38. istanbul film festivali_სტენლი კუბრიკის ფილმები სტამბულის კინოფესტივალზე.

თურქეთის პირველი და ყველაზე ძველი, სტამბულის საერთაშორისო კინოფესტივალი (თურქულად: Uluslararası İstanbul Film Festivali) სტამბულის კულტურისა და ხელოვნების ფონდის ორგანიზებით ყოველ წელს, აპრილის თვეში იმართება. ტრადიციულად ფესტივალი კინომოყვარულებს სთავაზობს განსხვავებულ, საინტერესო კინოპროგრამას. როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აღნიშნავენ, ფესტივალი მიზნად ისახავს თურქეთში კინოს განვითარებას და კინო ბაზარზე ხარისხიანი ფილმების პოპულარიზაციას.

რიგით 38-ე სტამბულის კინოფესტივალი (FIAPF_ის მიერ აღიარებული, როგორც სპეციალიზირებული კონკურსის სტატუსის მქონე ფესტივალი ) ჩატარდება 5-დან 16 აპრილის ჩათვლით. თარიღი რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი.

კინოფესტივალის პროგრამა შედგება შემდეგი სექციებისგან:

  • საერთაშორისო კონკურსი, სადაც ვიხილავთ ფილმებს, რომლებიც შეესაბამებიან თემატიკას “ახალი პერსპექტივები კინოში”.
  • თურქული კინემატოგრაფია “2018-2019”, რომელიც შედგება სუბსექციებისგან : ეროვნული კონკურსი, ეროვნული დოკუმენტური კონკურსი და ეროვნული მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი;
  •  არასაკონკურსო, ინფორმაციული სექციები. ამ სექციებისთვის შეიძლება შეირჩეს მხატვრული, დოკუმენტური  ფილმები.
  • თემატური სექციები.

a-lost-stanley-kubrick-screenplay-called-burning-secret-has-been-found-social

კინოფესტივალი იხსენებს XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან და ნოვატორ კინომატოგრაფს, სტენლი კუბრიკს, მისი გარდაცვალების 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით. კინომოყვარულებს შესაძლებლობა ექნებათ სტამბულის კინოთეატრებში, დიდ ეკრანზე კვლავ იხილონ ამერიკელი კინორეჟისორის, სცენარისტის და პროდიუსერის კინოშედევრები. ფესტივალის სპეციალურ სექციაში “‘Başyapıt Fabrikası” ნაჩვენები იქნება კუბრიკის 13 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი.

 

 

 

 

 

Advertisements

Todos Lo Saben_სიმართლის მსხვერპლი…

ირანელი რეჟისორის ფილმის “ყველამ იცის” მსოფლიო პრემიერა კანის 71_ე კინოფესტივალზე შედგა.

ასგარ ფარჰადის რიგით მე-8 ფილმი გახდა მეორე ესპანურენოვანი ფილმი პედრო ალმოდოვარის „ცუდი აღზრდის“ (2004) შემდეგ, რომელმაც კანის კინოფესტივალი გახსნა.

ეს არის ირანელი რეჟისორის თვალით დანახული ესპანური ისტორია. თუმცა ფილმი ნამდვილად არ გვიტოვებს იმის განცდას, რომ მისი შემქმნელი განსხვავებული კულტურის და ცხოვრების წარმომადგენელია. რეჟისორმა მოახერხა ფილმში ესპანური ტემპერამენტის, ენერგეტიკისა და ინტრიგის შენარჩუნება.

