მოჰსენ და ჰანა მახმალბაფები

        მამა-შვილი  მოჰსენ და ჰანა მახალბაფები  ბათუმის საავტორო კინოფესტივალს ჟიურის სტატუსით ესტუმრნენ. მოჰსენი მხატვრული ფილმების კონკურსის ჟიურის თავმჯდომარის სტატუსით , ხოლო ჰანა მოკლემეტრაჟიანი ფილმების ერთ-ერთი ჟიურის წევრი  იყო.  ასევე ფესტივალზე მათ საკუთარი  ნამუშევრები (ფილმები )  ჩამოიტანეს და ამით სასიამოვნო საჩუქარი გაუკეთეს  ფესტივალის მაყურებელს.       კინოფესტივალის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია - კინოფესტივალზე ჩამოსული … Continue reading მოჰსენ და ჰანა მახმალბაფები

Advertisements

JUPITER HOlDJA_სიკვდილი არ ნიშნავს დასასრულს..

     კორნეი მუდრუცოს "იუპიტერის მთვარე "- (Jupiter’s Moon)  ჩემი ფავორიტი ფილმია, რომლის ნახვითაც ვგეგმავდი ბათუმის საავტორო ფესტივალზე ფილმების ნახვის სეზონის გახსნას, თუმცა გარკვეული ტექნიკური ხარვეზების გამო ფილმის ჩვენება გადაიდო.  ბოლო დღეს   " გემრიელ ლუკმად " შემორჩენილ ფილმზე დასწრების მსურველთა დიდ რაოდენობას მეც შევუერთდი და ნამდვილად ვისიამოვნე ფილმის ყურებით..  პირველი გამოჩენა დიდ ეკრანზე და … Continue reading JUPITER HOlDJA_სიკვდილი არ ნიშნავს დასასრულს..

მეგობრული შეხვედრა გია ყანჩელთან…

კინოფესტივალის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ფესტივალზე ჩამოსულ კინორეჟისორების, პროდიუსერების მიერ ორგანიზებული მასტერკლასები, შეხვედრები.  ყოველ წელს ვცილობ ყველა დაგეგმილ შეხვედრას დავესწრო.   ასეთი მასტერკლასი გამართა  კომპოზიტორმა გია ყანჩელმა   სასტუმრო  „WYNDHAM Batumi“-ში, რომელსაც დიდი  სიამოვნებით დავესწარი. გია ყანჩელი 1935 წლის 10 აგვისტოს დაიბადა, 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოლოგის  სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის … Continue reading მეგობრული შეხვედრა გია ყანჩელთან…

სალი პოტერის 71 წუთიანი  “წვეულება”

ჩემი პირველი დღე ბიაფზე , პირველი საუკეთესოდ   არჩეული ფილმი  საკონკურსო მხატრული ფილმების კატეგორიდან, მონატრებული კინოთეატრის დიდი ეკრანი და სალი პოტერი  პოლიტიკური კომედიით  "წვეულება ".. მაშ ასე, მეგობრებო ბიაფი დაიწყო.... რუსი კინომატოგრაფის  ალექსეი როდიონოვის მიერ შავ-თეთრ ფერებში გადაღებული ფილმი "წვეულება"    აღწერს   "გატეხილი ინგლისის" პორტრეტს, მასში ადვილად ამოვიცნობთ  პოლიტიკურ ქვეტექსტებს. სალი პოტერმა,  რომელიც ფილმის სცენარისტი … Continue reading სალი პოტერის 71 წუთიანი  “წვეულება”

BIAFF რჩეული ფილმები ფესტივალზე..

ძალიან ამაყი ვარ კინოფესტივალის არსებობით, წელს ამ ემოციას უფრო მძაფრად ვგრძნობ, ამაყი ვარ, როდესაც მაქვს შესაძლებლობა ფესტივალზე ისეთი რეჟისორებს შევხდე როგორებიც არიან  მოჰსენ მახმალბაფი,  სეიფოლაჰ სამადიანი, გიორგი ოვაშვილი, ელდარ შენგელაია.. როდესაც შესაძლებლობა მეძლევა დავესწრო მაღალი ღირებულების ხარისხიან ფილმების პრემიერებს, როდესაც შემიძლია მეგობრულ და ძალიან საინტერესო შეხვედრაზე მოვხდე გია ყანჩელთან ერთად.. და ყველაზე მაგარი  იმის გაანალიზება, … Continue reading BIAFF რჩეული ფილმები ფესტივალზე..

BIAFF 2017.

      17 სექტემბერს, ბათუმის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF-ი საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალი გიორგი ოვაშვილის ფილმის „ხიბულა“ ჩვენებით დაიწყო. გახსნის ცერემონიალი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში გაიმართა.        ბიაფის ბანერი, წითელი ხალიჩა და ძალიან დიდი ზღვის ცხენი ყველა კინომოყვარულ სტუმარს ფესტივალზე ეპატიჟებოდა. მეც უკვე მეორე წელია დიდი ინტერესით ვმონაწილეობ და ჩართული ვარ ფესტივალში . პირველი … Continue reading BIAFF 2017.

BIAFF ფესტივალის სტარტი _18 სექტემბერი..

ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი ყველა კინომოყვარულს კინოთეატრში ეპატიჟება.   17 სექტემბერს გახსნის ოფიციალური ღონისძიება გაიმართება.  18 სექტემბრის 12 საათიდან კი შესაძლებელი იქნება ვეწვიოთ კინოთეატრ აპოლოს  ( მისამართი მემედ აბაშიძის ქ. #17)     და ვნახოთ საინტერესო,  ხარისხიანი ფილმები . წელსაც ტრადიცია უცვლელია, კინოჩვენებები „ღია ცის ქვეშ“ ერას მოედანზე გაიმართება , ასევე  EFA მოკლემეტრაჟიანი ფილმების (ევროპის კინოაკადემიის საუკეთესო … Continue reading BIAFF ფესტივალის სტარტი _18 სექტემბერი..