38. istanbul film festivali_სტენლი კუბრიკის ფილმები სტამბულის კინოფესტივალზე.

თურქეთის პირველი და ყველაზე ძველი, სტამბულის საერთაშორისო კინოფესტივალი (თურქულად: Uluslararası İstanbul Film Festivali) სტამბულის კულტურისა და ხელოვნების ფონდის ორგანიზებით ყოველ წელს, აპრილის თვეში იმართება. ტრადიციულად ფესტივალი კინომოყვარულებს სთავაზობს განსხვავებულ, საინტერესო კინოპროგრამას. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ფესტივალი მიზნად ისახავს თურქეთში კინოს განვითარებას და კინო ბაზარზე ხარისხიანი ფილმების პოპულარიზაციას. რიგით 38-ე სტამბულის კინოფესტივალი (FIAPF_ის მიერ აღიარებული, როგორც სპეციალიზირებული … Continue reading 38. istanbul film festivali_სტენლი კუბრიკის ფილმები სტამბულის კინოფესტივალზე.

Advertisements

The House That Jack Built_მისტერ დახვეწილობა, ჯეკი ♥‿♥

კანში საერთაშორისო კინოფესტივალზე დანიელმა რეჟისორმა , ლარს ფონ ტრიერმა ახალი ფსიქოლოგიური თრილერით კიდევ ერთხელ მიიქცია კრიტიკოსთა ყურადღება. ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ფილმის მხოლოდ იდეა არსებობა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფილმი რეჟისორის ყველაზე სასტიკი და ძალადობრივი ნამუშევარი იქნებოდა. რეჟისორს სჭირდებოდა კანის ფესტივალზე 7 წლიანი აკრძალვის შემდეგ "ხმამაღალი " დაბრუნება და ვფიქრობ მან ეს სრულყოფილად მოახერხა. ყველაზე თამამი, ირონიული, … Continue reading The House That Jack Built_მისტერ დახვეწილობა, ჯეკი ♥‿♥

Horizon_ჰორიზონტში ჩაკარგული..

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სუბიექტურად საამაყოა ქართული ფილმის ფესტივალზე ხილვა. თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის "ჰორიზონტი" მსოფლიო პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში "პანორამა" გაიმართა და მაყურებელის მხრიდან დიდი მოწონებაც დაიმსახურა. საქართველოში, ბათუმის საერთაშორისო ფესტივალს ერგო პატივად პირველად ქართველი მაყურებლისთვის ეჩვენებინა ეს არაჩვეულებრივი ფილმი, რომელიც ვფიქრობ მხატვრული სექციის საკონკურსო ფილმებს შორის ერთ ერთი გამორჩეულია ფილმია .. "თინამ სცენარის … Continue reading Horizon_ჰორიზონტში ჩაკარგული..

Inkan, gongkan, sikan grigo inkan ანუ სამყაროს შექმნის ვერსია II

მე ყოველთვის ვეკითხები საკუთარ თავს : რა არის ადამიანი? რას ნიშნავს ადამიანად ყოფნა? შეიძლება ისინი თვლიან, რომ ჩემი შემდეგი ფილმი ისევ სისასტიკეზეა, სინამდვილეში ეს ძალადობა მხოლოდ იმის ანარეკლია რაც ვართ ან რაც არის ჩვენში, გარკვეულწილად _ კიმ კი-დუკი ფესტივალის დახმარებით კიდევ ერთხელ შევძელი კიმ კი დუკის ახალი ნამუშევრის ხილვა დიდ ეკრანზე, ეს არის ფილმი რომელიც … Continue reading Inkan, gongkan, sikan grigo inkan ანუ სამყაროს შექმნის ვერსია II

JumpMan _დამტვრეული ილუზია

ჩემთვის ფესტივალი დაიწყო ივან ი. ტვერდოვსკის ფილმით " მოხტუნავე ". ფილმის პრემიერა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა . ის რეჟისორის მორიგი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც იმეორებს განწყობას მისი სხვა ფილმიდან " ზოოლოგია" და კიდევ ერთხელ ცდილობს გადმოსცეს " მუქი" კრიტიკა პუტინის პოლიტიკის მიმართ. ყველაზე დიდი მოლოდინი და განხილვა გამოიწვია ფილმმა რუსულ საზოგადოებაში. ფილმი ეხება და აერთიანებს ბევრს … Continue reading JumpMan _დამტვრეული ილუზია

BIAFF 13 ფილმი!

BIAFF 13! ანუ 13 ფილმი, რომელსაც დიდი ინტერესით ველოდები ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე. წელს ფესტივალმა კინომოყვარულების გემოვნებაზე მაქსიმალურად იზრუნა და შეარჩია საუკეთესო ფილმები სხვადასხვა სექციებიდან. რჩეული ფილმები, რომლებმაც კანის და სარევოს კინოფესტივალზე უკვე მიიქციეს ყურადღება, აღაშფოთეს, დააფიქრეს მაყურებელი და "ხმამაღალი" კადრებით გამოიწვიეს მათში ემოციების მთელი კასკადი : სიცილი, ცრემლი, სიხარული, სევდა, აგრესია და სიბრაზეც კი. მაშ … Continue reading BIAFF 13 ფილმი!

DAHA _ ბიზნესად ქცეული ჯოჯოხეთი 

ფილმი  „მეტი“  თურქი მსახიობის, ონურ საილაქის, პირველი სარეჟისორო ნამუშევარია, რომელიც ჰაქან გიუნდაის ამავე სახელწოდების ბესტსელერს ეფუძნება. (  ფილმზე მუშაობის პროცესში ჰაქანი ჩართული იყო როგორც ერთ-ერთი სცენარისტი) ეს არის ისტორია 14 წლის ბიჭზე, სახელად გაზა, რომელიც თურქეთში ეგეოსის სანაპიროზე ცხოვრობს და იძულებულია მამას დაეხმაროს დევნილების გადაყვანაში ოკუპანტი ქვეყნებიდან  ევროპაში . "ეს ფილმი შეიქმნა იმ რომანის მიხედვით, … Continue reading DAHA _ ბიზნესად ქცეული ჯოჯოხეთი