Inkan, gongkan, sikan grigo inkan ანუ სამყაროს შექმნის ვერსია II

მე ყოველთვის ვეკითხები საკუთარ თავს : რა არის ადამიანი? რას ნიშნავს ადამიანად ყოფნა? შეიძლება ისინი თვლიან, რომ ჩემი შემდეგი ფილმი ისევ სისასტიკეზეა, სინამდვილეში ეს ძალადობა მხოლოდ იმის ანარეკლია რაც ვართ ან რაც არის ჩვენში, გარკვეულწილად _ კიმ კი-დუკი

8c15d996e14801be2e40b94dd4bd9f06

ფესტივალის დახმარებით კიდევ ერთხელ შევძელი კიმ კი დუკის ახალი ნამუშევრის ხილვა დიდ ეკრანზე, ეს არის ფილმი რომელიც ყველაზე “ხმამაღალა” ამბობს კიმის სათქმელს , ის არც პირველია და დარწმუნებული ვარ არც უკანასკნელი კიმის შემოქმედებაში, რომელიც თამამად ცდილობს საზოგადოების გამოფხიზლებას.

ვფიქრობ ფილმი მაქსიმალურად რადიკალურ გზას ირჩევს მთავარი სათქმელის გადმოსაცემაც . მასში პერსონაჟებს მოხსნილი აქვთ ყველანირი მორალური თუ სამართლებრივი დაბრკოლება , არ არსებობს არანაირი ზღვარი : გაუპატიურება, მკვლელობა, კანიბალიზმი მთლიანობაში ქმნის საზარელ სურათს.

Kim Ki duk Human Space Time Human Photo Call -btO3RbPtT4l.jpg

ეს ის რეჟისორია ვინც ფილმი
გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი… და ისევ გაზაფხული შექმნა ? – ასეთი აზრიც მოვისმინე ფილმის დასრულების შემდეგ, ცოტა არ იყოს გამიკვირდა. დიახ ის არის, თუმცა უფრო ხმამაღალი, პირდაპირი და თამამი.

ვაღიარებ მეც არ მოველოდი ასეთ რადიკალიზს, მაგრამ კინოთეატრის დარბაზში შესვლამდე ზუსტად ვიცოდი კიმის ფილმი არ იქნებოდა მხოლოდ რამდენიმე წუთში ჩატეული ამბავი და ეს უფრო დიდ ხმაურს გამოიწვევდა ჩემში და არამარტო, ის აუცილებლად ეცდებოდა ემოციის გამოწვევას მთელს საზოგადოებაში . ფსიქოლოგიურად ” მოწამლული ” ხალხი დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ, რომ ხუმრობით ერთმანეთს აფრთხილებდნენ “ფრთხილად ერთმანეთი არ შემოგვეჭამოსო ” ესეც უკვე კიმის გავლენის დიდი კვალი და მცირე გამარჯვებაა .

ფილმის საწყისიდან დასასრულამდე ნაჩვენებია გზა თუ როგორ კარგავენ მცირე, მაგრამ მაინც არსებულ ადამიანურ თვისებებს პერსონაჟები და როგორ ხდებიან ველური და მხეცი ” ცხოველები”, რომელთათვის გადარჩენის ინსტიქტი და პირველადი მოთხოვნილებები ყველაზე მნიშვენელოვანია.

ფილმის დასაწყისშივე იკვეთება კითხვები და იხატება კომიკური სურათი, როდესაც ვიგებთ რომ ძველ სამხედრო ბატალიონის გემი კრუიზად არის გადაკეთებული და მხოლოდ ტურისტული მიზნით გადის ზღვაში.

უცნაური და გაუგებარია წყვილის არჩევანიც, ღვთისგან მივიწყებულ გემზე თაფლობის თვის გატარება ალბათ ყველაზე სულელური გადაწყვეტილებაა. ისეთი ადგილი, სადაც ჰაერშიც კი იგრძნობა სისხლის სუნი ნამდვილად არ იქნებოდა ნორმალური ადამიანისთვის მიმზიდველი თუმცა თუ დავფიქრდებით გემის არცერთ მგზავრს არ აქვს ნორმალური, ადამიანური სახე ამიტომ კომპოზიციის მთლიან სურათში ეს წყვილიც  სრულყოფილად ჯდება.

