მკვდარი სიჩუმე

იოანა კოს  კრაუზისა და კშიშტოფ კრაუზის ფილმის პრემიერა  4 ივლისს კარლოვ ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ფილმმა კრიტიკოსებს შორის ფართო აღიარება მოიპოვა.  სამწუხაროდ ფილმის გადაღებების დროს რეჟისორი  და მთავარი ოპერატორი გარდაიცვალა . ამ ტრაგედიის მიუხედავადა ფილმზე მუშაობა  წარმატებით გააგრძელა მისმა მეუღლემ იოანამ, რადგან მისი თქმით  ფილმის მიმართ ვალდებულებას გრძნობდა. - - "ტრაგედია , რომელიც ფილმშია ასახული … Continue reading მკვდარი სიჩუმე

DAHA _ ბიზნესად ქცეული ჯოჯოხეთი 

ფილმი  „მეტი“  თურქი მსახიობის, ონურ საილაქის, პირველი სარეჟისორო ნამუშევარია, რომელიც ჰაქან გიუნდაის ამავე სახელწოდების ბესტსელერს ეფუძნება. (  ფილმზე მუშაობის პროცესში ჰაქანი ჩართული იყო როგორც ერთ-ერთი სცენარისტი) ეს არის ისტორია 14 წლის ბიჭზე, სახელად გაზა, რომელიც თურქეთში ეგეოსის სანაპიროზე ცხოვრობს და იძულებულია მამას დაეხმაროს დევნილების გადაყვანაში ოკუპანტი ქვეყნებიდან  ევროპაში . "ეს ფილმი შეიქმნა იმ რომანის მიხედვით, … Continue reading DAHA _ ბიზნესად ქცეული ჯოჯოხეთი 

მეგობრული შეხვედრა გია ყანჩელთან…

კინოფესტივალის პროგრამის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ფესტივალზე ჩამოსულ კინორეჟისორების, პროდიუსერების მიერ ორგანიზებული მასტერკლასები, შეხვედრები.  ყოველ წელს ვცილობ ყველა დაგეგმილ შეხვედრას დავესწრო.   ასეთი მასტერკლასი გამართა  კომპოზიტორმა გია ყანჩელმა   სასტუმრო  „WYNDHAM Batumi“-ში, რომელსაც დიდი  სიამოვნებით დავესწარი. გია ყანჩელი 1935 წლის 10 აგვისტოს დაიბადა, 1959 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოლოგის  სპეციალობით. დიპლომის აღებისთანავე სწავლა გააგრძელა თბილისის … Continue reading მეგობრული შეხვედრა გია ყანჩელთან…

არა მხოლოდ შენს სულს,  შენს კანსაც ჭამს ცემენტი

    გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს განცხადებით, ლიბანში სირიელი ლტოვილების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ეს ოფიციალური მონაცემებით თუმცა რეალურად ლიბანში  დაახლოებით 1.5 მილიონი ლტოლვილი ცხოვრობს, ამ რიცხვით ქვეყანა პირველია მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობით. ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით  2011 წლის მარტში სირიაში დაწყებულ კონფლიქტს 100 000 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა. ფილმი იმ ადამიანების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც სიკვდილს გადაურჩნენ , მაგრამ ისევ ჯოჯოხეთში იმყოფებიან.. … Continue reading არა მხოლოდ შენს სულს,  შენს კანსაც ჭამს ცემენტი

BIAFF 2017.

      17 სექტემბერს, ბათუმის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF-ი საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალი გიორგი ოვაშვილის ფილმის „ხიბულა“ ჩვენებით დაიწყო. გახსნის ცერემონიალი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში გაიმართა.        ბიაფის ბანერი, წითელი ხალიჩა და ძალიან დიდი ზღვის ცხენი ყველა კინომოყვარულ სტუმარს ფესტივალზე ეპატიჟებოდა. მეც უკვე მეორე წელია დიდი ინტერესით ვმონაწილეობ და ჩართული ვარ ფესტივალში . პირველი … Continue reading BIAFF 2017.

BIAFF 2017 – ბათუმის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამა – დოკუმენტური და მხატვრული ფილმების სექცია

ბათუმის საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფილმების შერჩევა 2017 წლის საერთაშორისო კონურსის პროგრამისთვის. ბათუმის კინოფესტივალი ტარდება 2017 წლის 17-24 სექტემბერს. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია - ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი - ქ. ბათუმის მერია. მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში ნაჩვენები იქნება 10 ფილმი: 1. პატიოსანი კაცი, მოჰამად რასულოფ, … Continue reading BIAFF 2017 – ბათუმის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამა – დოკუმენტური და მხატვრული ფილმების სექცია

Turn off the electricity!

კიმ კი დუკის ფილმს განსაკუთრებული ინტერესით ველოდებოდი , უნდა ვაღიარო ფილმის თრეილერის ყურებამდე ვიცოდი , რომ ის დიდ  შთაბეჭდილებას და ღრმა კვალს დატოვებდა ჩემში .... ამის მიზეზი იყო ის რომ ფილმი კიმ კი დუკის მიერ იყო გადაღებული,  რეჟისორის რომლის  გადაღების სტილი , ფილმის მიმართ დამოკიდებულება , გადმოცემული ცხოვრებისეული მოვლენები ჩემში დიდ აღრფრთოვანებას იწვევს...რეჟისორს რომელსაც 30 … Continue reading Turn off the electricity!

🇵🇱🇵🇱SMOLENSK🇬🇪🇬🇪

20 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე პოლონელი რეჟისორის, ანტონი კრაუზეს ფილმის ჩვენება გაიმართა.  ფილმის პრემიერა სექტემბრის დასაწყისში შედგა ვარშავაში, შესაბამისად, BIAFF-ი  პირველი კინოფესტივალია, სადაც ფილმი აჩვენეს... „სმოლენსკის“ პრემიერა კინოთეატრ „აპოლოში“ საღამოს შვიდ საათზე გაიმართა. პრემიერისათვის ბათუმში საგანგებოდ ჩამოვიდნენ ფილმის პროდიუსერი მაციეი პავლიცკი და ლეხ კაჩინსკის როლის შემსრულებელი მსახიობი ლეხ ლოტოცკი . ფილმის ჩვენების დაწყებამდე მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს … Continue reading 🇵🇱🇵🇱SMOLENSK🇬🇪🇬🇪

მსხვერპლი თუ დამნაშავე…… ? 

  ფესტივალის კინოსეანსების განრიგს რომ გადავხედე თვალში თავიდანვე მომხვდა რალიცა პეტროვას "უღმერთო'' რატომღაც მინდოდა, რომ სწორედ ამ ფილმის ნახვით დამეწყო ფესტივალი. ფილმი 19 სექტემბერს საღამოს ცხრის ნახევარზე იყო ჩანიშნული, ამ მიზეზით სხვა ფილმებისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია. ბილეთი დავჯავშნე და დაველოდე საღამოს დადგომას. ჩემთვის პირველი შემთხვევა იყო როდესაც ფესტივალის ფარგლებში კინოთეატრში ვუყურებდი ფილმს , ამიტომაც შეიძლება … Continue reading მსხვერპლი თუ დამნაშავე…… ?