The House That Jack Built_მისტერ დახვეწილობა, ჯეკი ♥‿♥

კანში საერთაშორისო კინოფესტივალზე დანიელმა რეჟისორმა , ლარს ფონ ტრიერმა ახალი ფსიქოლოგიური თრილერით კიდევ ერთხელ მიიქცია კრიტიკოსთა ყურადღება. ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ფილმის მხოლოდ იდეა არსებობა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფილმი რეჟისორის ყველაზე სასტიკი და ძალადობრივი ნამუშევარი იქნებოდა.

რეჟისორს სჭირდებოდა კანის ფესტივალზე 7 წლიანი აკრძალვის შემდეგ “ხმამაღალი ” დაბრუნება და ვფიქრობ მან ეს სრულყოფილად მოახერხა. ყველაზე თამამი, ირონიული, რელიგიური თუ შემოქმედებითი ქვეტექსტების დახმარებით ფილმი გვიყვება ამბავს, რომლის საზღვარი ადამიანურ სისასტიკესა და ხელოვნების ფეტიშიზმს შორის გადის.

BeFunky-collage (13)

ფილმის სიუჟეტი 70-იანი წლების ამერიკაში ვითარდება და მაღალი ინტელექტის მქონე სერიული მკვლელის, სახელად ჯეკის ისტორიას გვიყვება. მაყურებელი 12 წლის განმავლობაში ჩადენილი მკვლელობების მიხედვით აკვირდება მის სერიულ მკვლელად ჩამოყალიბების პროცესს. მისი ავადმყოფობის , დაბრკოლებების თუ წინააღმდეგობების კვალდაკვალ ფილმი ძალიან მძიმე, სასტიკ და დრამატულ ისტორიას გვიყვება.

ჩემი ახალი ფილმის მთავარი იდეა ისაა, რომ ცხოვრება აზრისგან დაცლილი და სასტიკია, რასაც ჰომო ტრამპუსის, ვირთხების მეფის აღზევებაც ამტკიცებს”_ განაცხადა რეჟისორმა , რომელიც ღიად აფიქსირებდა  ფილმის შექმნის დროს “შთაგონების წყაროდ” დონალდ ტრამპის არსებობას.

BeFunky-collage (6)ფილმი  “სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა” დაყოფილია 5 ინციდენტად, რადგან სწორედ ხუთმა ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულმა მსხვერპლმა, სხვადასხვა პერიოდში ჯეკის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, მასზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა და შეცვალა მისი პიროვნული დამოკიდებულება, შეხედულებები და ავადმყოფობის მიმართ მდგრადობა . თითეულმა ინციდენტმა რადიკალური გარდატეხა მოახდინა ჯეკის პიროვნებაში. რეჟისორი თავდაპირველად გვიხატავს კლასიკური სერიული მკვლელის სახეს, მაგრამ ის ფილმის მიმდინარეობის დროს გვიჩვენებს მის განვითარებას, გვანახებს ჯეკის უცნობ, დაფარულ შესაძლებლობებს და გვაჩვენებს სერიული მკვლელის ცვლილებების ძალიან გრძელ გზას.

პირველი ინციდენტი – მოსაბეზრებელი , აუტანელი მხვერპლი, რომელიც იქცა ყველაფრის საწყისად. მან მოახერხა ჯეკში მკვლელის გაღვიძება, როდესაც მას სუსტი არსება უწოდა.

BeFunky-collage (7)

მეორე ინციდენტი – ფულის მოყვარული მარტოსული მხვერპლი. ჯეკის, როგორც სერიული მკვლელის კლასიკური სახეს ვეცნობით. ჩვენ ვიგებთ, რომ მას სისუფთავის მიმართ აკვიატებული დამოკიდებულება აქვს და იტანჯება ობსესიურ-კომპულსური აშლილობით.   ამ ინციდენტის დროს ის არაორგანიზებულია , მცირე სიბრალულსაც კი გამოხატავს მსხვერპლის მიმართ.

BeFunky-collage (9)მესამე ინციდენტი – ფოტო ობიექტივში მოქცეული ორი მსხვერპლი.  ჯეკის პიროვნული განითარების ახალი ეტაპი, როდესაც ის იწყებს მხვერპლებზე ფოტოების გადაღებას  განხვავებული რაკურსით. ჩვენ ვიგებთ, რომ სერიულ მკვლელს აქვს “ჰობი-ფოტოების გადაღება”, მხოლოდ იმიტომ, რომ პატარაობიდანვე მოსწონდა  ფოტოაპარატში დანახული სინათლის უკან მყოფი სიბნელე , რომელიც კარგად ჩანდა ფოტო ნეგატივში.

“მე ფოტოზე მეტად ვაფასებ მის ნეგატიურ ასლს, მაშინ როდესაცპატარა ვიყავი სწორედ ფოტოაპარატის ნეგატივში დავინახე სინათლის ნამდვილი სახე, ნამდვილი სიბნალე საიდანაც მხედავდი მუქ ფერს ..იგულისხმება დემონი.”

BeFunky-collage (8)მეოთხე ინციდენტი – მარტივი მხვერპლი და მისტერ დახვეწილობა.  ჯეკი იკვლევს რომანტიზმს და ყველაზე მარტივ ადამიანთან ცდილობს გაარკვიოს თუ ვინ არის სინამდვილეში არქიტექტორი თუ ინჟინერი ?… “მარტივი” ქალის სახის ჩვენებით და მასთან ჯეკის დამოკიდებულებით რეჟისორი ცდილობს გვანახოს მკვლელის განსხვავეული სახე , რომელიც პირველად სვავს კითხვებს და ღიად გამოხატავს გრძნობებს , რომელიც თითქოს აქამდე დაფარული, სადღაც მიძინებული იყო…

-კაცი ყოველთვის დანმაშავეა, ქალი ყოველთვის მხვერპლი_ამ ფრაზით თითქოს თავს იმართლებს, რომ მისი მიდრეკილება მკვლელობის მიმართ თავიდანვე  გენეტიკურ კოდში იყო  ჩაწერილი და დამნაშავის ბუნება სამყაროს ბალანს ემორჩილება.

