BIAFF დახურვის ცერემონია

This slideshow requires JavaScript.

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა… ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში გაიმართა, საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ საკონკურსო სექციაში გასცა – საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

dsc_1016

BIAFF საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ დიტო ცინცაძე, საქართველო (ჟიურის თავჯდომარე), მაჰტაბ კერამატი (ირანი), ირინა გორდიჩუკი (უკრაინა), ლიზა ანტონოვა (რუსეთი), გულნარა აბიკიევა (ყაზახეთი) შემდეგი პრიზები გასცა:

  • · გრანპრი – „ზოოლოგია“, ივან ტვერდოვსკი, რუსეთი/ საფრანგეთი/ გერმანია, 2016; 87 წთ.
  • საუკეთესო რეჟისურა – “უღმერთო”, რალიცა პეტროვა, ბულგარეთი/დანია/საფრანგეთი, 2016; 99 წთ.
  • საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ფარჰად ასლანი, ფილმში „ქალიშვილი“, რეზა მირკარიმი, ირანი, 2016; 103 წთ.
  • საუკეთესო მსახიობი ქალი – ნატალია პავლენკოვა ფილმში „ზოოლოგია“, ივან ტვერდოვსკი, რუსეთი/ საფრანგეთი/ გერმანია, 2016
  • ჟიურის სპეციალური პრიზი – „სიყვარულის შეერთებული შტატები“, ტომაშ ვასილევსკი, პოლონეთი/შვედეთი, 2016; 104 წთ. – “რაუფი”, სონერ კარენი/ბარის კაია, თურქეთი, 2016; 94 წთ.

This slideshow requires JavaScript.

 

BIAFF 2016-ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ – მარინა რაზბეშკინა (რუსეთი (ჟიურის თავჯდომარე), ელჰუმ შეიკრიფარი (დიდი ბრიტანეთი), ნარგიზ ბაგირზადე (აზერბაიჯანი), ოლეს იანჩუკ (უკრაინა), გივი ბესიკ ოდიშარია, საქართველო, გამოვლინა გამორჯვებული ფილმები:
  • საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – „კინომოგზაურები”, შირლი აბრაფამი/ამით მანდეშია, ინდოეთი, 2016; 96 წთ.
  • ჟიურის სპეციალური პრიზი – „ნათესავები“, ვიტალი მანსკი, გერმანია/ლატვია/ესტონეთი/უკრაინა, 2016; 112 წთ.

This slideshow requires JavaScript.

BIAFF 2016-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ – ზაზა ხალვაში, საქართველო (ჟიურის თავჯდომარე), იულია სინკევიჩი (უკრაინა), დავით მურადიანი (სომხეთი), დილარა ტასბულატოვა (რუსეთი), ზურაბ სტურუა (საქართველო)გასცა შემდეგი პრიზები:
  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „ლეთა“, დეა კულუმბეგაშვილი, საქართველო, 2016; 15 წთ.
  • ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) – გადაეცა ორ ფილმს:
– „დაკარგული მიწა“, ჰავრაზ მოჰამედი, ერაყი, 2016; 10 წთ.
– “როცა ზარების ხმა გესმის”, ჩაბნეიმ ზარიაბი, საფრანგეთი/ტუნისი, 2015; 25 წთ.

This slideshow requires JavaScript.

BIAFF-ის ინდუსტრიული პლატფორმის “ალტერნატიული ტალღის” ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობდა 9 ქართული კინოპროექტი, პრიზი (კინოააპარატურის არენდის სერვისის ვაუჩერი) გადაეცა შემდეგ კინოპროექტს:
– “ინგა” – რეჟისორი გიორგი გოგიჩაიშვილი, სცენრის ავტორები – ზაზა კოშკაძე/მერი ბექაური/ დავით აბრამიშვილი, პროდუსერი – გეგა ხმალაძე

dsc_1031

დახურვის ცერემონიის დასკვნით ნაწილში გაიმართა დონ ჩედლის ფილმის “წინ მაილს” (აშშ, 2016) ჩვენება
კინოფესტივალის სპონსორები – საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სასტუმრო „Divan Suites Batumi“, “ასკანელი ძმები”
14479535_1293743080644624_3091619622046836153_n

 

ფესტივალის დაჯილდოვების ცერემონის შემდეგ გაიმართა ბანკეტი რესტორან ”WILD WEST”-ში ,  უამრავი სტუმარი საკუთარ ემოციებს უზიარებდა ერთმანეთს სასიამოვნო მუსიკისა და გემრიელი კერძების თანხლებით….

dsc_0066

მეც , როგორც ბლოგერი და როგორც მოხალისე ამ საერთაშორისო ფესტივალის პატარა ნაწილს წარმოვადგენდი და რაღაც წვლილი მეც შევიტანე რომ ფესტივალი ღირსეულად წარმდგარიყო მაყურებლების წინაშე…

ახლა , როდესაც ფესტივალი დამთავრდა ვფიქრობ იმ შედეგზე , რაც ფესტივალში მონაწილეობის შემდეგ უნდა დამრჩენოდა… შედეგი მართლაც არის ….

პირველი ალბათ ახალი ინფორმაციის მიღებაა იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება დაიწყო ფილმის გადაღება შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში. მე არ ვარ რეჟისორი და შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს ინფორმაცია ჩემთვის გამოუსადეგარია, მაგრამ როდესაც ბერძენი სცენარისტის – ნიკოლას პანაგიტოულოსის მასტერკლასს ვუსმენდი ბევრი იდეა გამიჩნდა და მივხვდი, რომ თუ გაქვს ნიჭი, მონდომება და გადაღებაც კარგად გამოგდის შესაძლებელია მოყვარულის დონეზე ამ პროფესიის დაუფლება და მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღების მცდელობა……14516359_1191040054294275_6139051018721502736_n

მეორე შედეგი ალბათ  საავტორო , მოკლემეტრაჟიანი ფილმების მიმართ ჩემი დამოკიდებულების ცვლილებაა, რამდენიმე ფილმა ჩემში აღფრთოვანება და სიამაყე გამოიწვია.. ვცდილობდი ჩემი ემოციების, განცდების გამოხატვას ბლოგის დახმარებით, თუმცა იყო რამდენიმე არასასიამოვნო სიტუაცია  ჩემი ბლოგის ,  ჩემი შეხედულებების , გამოხატვის თავისუფლების მიმართ … მაგრამ ეს უკვე წარსულია , მე-11 კინოფესტივალზე მარის, როგორც ბლოგერის მიერ მიღებული გამოცდილების ნაწილი….

