The House That Jack Built_მისტერ დახვეწილობა, ჯეკი ♥‿♥

კანში საერთაშორისო კინოფესტივალზე დანიელმა რეჟისორმა , ლარს ფონ ტრიერმა ახალი ფსიქოლოგიური თრილერით კიდევ ერთხელ მიიქცია კრიტიკოსთა ყურადღება. ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ფილმის მხოლოდ იდეა არსებობა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფილმი რეჟისორის ყველაზე სასტიკი და ძალადობრივი ნამუშევარი იქნებოდა.

რეჟისორს სჭირდებოდა კანის ფესტივალზე 7 წლიანი აკრძალვის შემდეგ “ხმამაღალი ” დაბრუნება და ვფიქრობ მან ეს სრულყოფილად მოახერხა. ყველაზე თამამი, ირონიული, რელიგიური თუ შემოქმედებითი ქვეტექსტების დახმარებით ფილმი გვიყვება ამბავს, რომლის საზღვარი ადამიანურ სისასტიკესა და ხელოვნების ფეტიშიზმს შორის გადის.

BeFunky-collage (13)

ფილმის სიუჟეტი 70-იანი წლების ამერიკაში ვითარდება და მაღალი ინტელექტის მქონე სერიული მკვლელის, სახელად ჯეკის ისტორიას გვიყვება. მაყურებელი 12 წლის განმავლობაში ჩადენილი მკვლელობების მიხედვით აკვირდება მის სერიულ მკვლელად ჩამოყალიბების პროცესს. მისი ავადმყოფობის , დაბრკოლებების თუ წინააღმდეგობების კვალდაკვალ ფილმი ძალიან მძიმე, სასტიკ და დრამატულ ისტორიას გვიყვება.

ჩემი ახალი ფილმის მთავარი იდეა ისაა, რომ ცხოვრება აზრისგან დაცლილი და სასტიკია, რასაც ჰომო ტრამპუსის, ვირთხების მეფის აღზევებაც ამტკიცებს”_ განაცხადა რეჟისორმა , რომელიც ღიად აფიქსირებდა  ფილმის შექმნის დროს “შთაგონების წყაროდ” დონალდ ტრამპის არსებობას.

BeFunky-collage (6)ფილმი  “სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა” დაყოფილია 5 ინციდენტად, რადგან სწორედ ხუთმა ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულმა მსხვერპლმა, სხვადასხვა პერიოდში ჯეკის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, მასზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა და შეცვალა მისი პიროვნული დამოკიდებულება, შეხედულებები და ავადმყოფობის მიმართ მდგრადობა . თითეულმა ინციდენტმა რადიკალური გარდატეხა მოახდინა ჯეკის პიროვნებაში. რეჟისორი თავდაპირველად გვიხატავს კლასიკური სერიული მკვლელის სახეს, მაგრამ ის ფილმის მიმდინარეობის დროს გვიჩვენებს მის განვითარებას, გვანახებს ჯეკის უცნობ, დაფარულ შესაძლებლობებს და გვაჩვენებს სერიული მკვლელის ცვლილებების ძალიან გრძელ გზას.

პირველი ინციდენტი – მოსაბეზრებელი , აუტანელი მხვერპლი, რომელიც იქცა ყველაფრის საწყისად. მან მოახერხა ჯეკში მკვლელის გაღვიძება, როდესაც მას სუსტი არსება უწოდა.

BeFunky-collage (7)

მეორე ინციდენტი – ფულის მოყვარული მარტოსული მხვერპლი. ჯეკის, როგორც სერიული მკვლელის კლასიკური სახეს ვეცნობით. ჩვენ ვიგებთ, რომ მას სისუფთავის მიმართ აკვიატებული დამოკიდებულება აქვს და იტანჯება ობსესიურ-კომპულსური აშლილობით.   ამ ინციდენტის დროს ის არაორგანიზებულია , მცირე სიბრალულსაც კი გამოხატავს მსხვერპლის მიმართ.

BeFunky-collage (9)მესამე ინციდენტი – ფოტო ობიექტივში მოქცეული ორი მსხვერპლი.  ჯეკის პიროვნული განითარების ახალი ეტაპი, როდესაც ის იწყებს მხვერპლებზე ფოტოების გადაღებას  განხვავებული რაკურსით. ჩვენ ვიგებთ, რომ სერიულ მკვლელს აქვს “ჰობი-ფოტოების გადაღება”, მხოლოდ იმიტომ, რომ პატარაობიდანვე მოსწონდა  ფოტოაპარატში დანახული სინათლის უკან მყოფი სიბნელე , რომელიც კარგად ჩანდა ფოტო ნეგატივში.

