სატყუარა

ბრიტანული კინო და მათი გადაღების სპეციფიკა განსხვავებულ შთაბეჭდილებას ტოტოვებს ჩემში და რა თქმა უნდა სიამოვნებით გამოვარჩიე კორნელი კინორეჟისორის მარკ ჯენკინის ნამუშევარი " სატყუარა " ფილმს სიუჟეტის გადმოცემის მთავარი თავგადასავალი იმ მცირე დეტალებით იწყება, რომელიც ზედმეტად ხელოვნურ სცენებს განსხვავებულ შრიხებს აძლევს. რეჟისორის ნამუშევარი შემიძლია შევაფასო როგორც დაუმუშავებელ, უხეშ ძვირფას ქვას , რომელიც ითხოვს დროს, მუშაობას მასზე … Continue reading სატყუარა

BRA_მოგზაურობა დასასრულისკენ

ვეიტ ჰელმერის რიგით მეექვსე ფილმი კომედიური ჟანრის კიდევ ერთი შესანიშნავი ნამუშევარია. ფილმის მთაავარ სიუჟეტს მოკლედ თავად რეჟისორის სიტყვები აღწერს " ეს არის კონკიას ისტორია, სადაც ფეხსაცმელი ბიუსჰალტერითაა ჩანაცვლებული . " რეჟისორის მთავარი ინსპირაცია ბაქოში მოგზაურობას უკავშირდება, როდესაც მან ნახა სახლებიდან სანტიმეტრებით დაშორებული სარკინიგზო ბილიკები, ადგილობრივების ცხოვრების საინტერესო ხასიათი და განწყობა, რომელიც ფილმის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს. … Continue reading BRA_მოგზაურობა დასასრულისკენ

Ether _ მეცნიერება საზღვრებს მიღმა

პოლონელი რეჟისორი კშიშტოფ ზაუნუსი იმ რეჟისორთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელსაც შეუძლია მაღალი კულტურული სიზუსტით გადმოსცეს ფილმის მთავარი სათქმელი და ისტორიული დეტალებით გაჟღენთილი დრამის დახმარებით ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალეზე დაგვაფიქროს. ფილმი გვიყვება ამბავს თუ რამდენად შორს შეუძლია წავიდეს მეცნიერების და ადამიანის საზღვარი, რომელსაც სურს ძალაუფლება. ეს არის ისტორია მეცნიერების ბოროტად გამოყენების შესახებ, როდესაც ის მიმართულებია ინდივიდებზე კონტროლის მოსაპოვებლად … Continue reading Ether _ მეცნიერება საზღვრებს მიღმა

A Tale Of Tree Sisters _ როდესაც ზღაპარი სრულდება.

ემინ ალპერის თურქული დრამა სამი დის ისტორიას აერთიანებს. რეჟისორი ცდილობს თურქული ტრადიციების მიხედვით მოგვიყვეს რამდენიმე ისტორია და მათ საერთო გამაერთიანებელ ადგილად ირჩევს სიცივით დ სიბნელით გაჟღენთილ გარემოს, უიმედოდ დარჩენილ ძველ ღარიბულ სახლს. თურქული ზღაპრების გაცოცხლების მცდელობის პარალელურად ის ზუსტად აღწერს იმ პრობლემებს, რომლებიც მუდმივად თან ახლავს ღარიბულ, უიმედოდ დარჩენილ ოჯახებს, გვიჩვენებს მათ ყოველდღიურ ბრძოლას ოცნებისკენ. … Continue reading A Tale Of Tree Sisters _ როდესაც ზღაპარი სრულდება.

რჩეული ფილმები #BIAFF 2019_ზე

ჩემთვის  საყვარელი კინოფესტივალი წელსაც გამორჩეული, ხარისხიანი, გემოვნებიანი და საინტერესო კინო პროგრამით წარსგდა კინო მოყვარულების წინაშე. ყოველ წელს იზრდება, იხვეწება და თინეიჯერობის ასაკში მყოფი კიდევ ერთხელ წარმატებით ახერხებს ჩემს გაკვირვებას. წელსაც ტრადიციულად შევეცადე ამომერჩია ყველა კატეგორიიდან ჩემთვის ნაცნობი თუ უცნობი თუმცა აღიარებული რეჟისორების ახალი კინო ნამუშევრები და მათი ნახვით მიმეღო სიამოვნება. ჟანრობრივად მრავალფეროვანი პროგრამა უფრო მეტ … Continue reading რჩეული ფილმები #BIAFF 2019_ზე

BIAFF 2019 ბათუმი კინოს ფერებში.

