The House That Jack Built_მისტერ დახვეწილობა, ჯეკი ♥‿♥

კანში საერთაშორისო კინოფესტივალზე დანიელმა რეჟისორმა , ლარს ფონ ტრიერმა ახალი ფსიქოლოგიური თრილერით კიდევ ერთხელ მიიქცია კრიტიკოსთა ყურადღება. ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ფილმის მხოლოდ იდეა არსებობა ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ფილმი რეჟისორის ყველაზე სასტიკი და ძალადობრივი ნამუშევარი იქნებოდა.

რეჟისორს სჭირდებოდა კანის ფესტივალზე 7 წლიანი აკრძალვის შემდეგ “ხმამაღალი ” დაბრუნება და ვფიქრობ მან ეს სრულყოფილად მოახერხა. ყველაზე თამამი, ირონიული, რელიგიური თუ შემოქმედებითი ქვეტექსტების დახმარებით ფილმი გვიყვება ამბავს, რომლის საზღვარი ადამიანურ სისასტიკესა და ხელოვნების ფეტიშიზმს შორის გადის.

BeFunky-collage (13)

ფილმის სიუჟეტი 70-იანი წლების ამერიკაში ვითარდება და მაღალი ინტელექტის მქონე სერიული მკვლელის, სახელად ჯეკის ისტორიას გვიყვება. მაყურებელი 12 წლის განმავლობაში ჩადენილი მკვლელობების მიხედვით აკვირდება მის სერიულ მკვლელად ჩამოყალიბების პროცესს. მისი ავადმყოფობის , დაბრკოლებების თუ წინააღმდეგობების კვალდაკვალ ფილმი ძალიან მძიმე, სასტიკ და დრამატულ ისტორიას გვიყვება.

ჩემი ახალი ფილმის მთავარი იდეა ისაა, რომ ცხოვრება აზრისგან დაცლილი და სასტიკია, რასაც ჰომო ტრამპუსის, ვირთხების მეფის აღზევებაც ამტკიცებს”_ განაცხადა რეჟისორმა , რომელიც ღიად აფიქსირებდა  ფილმის შექმნის დროს “შთაგონების წყაროდ” დონალდ ტრამპის არსებობას.

BeFunky-collage (6)ფილმი  “სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა” დაყოფილია 5 ინციდენტად, რადგან სწორედ ხუთმა ერთმანეთისაგან რადიკალურად განსხვავებულმა მსხვერპლმა, სხვადასხვა პერიოდში ჯეკის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, მასზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა და შეცვალა მისი პიროვნული დამოკიდებულება, შეხედულებები და ავადმყოფობის მიმართ მდგრადობა . თითეულმა ინციდენტმა რადიკალური გარდატეხა მოახდინა ჯეკის პიროვნებაში. რეჟისორი თავდაპირველად გვიხატავს კლასიკური სერიული მკვლელის სახეს, მაგრამ ის ფილმის მიმდინარეობის დროს გვიჩვენებს მის განვითარებას, გვანახებს ჯეკის უცნობ, დაფარულ შესაძლებლობებს და გვაჩვენებს სერიული მკვლელის ცვლილებების ძალიან გრძელ გზას.

პირველი ინციდენტი – მოსაბეზრებელი , აუტანელი მხვერპლი, რომელიც იქცა ყველაფრის საწყისად. მან მოახერხა ჯეკში მკვლელის გაღვიძება, როდესაც მას სუსტი არსება უწოდა.

BeFunky-collage (7)

მეორე ინციდენტი – ფულის მოყვარული მარტოსული მხვერპლი. ჯეკის, როგორც სერიული მკვლელის კლასიკური სახეს ვეცნობით. ჩვენ ვიგებთ, რომ მას სისუფთავის მიმართ აკვიატებული დამოკიდებულება აქვს და იტანჯება ობსესიურ-კომპულსური აშლილობით.   ამ ინციდენტის დროს ის არაორგანიზებულია , მცირე სიბრალულსაც კი გამოხატავს მსხვერპლის მიმართ.

BeFunky-collage (9)მესამე ინციდენტი – ფოტო ობიექტივში მოქცეული ორი მსხვერპლი.  ჯეკის პიროვნული განითარების ახალი ეტაპი, როდესაც ის იწყებს მხვერპლებზე ფოტოების გადაღებას  განხვავებული რაკურსით. ჩვენ ვიგებთ, რომ სერიულ მკვლელს აქვს “ჰობი-ფოტოების გადაღება”, მხოლოდ იმიტომ, რომ პატარაობიდანვე მოსწონდა  ფოტოაპარატში დანახული სინათლის უკან მყოფი სიბნელე , რომელიც კარგად ჩანდა ფოტო ნეგატივში.