“მე ფოტოზე მეტად ვაფასებ მის ნეგატიურ ასლს, მაშინ როდესაცპატარა ვიყავი სწორედ ფოტოაპარატის ნეგატივში დავინახე სინათლის ნამდვილი სახე, ნამდვილი სიბნალე საიდანაც მხედავდი მუქ ფერს ..იგულისხმება დემონი.”

BeFunky-collage (8)მეოთხე ინციდენტი – მარტივი მხვერპლი და მისტერ დახვეწილობა.  ჯეკი იკვლევს რომანტიზმს და ყველაზე მარტივ ადამიანთან ცდილობს გაარკვიოს თუ ვინ არის სინამდვილეში არქიტექტორი თუ ინჟინერი ?… “მარტივი” ქალის სახის ჩვენებით და მასთან ჯეკის დამოკიდებულებით რეჟისორი ცდილობს გვანახოს მკვლელის განსხვავეული სახე , რომელიც პირველად სვავს კითხვებს და ღიად გამოხატავს გრძნობებს , რომელიც თითქოს აქამდე დაფარული, სადღაც მიძინებული იყო…

-კაცი ყოველთვის დანმაშავეა, ქალი ყოველთვის მხვერპლი_ამ ფრაზით თითქოს თავს იმართლებს, რომ მისი მიდრეკილება მკვლელობის მიმართ თავიდანვე  გენეტიკურ კოდში იყო  ჩაწერილი და დამნაშავის ბუნება სამყაროს ბალანს ემორჩილება.

BeFunky-collage (10)ყველა ინციდენტი გამოირჩევა მისი პირადი ხასიათით. თითეული მათგანი მნიშვნელოვან და დასამახსოვრებელ ნაწილად იქცა ჯეკის ცხოვრებაში,  შეიძლება ითქვას ამ ხუთმა ინციდენტმა მისი პიროვნება დაბადა , განავითარა და მოკლა.   ჯეკი რაღაც პრინციპით ირჩევს მათ და ესაუბრება “ხმად” წოდებულ ვერჯს.  ადამიანს , რომელსაც თავიდან ვერ ვხედავთ და ის თითქოს ჩვენი პოზიციიდან ელაპარაკება ჯეკს , მის საქციელს უარყოფს , განიკითხავს და ზიზღსაც კი გამოხატავს სერიული მკვლელის მიმართ.

ჯეკის საუბრები ვერჯთან შეიძლება შევაფასოთ, როგორც  მაღალი ინტელექტის მქონე ორი მოაზროვნე ადამიანის საუბარი ხელოვნებაზე, ბუნებასა თუ ეთიკის შესახებ, რომელსაც საფუძლად ადამიანების მკვლელობები უდევს.  ვერჯი არის სინდისის “ხმა”, რომელიც ჯეკის  ქმედებების ლოგიკას, ზნეობას და მნიშვენელობას განიხილავს. რეჟისორი არ ერიდება რეალური ხელოვნების ნიმუშების , ისტორიული ჩანაწერების , კადრების გამოყენებას ფილმში და ამ ფორმით ის ფილმს უფრო რეალურ სახეს აძლევს.

BeFunky-collage (12)გრძნობდა თუ არა სინდის და ტკივილს ჯეკი ? დიახ, მიუხედავად იმასა, რომ მას არ შეეძლო თანაგრძნობის გამოხატვა და ყოველდღიურად  სარკეში ვარჯიშობდა და სწავლობდა ისეთი გრძნობების გამოხატვას, როგორიცაა სიყვარული, სევდა, გაბრაზება და წყენა,  რეჟისორმა მაინც მოახერხა ჩვენთვის ეჩვენებინა, რომ ჯეკსაც ჰქონდა მისი ფასეულობები და სადღაც დაფარული ტკივილის გრძნობა, რომელსაც სამწუხაროდ ვერ უმკლავდებოდა და საშველად ისევ მკვლელობის გზას ირჩევდა .

