ბათუმის საავტორო ფილმების მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება. მას  უკვე მესამე წელია დიდი ინტერესით ველოდები. ფესტივალი რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება და მაქსიმალურად ცდილობს ნებისმიერი გემოვნების კინომოყვარულის ინტერსი დააკმაყოფილოს. უკვე მესამე წლია ფესტივალში აქტიურად ვარ ჩართული, ახლოს გავიცანი ის ადამიანები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ცდილობენ ეს რამდენიმე დღე ნამდვილ კინო დღესასწაულად აქციონ .  თამამად ვთვლი საკუთარ თავს ფესტივალის ნაწილად და მიხარია როდესაც ბათუმის ქუჩებში კინოფესტივალის შესახებ სხვებაც ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას. ინტერესი მათი მხრიდან ძალიან დიდია, აინტერესებთ ფილმების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია, უხარიათ ის ფაქტი, რომ ასეთი საერთაშორისო დონის კინოფესტივალი მათ ქვეყანაში, რეგიონში იმართება.

biaf-2018

თუ 16-დან 23 სექტემბერის ჩათვლით ბათუმში აპირებთ ჩამოსვლას ან ამ პერიოდში იქნებით ქალაქში აუცილებლად შემოუერთდით “კინოს დღესასწაულად ქცეულ ფესტივალს ” რომელიც უკვე მეცამეტე წელია იმართება ზღვისპირა ქალაქ ბათუმში და კინომოყვარულებს სთავაზობს მხატვრული, დოკუმენტური , კლასიკად ქცეული ფილმებს  კინოთეატრ „აპოლოსა“ და ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ.

ამ პერიოდში ბათუმში თავს იყრიან რეჟისორები, მსახიობები და კინომოყვარულები მთელი მსოფლიოდან. კინოფესტივალის მენეჯმენტმა უკვე დაასრულა ფილმების შერჩევა 2018 წლის საერთაშორისო კონურსის პროგრამისთვის.

მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში ნაჩვენები იქნება 10 ფილმი:

,,მკვდარი ცხენის ნისლეული”

1. Dead Horse Nebula, Tarık Aktaş, Turkey, 2018; 73 min.

თურქმა რეჟისორმა, ტარიკ არკაშმა, ამ ფილმისთვის წელს ლოკარნოს კინოფესტივალის ჯილდო მიიღო, როგორც საუკეთესო თანამედროვე რეჟისორმა.

„მკვდარი ცხენის ნისლეული“ სტამბულში მცხოვრები რეჟისორის, ტარიკ არკაშის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, აქამდე იგი ფოტო და ვიდეოხელოვნებითა და მულტიმედიაპროექტებით იყო დაკავებული. გამოცემა variety წერს, რომ ფილმმა საავტორო კინოს მოყვარულებს შესაძლოა ცნობილი თურქი რეჟისორის, ნური ბილგე ჩეილანის გახმაურებული ფილმი – „ერთხელ ანატოლიაში“ გაახსენოს (ეს ფილმი 2011 წელს აჩვენეს ბათუმის კინოფესტივალზე), თუმცა ეს მსგავსება მხოლოდ ზედაპირულია. ფილმი იმ სოფელშია გადაღებული, სადაც რეჟისორი საზაფხულო არდადეგებს ატარებდა ბავშვობაში.

„დონბასი“

2. Donbas, Sergei Loznitsa, Germany/Ukraine/France/ Netherlands/Romania, 2018; 110 min.

„დონბასი“ უკრაინელი რეჟისორის, სერგეი ლოზნიცას ახალი ფილმია. მოქმედება უკრაინაში ხდება, დონბასში, რომლის ერთი ნაწილი რუსული ოკუპაციის ქვეშაა და საზოგადოება პროპაგანდის გავლენაში ექცევა.სერგეი ლოზნიცას ამ ფილმმა წელს კანის კინოფესტივალის პრიზი მიიღო. რეჟისორს სულ 17 დოკუმენტური და ორი მხატვრული ფილმი აქვს გადაღებული და 30-ზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის ორჯერ – კანის კინოფესტივალის.

„მარცვალი“

3.Grain, Semih Kaplanoglu, Turkey/Germany/France/Sweden/ Qatar, 2017; 123 min.

თურქი რეჟისორისა და მწერლის, სემირ კაპნალოღლუს შავ-თეთრი ფილმი პოსტაპოკალიფსური ამბავია სამყაროზე, სადაც ემიგრანტებისაგან ქალაქებს მაგნიტური კედლები იცავს და სადაც სამყაროს კორპორაციები და ელიტები მართავენ.ფილმი 2017 წელს ტოკიოს კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა.

„ბედნიერი ლაზარო“

4. Happy as lazzaro, Alice Rohrwacher, Italy/Switzerland/ France/| Germany, 2018; 122 min.

იტალიელი რეჟისორისა და სცენარისტის, ელის როუოჩერის ეს ფილმი წელს კანის კინოფესტივალზე აჩვენეს, სადაც რეჟისორმა საუკეთესო ფილმის სცენარისთვის მიიღო პრიზი. ლაზარო 20 წლის მიამიტი ფერმერია, ტანკრედი – ახალგაზრდა დიდგვაროვანი, ისინი დამეგობრდებიან, რაც განსაკუთრებით ლაზაროსთვისაა მნიშვნელოვანი.ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს იტალიაში მცხოვრები ქართველი მსახიობი, ლუკა ჩიქოვანი ასრულებს. იგი თავად წარადგენს ფილმს ბათუმის კინოფესტივალზე.