“მე ფოტოზე მეტად ვაფასებ მის ნეგატიურ ასლს, მაშინ როდესაცპატარა ვიყავი სწორედ ფოტოაპარატის ნეგატივში დავინახე სინათლის ნამდვილი სახე, ნამდვილი სიბნალე საიდანაც მხედავდი მუქ ფერს ..იგულისხმება დემონი.”

BeFunky-collage (8)მეოთხე ინციდენტი – მარტივი მხვერპლი და მისტერ დახვეწილობა.  ჯეკი იკვლევს რომანტიზმს და ყველაზე მარტივ ადამიანთან ცდილობს გაარკვიოს თუ ვინ არის სინამდვილეში არქიტექტორი თუ ინჟინერი ?… “მარტივი” ქალის სახის ჩვენებით და მასთან ჯეკის დამოკიდებულებით რეჟისორი ცდილობს გვანახოს მკვლელის განსხვავეული სახე , რომელიც პირველად სვავს კითხვებს და ღიად გამოხატავს გრძნობებს , რომელიც თითქოს აქამდე დაფარული, სადღაც მიძინებული იყო…

-კაცი ყოველთვის დანმაშავეა, ქალი ყოველთვის მხვერპლი_ამ ფრაზით თითქოს თავს იმართლებს, რომ მისი მიდრეკილება მკვლელობის მიმართ თავიდანვე  გენეტიკურ კოდში იყო  ჩაწერილი და დამნაშავის ბუნება სამყაროს ბალანს ემორჩილება.

BeFunky-collage (10)ყველა ინციდენტი გამოირჩევა მისი პირადი ხასიათით. თითეული მათგანი მნიშვნელოვან და დასამახსოვრებელ ნაწილად იქცა ჯეკის ცხოვრებაში,  შეიძლება ითქვას ამ ხუთმა ინციდენტმა მისი პიროვნება დაბადა , განავითარა და მოკლა.   ჯეკი რაღაც პრინციპით ირჩევს მათ და ესაუბრება “ხმად” წოდებულ ვერჯს.  ადამიანს , რომელსაც თავიდან ვერ ვხედავთ და ის თითქოს ჩვენი პოზიციიდან ელაპარაკება ჯეკს , მის საქციელს უარყოფს , განიკითხავს და ზიზღსაც კი გამოხატავს სერიული მკვლელის მიმართ.

ჯეკის საუბრები ვერჯთან შეიძლება შევაფასოთ, როგორც  მაღალი ინტელექტის მქონე ორი მოაზროვნე ადამიანის საუბარი ხელოვნებაზე, ბუნებასა თუ ეთიკის შესახებ, რომელსაც საფუძლად ადამიანების მკვლელობები უდევს.  ვერჯი არის სინდისის “ხმა”, რომელიც ჯეკის  ქმედებების ლოგიკას, ზნეობას და მნიშვენელობას განიხილავს. რეჟისორი არ ერიდება რეალური ხელოვნების ნიმუშების , ისტორიული ჩანაწერების , კადრების გამოყენებას ფილმში და ამ ფორმით ის ფილმს უფრო რეალურ სახეს აძლევს.

BeFunky-collage (12)გრძნობდა თუ არა სინდის და ტკივილს ჯეკი ? დიახ, მიუხედავად იმასა, რომ მას არ შეეძლო თანაგრძნობის გამოხატვა და ყოველდღიურად  სარკეში ვარჯიშობდა და სწავლობდა ისეთი გრძნობების გამოხატვას, როგორიცაა სიყვარული, სევდა, გაბრაზება და წყენა,  რეჟისორმა მაინც მოახერხა ჩვენთვის ეჩვენებინა, რომ ჯეკსაც ჰქონდა მისი ფასეულობები და სადღაც დაფარული ტკივილის გრძნობა, რომელსაც სამწუხაროდ ვერ უმკლავდებოდა და საშველად ისევ მკვლელობის გზას ირჩევდა .

…წარმოიდგინე ადამიანი, რომელიც ლამპიონით განათებულ ბნელ ქუჩაზე მიდის, მე ყოველდღე გავდივარ ამ გზას მკვლელობიდან მკვლელობამდე. გზის დასაწყისში, როდესაც ვკლავ მე სიამოვნებას განვიცდი. თუმცა ნელ-ნელა ვკარგავ სიამოვნების შეგრძნებას, როგორც თითეული ნაბიჯის შემდეგ სუსტდება უკან მომავალი ადამიანის ჩრდილი ლამპიონით განათებულ გზაზე. მისი კლებით იზრდება  წინ არსებული ჩრდილი, ამ დროს ტკივილი უფრო მატულობს. როგორც ლამპიონის ქვეშ არ არსებობს ჩრდილი, ისევე ქრება სიამოვნების შეგრძნებაც და ამ დროს აუტანელ ტკივილს განვიცდი. ლამპიონის ქვეშ ადამიანი დიდი ხნით ვერ გაჩერდება და მეც ვიწყებ ისევ ყველაფერს თავიდან  ახალ მსხვერპლით_მისტერ დახვეწილობა, ჯეკი.