საერთო ჯამში კინოფესტივალმა ჩემი მოლოდინი გაამართლა, ვნახე ბევრი საინტერესო ფილმი , გავიცანი ახალი ადამიანები, მივიღე გარკვეული გამოცდილება… ერთი წლის შემდეგ უკვე ახალი BIAFF-ია , რომელშიც აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას…..

dsc_0120

 

 

 

 

Advertisements

Smrt u Sarajevu…..

ფესტივალის ბოლო საკონკურსო დღე ალბათ ყველაზე სამწუხარო და ამავდროულად საბედნიერო დღეც აღმოჩნდა ჩემთვის ..  ძნელი იყო დავმშვიდობებოდი ფესტივალზე ფილმის ყურების მოლოდინს , დიდ ეკრანს,  სხვა ატმოსფეროს, რომელიც ჩემში ყოველთვის აღტაცებას იწვევდა , თუმცა მიუხედავად ამისა ბოლო დღეს საუკეთესო  ფილმები ვნახე ერთმანეთისგან განსხვავებული .

smrt-u-sarajevu

deathinsarajevo_01 პირველი ფილმი, რომელიც ბოლო დღეს ვნახე დანის ტანოვიჩის  ”სიკვდილი სარაევოშია”  ფილმის ყველა მოქმედება ბოსნია ჰერცოგოვინას დედაქალაქ სარაევოში მდებარე პრესტიჟულ სასტუმროში ვითარდება , სასტუმროს სამ სხვადასხვა ადგილას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად სხვადასხვა ისტორიები მიმდინარეობს. აზრთა სხვადასხვაობას , მოქმედებების სიმძიმეს ერთ დღესთან მივყავართ, ავსტრია-უნგრეთის ჰერცოგის ფრანც ფერდინანდის მკვლელობიდან 100 წლისთავთან….სასტუმროს სახურავზე ტელევიზიის წარმომადგენლები ინტერვიუებს წერენ,  გადაცემის წამყვანსა და   პროვინციულ გავრილო პრინცს,   ფრანც ფერდინანდის მკვლელის სეხნიას შორის კამათი მიმდინარეობს,  ერთმანეთს ხმის ჩახლეჩვამდე უმტკიცებენ თავიანთი ხალხის სიმართლეს, ცდილობენ გაარკვიონ ვინ იყო ნამდვილი ოკუპანტი…

snezana-vidovic-faketa-salihbegovic

ამ კამათის გაგრძელება ალბათ ის მდგომარეობაა , რაშიც სასტუმრო და მთლიანად თანამშრომლები არიან … ისინი რამდენიმე თვიანი უხელფასო მუშაობის გაპროტესტებას აპირებენ , მაგრამ არც იციან,  რომ მუდმივად  ვიღაც ცდილობს მაფიოზის დავალებით , რომელსაც სათამაშო და სტრიპტიზ კლუბი აქვს მოწყობილი სასტუმროს სარდაფში, მიტინგის ლიდერს გაუსწორდეს ფიზიკურად…

cover_photo-jpg

ამ ადამიანების ისტორია სასტუმროს ქვედა ნაწილში, სამრეცხაოსა და სარდაფში მიმდინარეობს. მათი შემაერთებელი ნაწილი ალბათ  სასტუმროს საპრეზიდენტო აპარტამენტებში ამ დღეს ჩამოსული  ევროკავშირის წარმომადგენელია, რომელიც მთელი დღე თავის ნომერში გამოსასვლელ სიტყვაში რეპეტიციობს…ის ვერც გრძნობს სასტუმროს მთელს დაძაბულობას,   შესაბამისად მისი იდეებიც გაცილებით ზოგადი და ზოგჯერ არაფრისმთქმელიცაა, რეპეტიციის დროს ცდილობს ხელოვნურად გაამძაფროს სიტყვების მნიშვნელობა , როდესაც სასტუმროს სხვა ნაწილებში მყოფი ადამიანების ყოველ სიტყვას სიმძიმე და ტრაგიზმი ახლავს….

death_in_sarajevo-823253611-large

 

ჩემი აზრით  ფილმის დასკვითი ნაწილი არის ყველაზე საინტერესო , როდესაც სამივე ისტორია ერთმანეთს გადაეჯაჭვება … თუმცა არ მინდა ამის შესახებ დავწერო რადგან არ შეიძლება ფილმის მომავალ მაყურებელს წაართვა ის ემოციები , რაც დასარულის ნახვისას დაგებადებათ …. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია ისაა რომ აუცილებლად უყურეთ ამ ფილმს როდესაც ინტერნეტში ხელმისაწვდომი გახდება …

deathinsarajevo_03

 

 

Turn off the electricity!

kim_ki-duk__full

კიმ კი დუკის ფილმს განსაკუთრებული ინტერესით ველოდებოდი , უნდა ვაღიარო ფილმის თრეილერის ყურებამდე ვიცოდი , რომ ის დიდ  შთაბეჭდილებას და ღრმა კვალს დატოვებდა ჩემში …. ამის მიზეზი იყო ის რომ ფილმი კიმ კი დუკის მიერ იყო გადაღებული,  რეჟისორის რომლის  გადაღების სტილი , ფილმის მიმართ დამოკიდებულება , გადმოცემული ცხოვრებისეული მოვლენები ჩემში დიდ აღრფრთოვანებას იწვევს…რეჟისორს რომელსაც 30 წლამდე ფილმიც კი არ ჰქონდა ნანახი შეძლო,  კინოს როგორც პროფესიის  დაუფლების   გარეშე   15  ნამუშევრის  შექმნა. ფილმები, რომლებიც ხსნიდნენ და ჯილდოვდებოდნენ: ბერლინის, ვენეციის, კარლოვი ვარის, ლოკარნოს, კანის კინოფესტივალებზე. ჩემთვის სამწუხაროდ მისი შემოქმედებიდან მხოლოდ ორ ფილმს ვიცნობ და ბედნიერი ვარ რომ ფესტივალმა მომცა საშუალება მისი გადაღებული კიდევ ერთი  შედევრი  მენახა და შემეფასებინა…

