სატყუარა

ბრიტანული კინო და მათი გადაღების სპეციფიკა განსხვავებულ შთაბეჭდილებას ტოტოვებს ჩემში და რა თქმა უნდა სიამოვნებით გამოვარჩიე კორნელი კინორეჟისორის მარკ ჯენკინის ნამუშევარი " სატყუარა " ფილმს სიუჟეტის გადმოცემის მთავარი თავგადასავალი იმ მცირე დეტალებით იწყება, რომელიც ზედმეტად ხელოვნურ სცენებს განსხვავებულ შრიხებს აძლევს. რეჟისორის ნამუშევარი შემიძლია შევაფასო როგორც დაუმუშავებელ, უხეშ ძვირფას ქვას , რომელიც ითხოვს დროს, მუშაობას მასზე … Continue reading სატყუარა

BRA_მოგზაურობა დასასრულისკენ

ვეიტ ჰელმერის რიგით მეექვსე ფილმი კომედიური ჟანრის კიდევ ერთი შესანიშნავი ნამუშევარია. ფილმის მთაავარ სიუჟეტს მოკლედ თავად რეჟისორის სიტყვები აღწერს " ეს არის კონკიას ისტორია, სადაც ფეხსაცმელი ბიუსჰალტერითაა ჩანაცვლებული . " რეჟისორის მთავარი ინსპირაცია ბაქოში მოგზაურობას უკავშირდება, როდესაც მან ნახა სახლებიდან სანტიმეტრებით დაშორებული სარკინიგზო ბილიკები, ადგილობრივების ცხოვრების საინტერესო ხასიათი და განწყობა, რომელიც ფილმის მთავარ ღირებულებას წარმოადგენს. … Continue reading BRA_მოგზაურობა დასასრულისკენ

A Tale Of Tree Sisters _ როდესაც ზღაპარი სრულდება.

ემინ ალპერის თურქული დრამა სამი დის ისტორიას აერთიანებს. რეჟისორი ცდილობს თურქული ტრადიციების მიხედვით მოგვიყვეს რამდენიმე ისტორია და მათ საერთო გამაერთიანებელ ადგილად ირჩევს სიცივით დ სიბნელით გაჟღენთილ გარემოს, უიმედოდ დარჩენილ ძველ ღარიბულ სახლს. თურქული ზღაპრების გაცოცხლების მცდელობის პარალელურად ის ზუსტად აღწერს იმ პრობლემებს, რომლებიც მუდმივად თან ახლავს ღარიბულ, უიმედოდ დარჩენილ ოჯახებს, გვიჩვენებს მათ ყოველდღიურ ბრძოლას ოცნებისკენ. … Continue reading A Tale Of Tree Sisters _ როდესაც ზღაპარი სრულდება.

რჩეული ფილმები #BIAFF 2019_ზე

ჩემთვის  საყვარელი კინოფესტივალი წელსაც გამორჩეული, ხარისხიანი, გემოვნებიანი და საინტერესო კინო პროგრამით წარსგდა კინო მოყვარულების წინაშე. ყოველ წელს იზრდება, იხვეწება და თინეიჯერობის ასაკში მყოფი კიდევ ერთხელ წარმატებით ახერხებს ჩემს გაკვირვებას. წელსაც ტრადიციულად შევეცადე ამომერჩია ყველა კატეგორიიდან ჩემთვის ნაცნობი თუ უცნობი თუმცა აღიარებული რეჟისორების ახალი კინო ნამუშევრები და მათი ნახვით მიმეღო სიამოვნება. ჟანრობრივად მრავალფეროვანი პროგრამა უფრო მეტ … Continue reading რჩეული ფილმები #BIAFF 2019_ზე

38. istanbul film festivali_სტენლი კუბრიკის ფილმები სტამბულის კინოფესტივალზე.

თურქეთის პირველი და ყველაზე ძველი, სტამბულის საერთაშორისო კინოფესტივალი (თურქულად: Uluslararası İstanbul Film Festivali) სტამბულის კულტურისა და ხელოვნების ფონდის ორგანიზებით ყოველ წელს, აპრილის თვეში იმართება. ტრადიციულად ფესტივალი კინომოყვარულებს სთავაზობს განსხვავებულ, საინტერესო კინოპროგრამას. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ფესტივალი მიზნად ისახავს თურქეთში კინოს განვითარებას და კინო ბაზარზე ხარისხიანი ფილმების პოპულარიზაციას. რიგით 38-ე სტამბულის კინოფესტივალი (FIAPF_ის მიერ აღიარებული, როგორც სპეციალიზირებული … Continue reading 38. istanbul film festivali_სტენლი კუბრიკის ფილმები სტამბულის კინოფესტივალზე.

The House That Jack Built_მისტერ დახვეწილობა, ჯეკი ♥‿♥

კანში საერთაშორისო კინოფესტივალზე დანიელმა რეჟისორმა , ლარს ფონ ტრიერმა ახალი ფსიქოლოგიური თრილერით კიდევ ერთხელ მიიქცია კრიტიკოსთა ყურადღება. ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ფილმის მხოლოდ იდეა არსებობა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფილმი რეჟისორის ყველაზე სასტიკი და ძალადობრივი ნამუშევარი იქნებოდა. რეჟისორს სჭირდებოდა კანის ფესტივალზე 7 წლიანი აკრძალვის შემდეგ "ხმამაღალი " დაბრუნება და ვფიქრობ მან ეს სრულყოფილად მოახერხა. ყველაზე თამამი, ირონიული, … Continue reading The House That Jack Built_მისტერ დახვეწილობა, ჯეკი ♥‿♥

B-Movie: Lust & Sound West Berlin 1979-1989

ეს არის დოკუმენტური ფილმი, რომელიც აერთიანებს დასავლეთ ბერლინის ავანგარდულ სცენას, 80-იანი წლების ბერლინის ცხოვრებასთან, სიყვარულის ელფერით. სცენარი მთავრი გმირის მარკ რიდერის გარშემო ვითარდება. ის ფილმის მთხრობელი მუსიკოსი და პროდიუსერია. ფილმში გამოყენებულია საარქივო მასალა თანმიმდევრობით ასახავს გზას, რომელიც მარკმა გაიარა ინგლისიდან გერმანიაში ჩასვლის შემდეგ , როდესაც ის ქალაქის კულტურული ცხოვრების ეპიცენტრში აღმოჩნდა. ფილმში დოკუმენტური კადრები, შერწყმულია … Continue reading B-Movie: Lust & Sound West Berlin 1979-1989