პოლონელი რეჟისორი კშიშტოფ ზაუნუსი იმ რეჟისორთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც შეუძლია მაღალი კულტურული სიზუსტით გადმოსცეს ფილმის მთავარი სათქმელი და ისტორიული დეტალებით გაჟღენთილი დრამის დახმარებით ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალეზე დაგვაფიქროს.

ფილმი გვიყვება ამბავს თუ რამდენად შორს შეუძლია წავიდეს მეცნიერების და ადამიანის საზღვარი, რომელსაც სურს ძალაუფლება. ეს არის ისტორია მეცნიერების ბოროტად გამოყენების შესახებ, როდესაც ის მიმართულებია ინდივიდებზე კონტროლის მოსაპოვებლად და მასების დამორჩილებისთვის, ადამიანების თავისუფალი ნებისყოფის ჩამორთმევასა და სიკეთესა და ბოროტებას შორის არჩევის შესაძლებლობის დაკარგვისთვის.

ფილმის მთავარი პერსონაჟის სიუჟეტური ხაზი კლასიკური გერმანული ლეგენდის პროტაგონისტის ფაუსტის სახეს მოგვაგონებს და ნაწილობრივ ბანალურ მოსალოდნელ დასასრულსაც გვკარნახოს. ისტორიების გაზიარებისა და ფილმის მიმდინარეობის დროს იკვეთება ეს მსგავსება, თითქოს პერსონაჟი ფაუსტიის ცხოვრების ნაბიჯებს მიჰყვება. წარმატებული მეცნიერი, მაგრამ ჯერ კიდევ უკმაყოფილო საკუთარი ცხოვრებით. რასაც ის მიჰყავს ეშმაკთან გარიგებმდე, რომლის მიხედვითაც საკუთარ სულს ცვლის შეუზღუდავ ცოდნასა და ამქვეყნიურ სიამოვნებაზე. რეჟისორი ბევრი დეტალის დამატებით, მთავარი აქცენტების დასმით და დაძაბული სიუჟეტური ხაზით ახერხებს ამ მსგავსების გაქარწყლებას და მეც სიამოვნებით ვაგრძელებ ფილმის ყურებას, რომელიც ვფიქრობ ფესტივალის დიდოსტატთა კოლექციის ერთერთი საუკეთესო კინო ნამუშევრია .

ბედნიერი ვარ, რომ ბათუმის ფესტივალზეც აჩვენეს ფილმი და ქართველ კინო გურმანებს შომის კოფესტივალზე მოწონებული ფილმი შეფასების შესაძლებლობაც მოგვცეს.

ფილმი არის ერთგვარი საზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის .

ბოროტება უფრო დიდი ბოროტების დასამარცხებლად

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.