ბათუმობა 2018 !

შემოდგომის პირველი დღე და ზღვისპირა ქალაქის ქუჩებში გაცოცხლებული მეცხრამეტე საუკუნის ბათუმი. ჰაერში შემოდგომის სურნელი, მზის სხივებით გამთბარი ძველი ბათუმის ქუჩები და ფერები, რომელიც ყველაზე მეტად ამშვენებს და უხდება სადღესასწაულო განწყობას.

42596272100_f7af1af234_c-01.jpeg

ბათუმის ძველი ქუჩები იქცა ნამდვილ თავშეყრის ადგილად, ყველა ერთად ზეიმობდა წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას “ბათუმობა 2018”-ს. ტურისტები, ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად დიდი ინტერესით იყვნენ ჩართული ღონისძიებაში. ყველა ერთად ათვალერებდა გაცოცხლებული ისტორიის ყველა დეტალს. ფუსფუსი შეიმჩნეოდა ჭრელ_ჭრელ დახლებზე, სადაც შესაძლებელი იყო სამახსოვრო ნივთების შეძენა. ყველა მხრიდან ისმოდა ბავშვების ჟრიამული, სიცილი. მეფაიტონეები სტუმრებს ქუჩებში ფაეტონით ასეირნებდნენ. შესანიშნავი განყობა, ულამაზესი ფერები, ძველი ისტორიის დეტალები სრულიად აღწერდა ბათუმის ძირძველ სახეს.

uri_mh1536237420893.jpg

uri_mr1536237506670.jpg

მეცხრამეტე საუკუნისთვის დამახასიათებელი სამოსში გამოწყობილი მედუქნეები, გაზეთების დამტარებლები, ფოტოგრაფები, მოსეირნე წყვილები თითქმოს დროს უკან აბრუნებდნენ და ჩვენთან ერთად მოგზაურობდნენ უკან წარსულში. ღონისძიების მნიშველოვანი ნაწილი სწორედ მათ ეკუთვნოდათ, მათ გააცოცხლეს მეცხრამეტე საუკუნის ფოტო-ისტორია და წარსულიდან რამდენიმე სცენა გაითამაშეს.

20180901_153622-01.jpeg

20180901_151134-01.jpeg

uri_mh1536237688116.jpg

გარდა ამისა, ძველი ბათუმის ქუჩებში გამოფენილი იყო ძველი ნივთები, ქუჩების ძველი აბრები, ძველი ჭურჭელი, იარაღი და სხვა. მსურველებისთვის ქვიშაზე ყავას ხარშავდნენ, გაიმართა ღვინის დეგუსტაცია და სპორტული შეჯიბრებები.

Advertisements

ბათუმობა 2017

 
ბათუმობა 2017-ის საზეიმო გახსნა და ლენტის გაჭრის ცერემონიალი მემედ აბაშიძის გამზირზე, ღონისძიების თაღთან გაიმართა, სადაც ანიმატორებმა წარმოდგენა გამართეს.

ევროპის მოედანზე მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. ასევე, საზღვაო თემატიკის დეკორაციით მორთული ჯიხურებისგან მოწყობილი გამოფენა – გაყიდვა და ბათუმის მერიის გამწვანების სამსახურის მიერ მოწყობილი „მწვანე კუთხე“, ფოტო სტენდები და მოცულობითი ასოებით აწყობილი ბათუმის ინსტალაცია, სარკის, თანამედროვე STREET ART-ისა და  ვეშაპის ინსტალაციები.  ძველი ბათუმის ისტორიის გაცოცხლების მიზნით გაიმართა ფოტოგამოფენა და პერფორმანსი ძველი ბათუმის  თემაზე, ასევე, თოჯინების თეატრის წარმოდგენები. ევროპის მოედნის მიმდებარედ განლაგებულია სახალისო ფოტოსტენდები, საბავშვო საქანელები. 

მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა  საბავშვო გასართობი აქტივობები, ასევე მოეწყო გაეროს ბავშვთა ფონდის ანტი-სტიგმა კამპანია –  „დაინახე ყველაფერი“, წიგნების გამოფენა-გაყიდვა. 

ბათუმობის დღესასწაული ორ დღის განმავლობაში გაგრძელდა.  მინდა მადლობა გადავუხადო ბათუმის მერიას, ასეთი ორგანიზებული და საინტერესო ღონისძიებებისთვის…

ბათუმობა 2017 ევროპის მოედანზე გალა კონცერტით დასრულდა. 

ბათუმობა 2016

14184341_10154540595338281_5465426514693066717_nდღეს 3 სექტემბერს „ბათუმობა“ გაიხსნა, დღის განმავლობაში არაერთ საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი.  პირველი სანტერესო სანახაობა  მემედ აბაშიძის ქუჩა გახდა,  სადაც მთელი ქუჩა ფერადი ქოლგებით იყო მორთული, რაც დაუვიწყარ ატმოსფეროს ქმნიდა ბათუმელებისთვის, ასევე მოწვეული სტუმრებისთვის.

14117949_1045843515496193_1222093866930239055_n

11951309_10153645321248281_568645073577092517_n11987031_10153645321088281_5381437149907026853_n

ქუჩაში ცოცხალი მუსიკა და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები იმართება. ევროპის მოედანზე დამთვალიერებელს შეუძლია როგორც ფერწერული ნამუშევრების, ასევე ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვაში მიიღოს მონაწილეობა.

კფლკფლფ;სკ

ჯსჯკჯკ

მემედ აბაშიძის ქუჩაზე, რამდენიმე ადგილზე დაგეგმილია მუსიკალური ჯგუფების კონცერტი, რომელიც მოგვიანებით გაიმართება. ასევე დღეს დილის 12 საათიდან 7 საათამდე იმართება ფოტოკონკურსის – “ჩემი ბათუმი” გამარჯვებულების ფოტოგამოფენა „აპოლოს“ წინ, რომელთა დაჯილდოვების ცერემონია ხვალ  4 სექტემბემბერს იგეგმება. ქუჩის მსვლელობებს აცოცხლებს სასულე ორკესტრი.  ევროპის მოედანზე გაიმართა ფლეშმობი.

14199441_10154540595123281_1503328328204753008_n

14224934_10154540595633281_2587586999540077853_n”ბათუმობა2016”  ხვალ 4 სექტემბერს გაგრძელდება, ხვალინდელი პროგრამა ასევე ბევრ ღონისძიებას და საინტერესო აქტივობებს მოიცავს.  მთავრი აქტივობა რომელიც ხვალისთვის იგეგმება არის ანბანის კოშკისაკენ მძლეოსნური გარბენი, რომელიც  სტარტს აიღებს 6 მაისის პარკიდან.

14184409_1045882075492337_4968085647964727334_n

ორივე დღის განმავლობაში ”ბათუმობა2016” სხვადასხვა ადგილზე უმასპინძლებს სტუმრებს მუსიკის მოსასმენად, ხოლო დაკვნითი გალა კონცერტი  ანბანის კოშკთან გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ:   ნატო გელაშვილი, გიო ხუციშვილი, ანრი ჯოხაძე, მაკა ზამბახიძე, ლაშა ღლონტი, სოფო ხალვაში, გია ნიკოლაძე, გიორგი ნაკაშიძე, ავთო აბესლამიძე, კვარტეტი “ბათუმი”, “ალილო”, “თეთრალური კვარტეტი”, “ბანი”, სტუდია “ლალე”.