„ჰორიზონტი“

5. Horizon, Tinatin Kajrishvili, Georgia/Sweden, 2018; 105 min.

ქართველი რეჟისორის, თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის პრემიერა წელს ბერლინის კინოფესტივალის სექცია „პანორამაში“ შედგა. ფილმი განქორწინებული ცოლ-ქმრის, ანასა და გიორგის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს.„ჰორიზონტში“ მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი, ნანა დათუნაშვილი, ჯანო იზორია და ლიკა ოყროშიძე ასრულებენ.

,, შევარდნა”

6. Jumpman, Ivan I. Tverdovskiy, Russia/Lithuania/Ireland/ France, 2018, 90 min.
ეს რუსი რეჟისორის, ივან ტვერდოვსკის ახალი ფილმია იშვიათი დაავადების მქონე ბიჭზე, რომელმაც მთელი ცხოვრება ინტერნატში გაატარა. იგი დედას მიჰყავს სახლში და მთავარი გმირი სულ სხვა ამბების ეპიცენტრში აღმოჩნდება. ფილმმა წელს კარლოვი ვარის კინოფესტივალის სპეციალური პრიზი მიიღო.

,,პანიკური შეტევა

7. Panic Attack, Paweł Maslona, Poland, 2018, 100min.

ეს არის შვიდი ტრაგიკომიკური ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დაინგრეს მთელი ჩვენი სამყარო ნებისმიერ მომენტში – მოკლედ ასეა აღწერილი პოლონელი რეჟისორის, პაველ მალსონას სურათი. „პანიკური შეტევა“ რეჟისორის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმია და როგორც შეფასებებიდან ჩანს, იგი განსაკუთრებით შავი კომედიის მოყვარულებს მოეწონებათ.

ფილმი წელს რამდენიმე კინოფესტივალზე იყო ნაჩვენები და ექვსი ჯილდო აქვს მიღებული

,,რეი და ლიზი”

8. Ray and Liz, Richard Billingham, UK, 2018; 107 min.
ბრიტანელი რეჟისორის, რიჩარდ ბილინგემის ფილმი თავად რეჟისორის მოგონებებს ეფუძნება. ფილმმა ლოკარნოს კინოფესტივალზე წელს ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო და მთავარ ჯილდოზე – „ოქროს ლეოპარდზეც“ იყო წარდგენილი

,,სტიქი”

9. Styx, Wolfgang Fischer, Germany / Austria, 2018; 90 min.
გერმანელი რეჟისორის, ვოლფგანგ ფიშერის „სტიქსი“ ამბავია მოგზაურ ქალზე, რომელიც ღია ოკეანეში ემიგრანტების გემს გადააწყდება. ფილმმა წელს ბერლინის კინოფესტივალის სამი ჯილდო მოიპოვა.

,,თარჯიმანი “

10. The Interpreter, Martin Sulik, Slovak Republic / Czech Republic / Austria 2018; 113 min

სლოვაკი რეჟისორის, მარტინ სულიკის სურათი. ფილმის მიმოხილვის თანახმად, 80 წლის ალი „ესესის“ ყოფილი ოფიცრის წიგნს კითხულობს და ხვდება, რომ მისი მშობლების სიკვდილში წიგნის ავტორია დამნაშავე. იგი შურისძიებას გეგმავს, მაგრამ იპოვის 70 წლის შვილს, ყოფილ მასწავლებელს.

მხატვრული ფილმების კონკურსის ნომინაციები :
საუკეთესი ფილმი
საუკეთესო რეჟისორი
საუკეთესო ქალი და მამაკაცის როლის შემსრულებელი
ჟიურის სპეციალური პრიზი.

BIAFF ფესტივალის კინოჩვენებების ლოკაციები – კინოთეატრი „აპოლო“,
სასტუმრო “Wyndham” კონფერენს დარბაზი, კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ ერას მოედანზე კინოფესტივალზე დასწრება – კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა.
კინოთეატრ „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა – ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება ( რაც რეზევირების და კონტროლისთვის გამოიყენება) კინოთეატრში BIAFF ინფო ცენტრში.
კინოფესტივალის მხარდამჭერები – საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო, “ბრიტანეთის საბჭო“, გოეთეს ინსტიტუტი, იტალიის საელჩო
კინოფესტივალის სპონსორები – სასტუმრო „WYNDHAM BATUMI”, კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო „რჩეული ვილა“, სასტუმრო „Mardi Plaza”, სასტუმრო „Holland Hoek”, „HQ პროპაგანდა“, ტურკომპანია „ვანდერლენდი“, შპს „ბათუმის ავტოტრანსპორტი“
კინოფესტივალის მედია პარტნიორები – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია, რადიო ფორტუნა, ბათუმი ტვ, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები – newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Cinemania, AT.GE, Film New Europe (www.filmneweurope.com), გაზეთი ბათუმელები, netgazeti.geკინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org; http://www.facebook.com/biaffbatumi;

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.