ჩემთვის  საყვარელი კინოფესტივალი წელსაც გამორჩეული, ხარისხიანი, გემოვნებიანი და საინტერესო კინო პროგრამით წარსგდა კინო მოყვარულების წინაშე. ყოველ წელს იზრდება, იხვეწება და თინეიჯერობის ასაკში მყოფი კიდევ ერთხელ წარმატებით ახერხებს ჩემს გაკვირვებას. წელსაც ტრადიციულად შევეცადე ამომერჩია ყველა კატეგორიიდან ჩემთვის ნაცნობი თუ უცნობი თუმცა აღიარებული რეჟისორების ახალი კინო ნამუშევრები და მათი ნახვით მიმეღო სიამოვნება. ჟანრობრივად მრავალფეროვანი პროგრამა უფრო მეტ შესაძლებლობას მაძლევდა, რომ ჩემს გულსა და გონებას ეპოვნა ახალი, საინტერესო ფილმი ან პერსონაჟების მიერ გაცოცხლებული ისტორიები, რომელიც უფრო მეტ ინსპირაციას და ზღვა ემოციებს მომიტანდა. რამდენიმე ფილმის ზოგადი აღწერა და რეკომენდაცია მინდა გავაერთიანო ამ ბლოგში. მათზე უფრო დეტალურად შემდეგ ვისაუბრებ.

1. ბიუსჰალტერი.

ფილმი, რომელიც უკვე თამამი სახელწოდებით იპყრობს ჩემს ყურადღებას. ჟანრობრივად ჩემი გემოვნებისგან განსხვავებულია თუმცა მაინც ვარჩევ საერთაშორისო მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციის კატეგორიიდან. მიზეზი მარტივია თრეილერი და რეჟისორის ფრაზა ფილმის აღწერის დროს

” ეს არის კონკიას ისტორია, სადაც ფეხსაცმელი ბიუსჰალტერითაა ჩანაცვლებული. ”

ფილმის სინოფსისი:
მატარებლის მძღოლი ნურლანი პენსიაზე გასვლამდე ბაქოსკენ უკანასკნელად მიემართება. ქალაქის უბნებში გამავალი მისი მატარებელი სარეცხის თოკიდან ლურჯ ლიფს ააწყვეტს. მარტოსული არსებობიდან თავის დაღწევის მიზნით, ნურლანი თავის ცხოვრებაში ყველაზე ამაღელვებელი თავგადასავლის გზას ადგება: ლამაზი ლიფის მფლობელი უნდა იპოვოს. ბაქოში პატარა ოთახს იქირავებს და ძიებას იწყებს. თავდადებული ნურლანი ლიანდაგების გაყოლებაზე მდებარე ყველა სახლის კარზე აკაკუნებს. ქალები, რომლებსაც ხვდება, სახლებში სხვა მიზნით უშვებენ, თუმცა ნურლანის „პროექტი“ მათ ქმრების ყურადღებასაც იპყრობს. საქმე რთულდება, თუმცა ნურლანი არ ნებდება და ყველა ქალს არწმუნებს, რომ ლიფი მოიზომონ.

2. სატყუარა.

დიდი ბრიტანეთი, ბრიტანული ხელწერა და შავთეთრი ფერები უკვე აჩენს დიდ ინტერესს ჩემში.

ფილმის სინოფსისი:
შავი და თეთრი, 16 მმ. კამერით გადაღებული ფილმი უნიკალური ნამუშევარია. ფილმის მოქმედება თანამედროვე სოფელში ხდება უკმაყოფილო მეთევზე მარტინს, რომელიც გემის შეძენას ცდილობს. ამასთან ოჯახურ შიდა პრობლემებთან და ქალაქში ლონდონიდან ფულის შემოდინების, Airbnb-ისა და ქალაქის წვეულებების შემოტევის გამკლავება უწევს. ზაფხულის სეზონზე ადგილობრივ მოსახლეობასა და ჩამოსულებს შორის დაძაბულობას მატულობს, რაც ტრაგიკულ შედეგებს იწვევს.

3. სამი დის ზღაპარი.