…წარმოიდგინე ადამიანი, რომელიც ლამპიონით განათებულ ბნელ ქუჩაზე მიდის, მე ყოველდღე გავდივარ ამ გზას მკვლელობიდან მკვლელობამდე. გზის დასაწყისში, როდესაც ვკლავ მე სიამოვნებას განვიცდი. თუმცა ნელ-ნელა ვკარგავ სიამოვნების შეგრძნებას, როგორც თითეული ნაბიჯის შემდეგ სუსტდება უკან მომავალი ადამიანის ჩრდილი ლამპიონით განათებულ გზაზე. მისი კლებით იზრდება  წინ არსებული ჩრდილი, ამ დროს ტკივილი უფრო მატულობს. როგორც ლამპიონის ქვეშ არ არსებობს ჩრდილი, ისევე ქრება სიამოვნების შეგრძნებაც და ამ დროს აუტანელ ტკივილს განვიცდი. ლამპიონის ქვეშ ადამიანი დიდი ხნით ვერ გაჩერდება და მეც ვიწყებ ისევ ყველაფერს თავიდან  ახალ მსხვერპლით_მისტერ დახვეწილობა, ჯეკი.

BeFunky-collage (11)

 

Advertisements

Todos Lo Saben_სიმართლის მსხვერპლი…

ირანელი რეჟისორის ფილმის “ყველამ იცის” მსოფლიო პრემიერა კანის 71_ე კინოფესტივალზე შედგა.

ასგარ ფარჰადის რიგით მე-8 ფილმი გახდა მეორე ესპანურენოვანი ფილმი პედრო ალმოდოვარის „ცუდი აღზრდის“ (2004) შემდეგ, რომელმაც კანის კინოფესტივალი გახსნა.

ეს არის ირანელი რეჟისორის თვალით დანახული ესპანური ისტორია. თუმცა ფილმი ნამდვილად არ გვიტოვებს იმის განცდას, რომ მისი შემქმნელი განსხვავებული კულტურის და ცხოვრების წარმომადგენელია. რეჟისორმა მოახერხა ფილმში ესპანური ტემპერამენტის, ენერგეტიკისა და ინტრიგის შენარჩუნება.

ფილმში მთავარ როლებს ვარსკვლავური წყვილი ხავიერ ბარდემი და პენელოპე კრუსი ასრულებენ. მათ ერთმანეთთან მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ. მათთვის ფარჰადის უახლესი სურათი რიგით მე-5 ერთობლივი ფილმია, (საერთო ფილმებია: Jamón Jamón (1992), Vicky Cristina Barcelona (2008), The Counselor (2013), Loving Pablo (2017))

რეჟისორი დაახლოებით ორი წლის წინ ჩამოვიდა ესპანეთში, ცხოვრობდა მისთვის უცხო ქვეყანაში, სწავლობდა ესპანურს. ღრუბელივით ისრუტავდა თითეულ სიტყვას, ფრაზას , ცხოვრების პატარ-პატარა დეტალებს. მუშაობის ძალიან განსხვვებული სტილი აქვს , რომლის გამოც მას დიდ პატივს ვცემ. განსხვავებულ ენობრივ და კულტურულ გარემოში მუშაობის მიუხედავად თითქმის ყველა დეტალს აკონტროლებდა და ითვალისწინებდა._განაცხადა პენელოპემ კანის კინოფესტივალზე ყოფნის დროს.

screenshot_20181004-063817-01.jpeg

სიუჟეტი მთავარი გმირი ქალის, ლაურას გარშემო ვითარდება. ის ორ შვილთან ერთად მშობლიურ ქალაქში ბრუნდება. საკუთარი დის ქორწილში ჩასული ახალგაზრდა ქალი მხოლოდ რამდენიმე საათი ახერხებს დატკბეს ბედნიერი, ოჯახური ჰარმონიით. მალე ყველაფერი იცვლება და ის ნამდვილ ჯოჯოხეთში აღმოჩნდება. ქორწილიდან მისი ქალიშვილის მოტაცება კარდინალურად ცვლის ფილმის პერსონაჟების ცხოვრებას და ყველაფერს თავდაყირა აყენებს.

რეჟისორი ცდილობს ოჯახის წევრებს შორის არსებული კავშირების , მათი სასიყვარულო წარსულის და თავგადასავლების დახმარებით ადამიანურ ურთიერთობებზე, ღირებულებებზე და საზოგადოებაზე დაგვაფიქროს. როგორც მთავარი როლის შემსრულებელმა, ხავიერ ბარდემმა თქვა ფილმი ადამიანურ ურთიერთობებზე გვესაუბრება და მათში აუცილებლად დავინახავთ, რაღაც ახლობელს, ნამდვილს და იმ ყოველდღიურობას, რომელიც ჩვენს გარშემო არსებობს.