BeFunky-collage (10)ყველა ინციდენტი გამოირჩევა მისი პირადი ხასიათით. თითეული მათგანი მნიშვნელოვან და დასამახსოვრებელ ნაწილად იქცა ჯეკის ცხოვრებაში,  შეიძლება ითქვას ამ ხუთმა ინციდენტმა მისი პიროვნება დაბადა , განავითარა და მოკლა.   ჯეკი რაღაც პრინციპით ირჩევს მათ და ესაუბრება “ხმად” წოდებულ ვერჯს.  ადამიანს , რომელსაც თავიდან ვერ ვხედავთ და ის თითქოს ჩვენი პოზიციიდან ელაპარაკება ჯეკს , მის საქციელს უარყოფს , განიკითხავს და ზიზღსაც კი გამოხატავს სერიული მკვლელის მიმართ.

ჯეკის საუბრები ვერჯთან შეიძლება შევაფასოთ, როგორც  მაღალი ინტელექტის მქონე ორი მოაზროვნე ადამიანის საუბარი ხელოვნებაზე, ბუნებასა თუ ეთიკის შესახებ, რომელსაც საფუძლად ადამიანების მკვლელობები უდევს.  ვერჯი არის სინდისის “ხმა”, რომელიც ჯეკის  ქმედებების ლოგიკას, ზნეობას და მნიშვენელობას განიხილავს. რეჟისორი არ ერიდება რეალური ხელოვნების ნიმუშების , ისტორიული ჩანაწერების , კადრების გამოყენებას ფილმში და ამ ფორმით ის ფილმს უფრო რეალურ სახეს აძლევს.

BeFunky-collage (12)გრძნობდა თუ არა სინდის და ტკივილს ჯეკი ? დიახ, მიუხედავად იმასა, რომ მას არ შეეძლო თანაგრძნობის გამოხატვა და ყოველდღიურად  სარკეში ვარჯიშობდა და სწავლობდა ისეთი გრძნობების გამოხატვას, როგორიცაა სიყვარული, სევდა, გაბრაზება და წყენა,  რეჟისორმა მაინც მოახერხა ჩვენთვის ეჩვენებინა, რომ ჯეკსაც ჰქონდა მისი ფასეულობები და სადღაც დაფარული ტკივილის გრძნობა, რომელსაც სამწუხაროდ ვერ უმკლავდებოდა და საშველად ისევ მკვლელობის გზას ირჩევდა .

…წარმოიდგინე ადამიანი, რომელიც ლამპიონით განათებულ ბნელ ქუჩაზე მიდის, მე ყოველდღე გავდივარ ამ გზას მკვლელობიდან მკვლელობამდე. გზის დასაწყისში, როდესაც ვკლავ მე სიამოვნებას განვიცდი. თუმცა ნელ-ნელა ვკარგავ სიამოვნების შეგრძნებას, როგორც თითეული ნაბიჯის შემდეგ სუსტდება უკან მომავალი ადამიანის ჩრდილი ლამპიონით განათებულ გზაზე. მისი კლებით იზრდება  წინ არსებული ჩრდილი, ამ დროს ტკივილი უფრო მატულობს. როგორც ლამპიონის ქვეშ არ არსებობს ჩრდილი, ისევე ქრება სიამოვნების შეგრძნებაც და ამ დროს აუტანელ ტკივილს განვიცდი. ლამპიონის ქვეშ ადამიანი დიდი ხნით ვერ გაჩერდება და მეც ვიწყებ ისევ ყველაფერს თავიდან  ახალ მსხვერპლით_მისტერ დახვეწილობა, ჯეკი.

BeFunky-collage (11)

 

Advertisements

JumpMan _დამტვრეული ილუზია

ჩემთვის ფესტივალი დაიწყო ივან ი. ტვერდოვსკის ფილმით ” მოხტუნავე “.

ფილმის პრემიერა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა . ის რეჟისორის მორიგი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც იმეორებს განწყობას მისი სხვა ფილმიდან ” ზოოლოგია” და კიდევ ერთხელ ცდილობს გადმოსცეს ” მუქი” კრიტიკა პუტინის პოლიტიკის მიმართ.

ყველაზე დიდი მოლოდინი და განხილვა გამოიწვია ფილმმა რუსულ საზოგადოებაში. ფილმი ეხება და აერთიანებს ბევრს მნიშველოვან თემას.

– თქვენი ფილმი შეიძლება ბევრი გზით განვიხილოთ : ზოგი წერს, რომ ეს ფილმი მარტოობაზეა, კრიზისზე, რომ ის მოტყუებული იმედებზე გვიყვება . ამ სიაში შემიძლია დავამატო მშობლებისა და შვილების პრობლემები და სახელმწიფო კრიზისი. და რას თვლით თქვენ ნამდვილად რა არის ფილმის მთავარი სათქმელი ?

-ეს არის ამბავი, თუ როგორ “იშლება ილუზიები”. ადამიანი, რომელიც მანამდე იზოლირებულია საზოგადოებისგან, მოულოდნელად იღებს მას და თავდაპირველად, ეს კომფორტულად გამოიყურება მაგრამ ამის შედეგად აუცილებელი ხდება მორალური არჩევანის გაკეთება.