MzgwZGM4ZDktNDgxYy00ZDE4LTkxNjItZWNkNTY4OGY5OGE4L2ltZy9IdW1hbiwtU3BhY2UsLVRpbWUtYW5kLUh1bWFuX2tleS1zdGlsbC0oNiktbWluLmpwZw==

კიდევ ერთი აშკარა კომიკური მინიშნება  ფილმში  კაპიტნის სახეა. ის მგზავრებს აფრთხილებს, რომ უსაფრთხო მოგზაურობა ელით და სახლში მშვიდობით დაბრუნდებიან მაგრამ თუ გადავავლებთ თვალს გემის ბორდზე მყოფ საზოგადოებას ასეთი მოლოდინი სრულიად გაქრება. არ მგონია საუკეთესო მოგზაურები იყვნენ მეძავები, თაღლითები, განგსტერები ან სასტიკი პოლიტიკოსი.

 

რა თქმა უნდა ასეთი საზოგადოება მხოლოდ სიბინძურეს ამატებს გემზე, ყველა ერთმანეთზე უარესად იქცევა და მხოლოდ პირველადი ველური სურვილები იღვიძებს მათში. მეორე დღეს კიმ კი დუკის მიერ ერთ გემზე შერჩეული ” ცოდვილები ” იღვიძებენ ახალ რეალობაში. სადაც ზღვა აღარ აქვთ, არც დანიშნულების ადგილი და სრულიად სივრცეში არიან ჩაკარგულნი.

 

პანიკის, სიკვდილის აუტანელი შიშის, შიმშილის ველური შეგრძნების გამო გემის თითეული მგზავრი საკუთარ ინდივიდუალურ სახეს კარგავს და იწყებს ბუნებრივი გადარჩენის ინსტინქტებით მოქმედებას.   ფილმის  სიუჟეტური ხაზი იმ წერტილამდე მიდის სადაც ჩვენ ახალი სამყაროს შექმნის თვითმხილველნი ვხდებით…..

1278071_Human-space-time-and-human-c-kim-ki-duk-film

BeFunky-collage (2)

 

-არ მინდა ტყუილის თქმა ჩემს ფილმში.  ყოველ ახალ ფილმზე მუშაობის დროს ვცდილობ გავაუმჯობესო ის და თითეული სცენა გამოვხატო თავისუფლად.  არსებობს საზოგადოებისთვის მისაღები , ბევრი კომფორტული ფილმი. ჩემი ფილმები კი მხოლოდ მცირე აუდიტორიას ეკუთვნის, რომლებსაც შეუძლიათ ახლის აღმოჩენა მასში. მე მაქვს ჩემი სამყარო ფილმებში და ეს სიუჟეტის ცენტრია. ხალხს შეუძლია აღიქვას განსხვავეულად ის ისტორი რომელსაც მე ვაჩვენებ, თუმცა დროის გასვლის შემდეგ ისინი ისევ ბრუნდებიან … კიმ კი დუკი

კიმ კი დუკი არასოდეს ერიდება შიშველი სიმართლის თქმას ფილმის დახმარებით. ყველა დეტალი, სცენა თუ პერსონაჟი ყოველთვის რაღაც მიზანს ემსახურება და აგზავნის მაყურებელში შეტყობინებას და ელოდება თუ როგორ აღიქვამენ ისინი ამას.

ის ფილმში ადამიანის ყველა მანკიერ თვისებაზე ამახვილებს ყურადღებას. რელიგიური თემატიკა სამყაროს მისებური შექმნის თეორიასთან დაკავშირებით ვფიქრობ ძალიან რთული და საპასუხისმგებლო თემაა, თითეული სცენის ნახვის შემდეგ მათში დავინახე მკაფიოდ გამოხატული შვიდი სულიერად მომაკვდინებელი ცოდვა — რიგი არასასურველი მანკებისა, რომელსაც ადრეული ქრისტიანული პერიოდიდან იყენებენ ხალხის გასანათლებლად და ქრისტიანებისათვის სწორი ცხოვრების გზის საჩვენებლად. ეს შვიდი ცოდვა კი შემდეგია: მრისხანება, ანგარება, უქნარობა, ამპარტავნება, სიძვა, ნაყროვანება და შური.

კიმი ცდილობს რადიკალური პასუხი მიიღოს შემდეგ კითხვებზე : არსებობს თუ არა ღმერთი ? აქვს თუ არა მნიშვნელობა სიყვარულს როდესაც პირველადი მოთხოვნილებები ძლიერდება? აქვს თუ არა ადამიანის სისასტიკეს საზღვარი? …..

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.