 

ფილმის მთავარი სათქმელი ალბათ მის სათურში უნდა ვეძებოთ. ყველამ იცის_ რაც მარტივად გულისხმობს იმ ჭეშმარიტებას, რომ არ არსებობს საიდუმლო, რომლის დამალვასაც სამუდამოდ შევძლებთ… და თუნდაც გვეგონოს, რომ მის შესახებ არავინ არაფერი იცის, ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ყველაფერს ხედავს, ამჩნევს და ელოდება საჭირო მომენტს, როდესაც ამ საიდუმლოს საკუთარი პირადი მიზნებისთვის გამოიყენებს.

ფარჰადი განსხვავებულ კინომატოგრაფიულ ხერხს იყენებს და საბოლოო ფინალს მაყურებელის ფანტაზიას ანდობს. რეჟისორი გვაჩვენებს პაზლის რამდენიმე ნაწილს : ერთმანეთზე შეყვარებულ ყოფილ წყვილს, მათ საერთო ქალიშვილის გატაცების და უკან მშვიდობით დაბრუნების დრამატულ სცენებს , დამნაშავე- უდანაშაულო წყვილის ისტორიას და სამართლიანობის აღდგენის საბოლოო სიუჟეტის აწყობის უფლებას ჩვენ გვიტოვებს. ფილმი საინტერესო ფსიქოლოგიური დრამაა, რომელიც “აწყობილია” ბევრი საინტერესო, დამაფიქრებელი სცენით, თუმცა საბოლოო ფინალი ნამდვილად არ არის ფილმის დასასრული და ის კიდევ ტოვებს ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას.

Horizon_ჰორიზონტში ჩაკარგული..

ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სუბიექტურად საამაყოა ქართული ფილმის ფესტივალზე ხილვა. თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის “ჰორიზონტი” მსოფლიო პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე, სექციაში “პანორამა” გაიმართა და მაყურებელის მხრიდან დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

საქართველოში, ბათუმის საერთაშორისო ფესტივალს ერგო პატივად პირველად ქართველი მაყურებლისთვის ეჩვენებინა ეს არაჩვეულებრივი ფილმი, რომელიც ვფიქრობ მხატვრული სექციის საკონკურსო ფილმებს შორის ერთ ერთი გამორჩეულია ფილმია ..

“თინამ სცენარის შესახებ ჯერ კიდევ გასულ სექტემბერს მიამბო, იმდენად საინტერესო სცენარი იყო, რომ მოწონება ვერ დავფარე და წარმატებები ვუსურვე. ორი თვის შემდეგ დამირეკა და მასთან მისვლა მთხოვა, ასე დაიწყო ჰორიზონტის რეპეტიციები. საკმაოდ საინტერესო პროცესი იყო მასთან მუშაობა, უფრო უახლოვდები, სიღრმისეულად არკვევ დეტალებს. პირველ თებერვალს დავიწყეთ გადაღებები და ძირითადად ფოთში, ქობულეთში, ბათუმსა და თბილისში გვიწევდა_ მთავარი როლის შემსრულებლი ია სუხიტაშვილის საუბრობს ფილმის შესახებ ერთ_ერთ ინტერვიუში.

ფილმი ახალგაზრდა, ყოფილი ცოლ ქმრის გარშემო ვითარდება და მათი ცხოვრების ყველაზე დრამატულ პერიოდს ასახავს. როდესაც ანა და გიორგი (გიორგი ბოჭორიშვილი) ცალ ცალკე, ახალი ცხოვრების დაწყებას ცდილობენ თუმცა ფილმში ნათლად ჩანს, რომ მათგან ერთ ერთი ნამდვილად არ არის მზად ასეთი მნიშვნელოვანი ნაბიჯისთვის.

განშორების მიზეზები გაცილებით ღრმა და საფუძვლიანია, ვიდრე ბანალური ოჯახური კონფლიქტი ან უსიყვარულობა. ეს ორი უახლოესი ადამიანის ურთიერთობის დასასრულის მტკივნეული განცდაა, რომელსაც ბოლომდე ვერცერთი ვერ ეგუება. მართალია, განშორების პირველი შოკი თითქმის გადატანილია, მაგრამ ხელახლა ურთიერთობის დაწყება უკვე შეუძლებელია. თანაც მათ ორი შვილი ჰყავთ.