გარდა ამისა, ეს არის ამბავი დედასა და შვილს შორის ურთიერთობის შესახებ. ერთი მეორეს იმდენად დიდ ჭრილობას აყენებს , რომ ბოლოს ვიღებთ ემოციურ მწვერვალს, რომელსაც გმირი ან გადალახავს ან არ მიიღებს ._ მცირე მონაკვეთი რეჟისორის ერთ-ერთი ინტერვიუდან .

ფილმი ახალგაზრდა მსხვერპლზეა, რომელიც დედის მიერ ხდება ექსპლუატაციაში საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე. ეს მძიმე ტრაგიკული მაგრამ ცინიკური ამბავია რომელშიც მკაფიოდ იკვეთება ” იმ ” საზოგადოების მთავარი მოთხოვნილება _ ” ფული”. სწორედ მატერიალური კეთილდღეობაა მათი მამოძრავებელი ძალა რომელშიც ხვდება ფილმის მთავარი გმირი, დედისგან თექვსმეტი წლის წინ მიტოვებული; თავისუფლებაზე მეოცნებე დენისი.

ის ბავშთა თავშესაფარში გაიზარდა და წლების განმავლობაში ელოდებოდა ოჯახის სითბოს და დედას, რომელმაც ახალშობილი ასე უბრალოდ მიატოვა. მიტოვების მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის გამო ბიჭი სხვებისგან განსხვავებული ფიზიკური გამძლეობით გამოირჩევა. ამაში პირველივე სცენაში ვრწმუნდებით. თუმცა ის რადენადაც ძლიერია ფიზიკურად იმდენად სუსტი და ტრავმირებულია შინაგანად.

დედის დახმარებით ის თექვსმეტი წლის შემდეგ ისევ “გარეთ ” გამოდის, ისევ შეუძლია თავისუფლად სუთქვა, უკვე აქვს მისი ოთახი და ჰყავს გვერდით ” ოჯახი “, თუმცა ეს ილუზია რამდენიმე წუთში ქრება და ჩვენ პირველად ვხდებით საგზაო შემთხვევის მოულოდნელი მოწმეები. შემდეგ იგივე მეორდება და მეორდება, საბოლოოდ კი ვხდებით რომ ეს უბრალოდ დენიზის არაჩვეულებრივი გამძლეობის ხარჯზე შექმნილი შემოსავლის წყაროა ისეთი საზოგადოებისთვის სადაც თავმოყრილია პოლიცია, პროკურორი, ექიმი, ადვოკატი.

ეს არის საზოგადოება, რომელიც ავარიის შემდეგ წამომდგარ დენიზს “ეხმარება” და სთავაზობს სასმელს, გართობას და ფულს. დედის მიერ ჭაობში მოხვედრილ დენიზს უჩნდება პროტესტის გრძნობა და რამდენიმე ხნის შემდეგ უბრალოდ ჩერდება. არა პირადი ტკივილის არამედ ასეთ ჭაობში საბოლოოდ ჩათრევის სურვილის არ ქონის გამო. ის ისევ თავშესაფარში ბრუნდება და მაშინ როდესაც ის საბოლოოდ მიდის ამ “საქმიდან ” ასეთი ტექსტით “ემშვიდობებიან”

ჩვენ ვიპოვით სხვა შენნაირს.. ეს ქალაქი ნაგვითაა სავსე, ისევე როგორც შენ…

რეჟისორი გვიხატავს მისი თვალით დანახულ “სუპერგმირს” ჩვეულებრივი ადამიანური დაავადებით სახელად ანალგეზია, ( (ბერძნ. analgesia უგრძნობლობა) – ტკივილის შეგრძნების დაკარგვა. ) ეს კი მას საშუალებას აძლევს გადაჭრას ფიზიკური ტკივილი მაგრამ ფილმის გმირს სულიერი ტკივილის გადაჭრაში ნამდვილად ვერაფერი ეხმარება .

დენიზი დედასთან ერთად მოახერხებს ბავშვობიდან გაქცევას სავარაუდოდ უკეთესი საზოგადოებისთვის მაგრამ შედეგად სულ სხვა რეალობას იღებს. ეს არის რუსული სასამართლოს ზედა ეშალონის რეალობა, გაყალბებული სასამართლო პროცესები, მდიდარი მოქალაქეების, პოლიტიკოსების წინააღმდეგ დამამცირებელი სამართალწარმოება . რეალობა რომელიც მიუღებელი აღმოჩნდა დენიზისთვის და ის ისევ იქ ბრუნდება სადაც ყველა კარგად გრძნობს თავს. შეკითხვაზე თუ რატომ დაბრუნდა? რატომ წამოვიდა ” დედის ” სახლიდან დენიზის პასუხი იყო რეალობის შემდეგ მიღებული დასკვნა და ის ჟღერდა შემდეგნაირად:

სახლში რთულია, არა მხოლოდ მასთან.. უბრალოდ რთულია. მათ არ ესმით ერთმანეთის, ისინი არ უგებენ ერთმანეთს.. ასეთი ცხოვრება მართლაც რთულია…

Krotkaya_სინაზის ძლიერი მხარე

sergei-loznitsa

სერგეი ლოზნიცა უკრაინელი რეჟისორია , რომელიც დაიბადა 1964 წელს, ბარანოვიჩიში, ბელარუსში. ის კიევში გაიზარდა და ცნობილია მსოფლიოში მისი დოკუმენტური და დრამატული ფილმებით. რეჟისორმა პირველი მხატვრული ფილმი 2010 წელს გადაიღო. მისი უახლესი ნაშრომი, „უწყინარი არსება (2017), ისევე როგორც წინა ორი ფილმი, „ჩემი სიხარული (2010) და „ნისლში (2012), კანის მთავარი კონკურსის ფარგლებში აჩვენეს.

krotkaya_poster

Continue reading “Krotkaya_სინაზის ძლიერი მხარე”

Kim Ki Duk_김기덕

director-kim-ki-duk

-სიყვარული არ არის მარტივი და მისი ბევრ ადამიანს ეშინია, რადგან ის ჭრილობებს ტოვებს. მაგრამ სიყვარულზე საშიში ადამიანია. მე ახლა მისი უფრო მეშინია.