შემოდგომით ტრადიციულად ბათუმი კინოს ფერებში "იმოსება" და მასპინძლობს ბათუმის კინოს საერთაშორისო ფესტივალს. წელს BIAFF მეთოთხმეტედ ტარდება, ფესტივალზე ტრადიციულად ნაჩვენები იქნება ჟანრობრივად განსხვავებული, ხარისხიანი ფილმები, ნებისმიერი გემოვნების მაყურებლისთვის. მე ვამაყობ, რომ მაქვს შესაძლებლობა ყოველ წელს შევუერთდე " დიდ კინო დღესასწაულს", ვიყო მისი ნაწილი და გავუზიარო ჩემი შთაბეჭდილებები კინომოყვარულეს, მსახიობებს, რეჟისორებს. წელს ბევრი საინტერესო, მნიშვნელოვანი პერსონა სტუმრობს … Continue reading BIAFF 2019 ბათუმი კინოს ფერებში.

38. istanbul film festivali_სტენლი კუბრიკის ფილმები სტამბულის კინოფესტივალზე.

თურქეთის პირველი და ყველაზე ძველი, სტამბულის საერთაშორისო კინოფესტივალი (თურქულად: Uluslararası İstanbul Film Festivali) სტამბულის კულტურისა და ხელოვნების ფონდის ორგანიზებით ყოველ წელს, აპრილის თვეში იმართება. ტრადიციულად ფესტივალი კინომოყვარულებს სთავაზობს განსხვავებულ, საინტერესო კინოპროგრამას. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ფესტივალი მიზნად ისახავს თურქეთში კინოს განვითარებას და კინო ბაზარზე ხარისხიანი ფილმების პოპულარიზაციას. რიგით 38-ე სტამბულის კინოფესტივალი (FIAPF_ის მიერ აღიარებული, როგორც სპეციალიზირებული … Continue reading 38. istanbul film festivali_სტენლი კუბრიკის ფილმები სტამბულის კინოფესტივალზე.

The House That Jack Built_მისტერ დახვეწილობა, ჯეკი ♥‿♥

კანში საერთაშორისო კინოფესტივალზე დანიელმა რეჟისორმა , ლარს ფონ ტრიერმა ახალი ფსიქოლოგიური თრილერით კიდევ ერთხელ მიიქცია კრიტიკოსთა ყურადღება. ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ფილმის მხოლოდ იდეა არსებობა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფილმი რეჟისორის ყველაზე სასტიკი და ძალადობრივი ნამუშევარი იქნებოდა. რეჟისორს სჭირდებოდა კანის ფესტივალზე 7 წლიანი აკრძალვის შემდეგ "ხმამაღალი " დაბრუნება და ვფიქრობ მან ეს სრულყოფილად მოახერხა. ყველაზე თამამი, ირონიული, … Continue reading The House That Jack Built_მისტერ დახვეწილობა, ჯეკი ♥‿♥

Todos Lo Saben_სიმართლის მსხვერპლი…

ირანელი რეჟისორის ფილმის "ყველამ იცის" მსოფლიო პრემიერა კანის 71_ე კინოფესტივალზე შედგა. ასგარ ფარჰადის რიგით მე-8 ფილმი გახდა მეორე ესპანურენოვანი ფილმი პედრო ალმოდოვარის „ცუდი აღზრდის“ (2004) შემდეგ, რომელმაც კანის კინოფესტივალი გახსნა. ეს არის ირანელი რეჟისორის თვალით დანახული ესპანური ისტორია. თუმცა ფილმი ნამდვილად არ გვიტოვებს იმის განცდას, რომ მისი შემქმნელი განსხვავებული კულტურის და ცხოვრების წარმომადგენელია. რეჟისორმა მოახერხა … Continue reading Todos Lo Saben_სიმართლის მსხვერპლი…

Buğday_გენეტიკური ქაოსი

ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციის ფილმის "მარცვალი " პრემიერა სარაევოს კინოფესტივალზე შედგა. ის თურქი კინორეჟისორის სემიჰ კაპლანოღლუს ბოლო ნამუშევარია და ისეთ გლობალურ თემებს ეხება, რომელიც დღესდღეობით ყველაზე აქტუალური და პრობლემატურია. სემიჰ კაპლანოღლუ თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერია, რომელსაც არაერთი მნიშვნელოვანი, ეროვნული თუ საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული. მისი უახლესი ფილმი "მარცვალი " … Continue reading Buğday_გენეტიკური ქაოსი