მცირე იმედს დაყრდნობილი ქმრისთვის ბოლო წვეთი აღმოჩნდება ყოფილი მეუღლის ცხოვრებაში გამოჩენილი ახალი სიყვარული ნიკო (სერგო ბუიღლიშვილი) და ის “გაქცევით ” ცდილობს უშველოს საკუთარ თავს.

ხშირად ყველას გაგვჩენია სურვილი პრობლემებით დაღლილს სადმე შორს წავსულიყავით, ცოტა ხნით შეგევცვალა ცხოვრების რითმი და ახალ გარემოში დაგვეწყო ცხოვრება ახალი ფურცლიდან. ფილმის მთავარი გმირი გიორგიც ასე იქცევა და მეგობრის დახმარებით ახალ ბინას ქირაობს ქალაქისგან რადიკალურად განსხვავებულ ადგილას.

– ამბავი იყო დამაჯერებელი. უპირობოდ მიიღეს ის მოცემულობა, რაშიც გმირები არიან,როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურად. ეს ძალიან მახარებს._გიორგი ბოჭორიშვილი.

„ჰორიზონტის“ დიდი ნაწილი პალიასტომის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზეა გადაღებული, სადაც გიორგი მეგობარ ჯანოსთან (ჯანო იზორია) ერთად თევზაობს და ველური ბუნების გარემოცვაში წარსულის ფსიქოლოგიური ტრავმების დავიწყება სურს.

აქვე, პატარა სახლში ხანდაზმული წყვილი ცხოვრობს: ვალიკო (სოსო გოგინაშვილი) და ლარისა (ნანა დათუნაშვილი), რომლებიც მარტოობას ქალაქიდან ჩამოსული სტუმრის გამოჩენით უმკლავდებიან.

ყაჯრიშვილი აჩვენებს რამდენიმე ძლიერ მომენტს, თუ რამდენად რთულია ტკივილი და ეს მომენტები გამოსახულია ფლეშბექებად. უარყოფილი ქმრის პოზიციიდან მდგომარეობის ჩვენება ყველაზე საინტერესო და განსხვავებულ ელფერს სძენს ფილმს, ჩვენ ვაკვირდებით როგორ ვითარდება გიორგის შინაგანი მდგომარეობა, როგორ იცვლება მისი ემოციური განწყობა ბუნების ცვლილებასთან ერთად.

MV5BZjhhNjgxZjMtYmRhMS00MWZiLWEyZjgtMjQ3NjdiMGNhZmM2XkEyXkFqcGdeQXVyNTYwMDg3MTk@._V1_SX1777_CR0,0,1777,914_AL_

ფილმი გამოირჩევა ვიზუალურად მდიდარი სცენებით , ახალი ადგილი სადაც გიორგი განმარტოებას და ცხოვრების თავიდან დაწყებას ცდილობს იმდენად ჰარმონიულად ერწყვის მის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რომ მიჩნდება შეგრძნება თითქოს რეჟისორი ფილმის მხატვართან ერთად ბუნების დახმარებით რომელიც ხან ძალიან სევდიანი , ცივი და დრამატულია და ხან ლამაზი, ყვითელი და მზიანი ცდილობს დაგვანახოს გიორგის და იქ მცხოვრები ადამიანების სულიერი განწყობა.

 

ფილმი დეპრესიული ტონალობით გამოირჩევა, რასაც ირაკლი ახალკაცის მგრძნობიარე კინოკამერა და გიორგი ხალვაშის მინიმალური, მაგრამ შთამბეჭდავი მუსიკაც ემატება. ზღვისპირა ზამთრის პეიჟაზები ოდნავ აბსურდულ შთაბეჭდილებას ტოვებს და ამავდროულად მიუსაფრობის განწყობას ქმნის.

ეს ასევე არის ვიზუალური სიმდიდრის გამოხატულება, რომელიც არჩევანის წინაშე გაყენებს, ბუნებრივ ადგილებსა და დიზაინის მიერ შედგენილ ინტერიერს შორის. ფილმის გადამღები განათებას იყენებს საუკეთესოდ მდინარეზე წელიწადის ნებისმიერ დროს. ისტორია იწყება იმით, თუ რა არის სიცივე და არდრეული გაზაფხული და მთავრდება მომდევნო ზამთარს. ეს ტექნიკა იძლევა ატმოსფეროს მრავალფეროვნებას. იდილიური, მზიანი თევზის სცენიდან დაწყებული, გაგრძელებული ყვითელი ლერწმებით და დამთავრებული გიორგის ჭუჭყიანი ფეხსაცმლით, როდესაც ის ჩადის ქალაქში.

