Horizon_ჰორიზონტში ჩაკარგული..

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სუბიექტურად საამაყოა ქართული ფილმის ფესტივალზე ხილვა. თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის “ჰორიზონტი” მსოფლიო პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში “პანორამა” გაიმართა და მაყურებელის მხრიდან დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

საქართველოში, ბათუმის საერთაშორისო ფესტივალს ერგო პატივად პირველად ქართველი მაყურებლისთვის ეჩვენებინა ეს არაჩვეულებრივი ფილმი, რომელიც ვფიქრობ მხატვრული სექციის საკონკურსო ფილმებს შორის ერთ ერთი გამორჩეულია ფილმია ..

“თინამ სცენარის შესახებ ჯერ კიდევ გასულ სექტემბერს მიამბო, იმდენად საინტერესო სცენარი იყო, რომ მოწონება ვერ დავფარე და წარმატებები ვუსურვე. ორი თვის შემდეგ დამირეკა და მასთან მისვლა მთხოვა, ასე დაიწყო ჰორიზონტის რეპეტიციები. საკმაოდ საინტერესო პროცესი იყო მასთან მუშაობა, უფრო უახლოვდები, სიღრმისეულად არკვევ დეტალებს. პირველ თებერვალს დავიწყეთ გადაღებები და ძირითადად ფოთში, ქობულეთში, ბათუმსა და თბილისში გვიწევდა_ მთავარი როლის შემსრულებლი ია სუხიტაშვილის საუბრობს ფილმის შესახებ ერთ_ერთ ინტერვიუში.

ფილმი ახალგაზრდა, ყოფილი ცოლ ქმრის გარშემო ვითარდება და მათი ცხოვრების ყველაზე დრამატულ პერიოდს ასახავს. როდესაც ანა და გიორგი (გიორგი ბოჭორიშვილი) ცალ ცალკე, ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობენ თუმცა ფილმში ნათლად ჩანს, რომ მათგან ერთ ერთი ნამდვილად არ არის მზად ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის.

განშორების მიზეზები გაცილებით ღრმა და საფუძვლიანია, ვიდრე ბანალური ოჯახური კონფლიქტი ან უსიყვარულობა. ეს ორი უახლოესი ადამიანის ურთიერთობის დასასრულის მტკივნეული განცდაა, რომელსაც ბოლომდე ვერცერთი ვერ ეგუება. მართალია, განშორების პირველი შოკი თითქმის გადატანილია, მაგრამ ხელახლა ურთიერთობის დაწყება უკვე შეუძლებელია. თანაც მათ ორი შვილი ჰყავთ.

მცირე იმედს დაყრდნობილი ქმრისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდება ყოფილი მეუღლის ცხოვრებაში გამოჩენილი ახალი სიყვარული ნიკო (სერგო ბუიღლიშვილი) და ის “გაქცევით ” ცდილობს უშველოს საკუთარ თავს.

ხშირად ყველას გაგვჩენია სურვილი პრობლემებით დაღლილს სადმე შორს წავსულიყავით, ცოტა ხნით შეგევცვალა ცხოვრების რითმი და ახალ გარემოში დაგვეწყო ცხოვრება ახალი ფურცლიდან. ფილმის მთავარი გმირი გიორგიც ასე იქცევა და მეგობრის დახმარებით ახალ ბინას ქირაობს ქალაქისგან რადიკალურად განსხვავებულ ადგილას.

– ამბავი იყო დამაჯერებელი. უპირობოდ მიიღეს ის მოცემულობა, რაშიც გმირები არიან,როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. ეს ძალიან მახარებს._გიორგი ბოჭორიშვილი.

„ჰორიზონტის“ დიდი ნაწილი პალიასტომის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული, სადაც გიორგი მეგობარ ჯანოსთან (ჯანო იზორია) ერთად თევზაობს და ველური ბუნების გარემოცვაში წარსულის ფსიქოლოგიური ტრავმების დავიწყება სურს.

აქვე, პატარა სახლში ხანდაზმული წყვილი ცხოვრობს: ვალიკო (სოსო გოგინაშვილი) და ლარისა (ნანა დათუნაშვილი), რომლებიც მარტოობას ქალაქიდან ჩამოსული სტუმრის გამოჩენით უმკლავდებიან.

ყაჯრიშვილი აჩვენებს რამდენიმე ძლიერ მომენტს, თუ რამდენად რთულია ტკივილი და ეს მომენტები გამოსახულია ფლეშბექებად. უარყოფილი ქმრის პოზიციიდან მდგომარეობის ჩვენება ყველაზე საინტერესო და განსხვავებულ ელფერს სძენს ფილმს, ჩვენ ვაკვირდებით როგორ ვითარდება გიორგის შინაგანი მდგომარეობა, როგორ იცვლება მისი ემოციური განწყობა ბუნების ცვლილებასთან ერთად.

MV5BZjhhNjgxZjMtYmRhMS00MWZiLWEyZjgtMjQ3NjdiMGNhZmM2XkEyXkFqcGdeQXVyNTYwMDg3MTk@._V1_SX1777_CR0,0,1777,914_AL_

ფილმი გამოირჩევა ვიზუალურად მდიდარი სცენებით , ახალი ადგილი სადაც გიორგი განმარტოებას და ცხოვრების თავიდან დაწყებას ცდილობს იმდენად ჰარმონიულად ერწყვის მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რომ მიჩნდება შეგრძნება თითქოს რეჟისორი ფილმის მხატვართან ერთად ბუნების დახმარებით რომელიც ხან ძალიან სევდიანი , ცივი და დრამატულია და ხან ლამაზი, ყვითელი და მზიანი ცდილობს დაგვანახოს გიორგის და იქ მცხოვრები ადამიანების სულიერი განწყობა.

 

ფილმი დეპრესიული ტონალობით გამოირჩევა, რასაც ირაკლი ახალკაცის მგრძნობიარე კინოკამერა და გიორგი ხალვაშის მინიმალური, მაგრამ შთამბეჭდავი მუსიკაც ემატება. ზღვისპირა ზამთრის პეიჟაზები ოდნავ აბსურდულ შთაბეჭდილებას ტოვებს და ამავდროულად მიუსაფრობის განწყობას ქმნის.

ეს ასევე არის ვიზუალური სიმდიდრის გამოხატულება, რომელიც არჩევანის წინაშე გაყენებს, ბუნებრივ ადგილებსა და დიზაინის მიერ შედგენილ ინტერიერს შორის. ფილმის გადამღები განათებას იყენებს საუკეთესოდ მდინარეზე წელიწადის ნებისმიერ დროს. ისტორია იწყება იმით, თუ რა არის სიცივე და არდრეული გაზაფხული და მთავრდება მომდევნო ზამთარს. ეს ტექნიკა იძლევა ატმოსფეროს მრავალფეროვნებას. იდილიური, მზიანი თევზის სცენიდან დაწყებული, გაგრძელებული ყვითელი ლერწმებით და დამთავრებული გიორგის ჭუჭყიანი ფეხსაცმლით, როდესაც ის ჩადის ქალაქში.

თოვლიანი ფინალი არის ბოლო წვეთი, დრამატიზმის მაქსიმალური ზღვარი, სადაც ნაჩვენებია ფილმის მთავარი გმირის ისტორიის დასასრული.. თოვლი ზღვაზე, სიცივის აუტანელი შეგრძნება ფილმს უფრო დრამატულს ხდის.

horyzont.jpeg

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.