაბულობა, რომელიც ყოველთვის არსებობს საზღვრისპირა რეგიონებში. გარკვეული საშინელი სული, რომელიც მე ძალიან მხიბლავს-განაცხადა სერგეიმ ერთ-ერთ ინტერვიუში.

15aa615b168610884b1bb5faae288

ფილმის მთავარ ნაწილში  მოვლენები ციხეში  ვითარდება .  ეს ციხე კი მდებარეობს დაუგავპილში(Daugavpils). ფილმში მონაწილე მსახიობების  70%  შედგება ადამიანებისგან , რომლებიც რეალურად ამ ციხეში  იმყოფებიან. ესენი არიან  პატიმრები, დამნაშავეები, დამნაშავეთა ახლობლები, ციხის მცველები, ციხის თანამშრომლები და ა.შ.

-გადაღებების პერიოდში  ჩვენი მთავარი საზრუნავი  პატიმრებს შორის  დისტანციის შენარჩუნება იყო.  აქ იყვნენ  პატიმრები სხვადასხვა ბანდებიდან , განსხვავებული აზროვნებით . საჭირო იყო სიფრთხილე, რათა არ მომხდარიყო გაუთვალისწინებელი კონფლიქტი.

a_gentle_creature_h_2017

რეჟისორმა 2 საათიან ფილმში აღწერა ქალის ისტორია, რომელიც ავლენს სიმტკიცეს და ძლიერი ხასიათის დახმარებით ცდილობს გაუძლოს ტკივილს.  მთელი ფილმის განმავლობაში მაყურებელი მოხიბლულია ამ პერსონაჟის სიძლიერით, რომელსაც სრულიად შეუსაბამო სახელი ჰქვია “ნაზი არსება”.   ეს  სიმბოლურია რუსეთის საზოგადოების დეჰუმანიზაციისთვის, რომელიც ამ ფილმის მთავარი თემაა.  მთავარ პერსონაჟს ბევრი დაბრკოლების და “ბრძოლის” გადატანა უწევს. მას უპირისპირდებიან უხეში ციხის თანამშრომლები, კორუმპირებული პოლიციის ოფიცრები, მთვრალი მაცხოვრებლები, ნოსტალგიური ნაციონალისტები და უპატრონო ადამიანის უფლებათა დამცველი.

krotkaya_trailer_vostfr-mov

ქალი კი ამ ყველაფერს შესანიშნავი მოთმინებით იტანს . მისი სახის გამომეტყველება  სრულიად იდენტურია, არ იცვლება. სიჩუმეს არჩევს და მხოლოდ მკაცრად აუცილებელ შემთხვევებში ლაპარაკობს.

მთელი საზოგადოება, როგორც ჩანს, მწარე, დემორალიზებული და ცინიკური ადამიანებისგან შედგება. საზოგადოების ნაწილს , რომელსაც ფილმში ვხედავთ ძნელად თუ ვუწოდებთ ადამიანებს , ისინი უფრო რაღაც არსებები არიან , რომლებიც “ზღვარგადასულ” გართობას და “ჭუჭყიან” გარემოს არიან შეჩვეულნი.

BATIro-FIFLR2017-Cat288pInt_img_274_0

 

ფილმი გადაღებულია ნელი, თითქმის ჭეშმარიტი სცენებით. ფილმის მაყურებელმა მოთმინებაც უნდა გამოიჩინოს.  ვაღიარებ რომ დასაწყისში სურვილი გამიჩნდა , ფილმის ყურება შემეწყვიტა, თუმცა გირჩევთ, რომ ფილმის ჩვენება არცერთ წუთზე არ შეწყვიტოთ და ბოლომდე ნახოთ.

ფილმში ვხედავთ რამდენიმე სცენას, სადაც  რეჟისორი იწყებს საუბარს ან  აღწერს მოვლენას, რომელიც  ერთი შეხედვით  სიუჟეტს არ შეესაბამება, თუმცა მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ იკვეთება კავშირი. ასეთი  ხელწერით ფილმის გადაღება უფრო საინტერესოს და ორიგინალურს ხდის ფილმს.

 

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s