თოვლიანი ფინალი არის ბოლო წვეთი, დრამატიზმის მაქსიმალური ზღვარი, სადაც ნაჩვენებია ფილმის მთავარი გმირის ისტორიის დასასრული.. თოვლი ზღვაზე, სიცივის აუტანელი შეგრძნება ფილმს უფრო დრამატულს ხდის.

horyzont.jpeg

Inkan, gongkan, sikan grigo inkan ანუ სამყაროს შექმნის ვერსია II

მე ყოველთვის ვეკითხები საკუთარ თავს : რა არის ადამიანი? რას ნიშნავს ადამიანად ყოფნა? შეიძლება ისინი თვლიან, რომ ჩემი შემდეგი ფილმი ისევ სისასტიკეზეა, სინამდვილეში ეს ძალადობა მხოლოდ იმის ანარეკლია რაც ვართ ან რაც არის ჩვენში, გარკვეულწილად _ კიმ კი-დუკი

8c15d996e14801be2e40b94dd4bd9f06

ფესტივალის დახმარებით კიდევ ერთხელ შევძელი კიმ კი დუკის ახალი ნამუშევრის ხილვა დიდ ეკრანზე, ეს არის ფილმი რომელიც ყველაზე “ხმამაღალა” ამბობს კიმის სათქმელს , ის არც პირველია და დარწმუნებული ვარ არც უკანასკნელი კიმის შემოქმედებაში, რომელიც თამამად ცდილობს საზოგადოების გამოფხიზლებას.

ვფიქრობ ფილმი მაქსიმალურად რადიკალურ გზას ირჩევს მთავარი სათქმელის გადმოსაცემაც . მასში პერსონაჟებს მოხსნილი აქვთ ყველანირი მორალური თუ სამართლებრივი დაბრკოლება , არ არსებობს არანაირი ზღვარი : გაუპატიურება, მკვლელობა, კანიბალიზმი მთლიანობაში ქმნის საზარელ სურათს.

Kim Ki duk Human Space Time Human Photo Call -btO3RbPtT4l.jpg

ეს ის რეჟისორია ვინც ფილმი
გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი… და ისევ გაზაფხული შექმნა ? – ასეთი აზრიც მოვისმინე ფილმის დასრულების შემდეგ, ცოტა არ იყოს გამიკვირდა. დიახ ის არის, თუმცა უფრო ხმამაღალი, პირდაპირი და თამამი.

ვაღიარებ მეც არ მოველოდი ასეთ რადიკალიზს, მაგრამ კინოთეატრის დარბაზში შესვლამდე ზუსტად ვიცოდი კიმის ფილმი არ იქნებოდა მხოლოდ რამდენიმე წუთში ჩატეული ამბავი და ეს უფრო დიდ ხმაურს გამოიწვევდა ჩემში და არამარტო, ის აუცილებლად ეცდებოდა ემოციის გამოწვევას მთელს საზოგადოებაში . ფსიქოლოგიურად ” მოწამლული ” ხალხი დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ, რომ ხუმრობით ერთმანეთს აფრთხილებდნენ “ფრთხილად ერთმანეთი არ შემოგვეჭამოსო ” ესეც უკვე კიმის გავლენის დიდი კვალი და მცირე გამარჯვებაა .

ფილმის საწყისიდან დასასრულამდე ნაჩვენებია გზა თუ როგორ კარგავენ მცირე, მაგრამ მაინც არსებულ ადამიანურ თვისებებს პერსონაჟები და როგორ ხდებიან ველური და მხეცი ” ცხოველები”, რომელთათვის გადარჩენის ინსტიქტი და პირველადი მოთხოვნილებები ყველაზე მნიშვენელოვანია.

ფილმის დასაწყისშივე იკვეთება კითხვები და იხატება კომიკური სურათი, როდესაც ვიგებთ რომ ძველ სამხედრო ბატალიონის გემი კრუიზად არის გადაკეთებული და მხოლოდ ტურისტული მიზნით გადის ზღვაში.