სინოფსისი

სამი და – რეჰანი, ნურჰანი და ჰავვა – გარკვეული პერიოდის განშორების შემდეგ შორეულ მთიან სოფელში ხვდებიან ერთმანეთს, სადაც ისინი მამასთან გაიზარდნენ. ისინი მრავალი წელი ქალაქში ცხოვრობდნენ (ერთ-ერთი გაშვილებული იყო, ხოლო მეორე კი მოახლედ მუშაობდა). სამივეს სურვილია, რაც შეიძლება მალე დაბრუნდნენ ქალაქში. ამის მიღწევა კი დამოკიდებულია მათი სოლიდარობის, კონკურენციის ტაქტიკაზე და ასევე მათ გარშემო მყოფი მამაკაცების – მამის, მამობილის და რეიჰანის ქმრის გადაწყვეტილებებზე.

4. მბრძანებელის ხმა.

ბანალური ისტორია რომელიც თრეილერის ნახვის შემდეგ უფრო მომეწონა. ფილმი აერთიანებს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. იმ მომავალს სადაც კოსმოსური ხმები, უცხო არსებების რეალურობ არ დგას ეჭვის ქვეშ.

პეტერი, უნგრელი ჟურნალისტი, დოკუმენტურ ფილმში კაცს ამჩნევს, რომელსაც დიდი ხნის წინ დაკარგულ მამას ამსგავსებს. 1970 წელს კომუნისტური უნგრეთიდან გაიქცა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. პეტერი აშშ-შ მის საძებნად მიემგზავრება. მოვლენათა სერიის შედეგად, კოსმოსური ხმების საიდუმლო კვლევას ფარდა ეხდება. უნგრეთის ერთ-ერთი გამორჩეული რეჟისორი გიორგი პალფის ფილმის სიუჟეტი პოლონელი საკულტო მწერლის, სტანისლავ ლემის წიგნს ეფუძნება.

 

 

5. ტრანზიტი

სინოფსისი

როდესაც ნაცისტების შეჭრის შემდეგ, კაცი საფრანგეთიდან გარბის, ის გარდაცვლილი მწერლის სახელით გადაადგილდება. ის მარსელში აღმოჩნდება, სადაც ხვდება ახალგაზრდა ქალს, რომელიც დაკარგულ ქმარს ეძებს – სწორედ იმ კაცს, ვისი სახელითაც ფილმის მთავარი გმირი მოქმედებს

 

6. ეთერი

ინოფსისი

მე-20 საუკუნის დასაწყისი, მეფის რუსეთის იმპერიის საზღვრები. ექიმი ახალგაზრდა ქალს ეთერული ნარკოზის სასიკვდილო დოზას აძლევს მასთან დაწოლის მიზნით. შემდეგ ავსტრო-უნგრულ ციხეში იწყებს მუშაობას, სადაც განაგრძობს თავის ექსპერიმენტებს. მისი მიზანი ეთერული ნარკოზის საშუალებით ტკივილის შემცირებასთან ერთად ადამიანის ქცევით მანიპულირებაა. ექიმს წარმატება სულიერების ფასად უჯდება, მაგრამ სიყვარულს მისი გადარჩენა შეუძლია.

 

6. უკაცრავად ვერ მოგისწარით

სინოფსისი

რიკი და მისი ოჯახი უშედეგოდ ებრძვიან 2008 წლის კრიზისით გამოწვეულ ვალებს. მოულოდნელად ხელსაყრელი შემთხვევა ეძლევათ სატვირთო მანქანის წყალობით დამატებითი შემოსავლის წყარო გაიჩინონ და თვითდასაქმებით გაუმკლავდნენ არსებულ სიტუაციას. ფოსტის დამტარებელ მძღოლად მუშაობა რთულია, მაგრამ არც მოხუცის მომვლელად მომუშავე ცოლის მდგომარეობაა იოლი. მათ შეკრული ოჯახი აქვთ, მაგრამ როგორც კი სხვადასხვა გზით სიარულს იწყებენ, ცხოვრებაში გადამწყვეტი მომენტი დგება.

7. ახალგაზრდა აჰმედი . ფილმი, რომელშიც გაერთიანებულია 21 საუკუნის მნიშვნელოვანი, რთული და სასტიკი პრობლემები.

ფილმის სინოფსისი:
13 წლის აჰმედის ბედი, რომელიც ემამის იდეალებს სიწმინდესა და სიცოცხლის ცდუნებებს შორის მოჰყვა. როგორ შეიძლება სიყვარული გახდეს ცხოვრებას მთავარი არსი ?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.