ეს არის დოკუმენტური ფილმი, რომელიც აერთიანებს დასავლეთ ბერლინის ავანგარდულ სცენას, 80-იანი წლების ბერლინის ცხოვრებასთან, სიყვარულის ელფერით.

სცენარი მთავრი გმირის მარკ რიდერის გარშემო ვითარდება. ის ფილმის მთხრობელი მუსიკოსი და პროდიუსერია. ფილმში გამოყენებულია საარქივო მასალა თანმიმდევრობით ასახავს გზას, რომელიც მარკმა გაიარა ინგლისიდან გერმანიაში ჩასვლის შემდეგ , როდესაც ის ქალაქის კულტურული ცხოვრების ეპიცენტრში აღმოჩნდა.

ფილმში დოკუმენტური კადრები, შერწყმულია ახლად გადაღებული სცენებთან. მთლიანობაში კი ის აღადგენს იმ პერიოდის ისტორიულ სახეს. ფილმის პრემიერა შედგა ბერლინის კინოფესტივალზე 2015 წელს.

1979 წელს მარკ რიდერმა მანჩესტერი დატოვა და ბერლინის “ახალ მუსიკალურ რეალობაში ” ჩაერთო, მისი საყვარელი მუსიკის სტილი ახალ “გერმანულ ტალღას ” აჰყვა. ტალღას, რომელმაც მთლიანად ბერლინის სუბ კულტურაზე მოახდინა გავლენა და ჩვენთვის ცნობილია როგორც ბერლინის ელექტრონული მუსიკის სკოლა

ამ მოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ ანდერგრაუნდ ბენდი Einstürzende Neubauten და Die Ärzte, ასევე სინთეზატორი პიონერები Tangerine Dream და Klaus Schulze.

რიდერი გვიყვება იმ პერიოდის მუსიკის ცვლილებების შესახებ, თუ როგორ მოხდა მათ მიერ ჟანრის გაიგივება კოსმოსურ მუსიკასთან. ბერლინის სკოლის წევრები ეძებდნენ განსხვავებულ ჟღერადობას , ცდილობდნენ ელექტრონულ მუსიკაში ახალი ელემენტები გაეჩინათ და პერიოდში ახალგაზრდებისთვის შეეთვაზებინათ ახალი რითმი , რომელსაც შეეძლო მათი ქალაქში გამოყვანა და აცეკვება.

რიდერი, რომელიც ამ ქალაქის კულტურის წევრად თვლის თავს გვიყვება ბერლინზე, ის აღწერს ბერლინს შემდეგი სიტყვებით “არ არის ლამაზი, მაგრამ სექსუალურია “.

დოკუმენტური ფილმი 1989 წელს მთავრდება, წელს, როდესაც კედლის დაცემა ემთხვევა ტექნოლოგიების ზრდას. შთამბეჭდავი საარქივო მასალის გარდა, ფილმი გამოირჩევა საოცარი საუნდტრეკებით, Die Unbekannten, Malaria, Nick Cave და WestBam მიერ შესრულებული მუსიკა ფილმის მუსიკალურ განაწყობას იდეალურად უხდება.

ფილმში გამოყენებულ საარქივო მასალაში ჩვენ ვხედავთ ნიკ ქეივს, ბლიქსა ბარგელდს და სხვა მუსიკოსებს, ასევე იმ დროინდელი ბერლინის ახალგაზრდულ სულს, რომელმაც სათავე დაუდო ელექტრონულ მუსიკის სამშობლოდ გერმანიის კერძოდ კი ბერლინის აღიარებას.

ფილმის დოკუმენტურ კადრებში ჩვენ გვესმის ისეთი მუსიკოსის შემოქმედება როგორიცაა გუდრუნ გუთი (Gudrun Gut (1957 – ))

გერმანელი მუსიკოსი და ჯგუფ Einstürzende Neubauten-ის ყოფილი წევრი, რომელიმაც საფუძველი ჩაუყარა პროექტებს Mania D და Malaria!. იგი 1975 წელს გადავიდა ბერლინში და ამ პერიოდიდან დღემდე ამ ქალაქის ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელია.
გუდრუნ გუთი არასდროს მალავდა ფემინისტურ განწყობებს, განსაკუტრებით კი პროექტ Malaria!-ს ფარგლებში..

“ჩვენს საყვარელი ფერიები კი არა ძლიერი ქალები ვიყავით და გვინდოდა ყველასთვის ეს გვეჩვენებინა”.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.