უცნაური და გაუგებარია წყვილის არჩევანიც, ღვთისგან მივიწყებულ გემზე თაფლობის თვის გატარება ალბათ ყველაზე სულელური გადაწყვეტილებაა. ისეთი ადგილი, სადაც ჰაერშიც კი იგრძნობა სისხლის სუნი ნამდვილად არ იქნებოდა ნორმალური ადამიანისთვის მიმზიდველი თუმცა თუ დავფიქრდებით გემის არცერთ მგზავრს არ აქვს ნორმალური, ადამიანური სახე ამიტომ კომპოზიციის მთლიან სურათში ეს წყვილიც  სრულყოფილად ჯდება.

MzgwZGM4ZDktNDgxYy00ZDE4LTkxNjItZWNkNTY4OGY5OGE4L2ltZy9IdW1hbiwtU3BhY2UsLVRpbWUtYW5kLUh1bWFuX2tleS1zdGlsbC0oNiktbWluLmpwZw==

კიდევ ერთი აშკარა კომიკური მინიშნება  ფილმში  კაპიტნის სახეა. ის მგზავრებს აფრთხილებს, რომ უსაფრთხო მოგზაურობა ელით და სახლში მშვიდობით დაბრუნდებიან მაგრამ თუ გადავავლებთ თვალს გემის ბორდზე მყოფ საზოგადოებას ასეთი მოლოდინი სრულიად გაქრება. არ მგონია საუკეთესო მოგზაურები იყვნენ მეძავები, თაღლითები, განგსტერები ან სასტიკი პოლიტიკოსი.

 

რა თქმა უნდა ასეთი საზოგადოება მხოლოდ სიბინძურეს ამატებს გემზე, ყველა ერთმანეთზე უარესად იქცევა და მხოლოდ პირველადი ველური სურვილები იღვიძებს მათში. მეორე დღეს კიმ კი დუკის მიერ ერთ გემზე შერჩეული ” ცოდვილები ” იღვიძებენ ახალ რეალობაში. სადაც ზღვა აღარ აქვთ, არც დანიშნულების ადგილი და სრულიად სივრცეში არიან ჩაკარგულნი.

 

პანიკის, სიკვდილის აუტანელი შიშის, შიმშილის ველური შეგრძნების გამო გემის თითეული მგზავრი საკუთარ ინდივიდუალურ სახეს კარგავს და იწყებს ბუნებრივი გადარჩენის ინსტინქტებით მოქმედებას.   ფილმის  სიუჟეტური ხაზი იმ წერტილამდე მიდის სადაც ჩვენ ახალი სამყაროს შექმნის თვითმხილველნი ვხდებით…..

1278071_Human-space-time-and-human-c-kim-ki-duk-film

BeFunky-collage (2)

 

-არ მინდა ტყუილის თქმა ჩემს ფილმში.  ყოველ ახალ ფილმზე მუშაობის დროს ვცდილობ გავაუმჯობესო ის და თითეული სცენა გამოვხატო თავისუფლად.  არსებობს საზოგადოებისთვის მისაღები , ბევრი კომფორტული ფილმი. ჩემი ფილმები კი მხოლოდ მცირე აუდიტორიას ეკუთვნის, რომლებსაც შეუძლიათ ახლის აღმოჩენა მასში. მე მაქვს ჩემი სამყარო ფილმებში და ეს სიუჟეტის ცენტრია. ხალხს შეუძლია აღიქვას განსხვავეულად ის ისტორი რომელსაც მე ვაჩვენებ, თუმცა დროის გასვლის შემდეგ ისინი ისევ ბრუნდებიან … კიმ კი დუკი

კიმ კი დუკი არასოდეს ერიდება შიშველი სიმართლის თქმას ფილმის დახმარებით. ყველა დეტალი, სცენა თუ პერსონაჟი ყოველთვის რაღაც მიზანს ემსახურება და აგზავნის მაყურებელში შეტყობინებას და ელოდება თუ როგორ აღიქვამენ ისინი ამას.

ის ფილმში ადამიანის ყველა მანკიერ თვისებაზე ამახვილებს ყურადღებას. რელიგიური თემატიკა სამყაროს მისებური შექმნის თეორიასთან დაკავშირებით ვფიქრობ ძალიან რთული და საპასუხისმგებლო თემაა, თითეული სცენის ნახვის შემდეგ მათში დავინახე მკაფიოდ გამოხატული შვიდი სულიერად მომაკვდინებელი ცოდვა — რიგი არასასურველი მანკებისა, რომელსაც ადრეული ქრისტიანული პერიოდიდან იყენებენ ხალხის გასანათლებლად და ქრისტიანებისათვის სწორი ცხოვრების გზის საჩვენებლად. ეს შვიდი ცოდვა კი შემდეგია: მრისხანება, ანგარება, უქნარობა, ამპარტავნება, სიძვა, ნაყროვანება და შური.