ბათუმის საავტორო კინოფესტივალის დახმარებით წელს კიდევ ერთხელ ვისიამოვნე კიმ კი დუკის შესანიშნავი, დამაფიქრებელი და საინტერესოო ფილმის დიდ ეკრანზე ნახვით. დაახლოებით 3 წელია , რაც კიმ კი დუკის შემოქმედებას ვიცნობ , ყოველი მისი ფილმის ნახვის შემდეგ კი ახალ დეტალებს ვამჩნევ.  გადაღების ტექნიკა , ფილმის თემატიკა , პერსონაჟების ქცევა, დეტალებით აწყობილი რეალისტური სურათი , რომელშიც ადვილია ამოიკითხო პრობლების თუ თემის სიმძიმე სულ უფრო იხვეწება, ყველაფერი კი ერთი მიზნისკენ მიდის, კიმის აუხდენელი ოცნებისკენ შექმნას ფილმი, რომელიც ჯერ არავის გაუკეთებია – რომელიც არ გაკეთებულა და რომელსაც სხვა ვერავინ გადაიღებს.

4779ce3247fe01125f3e6adf5e6c3fd8

Continue reading “Kim Ki Duk_김기덕”

JUPITER HOlDJA_სიკვდილი არ ნიშნავს დასასრულს..

JupiterHoldja_FBcover_1-700x300

     კორნეი მუდრუცოს “იუპიტერის მთვარე “- (Jupiter’s Moon)  ჩემი ფავორიტი ფილმია, რომლის ნახვითაც ვგეგმავდი ბათუმის საავტორო ფესტივალზე ფილმების ნახვის სეზონის გახსნას, თუმცა გარკვეული ტექნიკური ხარვეზების გამო ფილმის ჩვენება გადაიდო.  ბოლო დღეს   ” გემრიელ ლუკმად ” შემორჩენილ ფილმზე დასწრების მსურველთა დიდ რაოდენობას მეც შევუერთდი და ნამდვილად ვისიამოვნე ფილმის ყურებით..  პირველი გამოჩენა დიდ ეკრანზე და საეჭვოდ დაბნეული მაყურებელი “ეს ხომ მერაბ ნინიძეა, ქართველი უცხოურ ფილმში? ეს ქართული ფილმია?  ”  …. მსგავსმა ფრაზებმა და აზრებმა  მოიცვა კინოთეატრის დარბაზი , თუმცა მე იმ უმცირესობას მივეკუთვებოდი, რომელსაც არ გაჰკვირვებია მერაბის დანახვა ფილმში . ( მთავარი მიზეზი რატომაც ეს ფილმი ფავორიტ სანახავ ფილმებში შევიყვანე ალბათ ჩემი მერაბის და მისი ნიჭის მიმართ სუბიექტურ დამოკიდებულებაშია. )

70th Cannes Film Festival - Photocall for the film Jupiter's Moon (Jupiter holdja) in competition
    Continue reading “JUPITER HOlDJA_სიკვდილი არ ნიშნავს დასასრულს..”

Take OFF_თავისუფლების ძიებაში

57_aheyabdolhalim6

 

ირანული ფილმი ოჯახზე, რომელმაც ყველაფერი დაკარგა. მთავარი გმირების ცხოვრება, რომელიც სულ რაღაც 15 წუთში გადაიქცა ტრაგედიად.  მამის შეცდომების გამო განადგურებული ოჯახი ცდილობს იპოვოს ცხოვრების გასაგრძელებელი მიზეზი . ფილმში ძალიან ბევრი მთავარი პერსონაჟია , რომლებიც ერთმანეთისგან ხასიათით , ქცევებით და ემოციებით განსხვავდებიან, მაგრამ მათ მთავარი რამ აერთიანებთ , ეს ბედნიერების და სიცოცხლის სურვილის  არარსებობაა.

 

“სიკვდილის კი არ უნდა გეშინოდეს, არამედ იმის, რომ ვერასოდეს დაიწყებ სიცოცხლეს”_მარკუს ავრელიუსი

photo_2017-04-17_17-33-17

Continue reading “Take OFF_თავისუფლების ძიებაში”

მკვდარი სიჩუმე

8a27-delegation-for-film-birds-are-singing-in-kigali-of-film-director

იოანა კოს  კრაუზისა და კშიშტოფ კრაუზის ფილმის პრემიერა  4 ივლისს კარლოვ ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. ფილმმა კრიტიკოსებს შორის ფართო აღიარება მოიპოვა.  სამწუხაროდ ფილმის გადაღებების დროს რეჟისორი  და მთავარი ოპერატორი გარდაიცვალა . ამ ტრაგედიის მიუხედავადა ფილმზე მუშაობა  წარმატებით გააგრძელა მისმა მეუღლემ იოანამ, რადგან მისი თქმით  ფილმის მიმართ ვალდებულებას გრძნობდა. –

e9bc-joanna-kos-krauze-krzysztof-krauze

– “ტრაგედია , რომელიც ფილმშია ასახული ჩვენთვის არ არის უცხო, რადგან ჩვენი წინაპრები ამ ტრაგედიის მსხვერპლები არიან. ფილმზე მუშაობის დასრულება ერთგვარი ვალდებულებაც  კი იყო ჩვენი მხრიდან . ჩვენ  ვეცადეთ  ამ ფილმის დახმარებით პასუხი გაგვეცა  კითხვაზე თუ საიდან მოდის  ძალადობა და რა მძიმე შედეგი შეიძლება ჰქონდეს მას თითეული ადამიანისთვის- განაცხადა იოანამ ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე ფილმის წარდგენის დროს. ”

maxresdefault

 

