ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციის ფილმის “მარცვალი ” პრემიერა სარაევოს კინოფესტივალზე შედგა. ის თურქი კინორეჟისორის სემიჰ კაპლანოღლუს ბოლო ნამუშევარია და ისეთ გლობალურ თემებს ეხება, რომელიც დღესდღეობით ყველაზე აქტუალური და პრობლემატურია.

23098992_190202921524729_257585509616844800_n

სემიჰ კაპლანოღლუ თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერია, რომელსაც არაერთი მნიშვნელოვანი, ეროვნული თუ საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული.

მისი უახლესი ფილმი “მარცვალი ” ჭეშმარიტი სამეცნიერო დრამაა, რომელიც აპოკალიფსურ მომავალში გვამოგზაურებს , სადაც გამეფებულია გვალვა, შიმშილი და  ლტოლვილთა კრიზისი. ფილმი გვიყვება ამბავს პლანეტის შესაძლო განადგურების შესახებ, რომელიც კულტურების გენეტიკური მოდიფიკაციით, ადამიანის ქედმაღლობით და მათ მიერ ბუნებაში ხელოვნური ჩარევითაა გამოწვეული.

სარაევოს კინოფესტივალზე რეჟისორმა ისაუბრა ფილმის და მისი გადაღების იდეის გაჩენის შესახებ…

“თაფლის” ( ფილმი, რომლისთვისაც რეჟისორმა ოქროს დათვი მოიპოვა ბერლინის კინოფესტივალზე 2010 წელს ) დასრულების შემდეგ, მე მქონდა საშუალება მემოგზაურა სხვადასხვა ქვეყნებში მსოფლიოს გარშემო.  ამ პერიოდში ერთადერთ ჭეშმარიტებას მივხდი, რომ არ არსებობს  განსხვავება იმ  ტრადიციულად წოდებულ განვითარებულ ქვეყნებსა და იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც ყველაზე ღარიბად და “განუვითარებლად ” მოვიხსენიებთ.

ადამიანი არის  იგივე როგორიც ის იყო  წარსულში, როგორც  არის  ის დღეს და იქნება მომავალში. უფრო მეტი ცოდნა,  ტექნოლოგიური მიღწევები, ან უფრო კომფორტული ცხოვრების მოპოვების უნარი არ გვაძლევს უფლებას ვიგრძნოთ თავი სხვებზე მეტად. ქედმაღლობა, ეგოტიზმი ან ამბიცია ყოველთვის  ერთი და იგივეა, ყველგან და ყოველ ეპოქაში. ჰაჯის პერიოდში მექაში მცხოვრები ადამიანები ვნახე , ისინი იქ მთელი მსოფლიოს, ყველა კუთხიდან მოდიოდნენ, რომ წმინდა მღვდელმსახურება შეესრულებინათ. მე ვნახე  ასობით ათასი მომლოცველი : მდიდარიც, ღარიბიც, განსხვავებული   ეთნიკური ჯგუფისა თუ რასის წარმომადგენელი. ისინი ერთნაირად ცდილობდნენ პირისპირ შეხვედრას საკუთარ სისუსტეებთან, ცოდვებთან და მათ გამოსყიდვას.  სწორედ ამ დროს გაჩნდა ფილმის შექმნის იდეაც.

ეროლის [მთავარი გმირი] ამბავი ეხება საკუთარ ეგოსთან მის შეხვედრას  და ვარაუდებს, რომელსაც დასჭირდა ჭეშმარიტების ცოდნა. ასე იწყება მოგზაურობა  დაბრკოლებად ქცეულ, საშიშ მიწაზე.    ის იძულებულია გაიაროს ყველა ის დაბრკოლება, რომელსაც აქ დარჩენილი ადამიანები ყოველდღიურად ებრძვიან. ეს არის  გვალვა, შიმშილობა, ლტოლვილად ცხოვრება, გენეტიკური ცვლილებებით გამოწვეული ბუნებრივი მოვლენები .

 

BeFunky Collage

ჩემი აზრით  ფილმი არის რეჟისორის  მცდელობა მაყურებელს დაანახოს იმ პრობლემების არსებობა,  რომელთა შესახებაც ჩვენ  წარმოდგენაც კი არ გვაქვთ თუმცა ეს იმას საერთოდ არ ნიშნავს, რომ ის მომავალში არ გაიზრდება და კატასტროფულ ფორმას არ მიიღებს.

ფილმი მაქსიმალურად ცდილობს ჩვენც მის ნაწილად გვაქციოს. რამდენიმე გაყინული კადრი, მსახიობის მზერა პირდაპირ კამერისკენ იმ შეგრძნებით თითქოს ის პირდაპირ მაყურებელსკენ იყურება, შავ-თეთრი კადრები და ხმაური, რომელიც სიცივის შეგრძნებას ტოვებს ნამდვილად ახერხებს მოახდინოს გავლენა მაყურებელზე. ზოგისთვის ალბათ მოსაწყენი მაგრამ ჩემთვის საინტერესო მეთოდია, რომელსაც დღეს არაერთი თანამედროვე რეჟისორი იყენებს .

ფილმში ვაწყდებით ბევრ ღია მესიჯს, რომელთა დახმარებით რეჟისორი ცდილობს ჩვენთან საუბარს და დაფიქრებას იმ თემებზე, რომელიც თითქოს ყველას გვაწუხებს მაგრამ რეალურად არავის გვაინტერესებს .

.. როდესაც ბუნების შეცვლას ვცდილობთ , ვერ ვხვდებით რომ საკუთარ თავს ვაზიანებთ..

…სამყარო ერთი ცოცხალი ორგანიზმია და მეც ამ ორგანიზმის ნაწილი ვარ …

…ჩვენ ყოველთვის სიზმარში ვართ , რომ მოვკვდებით მხოლოდ მერე გავიღვიძებთ… _პროფესირ ჯემილ აკმანის სიტყვებით გადმოცემული რეჟისორის სათქმელი …

at75ilFPjEWqzEmHja3A0A

მაშინ როდესაც რაღაც გვაქვს ჩვენ გვიჭირს მისი ფასის დანახვა , იმის გააზრება თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის და რა შეიძლება მოხდეს თუ მას დავკარგავდთ. ფილმი გვიყვება უკვე დაკარგულ სამყაროს შესახებ , სადაც ბუნებრივი მარცვალიც კი აღარ დარჩა და ცოცხალი, ნამდვილი ნიადაგი სასწაულად ითვლება..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.