ფილმში აღწერილი ისტორია 2011 წლის იაპონიაში გვაბრუნებს, როდესაც შეშინებული მსოფლიო ახალი ჩერნობილის მოლოდინში იყო , როდესაც  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ატომურ-ელექტრო სადგური შეიძლებოდა კაცობრიობის აღსასრულის მთავარი მიზეზი გამხდარიყო…

stop

ფილმის მთავარი გმირები საბუ და მიკი ამ პრობლემას პირისპირ ხვდებიან , მათ  ატომურ-ელექტრო სადგურის ახლოს სახლი აქვთ ,  კატასტროფის შემდეგ იძულებით უწევთ ტოკიოში გადმოსლა , მაგრამ ამით პრობლემა არ გვარდება , ისინი ჯანმრთველები არიან თუმცა  მიკი ფეხმძიმედაა, წყვილს ეშინია, რომ რადიაციის გამო პატარას პრობლემები ექნება…. მიკის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა უნდა, საბუ კი ცდილობს ცოლს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს…..ფილმის იმ ნაწილში როდესაც წყვილი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ცდილობს გადაარჩინოს  შვილის მომავალი მძაფრად ვიგრძენი რეჟისორის ხედვა და სტილი, როდესაც არასდროს იცი რას გადაწყვეტენ, რას მოიმოქმედებენ ფილმის გმირები . რეჟისორის ფილმებში გმირებს ყოველთვის აქვთ სახასიათო შტრიხი, რომელიც არ გაძლევს საშუალებას თვალი მოარიდო ეკრანს , ამ ფილმში მთავარი დეტალი ალბათ  პერსონაჟების მიერ  რეალობასთან  დაპირისპირება და მასთან ბრძოლის დაწყებაა …..

გამორთეთ ელექტროენერგია

საბუს  აგრესიული ხმა ისმოდა განათებულ ტოკიოს ქუჩებში, როდესაც  მთელი ხმით ყვიროდა მათვის ვისაც არც ესმოდა და არც აინტერესებდა მისი სიტყვები გავიფიქრე სინამდვილეში ვისი მისამართით იყო ეს სცენა მიმართული ალბათ ჩვენთვის , იმ მსოფლიოსთვის, რომელსაც კარგად ახსოვს შიში , ან იმ ადამიანების მისამართით რომელთაც უნდა შეახსენო რომ ელექტრო ენერგიის ზედმეტად მოხმარება საფრთხესთან არის დაკავშირებული…

559-stop

 

🏦📈💸⏭ The Confessions ⏭ 🐦🐦

ფესტივალის მეოთხე დღეს ტრადიციულად ჩემთვის ყველაზე საინტერესო ფილმი ამოვარჩიე და დარბაზში შევედი,  მივეჩვიე დიდ ეკრანზე  ფილმების ყურებას . დღეს პირველად მივხვდი, რომ ფესტივალი მალე დამთავრდება, დავფიქრდი როგორ გამიჭირდება რამდენიმე თვით დავემშვიდობო ფესტივალს.

რობერტო ანდოს ფილმში აღწერილი მოვლენები გერმანიის სანაპირზე მდებარე მდიდრულ სასტუმროში ვითარდება.  საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტი დანიელ როშე იწვევს საგანგებო სამიტს , ძირითადი მიზანი ამ შეკრების მსოფლიო ეკონომიკაში შექმნილი პრობლემების გადაწყვეტაა.  ეკონომისტები მთელს მსოფლიოდან ჩამოდიან, მათთვის სრულიად მოულოდნელად  სტუმრებს შორის აღმოჩნდება   იტალიური ბერი,  რომელსაც  შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ მთავარი გმირი  .

mv5bnwizzwnlmdgtmtdjny00ndu2lthky2mtndk3zjdkmmm2mtk4xkeyxkfqcgdeqxvymjq5mde2nze-_v1_

ფილმი იტალიელი ბერის სიტყვებით იწყება ,

როდესაც ზეცის ანგელოზები ცუდად იქცევიან, ღმერთი მათ ბნელ საკანში აგდებს…

ბერის ჩამოსვლის მიზეზი მალევე ხდება ცნობილი , საკუთარი დაბადების დღის შემდეგ დანიელ როშე საკუთარ ოთახში იბარებს ბერს და სთხოვს რომ მისი აღსარება მოისმინოს.

…ვერასოდეს განვსაზღვრავთ რა შეიძლება მოჰყვეს ჩვენს საქციელს…

“დროის კარგვა ადამიანებს არაფერს ვნებს.”-ბერის სიტყვებს არ ეთანხმება ეკონომისტი დანიელ როშე, რომელმაც კარგად იცის დროის ფასი, ის ავად არის , კიბო აქვს….

ფილმში დანიელ როშეც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია , სახე ადამიანის, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა ყველაფერი რაც კი უნდოდა,  ადამიანის,რომელსაც შეუძლია საკუთარი ძალაუფლების და გავლენის გამოყენებით უბრალო სისულელე ნამდვილ ჭეშმარიტებად აქციოს ,  ადამიანი რომელიც სრულყოფილებისკენ ისწრაფვის….მაგრამ როშე მაინც არ იყო ბედნიერი , მიზეზი მარტივია , როგორც ფილოსოფოსი სოკრატე ამბობდა 

  სრულყოფილ ადამიანად შეიძლება ჩავთვალოთ ის, ვინც სრულყოფილებისაკენ მიისწრაფვის; ბედნიერ ადამიანად კი შეიძლბა ჩავთვალოთ ის, ვინც უკვე აღიარებს, რომ თავის მიზანს მიაღწია”

captufffffffre

 

ის უბედური იყო, ძნელია წარმოიდგინო ან გაიგო ამის მიზეზები,თუმცა ფილმში გამოყენებული ყველა ფრაზა რასაც  პერსონაჟები ამბობენ მიმართულია იმისკენ, რომ ახსნას  როგორი ცხოვრებით ცხოვრობენ ძალაუფლების მქონე ადამიანები, რომ მათი საზრუნავი ფულია და მისი დახმარებით ქმნიან დროს, რომ ყოველდღიურად ზღაპრების მოფიქრება უწევთ რათა დამალონ ის რისი გაკეთებაც სინამდვილეში არ შეუძლიათ…..