Ptaki śpiewają  kigali (ჩიტები მღერიან კიგალში) პოლონეთის პირველი ფილმია ლტოლვილების შესახებ.
ფილმში ვხედავთ პოლონელ ორნიტოლოგ ანას, რომელიც 1994 წელს აფრიკაში იმყოფება, სადაც რუანდას ჰუტუს უმრავლესობამ ტუტსების უფრო მცირერიცხოვანი მოსახლეობის წინააღმდეგ გენოციდი მოაწყო. ანა ადგილობრივი კოლეგის შვილის გადარჩენას ახერხებს,  რომლის მთელი ოჯახი ამოწყვიტეს და პოლონეთში მიჰყავს.

 

39346_43_Die_singenden_Voegel_von_Kigali_c_Kosfilm_02
პოლონეთში ჩამოსვლის შემდეგ, ჩვენ ვხედავთ ორ  განადგურებულ  ადამიანს, რომლებიც ნორმალურ რუტინულ ცხოვრებას ვეღარ ახერხებენ. ისინი ცდილობენ მდგომარეობასთან შეგუებას, ორ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ ქალს ერთნაირი საზარელი გამოცდილება აერთიანებთ და მიუხედავად მათი მცედოლობისა  დააიგნორონ წარსული, ის ყოველდღიურობაში იჩენს თავს.   ხელის ტრავმა და ფიცხი ხასიათი ხელს უშლით სიმშვიდე მოიპოვონ..

3291_movie_poster

კლაუდინი მსხვერპლის როლის მორგებაზე უარს ამბობს. მოგვიანებით, როცა რუანდის ტომების მდგომარეობა უმჯობესდება, ახალგაზრდა ქალი სამშობლოში ბრუნდება. საკუთარ სამშობლოში დაბრუნება არც ისე ადვილია, როდესაც ყველაფერი განადგურებული  და დანგრეულია.  საკუთარ სახლში შესვლაც კი უჭირს , რადგან იქ უკვე სხვები ცხოვრობენ, მთავარი მიზანი დაკარგული ოჯახის მკვდარი სხეულების პოვნაა, რადგან ისინი იმსახურებენ არსებობდეს მათი საფლავები . კლაუდინი ცდილობს ასეთი სახით აღადგინოს სამართლიანობა მისი ოჯახის მიმართ. ყველა ადამიანი იმსახურებს საფლავის ქვას და ადგილს, სადაც ახლობლებს შესაძლებლობა ექნებათ მათი მონახულების და დატირების.

D4hktkqTURBXy9hNTE1MmNmYzA4YjE3MjkzZWYyNDlkZDIyMDhhYjEwZS5qcGVnkpUCzQJsAMLDlQIAzQJYwsM

ანა მეცნიერულ კარიერაში წინსვლისთვის საჭირო ნაბიჯების გადადგმაზე უარს ამბობს , სამსახურს ტოვებს , მამის მიერ დატოვებულ ყველა ნივთს ყიდის და კლოდინს აფრიკაში მიჰყვება.

-შეამჩნიე

-რა?

-ჩიტები აღარ არიან…სრული სიჩუმეა , არადა რამდენი იყო. დედა ხუმრობდა ხოლმე, მამაშენმა სახლი ჩემთვის კი არა ჩიტებისთვის ააშენაო.

 

 

 

” უკომპრომისო დრამა”  – ასე მარტივად შემიძლია შევაფასო ფილმი, სადაც ძალადობის , ტკივილის , დიდი სულიერი თუ ფიზიკური ტრავმის ფონზე ჩვენ ვხედავთ ადამიანების ბრძოლის დაუჯერებელ მაგალითს. ისტორია ორ ქალზე , რომლებიც დამსხვრეული ფსიქიკით და მიღებული ჭრილობებით მაინც ცდილობენ გადარჩენას .  როდესაც კლოდინი ნებდება და ამბობს , რომ თავს გრძნობს როგორც მკვდარი . მისი   მეგობარი ანა არ აძლევს დანებების საშუალებას. ისინი ცდილობენ სიბნელეში იპოვონ სინათლის სხივი ..

“ეს მიწა ასობით წლის განმავლობაში აღარ იქნება მშვიდობიანი.”

“აქ აღარ არის  ფრინველი, მხოლოდ  მკვდარი დუმილია ”

 

6e4b-actresses-jowita-budnik-and-eliane-umuhire-best-actress-award-bi

“ფილმი ეხება 1994 წელს რუანდის გენოციდის შემდგომ არსებულ ტრავმის, რასიზმისა და ქალთა მიმართ მოპყრობის საკითხებს, საბოლოო ჯამში იმედიანი ფილმია, რომელიც გვიჩვენებს ადამიანის ბუნებას “წერს Laurence Boyce ფილმის შესახებ.