BeFunky-collage (11)

 

Advertisements

BIAFF 2017 – ბათუმის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამა – დოკუმენტური და მხატვრული ფილმების სექცია

ბათუმის საავტორო ფილმების მე-12 საერთაშორისო კინოფესტივალის მენეჯმენტმა დაასრულა ფილმების შერჩევა 2017 წლის საერთაშორისო კონურსის პროგრამისთვის. ბათუმის კინოფესტივალი ტარდება 2017 წლის 17-24 სექტემბერს. ბათუმის საერთაშორისო კინოფესტივალი 2006 წელს დაარსდა და მისი ორგანიზატორია – ბათუმის ხელოვანთა სახლი “არგანი”, ოფიციალური პარტნიორი – ქ. ბათუმის მერია. მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში ნაჩვენები იქნება 10 ფილმი:

1. პატიოსანი კაცი, მოჰამად რასულოფ, ირანი, 2017, 117 წთ.

2. ჩიტები მღერიან კიგალიში, იოანა კრაუზე, ქშიშტფ კრაუზე, პოლონეთი, 2017, 113 წთ.

3. Claire Obscure, იეშიმ უსტაოღლუ, თურქეთი/პოლონეთი/საფრანგეთი, 2016, 100 წთ.

4. დედე, მარიამ ხაჭვანი, საქართველო/კატარი, 2017, 97 წთ. 5. ნაზი არსება, სერგეი ლოზნიცა, უკრაინა/გერმანია/ჰოლანდია/რუსეთი/ლიტვა, 2017; 143 წთ.

6. როგორ წაიყვანა ვიქტორ „ნიორმა“ ალექსეი მოხუცებულთა თავშესაფარში, ალექსადნრე ჰანტი, რუსეთი, 2017, 90 წთ.

7. იუპიტერის მთვარე, კორნელ მუნდრუზო, უნგრეთი/გერმანია, 2017, 123 წთ.

8. მეტი, ონურ საილაკ, თურქეთი, 2017, 115 წთ.

9. წვეულება, სალი პოტტერ, დიდი ბრიტანეთი, 2017, 71 წთ.

10. აფრენა, ეჰსან აბდიპოური, ირანი,

2017 მხატვრული ფილმების კონკურსის ნომინაციები – საუკეთესი ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ქალი და მამაკაცის როლის შემსრულებელი, ჟიურის სპეციალური პრიზი. საერთშორისო ჟიური შედგება 5 წევრისგან, რომლის თავჯდომარეა ცნობილი ირანელი კინორეჟისორი – მოჰსენ მახმალბაფი.

დოკუმენტური ფილმების საკონკურსო სექციაში წარმოდგენილი იქნება 9 ფილმი: 1. აუსტერლიცი, სერგეი ლოზნიცა, გერმანია, 2016; 94 წთ.

2. ბურმის მოთხრობების კრებული, პიტერ ლომ, ჰოლანდია/ნორვეგია, 2017, 81 წთ.

3. აჩრდილების ქალაქი, მეთიუ ჰეინმან, აშშ, 2017, 90 წთ.

4. მზის ქალაქი, რატი ონელი, საქართველო/აშშ/ქატარი/ჰოლანდია, 2017, 104 წთ.

5. დიქსი ლენდი, რომან ბონდარჩუკი, უკრაინა/ლატვია/გერმანია, 2016, 60 წთ.

6. თავისუფლების დღე, უგის ოლტე/მორტენ ტრაავიკ, ნორვეგია/ლატვია, 2016, 100 წთ.

7. ჩემი გარეუბნის ისტორია, იუნუს კურკუტ, თურქეთი, 2017

8. ცემენტის გემო, ზიად ქალთოუმ, გერმანია/ალბანეთი/სირია/არაბეთის გაერთიანებული საემიროები/კატარი, 2017, 85 წთ.

9. ცოცხლად დარჩენის მეთოდი, არნო ჰაგერს/ერიკ ლიეშუტ, რეინერ ვან ბრუმელენ, ჰოლანდია/ბელგია, 2016; 70 წთ.