ჩვენ ყოველდღე ვატყუებთ მსოფლიოს , ზოგჯერ კარგია რომ ილუზიები მაინც შევუქმნათ მათ….

..ცხოვრება მაშინ არის ასატანი, როდესაც მას გვერდს აუვლი…

captusssssre

 

ზოგადად ფილმში ბევრი დამაფიქრებელი და საინტერესო ფრაზაა, აზრთა და შეხედულებების დაპირისპირება , სხვადასხვა სტატუსის მქონე  ადამიანების თავშეყრა ერთ სასტუმროში, მკვლელობის გამოძიება , საიდუმლო რომელსაც შეუძლია მომალის ეკონომიკაზე გავლენის მოხდება….

captusssre

 

ჩემთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი სცენა იტალიელ ბერსა და დანიელ როშეს ეკონომისტ მეგობარს შორის საუბარი იყო , ჩვენთვის გამოცანად დარჩა ის სიტყვები რაც მან ბერს გაუმხილა, თუმცა დაწმუნებული ვარ  ამ სიტყვების სიმძიმეში , მან ხომ შეძლო დამანგრეველი გავლენა მოეხდინა ბერზე……

…ჩვენი პროფესია უბედურების უფლებას არ იძლევა….

ეკონომისტიც შეიძლება იყოს უბედური….

capture

 

 

 

 

 

📒ჩაგვრის მსხვერპლი 🔫❌Prügelknabe❌

”მე ოლგა ჰეპნაროვა  ვარ” ფილმის სათაური უკვე გვიქმნის წარმოდგენას ფილმის მთავარი პერსონაჟის მიმართ . ის ჩეხი ჰეპნაროვაა, რომელიც 70-იანი წლების პრაღაში ცხოვრობს.  გოგონა , რომელიც შინაგანად არის განსხვავებული, არ აკეთებს იმას   რასაც სხვები , არ ეცინება იმაზე რაზეც სხვებს , ურჩევნია იყოს მარტო და თავს გრძნობდეს ბედნიერად  ვიდრე სხვებთან ერთად და უბედურად.

mv5bmdu2mmi1mtgtnzbkzc00ody5lwe3ogytnty4mdbmnmjizgm5xkeyxkfqcgdeqxvynde5mtu2mde-_v1_

”…როცა მარტო ვარ, ბედნიერი ვარ….”

”..ადამიანების გარეშე ვძლებ, ცეკვის გარეშეც გავძლებ….”- ოლგას წერილები , რომელსაც ზოგჯერ ადრესატი ჰყავს ზოგჯერ კი არა, ნათლად გამოხატავს მის სულიერ მდგომარეობას.

რთული იქნება ამ ფილმის შესახებ საუბარი, რადგან ჯერჯერობით დილემის წინაშე ვდგავარ არ ვიცი ფილმის მთავარ პერსონაჟს რა ვუწოდო , აღვიქვა, როგორც ქალი მაშინ როდესაც სიარულის მანერით , შინაგანი თუ ფიზიკური სიძლიერით,  მდედრობითი სქესის მიმართ სიყვარულით სრულიად ჰგავს მამაკაცს, მაგრამ ყველა ამ დამახასიათებელ ნიშანს აუფერულებს მისი  ბუნებრივი სილამაზე და შიშით შეპყრობილი თვალები….

mv5bywm0n2jky2mtymq4zc00ntvjltgxmzytnta2zgjkndu2ndfjxkeyxkfqcgdeqxvynde5mtu2mde-_v1_

 

 

ფილმის დაწყებიდან მის დასასრულამდე დავინახე პერსონაჟის რამდენიმე სახე , თავდაპირველად ის გოგონაა თვითმკლელობისკენ მიდრეკილი , გოგონა რომელსაც თანატოლების მხრიდან მხოლოდ ცემა და  წამება ახსოვს.

mv5byjblmjiwmjitntg3ms00odnilwi3ymutody3owq5zwi2ndmwxkeyxkfqcgdeqxvynde5mtu2mde-_v1_

შემდეგ ვითარდება და პირველ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას იღებს, აგდებს სახლიდან დედას და იწყებს პატარა ქოხში ცხოვრებას .. გადაწყვეტილების სისწორეში იმდენად არის დარწმუნებული რომ არ ერიდება თამამ საქციელს , ცეკვავს შეზღუდვების გარეშე , არ მალავს ინტერესს სხვა გოგონას მიმართ . ფილმის განმავლობაში პირველად ვხედავთ მის ნამდვილ  სიცილს , ყოველგვარი შიშის , აკრძალვების და შეზღუდვების გარეშე.

mv5bngy4nzfkm2utmtq3os00nwzhlthlzwmtmgvhoti0zmq3m2vmxkeyxkfqcgdeqxvynde5mtu2mde-_v1_

თუმცა ოლგა ჰეპნაროვას შემთხვევაში ცხოვრება წრეზე ტრიალებს , ბედნიერების, საკუთარი გრძნობებში გარკვევის შემდეგ სიტუაცია ისევ თავდაყირა დგება ,   მასში სიყვარული უფრო მეტ სიძულვილს აჩენს , მისთვის ძნელი ხდება საყვარელ ადამიანთან განშორება. პირველად აცნობიერებს რომ გიჟია, მაგრამ განათლებული . სამსახურში პრობლემების გამო  ფსიქიატრთან  აუცილებელ კონსულტაციებზე ხვდება, სადაც ჩვენ საშუალება გვაქვს აღმოვაჩინოთ ოლგას კიდევ ერთი სახე ….

”…ადამიანების მიმართ არაფერს ვგრძნობ…. არ ესმით ჩემი…..”