 

 

არა მხოლოდ შენს სულს,  შენს კანსაც ჭამს ცემენტი

 

 

img_0175

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს განცხადებით, ლიბანში სირიელი ლტოვილების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. ეს ოფიციალური მონაცემებით თუმცა რეალურად ლიბანში  დაახლოებით 1.5 მილიონი ლტოლვილი ცხოვრობს, ამ რიცხვით ქვეყანა პირველია მსოფლიოში ლტოლვილთა რაოდენობით. ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით  2011 წლის მარტში სირიაში დაწყებულ კონფლიქტს 100 000 ადამიანზე მეტი ემსხვერპლა. ფილმი იმ ადამიანების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც სიკვდილს გადაურჩნენ , მაგრამ ისევ ჯოჯოხეთში იმყოფებიან..
„ცემენტის გემო“ ლტოლვილი მუშების ისტორიას მოგვითხრობს. ადამიანების ისტორიას, რომლებმაც წარსული და მომავალი დაკარგეს და ინერციით მისდევენ აწმყოს.

დოკუმენტურ ესე   (თამამად შევურჩიე ეს სახელწოდება, რადგან ფილმი მწერალის არტ ჰაქიაჯაკუპის მიერ დაწერილ ესეს გავს,  რომელიც  ზიად ქალთოუმ ეკრანზე გააცოცხლა რეალური ადამიანების მონაწილეობით… )  ასახავს სამწუხარო და საზიანო რეალობას, რომელშიც დღემდე იმყოფებიან ადამიანები. კონკრეტული ადამიანების მაგალითზე რეჟისორი ცდილობს დაგვანახოს ლტოლვილთა ცხოვრება ომის შემდეგ ..

რეჟისორი ქმნის ტრაგიკომედიას სირიელი მშენებლების შესახებ, რომლებიც სამოქალაქო ომის შედეგად დატოვებულ ნანგრევებზე ბეირუთში ახალ ცათამბრჯენებს აშენებენ. ამ დროს კი სირიაში  მათი საკუთარი სახლები იბომბება.  ცხელ ამინდში მუშაობას მუდმივი მშენებლობის ხმაურთან ერთად ემატება  შემაშფოთებელი ხმაური: ეს არის ომის, დაბომბვის  ნანგრევების  და ტრავმული მოგონებების ხმაური.

wp-image--783378566

რეჟისორი ზიად ქალთოუმ მიმოიხილა სირიის დაუსრულებელი კატასტროფის ბნელი გამოცდილება, რომელიც  მშენებელი დევნილების სახით გრძელდება.

ეს ფილმი ვიზუალურად მყარი და საოცრად პოეტურია. ფილმში ნაჩვენებია ბარბაროსული მდგომარეობა სირიელი მუშების ცხოვრების შესახებ.. მიუხედავად იმისა რომ ისინი  გადარჩნენ მათი  სახლების და  ქალაქების ტრაგიკული დაშლის შემდეგ, მაინც ვერ გრძნობენ თავს გადარჩენილებად და ისევ   ცხოვრობენ ჯოჯოხეთში.

სიბნელეში მავნე ცემენტულ ჰაბიტატებში ბეირუთში, გაზეთის  ჟურნალისტმა პატარა სატელევიზიო ეკრანზე განაცხადა, რომ სირიის ლტოლვილების მიმართ რასიზმი ახლო აღმოსავლეთში გავრცელდა.  მედიის რიტორიკა სირიის ლტოლვილებთან მიმართებაში არ არის განსაკუთრებით დადებითი ქვეყნებში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი და აშშ. შარშან გამოქვეყნებული გამოკვლევა აღნიშნავს, რომ ბრიტანეთში მემარჯვენე პრესა მხარს უჭერს მიმდინარე ანტი ლტოლვილთა მიდგომას.

1438597183-image-4.png

კონტრასტი აწმყოსა და წარსულს  შორის კარგად ჩანს  მუშების თვალებში , მათ  კანსა და  სულში. ისინი არიან ადამიანები,  რომლებიც ვერასდროს გაექცევიან იმ რეალობას, რომელშიც იყვნენ და სამწუხაროდ აწმყოშიც ასეთ პირობებში უწევთ ცხოვრება. ..

ცემენტის გემოსგან განადგურებული არიან მაგრამ ცემენტის “გემოს” დავიწყება არც ისე იოლია, ის უკვე გამჯდარია   მათი კოლექტიურ მეხსიერებაში. “არა მხოლოდ შენს სულს  ,  შენს კანსაც ჭამს ცემენტი”.   ომის ტყვეობაში მყოფებს უხმოდ გაჰყავთ დრო ცემენტის მიწისქვეშეთში და მოთმინებით ელოდებიან მომდევნო დღის გათენებას

სიტუაცია სირიაში სულ უფრო უიმედო ხდება .  სახლი არ არის იქ სადაც გულია სახლი იქ არის სადაც ლტოლვილები არიან, რადგან სამწუხაროდ მათ ყველაფერთან ერთად გულიც დაკარგეს. ეს უმწეობა და უიმედობა ჩნდება ყველა ლტოლვილის აზროვნებაში, მათი ჯოჯოხეთიც ყოველდღიურ რუტინულ შრომას ემსგავსება, როდესაც აღარავინ ცდილობს იბრძოლოს, წინააღმდეგობა გაუწიოს.. 

ფილმის ყურებისას ერთი კითხვა არ მასვენებდა   თანამედროვე საზოგადოება ასეთი  დაუნდობელი გახდა თუ  ყოველთვის ასე იყო? მაინტერესებდა ვინმე თუ ცდილობდა ათასობით ლტოლვილის ცხოვრების პირობებზე?

ცემენტის გემო 85 წუთის განმავლობაში გლოვობს და ძირითადად ჩუმად მოგზაურობს. ეს არის ახალი სახის  დოკუმენტური ფილმი სადაც ვხედავთ ინტიმურ ურთიერთობას სუბიექტსა და სივრცეს შორის . ფილმი მოგვითხრობს ადამიანებზე რომლებიც ბევრი შენობის მსავსად შინაგანად იშლებიან და მათთვის ძილიც კი ძალიან  მტკივნეული და რთული ამოცანაა.

