Todos Lo Saben_სიმართლის მსხვერპლი…

ირანელი რეჟისორის ფილმის “ყველამ იცის” მსოფლიო პრემიერა კანის 71_ე კინოფესტივალზე შედგა.

ასგარ ფარჰადის რიგით მე-8 ფილმი გახდა მეორე ესპანურენოვანი ფილმი პედრო ალმოდოვარის „ცუდი აღზრდის“ (2004) შემდეგ, რომელმაც კანის კინოფესტივალი გახსნა.

ეს არის ირანელი რეჟისორის თვალით დანახული ესპანური ისტორია. თუმცა ფილმი ნამდვილად არ გვიტოვებს იმის განცდას, რომ მისი შემქმნელი განსხვავებული კულტურის და ცხოვრების წარმომადგენელია. რეჟისორმა მოახერხა ფილმში ესპანური ტემპერამენტის, ენერგეტიკისა და ინტრიგის შენარჩუნება.

ფილმში მთავარ როლებს ვარსკვლავური წყვილი ხავიერ ბარდემი და პენელოპე კრუსი ასრულებენ. მათ ერთმანეთთან მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ. მათთვის ფარჰადის უახლესი სურათი რიგით მე-5 ერთობლივი ფილმია, (საერთო ფილმებია: Jamón Jamón (1992), Vicky Cristina Barcelona (2008), The Counselor (2013), Loving Pablo (2017))

რეჟისორი დაახლოებით ორი წლის წინ ჩამოვიდა ესპანეთში, ცხოვრობდა მისთვის უცხო ქვეყანაში, სწავლობდა ესპანურს. ღრუბელივით ისრუტავდა თითეულ სიტყვას, ფრაზას , ცხოვრების პატარ-პატარა დეტალებს. მუშაობის ძალიან განსხვვებული სტილი აქვს , რომლის გამოც მას დიდ პატივს ვცემ. განსხვავებულ ენობრივ და კულტურულ გარემოში მუშაობის მიუხედავად თითქმის ყველა დეტალს აკონტროლებდა და ითვალისწინებდა._განაცხადა პენელოპემ კანის კინოფესტივალზე ყოფნის დროს.

screenshot_20181004-063817-01.jpeg

სიუჟეტი მთავარი გმირი ქალის, ლაურას გარშემო ვითარდება. ის ორ შვილთან ერთად მშობლიურ ქალაქში ბრუნდება. საკუთარი დის ქორწილში ჩასული ახალგაზრდა ქალი მხოლოდ რამდენიმე საათი ახერხებს დატკბეს ბედნიერი, ოჯახური ჰარმონიით. მალე ყველაფერი იცვლება და ის ნამდვილ ჯოჯოხეთში აღმოჩნდება. ქორწილიდან მისი ქალიშვილის მოტაცება კარდინალურად ცვლის ფილმის პერსონაჟების ცხოვრებას და ყველაფერს თავდაყირა აყენებს.

რეჟისორი ცდილობს ოჯახის წევრებს შორის არსებული კავშირების , მათი სასიყვარულო წარსულის და თავგადასავლების დახმარებით ადამიანურ ურთიერთობებზე, ღირებულებებზე და საზოგადოებაზე დაგვაფიქროს. როგორც მთავარი როლის შემსრულებელმა, ხავიერ ბარდემმა თქვა ფილმი ადამიანურ ურთიერთობებზე გვესაუბრება და მათში აუცილებლად დავინახავთ, რაღაც ახლობელს, ნამდვილს და იმ ყოველდღიურობას, რომელიც ჩვენს გარშემო არსებობს.

 

ფილმის მთავარი სათქმელი ალბათ მის სათურში უნდა ვეძებოთ. ყველამ იცის_ რაც მარტივად გულისხმობს იმ ჭეშმარიტებას, რომ არ არსებობს საიდუმლო, რომლის დამალვასაც სამუდამოდ შევძლებთ… და თუნდაც გვეგონოს, რომ მის შესახებ არავინ არაფერი იცის, ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ყველაფერს ხედავს, ამჩნევს და ელოდება საჭირო მომენტს, როდესაც ამ საიდუმლოს საკუთარი პირადი მიზნებისთვის გამოიყენებს.

ფარჰადი განსხვავებულ კინომატოგრაფიულ ხერხს იყენებს და საბოლოო ფინალს მაყურებელის ფანტაზიას ანდობს. რეჟისორი გვაჩვენებს პაზლის რამდენიმე ნაწილს : ერთმანეთზე შეყვარებულ ყოფილ წყვილს, მათ საერთო ქალიშვილის გატაცების და უკან მშვიდობით დაბრუნების დრამატულ სცენებს , დამნაშავე- უდანაშაულო წყვილის ისტორიას და სამართლიანობის აღდგენის საბოლოო სიუჟეტის აწყობის უფლებას ჩვენ გვიტოვებს. ფილმი საინტერესო ფსიქოლოგიური დრამაა, რომელიც “აწყობილია” ბევრი საინტერესო, დამაფიქრებელი სცენით, თუმცა საბოლოო ფინალი ნამდვილად არ არის ფილმის დასასრული და ის კიდევ ტოვებს ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.