”….მსოფლიომ ფასი დაკარგა…..”

mv5bnmnmnwewzmitzge3yy00mzzjlwfkngutmdizodg4yzg2mjy3xkeyxkfqcgdeqxvynde5mtu2mde-_v1_

ოლგას ფსიქიკური მდგომარეობა უფრო მძიმდება , საკუთარი არასრულფასოვნებისა და უუნარობის ავადმყოფური განცდის გამო არჩევანის წინაშე დგება , ამის შესახებ პირველად მისი წერილებიდან ვიგებთ …ის წერს რომ მას შეუძლია მოიკლას თავი ან შური იძიოს ყველაფრისთვის რაც მას გაუკეთეს … მისი არჩევანი მეორეა…. იმ მომენტში როდესაც ოლგა საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ წერილში წერდა,  ვერც გავიაზრე რამდენად ღრმა და ნამდვილი იყო მისი ჩანაფიქრი ….

”…განზრახ გავაკეთე ეს…”

”..ღმერთი არ ვარ მაგრამ მაინც ვსჯი….”

”…შურისძიება ჩემი უფლებაა…..”

mv5bndu0njm0yzutytkxzi00yja2lwfhyjmtzji2zmnjzjy0mtq4xkeyxkfqcgdeqxvynde5mtu2mde-_v1_

ბოლოს ალბათ ვხვდები თუ რატომ აირჩია რეჟისორმა ფილმის სათაურად ”მე , ოლგა ჰეპნაროვა ვარ” . სახელი და გვარი , რომელიც ფსიქიკურად დაავადებულ , განსხვაებული ორიენტაციის დამნაშავე გოგონასთან ასოცირდება, რომელმაც შურისძიების მიზნით მანქანით ადამიანები გაიტანა და 8 ადამიანი მოკლა ფილმის ბოლოსაც კი  არ ინანიებს საკუთარ დანაშაულს , მართალია  ოლგა როგორც პიროვნება , ერთი წლის შემდეგ გრძნობს სინდისის ქენჯნას , მაგრამ ამ შემთხვევაში თვითონაც კი გაურბის საკუთარ გვარს და  წარმომავლობას , ფსიქიატრის შეკითხვაზე ”ვინ ხარ?..პასუხობს ”მე.. ვინიფერი ვარ….

 

 

 

 

 

🇵🇱🇵🇱SMOLENSK🇬🇪🇬🇪

kachinski-1

20 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე პოლონელი რეჟისორის, ანტონი კრაუზეს ფილმის ჩვენება გაიმართა.  ფილმის პრემიერა სექტემბრის დასაწყისში შედგა ვარშავაში, შესაბამისად, BIAFF-ი  პირველი კინოფესტივალია, სადაც ფილმი აჩვენეს…

„სმოლენსკის“ პრემიერა კინოთეატრ „აპოლოში“ საღამოს შვიდ საათზე გაიმართა. პრემიერისათვის ბათუმში საგანგებოდ ჩამოვიდნენ ფილმის პროდიუსერი მაციეი პავლიცკი და ლეხ კაჩინსკის როლის შემსრულებელი მსახიობი ლეხ ლოტოცკი .

ფილმის ჩვენების დაწყებამდე მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს ფილმის შესახებ და იმ დამოკიდებულებაზე რაც საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებობს .

 

 

ფილმი მოგვითხრობს 2010  წელს მომხდარი Ту-154-ის ტიპის პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შესახებ, რომლის შედეგად რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ  სმოლენსკთან, დაიღუპა პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მეუღლესთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად. ამ ტრაგედიამ ბევრი კითხვა გააჩინა, რომლებზეც პასუხი დღესაც არ არის სრულად გაცემული.

ფილმის მთავარი გმირი — მსხვილი კომერციული ტელეარხის ჟურნალისტია, რომელიც იძიებს კატასტროფის მიზეზებს, აწარმოებს თავის დამოუკიდებელ კვლევას, გამოძიების მსვლელობაში ჟურნალისტი მტკიცედ რწმუნდება იმაში, რომ სიმართლე სმოლენსკის ავიაკატასტროფის შესახებ ბევრად უფრო ჩახლართულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

captubbnbnbrecapturtttttttttttte

ფილმში  თანმიმდევრული სიზუსტით არის განხილული ყველა ვერსია თუ მიზეზი. ერთ-ერთ ვერსიას საქართველოს უახლოეს ისტორიამდე მივყავართ, როდესაც 2008 წლის 12 აგვისტოს ლეხ კაჩინსკი უკრაინის, ესტონეთის, ლიტვის პრეზიდენტებთან და ლატვიის პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩამოვიდა თბილისში, რათა რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე საქართველოსათვის მხარდაჭერა გამოეხატა.

capturbhbhhhe

ფილმში გამოყენებული იყო რეალური კადრები, ის ემოციები და მდგომარეობა რაშიც პოლონეთი და მთლიანად ხალხი იმყოფებოდა ტრაგედიის შემდეგ…

ფილმში გამოძიების დეტალები სრული სიზუსტითა არის აღწერილი , ვფიქრობ ძალიან ძნელი იქნებოდა ფილმის გადაღების პროცესი , ნამდვილად დასაფასებელია ის შრომა და გამბედაობა,  რაც ფილმის შექმნისთვის რეჟისორმა და გადამღებმა ჯგუფმა გასწიეს …

კინოთეატრიდან გამოსვლის შემდეგ ერთადერთ რამეზე ვფიქრობდი, ინტერნეტში მენახა ამ ტრაგედიის გამოძიების ახალი დეტალები, ჩემთვის სამწუხაროდ ახალ ინფორმაცია ვერ ვიპოვე გამოძიება  კვლავ გრძელდება…..

პოლონელმა ექსპერტმა სმოლენსკის ტრაგედიის გამომწვევი 3 მიზეზი და შესაძლო დამნაშავე დაასახელა. რობერტ ლატკოვსკის განცხადებით, ავიაკატასტროფის მიზეზი ცუდი ამინდის პირობებში ფრენა და პილოტებისა და დისპეტჩერების შეცდომები გახდა. ”ამინდის გამო თვითმფრინავი ვერ ჯდებოდა. საჰაერო ძალების უფროსმა მცდარი გადაწყვეტილება მიიღო და ამ რეისზე სწორედ ის იყო პასუხისმგებელი. ის ბორტზე იმყოფებოდა და პრეზიდენტისა და დანარჩენი მგზავრების უსაფრთხოების გარანტი იყო. ის ამინდის გაუმჯობესებას უნდა დალოდებოდა ან სათადარიგო აეროპორტში დაესვა თვითმფრინავი”, – აცხადებს ლატკოვსკი.