  ფილმში გვესმის   გულწრფელი, ძლიერი კომენტარები წარსულის შესახებ და  განადგურებული სამშობლოს შესახებ  მემუარები (რეჟისორი ზიად ქალთოუმ  არის სირიელი ლტოლვილი).

ცემენტის გემო არის ლექსი რითმების გარეშე,  მკაცრი რიტმი და სტრუქტურა. საბოლოო ჯამში, ეს არის ფილმი ტყვეობაში “თავისუფლების”, სტიგმისგან განცალკევების სირთულეების  და დევნილთა მსოფლიო ტკივილის შესახებ..

45

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის განცხადებით 3 მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილად დარეგისტრირდა, უიმედო კრიზისი კი უფრო უარესდება.  BBC-ს ცნობით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი (UNHCR) აცხადებს, რომ სირია “ჩვენი დროის ყველაზე დიდი ჰუმანიტარული საფრთხის წინაშეა”. სირიელი მოსახლეობის თითქმის ნახევარს საკუთარი სახლების დატოვება მოუხდა.

ლტოლვილთა უმეტესობა სირიის მოსაზღვრე ქვეყნებს შეეხიზნა, მათ შორის, 1.4 მილიონი ადამიანი თავშესაფარს ლიბანში ეძებს.    სამწლიანი სამოქალაქო ომის განმავლობაში სირიაში 190.000–ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

მილიონობით სირიელი ლტოლვილი უკვე მერამდენე წელია, ზამთარს მეზობელ თურქეთში ლიბიაში  ან იორდანიაში, ზაათარის ბანაკში, ერაყში ან სულაც ევროპის რომელიმე ქვეყნის საზღვრის სიახლოვეს აღმართულ კედელთან ხვდება.

ამ ფონზე კი ევროპასა და სხვადასხვა ქვეყანაში სირიელი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსია მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე კუბასთან გაჩერებულ გერმანელი ებრაელების გემს ჰგავს, რომელიც პასუხისმგებელი პირების მოლოდინში სულ მალე ჩაიძირება.

BIAFF 2017.

      17 სექტემბერს, ბათუმის მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალი BIAFF-ი საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალი გიორგი ოვაშვილის ფილმის „ხიბულა“ ჩვენებით დაიწყო. გახსნის ცერემონიალი ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრში გაიმართა.

21557605_1675917745760487_2706596467310632804_n

 

     ბიაფის ბანერი, წითელი ხალიჩა და ძალიან დიდი ზღვის ცხენი ყველა კინომოყვარულ სტუმარს ფესტივალზე ეპატიჟებოდა. მეც უკვე მეორე წელია დიდი ინტერესით ვმონაწილეობ და ჩართული ვარ ფესტივალში . პირველი დღე ყველაზე კარგია, რადგან ეს დასაწყისია საინტერესო ერთი კვირის , როდესაც შეგიძლია საერთაშორისო აღიარების მქონე ფილმებს უყურო საკუთარ ზღვისპირა ქალაქში დიდ ეკრანზე მეგობრებთან ერთად. 

21751743_1676613435690918_1570258208173702385_n

გახსნის ცერემონიაზე საპატიო სტუმრად მიწვეული ცნობილი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი მსოფლიო კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისთვის კინოფესტივალის ყოველწლიური სპეციალური პრიზით დააჯილდოვეს. შესრულდა კომპოზიტორის მუსიკალური ნაწარმოებები.

 

21557428_1675916579093937_5968957948581594141_n

 21557596_1675916672427261_4392171802527245781_n.jpg

 

21558830_464164090636758_1353902863850756680_n
სპეციალური პრიზი სამსახიობო ოსტატობისთვის ვახტანგ კიკაბიძეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ გადასცა, მიულოცა და მომავალი შემოქმედებითი წარმატებები უსურვა.

21557466_464164187303415_1058549445732967727_n21743120_1675916492427279_7019601293161087800_n21751343_1675916685760593_3205943905548094108_n

ფესტივალი  სამ მთავარ ნომინაციას ითვალისწინებს — საუკეთესი მხატვრული, საუკეთესო დოკუმენტური და საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი.

მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის ჟიურის ცნობილი ირანელი კინორეჟისორი და სცენარისტი მოჰსენ მაჰმალბაფი უხელმძღვანელებს, დოკუმენტური ფილმების კონკურსის ჟიურის — ქართველი კინორეჟისორი ალექსანდრე რეხვიაშვილი.

მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში ნაჩვენები იქნება 10 , ხოლო დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი იქნება 9 ფილმი.  (ყოველდღიურ კინოსეანსების განრიგს გაეცანით აქ )

მხატვრული ფილმების კონკურსის ნომინაციები – საუკეთესი ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ქალი და მამაკაცის როლის შემსრულებელი, ჟიურის სპეციალური პრიზი. საერთშორისო ჟიური შედგება 5 წევრისგან, რომლის თავჯდომარეა ცნობილი ირანელი კინორეჟისორი – მოჰსენ მახმალბაფი.

დოკუმენტური ფილმების კონკურსის ნომინაციები – საუკეთესი ფილმი, ჟიურის სპეციალური პრიზი. საერთშორისო ჟიური შედგება 5 წევრისგან, რომლის თავჯდომარეა ცნობილი ქართველი კინორეჟისორი – ალექსანდრე რეხვიაშვილი.
BIAFF ფესტივალის კინოჩვენებების ლოკაციები – კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო “Wyndham” კონფერენს დარბაზი, კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ ერას მოედანზე
კინოფესტივალზე დასწრება – კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა. კინოთეატრ „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა – ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება ( რაც რეზევირების და კონტროლისთვის გამოიყენება) კინოთეატრში BIAFF ინფო ცენტრში, ასევე ონლაინ დაჯავშნით .

