ემინ ალპერის თურქული დრამა სამი დის ისტორიას აერთიანებს. რეჟისორი ცდილობს თურქული ტრადიციების მიხედვით მოგვიყვეს რამდენიმე ისტორია და მათ საერთო გამაერთიანებელ ადგილად ირჩევს სიცივით დ სიბნელით გაჟღენთილ გარემოს, უიმედოდ დარჩენილ ძველ ღარიბულ სახლს. თურქული ზღაპრების გაცოცხლების მცდელობის პარალელურად ის ზუსტად აღწერს იმ პრობლემებს, რომლებიც მუდმივად თან ახლავს ღარიბულ, უიმედოდ დარჩენილ ოჯახებს, გვიჩვენებს მათ ყოველდღიურ ბრძოლას ოცნებისკენ.

გვიჩვენებს სამ ალტერნატიულ სახეს თუ როგორ შეუძლია გაუძლოს, აიტანოს და მიიღოს ადამიანმა სიღარიბე, “დანგრეული ღირსება” და უიმედობა.

როდესაც პირველად გავიგე ფილმის შესახებ, პარალელი ჩეხოვის “სამ დასთან ” გავავლე. სწორედ ამ პიესაში იკვეთება სახე ბედნიერების მოლოდინის, მიუწვდომლის, უნაყოფო იმედებისა და ილუზიების . როდესაც გადის მთელი ცხოვრება, მომავალი კი არ დგება, რომლის ნაცვლად კვლავ აწმყო გრძელდება, უსიხარულო და უიმედო.

ფილმი სამ დას ეხება მათი ისტორიის გარშემო ბრუნავს და ერთ მთლიან სურათს რამდენიმე განსხვავებული თუმცა ბანალური სიუჟეტური შრიხებით კრავს.

ისტორია პირველი.

ნერიმანი_ თურქი ღარიბი გოგონას ისტორია, რომელიც ქალაქში ჩადის მოსამსახურედ. ნელ-ნელა ემატება თავდაჯერებულობა, მასში იღვიძებს ქალი და ცდილობს გაჰყვეს ყველა იმ ახალ შეგრძნებას, ვნებას თუ ემოციას, რომელიც მოულოდნელად ატყდება თავს და საბოლოოდ როდესაც თვალს ახელს ისევ იმ ღარიბ სახლში, მამის გვერდით შვილით ხელში იღვიძებს.

ისევ იმ მწარე თუმცა ნამდვილ რეალობაში სადაც ისევ ისე ჩვეულებრივ აგრძელებს სუნთქვას, ცხოვრების ახალ საჩუქართან ერთად.

ნუჰანი _ სიღარიბის, დამცირების, მეამბოხე გოგონას ისტორია, რომელსაც ყველაფერი ურჩევნია დანებების, სისუსტის გამოვლენის გარდა. არ ერიდება ამბოხს, ჩხუბს, ტყუილს და მაინც საბოლოოდ მწარე შედეგს აღწევს. მარტოსულ ბრძოლაში ისევ თვითონ მარცხდება და ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანის გაწირვა უწევს.

ჰავა _ კეთილი გულის მქონე გოგონა, გამორჩეული ზუსტად იმ პერსონაჟის პროტოტიპი, რომელიც მუდმივად მისაბაძი მაგალითია სხვისთვის. ის არის ერთგვარი ხიდი ან შეიძლება ვთქვათ მთავარი ბალანსის მატარებელი პერსონაჟი, რომლის დახმარებით რეჟისორი ცდილობს ფილმის სხვა პერსონაჟების ხასიათი დააბალანსოს.

ყველა მნიშვნელოვან დაძაბულ სცენაში ჰავას პერსონაჟი ის მთავარი ნათელი წერტილია, რომელიც შეიძლება ერთგვარ იმედად წარმოვიდგინოთ სიბრაზის, შურის, ბოროტებას ცდუნებასა და სიძულვილს შორის.

….

რეჟისორი გვიყვება ამბავს, რომელიც ჩემი აზრით მაშინ იწყება როდესაც “ზღაპარი სრულდება”. სამ დას განსხვავებული ინტერესი, სურვილი მიზანი აქვს მაგრამ სამივე სხვების აზრის, გადაწყვეტილებების მიხედვით აგრძელლებენ სუთქვას, არსებობას. ყველაზე საწყენი ალბათ ფილმის ფინალია, სადაც დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება გამიჩნდა. რეჟისორმა სამი დის ზღაპრის გაგრძელების უფლება ჩვენ მოგვცა და თვითონ დაგვიტოვა დრამა, რომელმაც ნამდვილად მოახერხა გემოვნებიანი მაყურებლის სიმპატიების მოპოვება.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.