ფილმში მთავარ როლებს ვარსკვლავური წყვილი ხავიერ ბარდემი და პენელოპე კრუსი ასრულებენ. მათ ერთმანეთთან მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვთ. მათთვის ფარჰადის უახლესი სურათი რიგით მე-5 ერთობლივი ფილმია, (საერთო ფილმებია: Jamón Jamón (1992), Vicky Cristina Barcelona (2008), The Counselor (2013), Loving Pablo (2017))

რეჟისორი დაახლოებით ორი წლის წინ ჩამოვიდა ესპანეთში, ცხოვრობდა მისთვის უცხო ქვეყანაში, სწავლობდა ესპანურს. ღრუბელივით ისრუტავდა თითეულ სიტყვას, ფრაზას , ცხოვრების პატარ-პატარა დეტალებს. მუშაობის ძალიან განსხვვებული სტილი აქვს , რომლის გამოც მას დიდ პატივს ვცემ. განსხვავებულ ენობრივ და კულტურულ გარემოში მუშაობის მიუხედავად თითქმის ყველა დეტალს აკონტროლებდა და ითვალისწინებდა._განაცხადა პენელოპემ კანის კინოფესტივალზე ყოფნის დროს.

screenshot_20181004-063817-01.jpeg

სიუჟეტი მთავარი გმირი ქალის, ლაურას გარშემო ვითარდება. ის ორ შვილთან ერთად მშობლიურ ქალაქში ბრუნდება. საკუთარი დის ქორწილში ჩასული ახალგაზრდა ქალი მხოლოდ რამდენიმე საათი ახერხებს დატკბეს ბედნიერი, ოჯახური ჰარმონიით. მალე ყველაფერი იცვლება და ის ნამდვილ ჯოჯოხეთში აღმოჩნდება. ქორწილიდან მისი ქალიშვილის მოტაცება კარდინალურად ცვლის ფილმის პერსონაჟების ცხოვრებას და ყველაფერს თავდაყირა აყენებს.

რეჟისორი ცდილობს ოჯახის წევრებს შორის არსებული კავშირების , მათი სასიყვარულო წარსულის და თავგადასავლების დახმარებით ადამიანურ ურთიერთობებზე, ღირებულებებზე და საზოგადოებაზე დაგვაფიქროს. როგორც მთავარი როლის შემსრულებელმა, ხავიერ ბარდემმა თქვა ფილმი ადამიანურ ურთიერთობებზე გვესაუბრება და მათში აუცილებლად დავინახავთ, რაღაც ახლობელს, ნამდვილს და იმ ყოველდღიურობას, რომელიც ჩვენს გარშემო არსებობს.

 

ფილმის მთავარი სათქმელი ალბათ მის სათურში უნდა ვეძებოთ. ყველამ იცის_ რაც მარტივად გულისხმობს იმ ჭეშმარიტებას, რომ არ არსებობს საიდუმლო, რომლის დამალვასაც სამუდამოდ შევძლებთ… და თუნდაც გვეგონოს, რომ მის შესახებ არავინ არაფერი იცის, ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ყველაფერს ხედავს, ამჩნევს და ელოდება საჭირო მომენტს, როდესაც ამ საიდუმლოს საკუთარი პირადი მიზნებისთვის გამოიყენებს.

ფარჰადი განსხვავებულ კინომატოგრაფიულ ხერხს იყენებს და საბოლოო ფინალს მაყურებელის ფანტაზიას ანდობს. რეჟისორი გვაჩვენებს პაზლის რამდენიმე ნაწილს : ერთმანეთზე შეყვარებულ ყოფილ წყვილს, მათ საერთო ქალიშვილის გატაცების და უკან მშვიდობით დაბრუნების დრამატულ სცენებს , დამნაშავე- უდანაშაულო წყვილის ისტორიას და სამართლიანობის აღდგენის საბოლოო სიუჟეტის აწყობის უფლებას ჩვენ გვიტოვებს. ფილმი საინტერესო ფსიქოლოგიური დრამაა, რომელიც “აწყობილია” ბევრი საინტერესო, დამაფიქრებელი სცენით, თუმცა საბოლოო ფინალი ნამდვილად არ არის ფილმის დასასრული და ის კიდევ ტოვებს ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას.

Buğday_გენეტიკური ქაოსი

ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციის ფილმის “მარცვალი ” პრემიერა სარაევოს კინოფესტივალზე შედგა. ის თურქი კინორეჟისორის სემიჰ კაპლანოღლუს ბოლო ნამუშევარია და ისეთ გლობალურ თემებს ეხება, რომელიც დღესდღეობით ყველაზე აქტუალური და პრობლემატურია.

