ბრიტანული კინო და მათი გადაღების სპეციფიკა განსხვავებულ შთაბეჭდილებას ტოტოვებს ჩემში და რა თქმა უნდა სიამოვნებით გამოვარჩიე კორნელი კინორეჟისორის მარკ ჯენკინის ნამუშევარი ” სატყუარა “

ფილმს სიუჟეტის გადმოცემის მთავარი თავგადასავალი იმ მცირე დეტალებით იწყება, რომელიც ზედმეტად ხელოვნურ სცენებს განსხვავებულ შრიხებს აძლევს.

რეჟისორის ნამუშევარი შემიძლია შევაფასო როგორც დაუმუშავებელ, უხეშ ძვირფას ქვას , რომელიც ითხოვს დროს, მუშაობას მასზე და ნელნელა იძენს ფორმას, ფასს და საბოლოოდ ხდება შეუფასებელი და ღირებული . ფილმის შინაარსიც ამ ეტაპებს მიჰყვებოდა ლოგიკურად, სწორი შავ თეთრი ნაბიჯებით.

რეჟისორმა მოახერხა ეჩვენებინა ოდესღაც აყვავებული სოფლის ადგილობრივებსა და ტურისტებს შორის დაძაბულობის დამადასტურებელი ნამდვილი ზღაპარი. თითოეული პერსონაჟის ემოციური მდგომარეობა, სცენებს შორის ლოგიკური ” ნახტომები” აღწერდა კულტურის შეტაკებების “პორტრეტს” იმ მხარეში, სადაც ტრადიციულ მეთევზეობას და მათ ცხოვრების წესებს საფრთხე ემუქრება.

ფილმმა ნამდვილად მოახერხა გაოცება, მისი გადაღების სპეციფიკა განსხვავებული, საინტერესო იყო. გამოვარჩევდი რამდენიმეს, რომელმაც ყველაზე მეტად მიიქცია ჩემი ყურადღება: სინქრონიზებულ მეტყველებას გაუგებარი, პინტეროსკის თეატრალიზმი, მუსიკის მუდმივი ცვლილება, ხმამაღალი, აქცენტები დეტალებზე, პერსონაჟების ხასიათის გადმოცემა მათი სხეულის დეტალიზირებით.

შავი და თეთრი, 16 მმ. კამერით გადაღებული ფილმი უნიკალური ნამუშევარია. ფილმის მოქმედება თანამედროვე სოფელში ხდება უკმაყოფილო მეთევზე მარტინს, რომელიც გემის შეძენას ცდილობს. ამასთან ოჯახურ შიდა პრობლემებთან და ქალაქში ლონდონიდან ფულის შემოდინების, Airbnb-ისა და ქალაქის წვეულებების შემოტევის გამკლავება უწევს. ზაფხულის სეზონზე ადგილობრივ მოსახლეობასა და ჩამოსულებს შორის დაძაბულობას მატულობს, რაც ტრაგიკულ შედეგებს იწვევს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

Connecting to %s

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.