 

 

BIAFF 2017 – ბათუმის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამა – დოკუმენტური და მხატვრული ფილმების სექცია

ბათუმის საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფილმების შერჩევა 2017 წლის საერთაშორისო კონურსის პროგრამისთვის. ბათუმის კინოფესტივალი ტარდება 2017 წლის 17-24 სექტემბერს. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია – ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ქ. ბათუმის მერია. მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში ნაჩვენები იქნება 10 ფილმი:

1. პატიოსანი კაცი, მოჰამად რასულოფ, ირანი, 2017, 117 წთ.

2. ჩიტები მღერიან კიგალიში, იოანა კრაუზე, ქშიშტფ კრაუზე, პოლონეთი, 2017, 113 წთ.

3. Claire Obscure, იეშიმ უსტაოღლუ, თურქეთი/პოლონეთი/საფრანგეთი, 2016, 100 წთ.

4. დედე, მარიამ ხაჭვანი, საქართველო/კატარი, 2017, 97 წთ. 5. ნაზი არსება, სერგეი ლოზნიცა, უკრაინა/გერმანია/ჰოლანდია/რუსეთი/ლიტვა, 2017; 143 წთ.

6. როგორ წაიყვანა ვიქტორ „ნიორმა“ ალექსეი მოხუცებულთა თავშესაფარში, ალექსადნრე ჰანტი, რუსეთი, 2017, 90 წთ.

7. იუპიტერის მთვარე, კორნელ მუნდრუზო, უნგრეთი/გერმანია, 2017, 123 წთ.

8. მეტი, ონურ საილაკ, თურქეთი, 2017, 115 წთ.

9. წვეულება, სალი პოტტერ, დიდი ბრიტანეთი, 2017, 71 წთ.

10. აფრენა, ეჰსან აბდიპოური, ირანი,

2017 მხატვრული ფილმების კონკურსის ნომინაციები – საუკეთესი ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ქალი და მამაკაცის როლის შემსრულებელი, ჟიურის სპეციალური პრიზი. საერთშორისო ჟიური შედგება 5 წევრისგან, რომლის თავჯდომარეა ცნობილი ირანელი კინორეჟისორი – მოჰსენ მახმალბაფი.

დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი იქნება 9 ფილმი: 1. აუსტერლიცი, სერგეი ლოზნიცა, გერმანია, 2016; 94 წთ.

2. ბურმის მოთხრობების კრებული, პიტერ ლომ, ჰოლანდია/ნორვეგია, 2017, 81 წთ.

3. აჩრდილების ქალაქი, მეთიუ ჰეინმან, აშშ, 2017, 90 წთ.

4. მზის ქალაქი, რატი ონელი, საქართველო/აშშ/ქატარი/ჰოლანდია, 2017, 104 წთ.

5. დიქსი ლენდი, რომან ბონდარჩუკი, უკრაინა/ლატვია/გერმანია, 2016, 60 წთ.

6. თავისუფლების დღე, უგის ოლტე/მორტენ ტრაავიკ, ნორვეგია/ლატვია, 2016, 100 წთ.

7. ჩემი გარეუბნის ისტორია, იუნუს კურკუტ, თურქეთი, 2017

8. ცემენტის გემო, ზიად ქალთოუმ, გერმანია/ალბანეთი/სირია/არაბეთის გაერთიანებული საემიროები/კატარი, 2017, 85 წთ.

9. ცოცხლად დარჩენის მეთოდი, არნო ჰაგერს/ერიკ ლიეშუტ, რეინერ ვან ბრუმელენ, ჰოლანდია/ბელგია, 2016; 70 წთ.

დოკუმენტური ფილმების კონკურსის ნომინაციები – საუკეთესი ფილმი, ჟიურის სპეციალური პრიზი. საერთშორისო ჟიური შედგება 5 წევრისგან, რომლის თავჯდომარეა ცნობილი ქართველი კინორეჟისორი – ალექსანდრე რეხვიაშვილი.

BIAFF ფესტივალის კინოჩვენებების ლოკაციები – კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო “Wyndham” კონფერენს დარბაზი, კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ ერას მოედანზე კინოფესტივალზე დასწრება – კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა.

კინოთეატრ „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა – ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება ( რაც რეზევირების და კონტროლისთვის გამოიყენება) კინოთეატრში BIAFF ინფო ცენტრში.

კინოფესტივალზე აკრედიატაცია (მედია / ინდსუტრია) – სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ აკრედიტაციაზე მოგვმართონ ფესტივალის საიტზე რეგისტრაციის მეშვეობით – http://biaff.org/media-acreditation

კინოფესტივალის სპონსორები – საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, სასტუმრო „WYNDHAM BATUMI” კინოფესტივალის მხარდამჭერები – კინოთეატრი „აპოლო“, British Council, Goethe Institute Georgia, სასტუმრო „რჩეული ვილა“, სასტუმრო „Batumi Plaza”, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, „HQ პროპაგანდა“, ტურკომპანია „ვონდერლენდი“ კინოფესტივალის მედია პარტნიორები – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია, რადიო ფორტუნა, ფორტუნა +, ბათუმი ტვ, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები – newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Film New Europe (www.filmneweurope.com), გაზეთი ბათუმელები, netgazeti.ge კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org; http://www.facebook.com/biaffbatumi; დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით – info@biaff.org, პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ – press@biaff.org; ტელ: 599-482181б 593-998272