23098992_190202921524729_257585509616844800_n

სემიჰ კაპლანოღლუ თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერია, რომელსაც არაერთი მნიშვნელოვანი, ეროვნული თუ საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული.

მისი უახლესი ფილმი “მარცვალი ” ჭეშმარიტი სამეცნიერო დრამაა, რომელიც აპოკალიფსურ მომავალში გვამოგზაურებს , სადაც გამეფებულია გვალვა, შიმშილი და  ლტოლვილთა კრიზისი. ფილმი გვიყვება ამბავს პლანეტის შესაძლო განადგურების შესახებ, რომელიც კულტურების გენეტიკური მოდიფიკაციით, ადამიანის ქედმაღლობით და მათ მიერ ბუნებაში ხელოვნური ჩარევითაა გამოწვეული.

სარაევოს კინოფესტივალზე რეჟისორმა ისაუბრა ფილმის და მისი გადაღების იდეის გაჩენის შესახებ…

“თაფლის” ( ფილმი, რომლისთვისაც რეჟისორმა ოქროს დათვი მოიპოვა ბერლინის კინოფესტივალზე 2010 წელს ) დასრულების შემდეგ, მე მქონდა საშუალება მემოგზაურა სხვადასხვა ქვეყნებში მსოფლიოს გარშემო.  ამ პერიოდში ერთადერთ ჭეშმარიტებას მივხდი, რომ არ არსებობს  განსხვავება იმ  ტრადიციულად წოდებულ განვითარებულ ქვეყნებსა და იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც ყველაზე ღარიბად და “განუვითარებლად ” მოვიხსენიებთ.

ადამიანი არის  იგივე როგორიც ის იყო  წარსულში, როგორც  არის  ის დღეს და იქნება მომავალში. უფრო მეტი ცოდნა,  ტექნოლოგიური მიღწევები, ან უფრო კომფორტული ცხოვრების მოპოვების უნარი არ გვაძლევს უფლებას ვიგრძნოთ თავი სხვებზე მეტად. ქედმაღლობა, ეგოტიზმი ან ამბიცია ყოველთვის  ერთი და იგივეა, ყველგან და ყოველ ეპოქაში. ჰაჯის პერიოდში მექაში მცხოვრები ადამიანები ვნახე , ისინი იქ მთელი მსოფლიოს, ყველა კუთხიდან მოდიოდნენ, რომ წმინდა მღვდელმსახურება შეესრულებინათ. მე ვნახე  ასობით ათასი მომლოცველი : მდიდარიც, ღარიბიც, განსხვავებული   ეთნიკური ჯგუფისა თუ რასის წარმომადგენელი. ისინი ერთნაირად ცდილობდნენ პირისპირ შეხვედრას საკუთარ სისუსტეებთან, ცოდვებთან და მათ გამოსყიდვას.  სწორედ ამ დროს გაჩნდა ფილმის შექმნის იდეაც.

ეროლის [მთავარი გმირი] ამბავი ეხება საკუთარ ეგოსთან მის შეხვედრას  და ვარაუდებს, რომელსაც დასჭირდა ჭეშმარიტების ცოდნა. ასე იწყება მოგზაურობა  დაბრკოლებად ქცეულ, საშიშ მიწაზე.    ის იძულებულია გაიაროს ყველა ის დაბრკოლება, რომელსაც აქ დარჩენილი ადამიანები ყოველდღიურად ებრძვიან. ეს არის  გვალვა, შიმშილობა, ლტოლვილად ცხოვრება, გენეტიკური ცვლილებებით გამოწვეული ბუნებრივი მოვლენები .

 

BeFunky Collage

ჩემი აზრით  ფილმი არის რეჟისორის  მცდელობა მაყურებელს დაანახოს იმ პრობლემების არსებობა,  რომელთა შესახებაც ჩვენ  წარმოდგენაც კი არ გვაქვთ თუმცა ეს იმას საერთოდ არ ნიშნავს, რომ ის მომავალში არ გაიზრდება და კატასტროფულ ფორმას არ მიიღებს.