პოლონეთში ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის შავი ყუთების ჩანაწერის სტენოგრამა გამოქვეყნდა.

41 ნაბეჭდი გვერდისგან შემდგარი ჩანაწერი სმოლენსკის ტრაგედიის აქამდე უცნობ დეტალებს შეიცავს. საუბრების სტენოგრამა 10 საათი და 3 წუთიდან, ტრაგედიამდე 38 წუთით ადრე, ყოფით თემებზე პილოტების საუბრით იწყება. შემდგომში საუბარი სპეციფიკური ტექნიკური ტერმინების გამოყენებით მიმდინარეობს. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ კატასტროფამდე 15 წუთით ადრე სმოლენსკის აეროპორტის დისპეტჩერმა ეკიპაჟს აცნობა, რომ აეროპორტში ნისლია და “დაშვებისათვის პირობები არ არის”. გაფრთხილება მოსალოდნელი სირთულეების შესახებ ეკიპაჟს მეორე პოლონური თვითმფრინავის პილოტმაც მისცა, რომელმაც დაშვება მანამდე მოახერხა. ხომალდის მეთაურმა დისპეტჩერს შეატყობინა, რომ დაშვებას მაინც შეეცდებოდა და წარუმატებლობის შემთხვევაში მეორე წრეზე წავიდოდა. დისპეტჩერმა საპრეზიდენტო ხომალდს დაშვების უფლება მისცა.

ამ მომენტიდან საუბარში ერთვება პირი, რომელიც გაშიფრულ სტენოგრამაში “დაუდგენელ მოსაუბრედ” არის დაფიქსირებული. სავარაუდოდ, ეს პოლონეთის საჰაერო ძალების სარდალი გენერალი ბლაზიკია, რომლის კაბინაში ყოფნა მანამდე საგამოძიებო კომისიამ დაადასტურა. იგი მეტეოპირობებით ინტერესდება და ამბობს, რომ “დიდი პრობლემებია”. სავარაუდოდ, კაბინაში კიდევ ერთი პირი შემოდის. პოლონური მედიის ადრინდელი ვერსიით, ეს საგარეო უწყების პროტოკოლის უფროსი მარიუშ კაზანაა. ხომალდის მეთაური მას “ბატონ დირექტორად” მოიხსენიებს და აცნობებს, რომ ამ პირობებში დაშვება, როგორც ჩანს, ვერ განხორციელდება. კაპიტანმა განაცხადა, რომ სმოლენსკში დაშვებას ერთხელ ცდიდა და წარუმატებლობის შემთხვევაში თვითმფრინავს სათადარიგო აეროპორტისკენ წაიყვანდა.

10 საათსა და 30 წუთზე “დაუდგენელი მოსაუბრე” (სავარაუდოდ, კაზანა) მეთაურს აცნობებს. რომ “პრეზიდენტს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია”. ამ დროისთვის ხომალდი რუსი დისპეტჩერის ბრძანებებს ემორჩილება და დაშვებას აგრძელებს.

10:35 – დისპეტჩერი ინტერესდება, აქვს თუ არა პილოტს სამხედრო აეროდრომზე დაჯდომის გამოცდილება. პასუხი დადებითია. დისპეტჩერი ეკიპაჟს აცნობებს, რომ დასაფრენ ბილიკთან პროჟექტორები აინთო და ბრძანებების გაცემას განაგრძობს.

10:39 – დისპეტჩერი ეკიპაჟს ატყობინებს, რომ თვითმფრინავი გლისანდაში (დასაშვები ტრაექტორია) შევიდა. ამ დროიდან ხომალდი სწრაფ დაშვებას იწყებს.

10:40 – დისპეტჩერი პილოტებს ფარების ჩართვას სთხოვს. TAWS-ის ტიპის ხელსაწყო ამოქმედდა, რომელიც მიწასთან მოახლოებას ხმოვანი სიგნალით აღნიშნავს. სიგნალი მუდმივად მეორდება. პილოტების საუბრის მიხედვით, ერთ წუთზე ნაკლები დროის განმავლობაში თვითმფრინავი 300 მეტრიდან 80 მეტრის სიმაღლეზე დაეშვა. მეორე პილოტი ამბობს “წავედით” (როგორც ჩანს, აქ სიმაღლის აკრეფა და მეორე წრეზე წასვლა იგულისხმება). ისმის დისპეტჩერის ბრძანება – “საკონტროლო ჰორიზონტი”. თვითმფრინავი სიმაღლეს კარგავს. შტურმანის მონაცემებით, სიმაღლე უკვე 20 მერტს შეადგენს.

10:41 – ტყის მასივთან შეჯახების ხმა. ისმის დისპეტჩერის ბრძანება: “წადით მეორე წრეზე”. უკანასკნელი, რაც ჩანაწერმა დააფიქსირა, ყვირილი და უცენზურო სიტყვაა.

ეკიპაჟს სმოლენსკში დაშვებასთან დაკავშირებული საფრთხე გაცნობიერებული ჰქონდა, თუმცა დაშვების გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

პილოტების დიალოგში ბორტზე მყოფი მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობას და მათ მიერ პრეზიდენტის ხსენების დროს ექსპერტთა მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა,

ექპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პილოტებზე აშკარა ზეწოლა ან მათთვის ბრძანებების მიცემა არ დასტურდება. პოლონური “გაზეტა ვიბორჩას” მიმომხილველი აღნიშნავს, რომ “სტენოგრამა ეკიპაჟზე რაიმე ზეწოლის ფაქტს არ ადასტურებს. ასეთი დასკვნის გამოტანის საფუძველს არც კაბინაში გენერალ ბლაზიკის ყოფნა და არც მარიუშ კაზანას ორი ფრაზა იძლევა”.

მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ თავისთავად პილოტების კაბინაში უცხო პირთა ყოფნა ფრენის წესების უხეში დარღვევა და ზეწოლის ფაქტია. “ეკიპაჟის მუშაობა დაშვების დროს მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს. უცხო პირთა ჩარევა ამ შემთხვევაში სამწუხარო შედეგებს იწვევს. დარწმუნებული ვარ, ეკიპაჟის მუშაობაზე სწორედ ამან მოახდინა ზეგავლენა,” – აცხადებს გაზეთ “რეჩპოსპოლიტასთან” საუბრისას ერთ-ერთი ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი.

