ჩემთვის ფესტივალი დაიწყო ივან ი. ტვერდოვსკის ფილმით ” მოხტუნავე “.

ფილმის პრემიერა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა . ის რეჟისორის მორიგი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც იმეორებს განწყობას მისი სხვა ფილმიდან ” ზოოლოგია” და კიდევ ერთხელ ცდილობს გადმოსცეს ” მუქი” კრიტიკა პუტინის პოლიტიკის მიმართ.

ყველაზე დიდი მოლოდინი და განხილვა გამოიწვია ფილმმა რუსულ საზოგადოებაში. ფილმი ეხება და აერთიანებს ბევრს მნიშველოვან თემას.

– თქვენი ფილმი შეიძლება ბევრი გზით განვიხილოთ : ზოგი წერს, რომ ეს ფილმი მარტოობაზეა, კრიზისზე, რომ ის მოტყუებული იმედებზე გვიყვება . ამ სიაში შემიძლია დავამატო მშობლებისა და შვილების პრობლემები და სახელმწიფო კრიზისი. და რას თვლით თქვენ ნამდვილად რა არის ფილმის მთავარი სათქმელი ?

-ეს არის ამბავი, თუ როგორ “იშლება ილუზიები”. ადამიანი, რომელიც მანამდე იზოლირებულია საზოგადოებისგან, მოულოდნელად იღებს მას და თავდაპირველად, ეს კომფორტულად გამოიყურება მაგრამ ამის შედეგად აუცილებელი ხდება მორალური არჩევანის გაკეთება.

გარდა ამისა, ეს არის ამბავი დედასა და შვილს შორის ურთიერთობის შესახებ. ერთი მეორეს იმდენად დიდ ჭრილობას აყენებს , რომ ბოლოს ვიღებთ ემოციურ მწვერვალს, რომელსაც გმირი ან გადალახავს ან არ მიიღებს ._ მცირე მონაკვეთი რეჟისორის ერთ-ერთი ინტერვიუდან .

ფილმი ახალგაზრდა მსხვერპლზეა, რომელიც დედის მიერ ხდება ექსპლუატაციაში საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე. ეს მძიმე ტრაგიკული მაგრამ ცინიკური ამბავია რომელშიც მკაფიოდ იკვეთება ” იმ ” საზოგადოების მთავარი მოთხოვნილება _ ” ფული”. სწორედ მატერიალური კეთილდღეობაა მათი მამოძრავებელი ძალა რომელშიც ხვდება ფილმის მთავარი გმირი, დედისგან თექვსმეტი წლის წინ მიტოვებული; თავისუფლებაზე მეოცნებე დენისი.

ის ბავშთა თავშესაფარში გაიზარდა და წლების განმავლობაში ელოდებოდა ოჯახის სითბოს და დედას, რომელმაც ახალშობილი ასე უბრალოდ მიატოვა. მიტოვების მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის გამო ბიჭი სხვებისგან განსხვავებული ფიზიკური გამძლეობით გამოირჩევა. ამაში პირველივე სცენაში ვრწმუნდებით. თუმცა ის რადენადაც ძლიერია ფიზიკურად იმდენად სუსტი და ტრავმირებულია შინაგანად.

დედის დახმარებით ის თექვსმეტი წლის შემდეგ ისევ “გარეთ ” გამოდის, ისევ შეუძლია თავისუფლად სუთქვა, უკვე აქვს მისი ოთახი და ჰყავს გვერდით ” ოჯახი “, თუმცა ეს ილუზია რამდენიმე წუთში ქრება და ჩვენ პირველად ვხდებით საგზაო შემთხვევის მოულოდნელი მოწმეები. შემდეგ იგივე მეორდება და მეორდება, საბოლოოდ კი ვხდებით რომ ეს უბრალოდ დენიზის არაჩვეულებრივი გამძლეობის ხარჯზე შექმნილი შემოსავლის წყაროა ისეთი საზოგადოებისთვის სადაც თავმოყრილია პოლიცია, პროკურორი, ექიმი, ადვოკატი.

ეს არის საზოგადოება, რომელიც ავარიის შემდეგ წამომდგარ დენიზს “ეხმარება” და სთავაზობს სასმელს, გართობას და ფულს. დედის მიერ ჭაობში მოხვედრილ დენიზს უჩნდება პროტესტის გრძნობა და რამდენიმე ხნის შემდეგ უბრალოდ ჩერდება. არა პირადი ტკივილის არამედ ასეთ ჭაობში საბოლოოდ ჩათრევის სურვილის არ ქონის გამო. ის ისევ თავშესაფარში ბრუნდება და მაშინ როდესაც ის საბოლოოდ მიდის ამ “საქმიდან ” ასეთი ტექსტით “ემშვიდობებიან”

ჩვენ ვიპოვით სხვა შენნაირს.. ეს ქალაქი ნაგვითაა სავსე, ისევე როგორც შენ…

რეჟისორი გვიხატავს მისი თვალით დანახულ “სუპერგმირს” ჩვეულებრივი ადამიანური დაავადებით სახელად ანალგეზია, ( (ბერძნ. analgesia უგრძნობლობა) – ტკივილის შეგრძნების დაკარგვა. ) ეს კი მას საშუალებას აძლევს გადაჭრას ფიზიკური ტკივილი მაგრამ ფილმის გმირს სულიერი ტკივილის გადაჭრაში ნამდვილად ვერაფერი ეხმარება .

დენიზი დედასთან ერთად მოახერხებს ბავშვობიდან გაქცევას სავარაუდოდ უკეთესი საზოგადოებისთვის მაგრამ შედეგად სულ სხვა რეალობას იღებს. ეს არის რუსული სასამართლოს ზედა ეშალონის რეალობა, გაყალბებული სასამართლო პროცესები, მდიდარი მოქალაქეების, პოლიტიკოსების წინააღმდეგ დამამცირებელი სამართალწარმოება . რეალობა რომელიც მიუღებელი აღმოჩნდა დენიზისთვის და ის ისევ იქ ბრუნდება სადაც ყველა კარგად გრძნობს თავს. შეკითხვაზე თუ რატომ დაბრუნდა? რატომ წამოვიდა ” დედის ” სახლიდან დენიზის პასუხი იყო რეალობის შემდეგ მიღებული დასკვნა და ის ჟღერდა შემდეგნაირად:

სახლში რთულია, არა მხოლოდ მასთან.. უბრალოდ რთულია. მათ არ ესმით ერთმანეთის, ისინი არ უგებენ ერთმანეთს.. ასეთი ცხოვრება მართლაც რთულია…

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.