ფილმი მაქსიმალურად ცდილობს ჩვენც მის ნაწილად გვაქციოს. რამდენიმე გაყინული კადრი, მსახიობის მზერა პირდაპირ კამერისკენ იმ შეგრძნებით თითქოს ის პირდაპირ მაყურებელსკენ იყურება, შავ-თეთრი კადრები და ხმაური, რომელიც სიცივის შეგრძნებას ტოვებს ნამდვილად ახერხებს მოახდინოს გავლენა მაყურებელზე. ზოგისთვის ალბათ მოსაწყენი მაგრამ ჩემთვის საინტერესო მეთოდია, რომელსაც დღეს არაერთი თანამედროვე რეჟისორი იყენებს .

ფილმში ვაწყდებით ბევრ ღია მესიჯს, რომელთა დახმარებით რეჟისორი ცდილობს ჩვენთან საუბარს და დაფიქრებას იმ თემებზე, რომელიც თითქოს ყველას გვაწუხებს მაგრამ რეალურად არავის გვაინტერესებს .

.. როდესაც ბუნების შეცვლას ვცდილობთ , ვერ ვხვდებით რომ საკუთარ თავს ვაზიანებთ..

…სამყარო ერთი ცოცხალი ორგანიზმია და მეც ამ ორგანიზმის ნაწილი ვარ …

…ჩვენ ყოველთვის სიზმარში ვართ , რომ მოვკვდებით მხოლოდ მერე გავიღვიძებთ… _პროფესირ ჯემილ აკმანის სიტყვებით გადმოცემული რეჟისორის სათქმელი …

at75ilFPjEWqzEmHja3A0A

მაშინ როდესაც რაღაც გვაქვს ჩვენ გვიჭირს მისი ფასის დანახვა , იმის გააზრება თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის და რა შეიძლება მოხდეს თუ მას დავკარგავდთ. ფილმი გვიყვება უკვე დაკარგულ სამყაროს შესახებ , სადაც ბუნებრივი მარცვალიც კი აღარ დარჩა და ცოცხალი, ნამდვილი ნიადაგი სასწაულად ითვლება..

DAHA _ ბიზნესად ქცეული ჯოჯოხეთი 

ფილმი  „მეტი“  თურქი მსახიობის, ონურ საილაქის, პირველი სარეჟისორო ნამუშევარია, რომელიც ჰაქან გიუნდაის ამავე სახელწოდების ბესტსელერს ეფუძნება. (  ფილმზე მუშაობის პროცესში ჰაქანი ჩართული იყო როგორც ერთ-ერთი სცენარისტი) ეს არის ისტორია 14 წლის ბიჭზე, სახელად გაზა, რომელიც თურქეთში ეგეოსის სანაპიროზე ცხოვრობს და იძულებულია მამას დაეხმაროს დევნილების გადაყვანაში ოკუპანტი ქვეყნებიდან  ევროპაში .

201609083320-Hakan_Gunday_Daha_English_2016

“ეს ფილმი შეიქმნა იმ რომანის მიხედვით, რომელიც 2013 წელს გამოქვეყნდა. ამ პერიოდში გაზეთები აქტიურად წერდნენ ლტოლვილების შესახებ,  ქვეყნდებოდა სააგენტოების მონაცემები იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც თურქეთის მხრიდან საბერძნეთის საზღვრების გადაკვეთას აპირებდნენ. ესენი იყვნენ ადამიანები რომლებსაც არ გააჩნდათ არაფერი პირადი , ისინი ძალიან ჰგავდნენ მოჩვენებებს. ფილმის დახმარებით შევეცადეთ მათთვის რეალური სახეები შეგვექმნა  და სახელები მიგვენიჭებინა ” – განაცხადეს  ფილმის სცენარის შემქნელებმა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 1.5 მილიონი მიგრანტი გადავიდა მსგავსი არალეგალური გზის  დახმარებით ახლო აღმოსავლეთში, აფრიკისა თუ აზიაში.. ისინი ყოველდღიურ სიღარიბეს, დამცირებასა თუ გაჭირვებას  იტანდნენ , რათა თავი დაეღწიათ ოკუპანტი ქვეყნებისგან და ევროპაში გადასულიყვნენ. სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა ამ ჯოჯოხეთური გზის გავლას.