კიმი ცდილობს რადიკალური პასუხი მიიღოს შემდეგ კითხვებზე : არსებობს თუ არა ღმერთი ? აქვს თუ არა მნიშვნელობა სიყვარულს როდესაც პირველადი მოთხოვნილებები ძლიერდება? აქვს თუ არა ადამიანის სისასტიკეს საზღვარი? …..

 

Krotkaya_სინაზის ძლიერი მხარე

sergei-loznitsa

სერგეი ლოზნიცა უკრაინელი რეჟისორია , რომელიც დაიბადა 1964 წელს, ბარანოვიჩიში, ბელარუსში. ის კიევში გაიზარდა და ცნობილია მსოფლიოში მისი დოკუმენტური და დრამატული ფილმებით. რეჟისორმა პირველი მხატვრული ფილმი 2010 წელს გადაიღო. მისი უახლესი ნაშრომი, „უწყინარი არსება (2017), ისევე როგორც წინა ორი ფილმი, „ჩემი სიხარული (2010) და „ნისლში (2012), კანის მთავარი კონკურსის ფარგლებში აჩვენეს.

krotkaya_poster

Continue reading “Krotkaya_სინაზის ძლიერი მხარე”

JUPITER HOlDJA_სიკვდილი არ ნიშნავს დასასრულს..

JupiterHoldja_FBcover_1-700x300

     კორნეი მუდრუცოს “იუპიტერის მთვარე “- (Jupiter’s Moon)  ჩემი ფავორიტი ფილმია, რომლის ნახვითაც ვგეგმავდი ბათუმის საავტორო ფესტივალზე ფილმების ნახვის სეზონის გახსნას, თუმცა გარკვეული ტექნიკური ხარვეზების გამო ფილმის ჩვენება გადაიდო.  ბოლო დღეს   ” გემრიელ ლუკმად ” შემორჩენილ ფილმზე დასწრების მსურველთა დიდ რაოდენობას მეც შევუერთდი და ნამდვილად ვისიამოვნე ფილმის ყურებით..  პირველი გამოჩენა დიდ ეკრანზე და საეჭვოდ დაბნეული მაყურებელი “ეს ხომ მერაბ ნინიძეა, ქართველი უცხოურ ფილმში? ეს ქართული ფილმია?  ”  …. მსგავსმა ფრაზებმა და აზრებმა  მოიცვა კინოთეატრის დარბაზი , თუმცა მე იმ უმცირესობას მივეკუთვებოდი, რომელსაც არ გაჰკვირვებია მერაბის დანახვა ფილმში . ( მთავარი მიზეზი რატომაც ეს ფილმი ფავორიტ სანახავ ფილმებში შევიყვანე ალბათ ჩემი მერაბის და მისი ნიჭის მიმართ სუბიექტურ დამოკიდებულებაშია. )

70th Cannes Film Festival - Photocall for the film Jupiter's Moon (Jupiter holdja) in competition
    Continue reading “JUPITER HOlDJA_სიკვდილი არ ნიშნავს დასასრულს..”

Take OFF_თავისუფლების ძიებაში

57_aheyabdolhalim6

 

ირანული ფილმი ოჯახზე, რომელმაც ყველაფერი დაკარგა. მთავარი გმირების ცხოვრება, რომელიც სულ რაღაც 15 წუთში გადაიქცა ტრაგედიად.  მამის შეცდომების გამო განადგურებული ოჯახი ცდილობს იპოვოს ცხოვრების გასაგრძელებელი მიზეზი . ფილმში ძალიან ბევრი მთავარი პერსონაჟია , რომლებიც ერთმანეთისგან ხასიათით , ქცევებით და ემოციებით განსხვავდებიან, მაგრამ მათ მთავარი რამ აერთიანებთ , ეს ბედნიერების და სიცოცხლის სურვილის  არარსებობაა.

 

“სიკვდილის კი არ უნდა გეშინოდეს, არამედ იმის, რომ ვერასოდეს დაიწყებ სიცოცხლეს”_მარკუს ავრელიუსი

photo_2017-04-17_17-33-17

Continue reading “Take OFF_თავისუფლების ძიებაში”