◀▶BIAFF გახსნის ცერემონია 🎥


სამწუხაროდ წელს პირველად ვესწრები კინოფესტივალს , სინანულის გრძნობა მიპყრობს ”რატომ არ ვიცოდი ფესტივალის შესახებ წინა წლებში ??..” თავს ვადანაშაულებ რამდენი რამ დამიკარგავს და გამომრჩენია, ალბათ საკუთარ თავთან დანაშაულის გამოსწორების მიზნით გადავწყვიტე ფესტივალის ერთ-ერთ მთავარი აქტივობაში ჩართვა, რაც გულისხმობდა საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელებას. მეც მთელი ენერგიით ვცდილობდი ყველა დაინტერესებული პირისთვის ზუსტად ამეხსნა ფესტივალის შესახებ და მათში ინტერესის ნაპერწკალი გამეღვიძებინა. ჩემმა მონდომებამ შედეგი გამოიღო, ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე რამდენიმე ნაცნობ სახეს მოვკარი თვალი, მათი დანახვა საკუთარ თავთან დანაშაულის გამოსყიდვის ტოლფასი იყო, ისინიც ჩემნაირად პირველად ესწრებოდნენ ფესტივალის გახსნას და ვიმედოვნებ, რომ მათზეც ისევე ძლიერად იმოქმედა მიღებულმა შთაბეჭდილებებმა , როგორც ჩემზე.

ფესტივალის გახსნის ცერემონია საზაფხულო თეატრში გაიმართა, შვიდი საათისთვის თეატრის ეზო მთლიანად სავსე იყო,  პოლიტიკოსები, მსახიობები, რეჟისორები,  სხვადასხვა ტიპის თუ სტატუსის მქონე ადამიანები, რომელთა გაერთიანების მთავარი მიზეზს  ფესტივალი და 11 რეჟისორის მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების  ნახვა წარმოადგენდა.

dsc_0674

dsc_0652

ბანალურია თუმცა პირველი ემოცია ჩემში წითელი ხალიჩის დანახვამ გამოიწვია. მოლოდინი იმისა რომ თეატრის დარბაზისკენ  მიმავალ ხალხს  ჩემი ფოტოაპარატის ობიექტივში მოვახვედრებდი არ გამართლდა, თუმცა მაინც შევძელი  თეატრის ფოიეში შეკრებილი   ადამიანების გადაღება, ფოტოზე ასახული მათი ემოცია სამახსოვრო კადრი გახდა ჩემი როგორც დამწყები ფოტოგრაფის მეხსირებაში.

dsc_0690

dsc_0792

თეატრის დარბაზი ნელნელა ხალხით ივსებოდა, რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას ფესტივალის მენეჯერი მიესალმა , მიულოცა ფესტივალის ოფიციალური გახსნა, ასევე სიტყვით გამოვიდნენ   აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი. ფესტივალზე რამდენიმე რეჟისორს პრიზად ფესტივალის სიმბოლო ”ზღვის ცხენი ” გადაეცა.

14433104_1287404874611778_3213181926434640650_n.png

 

ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი კინემატოგრაფ ბერდია ინწკირველის სახელის გამოცხადება გახდა, დამსწრე საზოგადოება ოვაციებით შეხვდა მას.  ბატონი ბერდია ჩემს უკან იჯდა , ვხედავდი როგორ იგრძნო მისი მისამართით გამოხატული ემოცია, მორიდებით და დიდი სიამაყით ავიდა სცენაზე , სწრაფად თქვა მადლობა და ზედმეტი სიტყვების გარეშე საკუთარ ადგილს დაუბრუნა.

dsc_0746

ბოლოს სცენა დღის მთავარ გმირებს დაეთმო, რეჟისორებს, რომლებიც ცდილობენ ახალი ინიციატივით ბათუმში კინომატოგრაფიის განვითარებას .

ჩემი აზრით ეს უდიდესი მნიშვნელობის საქმეა, მითუმეტეს რომ ამ საქმეში ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებიც არიან ჩართულნი.

dsc_0755

მე ვნახე მათთვის მიძღვნილი ტაში მაშინ როდესაც რეჟისორის მითითებით დარბაზში მყოფი ყველა მსახიობი ფეხზე ადგა , ამ მომენტში არცერთ მათგანს ვიცნობდი მაგრამ თითოეული მათგანით ვამაყობდი და ეს გრძნობა გაძლიერდა, როდესაც მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექციის ჩვენება დაიწყო, თითოეული ფილმი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა მაგრამ ერთი იდეის ქვეშ მაინც ერთ სრულ სურათს ქმნიდა.

dsc_0729

სამწუხაროდ ფილმების ჩვენებას ბოლომდე ვერ დავესწარი, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ ამ დღით . ვფიქრობ ფესტივალს ღირსეული გახსნა ჰქონდა.

ხვალიდან იწყება ყოველდღიური ჩვენებები, ფილმების ჩამონათვალი ვიცი და ინტერნეტით ვამჯობინე ფილმების დაჯავშნა, ვფიქრობ უფრო კომფორტული და მოსახერხებელია, რამდენიმე ფილმის ნახვას განსაკუთრებით ველოდები,  ვნახოთ თუ გამიმართლებს იმედებს.

მსხვერპლი თუ დამნაშავე…… ? 

 

ფესტივალის კინოსეანსების განრიგს რომ გადავხედე თვალში თავიდანვე მომხვდა რალიცა პეტროვას “უღმერთო” რატომღაც მინდოდა, რომ სწორედ ამ ფილმის ნახვით დამეწყო ფესტივალი. ფილმი 19 სექტემბერს საღამოს ცხრის ნახევარზე იყო ჩანიშნული, ამ მიზეზით სხვა ფილმებისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია. ბილეთი დავჯავშნე და დაველოდე საღამოს დადგომას.

ჩემთვის პირველი შემთხვევა იყო როდესაც ფესტივალის ფარგლებში კინოთეატრში ვუყურებდი ფილმს , ამიტომაც შეიძლება ცოტა გადაჭარბებული ემოციები მქონდეს ამ ფილმის განხილვის დროს..