დღეისთვის შეგვიძლია  ვთქვათ რომ მიგრანტების ასეთი გზით გადაყვანა გლობალურ ბიზნესია, ისეთივე მომგებიანი და დახვეწილი, როგორიც ნარკოტიკებით ვაჭრობა.

“ჩემთვის ფილმის გადაღება მარტივი იყო , რადგან ეს ეხება ნამდვილ, რეალურ პრობლემას. , ახლა სწორედ ამ მოვლენებზე ლაპარაკის დროა , რადგან  მათი პრობლემები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა.   ვფიქრობ  ამ ისტორიის მოსაყოლად ძალიან კარგი დროა  – განაცხადა ფილმის რეჟისორმა ონურ საილაქმა.

ფილმის მსოფლიო პრემიერა Karlovy Vary-ის კინოფესტივალზე შედგა . ფილმმა კრიტიკოსების მხრიდან დიდი მოწონება დაიმსახურა.

17fe-actress-lara-aysal-actor-ahmet-mumtaz-taylan-film-director-onur-

“-წიგნზე მუშაობის პერიოდში ჩვენ ვიყავით ლტოლვილთა კრიზისის ზღვარზე, თუმცა ჯერ კიდევ არ  პქონდა მას  ისეთი დიდი მაშტაბები როგორც დღეს., ფანჯრებიდან ვხედავდით ყველაფერს,  პრობლემა მაშინაც ძალიან მძიმე  იყო  და წიგნშიც იმ დროის რეალობაა ასახული . მეორე მხრივ, ეს არის მუდმივად ცვალებადი საკითხი, რომელიც დრო და დრო განახლებას საჭიროებს, ამიტომ ფილმისთვის აუცილებელი იყო გარკვეული ცვლილებების დამატება

-გაზა არის  ბიჭი, რომელიც ცდილობს მოშორდეს მონსტრის ნიღაბს , ის მუდმივად ცდილობს იბრძოლოს მსოფლიოს წინააღმდეგ უბრალო  შეკითხვის  დახმარებით ” რატომ? “.

-მართლაც   არსებობს იმედი მაშინ,  როდესაც შემიძლია  უიმედო ისტორიის დახმარებით  ფართო აუდიტორიას საკითხის სიმძიმე  დავანახო . მე ასევე ვხედავ იმედს იმ ადამიანებში რომლებიც ცდილობენ ნავის დახმარებით უცხო ქვეყანაში წავიდნენ. მიუხედავად ამისა, სიუჟეტი მაინც ცრუ იმედის შესახებ მოგვითხრობს და ფილმშიც ამ ცრუ იმედის მქონე ცხოვრებას ასახავს.”  – ნათქვამია რომანის ავტორის, ჰაკან გიუნდეს ინტერვიუში.

ჰაიათ ვან ექი, რომელიც გაზას ასრულებს, ფიქრობს რომ მისი პერსონაჟი რთული ხასიათის ადამიანია, რომელმაც არ იცის რომელი გზაა სწორი.

“ჩემთვის  ამ ხასიათის თამაში არ იყო ადვილი , მე ვცდილობდი მაქსიმალურად კარგად მომერგო პერსონაჟის ხასიათი. გადაღებების პროცესში ძალიან ბევრი მენტორი მყავდა მათ შორის ონურ საიალაქი, რომელიც მაჩვენებდა თუ როგორ უნდა მეთამაშა მსგავსი რთული ხასიათის ადამიანი ბუნებრივად. ადვილი არ იყო, თუმცა  ბევრი დამხმარე მყავდა “, – განაცხადა ჰაიათ ვან ექიმ.

