სატყუარა

ბრიტანული კინო და მათი გადაღების სპეციფიკა განსხვავებულ შთაბეჭდილებას ტოტოვებს ჩემში და რა თქმა უნდა სიამოვნებით გამოვარჩიე კორნელი კინორეჟისორის მარკ ჯენკინის ნამუშევარი " სატყუარა " ფილმს სიუჟეტის გადმოცემის მთავარი თავგადასავალი იმ მცირე დეტალებით იწყება, რომელიც ზედმეტად ხელოვნურ სცენებს განსხვავებულ შრიხებს აძლევს. რეჟისორის ნამუშევარი შემიძლია შევაფასო როგორც დაუმუშავებელ, უხეშ ძვირფას ქვას , რომელიც ითხოვს დროს, მუშაობას მასზე … Continue reading სატყუარა

Advertisements

BIAFF 2019 ბათუმი კინოს ფერებში.

შემოდგომით ტრადიციულად ბათუმი კინოს ფერებში "იმოსება" და მასპინძლობს ბათუმის კინოს საერთაშორისო ფესტივალს. წელს BIAFF მეთოთხმეტედ ტარდება, ფესტივალზე ტრადიციულად ნაჩვენები იქნება ჟანრობრივად განსხვავებული, ხარისხიანი ფილმები, ნებისმიერი გემოვნების მაყურებლისთვის. მე ვამაყობ, რომ მაქვს შესაძლებლობა ყოველ წელს შევუერთდე " დიდ კინო დღესასწაულს", ვიყო მისი ნაწილი და გავუზიარო ჩემი შთაბეჭდილებები კინომოყვარულეს, მსახიობებს, რეჟისორებს. წელს ბევრი საინტერესო, მნიშვნელოვანი პერსონა სტუმრობს … Continue reading BIAFF 2019 ბათუმი კინოს ფერებში.

The House That Jack Built_მისტერ დახვეწილობა, ჯეკი ♥‿♥

კანში საერთაშორისო კინოფესტივალზე დანიელმა რეჟისორმა , ლარს ფონ ტრიერმა ახალი ფსიქოლოგიური თრილერით კიდევ ერთხელ მიიქცია კრიტიკოსთა ყურადღება. ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ფილმის მხოლოდ იდეა არსებობა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფილმი რეჟისორის ყველაზე სასტიკი და ძალადობრივი ნამუშევარი იქნებოდა. რეჟისორს სჭირდებოდა კანის ფესტივალზე 7 წლიანი აკრძალვის შემდეგ "ხმამაღალი " დაბრუნება და ვფიქრობ მან ეს სრულყოფილად მოახერხა. ყველაზე თამამი, ირონიული, … Continue reading The House That Jack Built_მისტერ დახვეწილობა, ჯეკი ♥‿♥

Todos Lo Saben_სიმართლის მსხვერპლი…

ირანელი რეჟისორის ფილმის "ყველამ იცის" მსოფლიო პრემიერა კანის 71_ე კინოფესტივალზე შედგა. ასგარ ფარჰადის რიგით მე-8 ფილმი გახდა მეორე ესპანურენოვანი ფილმი პედრო ალმოდოვარის „ცუდი აღზრდის“ (2004) შემდეგ, რომელმაც კანის კინოფესტივალი გახსნა. ეს არის ირანელი რეჟისორის თვალით დანახული ესპანური ისტორია. თუმცა ფილმი ნამდვილად არ გვიტოვებს იმის განცდას, რომ მისი შემქმნელი განსხვავებული კულტურის და ცხოვრების წარმომადგენელია. რეჟისორმა მოახერხა … Continue reading Todos Lo Saben_სიმართლის მსხვერპლი…

Horizon_ჰორიზონტში ჩაკარგული..

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სუბიექტურად საამაყოა ქართული ფილმის ფესტივალზე ხილვა. თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის "ჰორიზონტი" მსოფლიო პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში "პანორამა" გაიმართა და მაყურებელის მხრიდან დიდი მოწონებაც დაიმსახურა. საქართველოში, ბათუმის საერთაშორისო ფესტივალს ერგო პატივად პირველად ქართველი მაყურებლისთვის ეჩვენებინა ეს არაჩვეულებრივი ფილმი, რომელიც ვფიქრობ მხატვრული სექციის საკონკურსო ფილმებს შორის ერთ ერთი გამორჩეულია ფილმია .. "თინამ სცენარის … Continue reading Horizon_ჰორიზონტში ჩაკარგული..

Cold War_სიყვარული კომუნისტური ელფერით..

პაველ პავლიკოვსკის ფილმი "ცივი ომი " გვიყვება ისტორიას დაუვიწყარ , ინტიმურ სიყვარულზე, ორ დაცემულ და აღზევებულ ვარსკლავზე რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს "ომის შემდეგ " დაცემული "რკინის ფარდის" მძიმე შედეგები. პაველმა ფილმი მის მშობლებს მიუძღვნა, სწორედ ისინი იქცნენ მისი შთაგონების წყაროდ. რეჟისორი შემდეგნაირად აღწერს მათ: ისინი ყველაზე საინტერესო და დრამატული გმირები არიან , ვინც კი ოდესმე … Continue reading Cold War_სიყვარული კომუნისტური ელფერით..

Inkan, gongkan, sikan grigo inkan ანუ სამყაროს შექმნის ვერსია II

მე ყოველთვის ვეკითხები საკუთარ თავს : რა არის ადამიანი? რას ნიშნავს ადამიანად ყოფნა? შეიძლება ისინი თვლიან, რომ ჩემი შემდეგი ფილმი ისევ სისასტიკეზეა, სინამდვილეში ეს ძალადობა მხოლოდ იმის ანარეკლია რაც ვართ ან რაც არის ჩვენში, გარკვეულწილად _ კიმ კი-დუკი ფესტივალის დახმარებით კიდევ ერთხელ შევძელი კიმ კი დუკის ახალი ნამუშევრის ხილვა დიდ ეკრანზე, ეს არის ფილმი რომელიც … Continue reading Inkan, gongkan, sikan grigo inkan ანუ სამყაროს შექმნის ვერსია II