პაველ პავლიკოვსკის ფილმი “ცივი ომი ” გვიყვება ისტორიას დაუვიწყარ , ინტიმურ სიყვარულზე, ორ დაცემულ და აღზევებულ ვარსკლავზე რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს “ომის შემდეგ ” დაცემული “რკინის ფარდის” მძიმე შედეგები.

პაველმა ფილმი მის მშობლებს მიუძღვნა, სწორედ ისინი იქცნენ მისი შთაგონების წყაროდ. რეჟისორი შემდეგნაირად აღწერს მათ:

ისინი ყველაზე საინტერესო და დრამატული გმირები არიან , ვინც კი ოდესმე შემხვედრია.. ორივე ძლიერი, მშვენიერი ადამიანია, მაგრამ როგორც წყვილი უბრალოდ დაუსრულებელი კატასტროფაა.

მიუხედავად იმისა, რომ ფილმში პერსონაჟების სახელები ვიქტორი და ზულა რეჟისორის მშობლების სახელებს ემთხვევა , მათი ინდივიდუალური ნარატივები გამოგონილი და ალეგორიულია. ფილმში მოვლენები განსხვავებული ტემპით ვითარდება, პოლონეთიდან აღმოსავლეთ ბერლინის ქუჩებში, პარიზიდან იუგოსლავიის მიმართულებით, წლების სწრაფი ცვლილება ყველაზე კარგად აღწერს დროის როგორც დაუნდობელი ძალის უპირატესობას . მათი გზების გადაკვეთა სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა წლებში ხდება, დროის გასვლის შემდეგ იცვლება ყველაფერი თუმცა ერთადერთი რამ რაც მათ ორივეს აერთიანებს უცვლელი რჩება. ეს არის სიყვარული, რომელიც არ ცნობს გეოგრაფიულ მდებარეობას, დროის პერიოდის სიმძიმეს და ცხოვრების შეზღუდულ ჩარჩოებს.

ფილმის დასაწყისში ჩვენ ვიმყოფებით პოლონეთის ერთ-ერთ სოფელში , 1949 წელს. ვიქტორი (Tomasz Kot) და ირენა (Agata Kulesza) ხალხური სიმღერების ჩანაწერებს აკეთებენ. ისინი ისმენენ სიმღერებს ყველაფერზე: სევდიან ისტორიას სიყვარულზე, სასმელზე, რთულ ცხოვრებაზე , ნედლეულზე და ა.შ. შემდეგ ვხვდებით “მაზურეკის ანსამბლის ” (შთაგონებული Mazowsze troupe რეალური ანსამბლის სახელწოდებიდან ) შესარჩევ გამოცდაზე ვიქტორი და ირენა უსმენენ მუსიკოსებს, ხვდებიან მოცეკვავეებს და ისინიც თავის მხრივ ცდილობენ მაქსიმალურად წარმოაჩინონ მათ შიგნით არსებული დაფარული ნიჭიერება. ამ ფორმით ფილმში ნათლადა ნაჩვენები პოლონელი ხალხის უნიკალური ხმები.

ჩვენ მალევე ვეცნობით მშვენიერ სოფლელ გოგონას სახელად ზულა (Joanna Kulig), იდუმალი ახალგაზრდა ქალი, რომლის განსხვავებული ხმის ტემბრი პირველივე წამიდან იპყრობს ჟიურის. მისი შესრულებული სიმღერა, რომელიც გულს ეხება გვიქმნის წარმოდგენას ზულას შინაგანი სამყაროს მრავალფეროვნების შესახებ .

მიუხედავად იმისა რომ ვიქტორის აზრით გოგონას ენერგია და ტემპერამენტი აკლია ის მაინც ხდება ანსაბლის წევრი .

ანსამბლი იწყებს შემოქმედებითი თავისუფლების მიხედვით რეპერტუარის შერჩევას თუმცა პირველი კონცერტის შემდეგ აშკარად ჩნდება მოთხოვნა თუ რისი მოსმენა უნდათ იმ დროის რეალობაში.

სტალინისა და სოფლის მეურნეობის რეფორმით ინსპირირებული სიმღერები ნამდვილ შემოქმედებით ბორკილებად იქცევა ვიქტორისთვის. ის მიიღებს მნიშველოვან გადაწყვეტილებას წავიდეს, გაიქცეს საყვარელ ქალთან ერთად საფრანგეთში.

მიუხედავად მისი გაქცევის სურვილისა ზულა არ აღმოჩნდება ასეთი მამაცი ის არ იზიარებს ვიქტორისეულ ხედვებს და წყვილის გზები პირველად იყოფა.

-იმიტომ არ მოვედი რომ ვიცოდი არაფერი გამოგვივიდოდა.. გაქცევა არ არის ჩემთვის თუმცა ერთი რამ ზუსტად ვიცი.. მარტო არასოდეს არ გავიქცეოდი _ ორი წლის შემდეგ პარიზში შეხვედრის შემდეგ ასე მარტივად უხსნის ზულა ვიქტორს მათი განშორების
მიზეზს.

რეჟისორი მაქსიმალურად ცდილობს დროის ცვლილებასთან ერთად შეცვალოს ფილმის განწყობა, გადაღების ფორმატი და ის სტილი რომელიც დასაწყისში ძალიან მშვიდი და დაბალანსებულია ხოლო შემდეგ პერსონაჟის ზულას სახით უფრო თამამი და თავდაჯერებული ხდება.

იცვლება მუსიკის გადმოცემის ფორმაც. თავიდან ნამღერი სოფლის პოლონური სიმღერა, წლების შემდეგ პარიზში ნამდვილ შედევრად იქცევა. დამოუკიდებელი, შეყვარებული ზულა ჯაზის ელემენტებით გაფორმებულ სიმღერის ახალ ვერიას პარიზის კლუბში მღერის და მალევე ახერხებს დამსწრე საზოგადოების მონუსხვას.

საბოლოოდ ეს არის ერთი “ცივი ” ფილმი “ცხელ ” სიყვარულზე, სადაც მთავარ სიმღერას დრო მღერის. ორი დამოუკიდებელი ადამიანის ცხოვრება, რომელთა შინაგანი შეხედულებები არ ემთხვეოდა ერთმანეთს და სწორედ ეს ხდებოდა მათი დაშორების მიზეზიც. ეს არის სიყვარულის წარმოუდგენელი ისტორია იმ დროში სადაც ყველაზე ნაკლებად ფიქრობდნენ ” სიყვარულის სიძლიერეზე ” …

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.