 
თურქული დრამის  მთავარი გმირი, არ არის მხოლოდ თინეიჯერი და მამის სამსახურიც არ არის რეგიონში ხილ-ბოსტნეულის გადაზიდვა. ორივე  ჩართულია ლტოლვილების გადაყვანის ბიზნესში ოკუპანტი ქვეყნებიდან ევროპისკენ  , საბერძნეთის გავლით. განსხვავება ისაა,  რომ გაზა იძულებულია მამას ამ საქმეში დაეხმაროს.   ამ პროცესში მას არაერთი რთული გადაწყვეტილების მიღება უწვეს, დგება არჩევანის წინაშე და ნელ-ნელა კარგავს საკუთარ თავს.

 

აჰადი  არის ადამიანი , რომელმაც დიდი ხანია დაკარგა ლოიალურობის და სიბრალულის გრძნობა. მან კარგად იცის იმ ჭუჭყისა და სიბინძურის შესახებ, რომელიც უკვე თითქმის მთელს მსოფლიოს მოედო, საკუთარ ბედს შეგუებული ცდილობს საკუთარი შვილის ამ საქმეში ჩართვას.  მისი აზრით   მხოლოდ ფულს შეუძლია მათ ბნელ და მძიმე ცხოვრებაში სინათლე შეიტანოს.

ფილმში ეპიზოდურ როლს ასრულებს თუბა ბუიუქუსთუნი, მისი პერსონაჟი რამდენიმე წუთის განმავლობაში ჩნდება , მაგრამ მთავრი პერსონაჟის ცხოვრებაში მნიშვნელოვან კვალს ტოვებს . სირიელი ლტოლვილი ქალის ისტორია, მისი უმანკო, უიმედო მდგომარეობა გარდამტეხ როლს ასრულებს გაზას პიროვნებაში.. ის პირველად უპირისპირდება საკუთარ მამას და მის ირგვლივ არსებულ ბოროტებას…
მინდა ავღნიშნო ტუბას არაჩვეულებრივი შესრულება, მისი ვიზუალური მხარე შერწყმული დიდ ტრაგედიასთან, რომელიც სახის ყოველ ნაკვთს ეტყობა.. რამდენიმე წუთიანი გამოჩენა ფილმში და სამუდამოდ ჩარჩენილი ტუბას პერსონაჟი აჰრა, რომელიც  უეცრად ჩნდება და ასევე უეცრად უჩინარდება საბერძნეთის საზღვართან ზღვის ტალღებში…

 

გაზა  ერთი  თინეიჯერი ბიჭია, მოზარდი, რომელსაც ნათელი თვალების გარდა ყველაფერი ბავშვური უკვე გამქრალი აქვს. ფილმის დასაწყისში ვხედავთ მის შინაგან ბრძოლას იმ ბოროტების მიმართ რაც მისი ცხოვრების ყოველდღიურობაშია.  ის ფარულად ცდილობს სწორი გზის არჩევას.   გამოცდები ჩააბარა შორეულ სტამბულის  კარგ სკოლაში,  თუმცა მამა არ არის დაინტერესებული მისი აკადემიური შედეგებით, სამწუხაროდ გაზასთვის ასეთი გადაწყვეტილებები მხოლოდ ოცნებებშია შესაძლებელი.   რთულია ყოველდღიურ ფსიქოლოგიურ ზეწოლას გაუძლო , აიტანო შენს ირგვლივ არსებული ბოროტება, დამცირება , ტკივილი და ყველაფრის შემდეგ ისევ ნორმალურ ადამიანად დარჩე.. სამწუხაროდ ფილმში პერსონაჟის ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ კრახით სრულდება, ყოველი გაქცევა , ყოველი წინააღმდეგობა უფრო მეტ ფიზიკურ და მორალურ ზიანს აყენებს .. 

და მაშინ როდესაც თითქოს ბოროტება მამის სახით მარცხდება.  გაზაში საკუთარი ბნელი მხარე იმარჯვებს … მასში იღვიძებს ადამიანი , რომელსაც შეუძლია თვალის დაუხამხამებლად  კამერიდან თვალი ადევნოს   გაჭირვებული მიგრანტების  ყოველდღიურ ტანჯვას , რომლებიც გაზასგან მხოლო ერთ რამეს ითხოვენ ეს “მეტი ჰაერია “….
.