მთავარი რაც ფილმმა დამიტოვა ალბათ ის განწყობაა, რაზეც გადამღებმა ჯგუფმა ბევრი იმუშავა… განწყობა ერთფეროვანი მოსაწყენი ცხოვრების , როდესაც გარშემო სიცივეა და ეს სიცივე იმდენად არის გამჯდარი მთავარი პერსონაჟის ხასიათსა და ქცევებში, რომ ძნელად თუ ვუწოდებთ მას ქალს….

მთავარი პერსონაჟი სახელად განა ერთ-ერთი მოხუცთა თავშესაფრის ექთანია, დამატებითი ფულის საშოვნელად პაციენტების პირადობის მოწმობებს იპარავს და შავ ბაზარზე ყიდის. იოლი ფულის შოვნითა და მორფინით გატაცებულს, ემოციური სიცარიელე და სასჯელის შიში მუდმივად სტანჯავს. თითქოს ძნელია ამოიცნო ემოცია მის სახეზე , მაგრამ რაც უფრო მეტად ვაკვირდები პერსონაჟს, მით მეტად ვრწმუნდები, რომ მისი სახე ანარეკლია ყველა იმ უბედურების და ტკივილის რაც განამ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გადაიტანა.

godless-2016-ralitza-petrova-001

ფილმის დასაწყისში მომეჩვენა, რომ განა უბრალოდ რიგითი დამნაშავე იყო. მოსაწყენი ერთფეროვანი ცხოვრებით. ქალი, რომლის მთავარი მიზანი დამატებითი ფულის  შოვნაა,  ვერ ვხედავდი მის ინტერესებს, სურვილებს…მაგრამ ფილმი გრძელდება და რეჟისორი ცდილობს პერსონაჟის განვითარებას..

პირველად ეს ხდება მაშინ როდესაც განა ერთ-ერთი მისი პაციენტი მოხუცის საქმიანობით ინტერესდება. მოხუცი საეკლესიო გუნდის ხელმძღვანელი იყო.

    -ასე როგორ მღერი?

    – რწმენით 

    – მორწმუნე ხარ?

    -კი , მწამს საკუთარი თავის,  ღმერთის არა…….

capt%e1%83%91%e1%83%91%e1%83%9c%e1%83%91%e1%83%9c%e1%83%9b%e1%83%91ure

ჩემი აზრით განასა და მოხუცს შორის ურთიერთობა არის მთავარი და ერთადერთი ნათელი მხარე ამ თითქოსდა მოსაწყენ და ”ბნელ” ფილმში. მოხუცის დახმარებით იწყებს განა საეკლესიო გუნდში სიმღერას, მოხუცის მკვლელობის შემდეგ პირველად ვხედავთ განაში სასოწარკვეთილ ადამიანს , რომელსაც აღარ ერიდება ტირილს , მასში სინდისის ქენჯნა იღვიძებს და  ცდილობს სრულიად დაამსხვრიოს მის გარშემო არსებული აუტანელი სიცოცხლე….

 

 


.

19 სექტემბრის კინოსეანსების განრიგი

გთავაზობთ ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალის 19 სექტემბრის კინოსეანსების განრიგს.

 

12.00 – DC1 -. Wild Women – Gentle Beasts, Anka Schmid, Switzerland 2015; 96 min
12.00 – DC1 – „ველური ქალები – ნაზი მხეცები“, ანკა შმიდი, შვეიცარია, 2015; 96 წთ.
14.00 – EFA shorts (European Film Academy’s Collection of Best European Short films)EFA shorts (European Film Academy’s Collection of Best European Short films) 14.00 – EFA shorts (ევროპის კინოაკადემიის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექცია)
16.30 – DC2- The Cinema Travellers, Shirley Abraham/Amit Madheshiya, India, 2016; 96 min. 16.30 – DC2 – „კინომოგზაურები”, შირლი აბრაამი/ამით მანდეშია, ინდოეთი, 2016; 96 წთ.
18.30 – FC1 Zoology, Ivan I. Tverdovskiy, Russia / France/ Germany, 2016, 87 min.
18.30 – FC1 – „ზოოლოგია“, ივან ტვერდოვსკი, რუსეთი/ საფრანგეთი/ გერმანია, 2016; 87 წთ
20:30 FC2 – Godless, Ralitza Petrova, Bulgaria/ Denmark/ France, 2016; 103 min. 20:30 FC2 „უღმერთო“, რალიცა პეტროვა, ბულგარეთი/დანია/საფრანგეთი, 2016; 99 წთ.
22.30 – Time of Dancer, Vadim Abdrashitov, Russia, 1998; 158 min. 22.30 –„მოცეკვავის დრო“, ვადიმ აბდრაშიტოვი, რუსეთი, 1998; 158 წთ.

კინოსეანსებზე დასწრება  უფასოა:

– ღია კინოჩვენებები ერას მოედანზე

– კინოჩვენებები სასტუმრო “დივანის” კონფერენს დარბაზში

– კინოჩვენებები კინოთეატრ “აპოლოში”

 

დასწრებისთვის აუცილებელია წინასწარ უფასო ბილეთების (რაც კონტროლის და ადგილების დაჯავშნის მექანიზმია) აღება კინოთეატრ “აპოლო”-ში.

 

დაჯავშნა 

შესაძლებელია  ცალკეულ კინოჩვენებებზე ადგილების დაჯავშნა ინტერნეტით. ამისათვის საჭიროა გადახვიდეთ შემდეგ ბმულებზე:  ბილეთების დაჯავშნა   

დღეების მიხედვით მონიშნეთ სასურველი კინოსეანსი (კინოსეანსები ჩამოწერილია დღეების და საათების მიხედვით), ჩაწერეთ თქვენი სახელი, ტელეფონი, ელ.ფოსტა და დააჭირეთ ფორმის ბოლოს “SUBMIT” ღილაკს. ის თუ რა ფილმი გადის  კონრეტულ დღეს და კონკრეტულ სეანსზე შეგიძლიათ იხილოთ პროგრამაში.

მასტერკლასებზე დასწრება

მასტერკლასებზე დასწრება უფასოა. იმ შემთხვევაში თუ მსურველები დარბაზში არსებულ ადგილზე მეტია, პრიორიტეტი ენიჭება ფესტივალის აკრედიტაციის მქონე პირებს