დოკუმენტური ფილმების კონკურსის ნომინაციები – საუკეთესი ფილმი, ჟიურის სპეციალური პრიზი. საერთშორისო ჟიური შედგება 5 წევრისგან, რომლის თავჯდომარეა ცნობილი ქართველი კინორეჟისორი – ალექსანდრე რეხვიაშვილი.

BIAFF ფესტივალის კინოჩვენებების ლოკაციები – კინოთეატრი „აპოლო“, სასტუმრო “Wyndham” კონფერენს დარბაზი, კინოჩვენებები ღია ცის ქვეშ ერას მოედანზე კინოფესტივალზე დასწრება – კინოჩვენებებზე დასწრება უფასოა.

კინოთეატრ „აპოლოში“ ჩვენებებზე დასწრებისთვის საჭიროა – ე.წ. „უფასო ბილეთების“ აღება ( რაც რეზევირების და კონტროლისთვის გამოიყენება) კინოთეატრში BIAFF ინფო ცენტრში.

კინოფესტივალზე აკრედიატაცია (მედია / ინდსუტრია) – სხვადასხვა მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ აკრედიტაციაზე მოგვმართონ ფესტივალის საიტზე რეგისტრაციის მეშვეობით – http://biaff.org/media-acreditation

კინოფესტივალის სპონსორები – საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, აჭარის კულტურის სამინისტრო, სასტუმრო „WYNDHAM BATUMI” კინოფესტივალის მხარდამჭერები – კინოთეატრი „აპოლო“, British Council, Goethe Institute Georgia, სასტუმრო „რჩეული ვილა“, სასტუმრო „Batumi Plaza”, აჭარის ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტი, „HQ პროპაგანდა“, ტურკომპანია „ვონდერლენდი“ კინოფესტივალის მედია პარტნიორები – საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, აჭარის ტელევიზია, რადიო ფორტუნა, ფორტუნა +, ბათუმი ტვ, ონლაინ საინფორმაციო სააგენტოები – newswire.ge, ფაბლისითი ჯგუფი (www.publicity.ge), Film New Europe (www.filmneweurope.com), გაზეთი ბათუმელები, netgazeti.ge კინოფესტივალის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ჩვენი ვებ-გვერდის და სოც. მედიის საიტებიდან – http://www.biaff.org; http://www.facebook.com/biaffbatumi; დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით – info@biaff.org, პრეს-აკრედიტაციის მსურველებს შეუძლიათ მოგვმართონ – press@biaff.org; ტელ: 599-482181б 593-998272

შვიდი დღე პატერსონში

paterson_producers_interview_no_film_school_3

 

ბავშვობაში გასწავლიან,  რომ არის სამი განზომილება: სიმაღლე, სიგანე, სიღრმე, როგორც ფეხსაცმლის ყუთი …მაგრამ შემდეგ იგებ, რომ არსებობს მეოთხე განზომილება-დრო… ზოგი ამტკიცებს, რომ არსებობს  …. მეხუთე…..მეექვსე…მეშვიდეე…

პატერსონი ავტობუსის მძღოლია, რომელიც ცხოვრობს ქალაქ პატერსონში, ნიუ  ჯერსიში…        ის ყოველდღიური, რუტინული ცხოვრებით ცხოვრობს: მართავს ავტობუსს, ისმენს მგზავრების სხვადასხვა ისტორიებს… წერს ლექსებს წიგნაკში….ასეირნებს საღამოს ძაღლს და ყოველდღიურად სტუმრობს ბარს ერთი ბაკალი ლუდის დასალევად…

paterson

ჯიმ ჯარმუშის ნამუშევარი მდიდარია საინტერესო ფრაზებით თუ ლექსებით, სურათი მსუბუქი იუმორითაა გაჯერებული და რეჟისორი ყოველ წუთას ცდილობს პატერსონის შინაგან სამყაროში გვამოგზაუროს.  მისი ყველა ლექსი მის ცხოვრებას ასახავს, ფრაზები  ჩნდებიან მაშინ როდესაც პატერსონი სამსახურში მიდის ან ავტობუსს ატარებს … ჩემი აზრით ეს ლექსები მისი ნაწილია ალბათ ესაა მიზეზი თუ რატომ არ უნდა მსოფლიოს გააცნოს  მისი შემოქმედება ….

paterson2-large_transvxy1sbh3zy94n8z2-u3dxuk1tyudfxq1bahytrsjuo0

ფილმში აღწერილია  წყვილის შვიდი ჩვეულებრივი დღე, პატერსონის და მისი მეუღლის ცხოვრება არაფრით განსხვავდება სხვა ჩვეულებრივი წყვილის ცხოვრებისგან.. თითეულ მათგანს გასხვავებული ინტერესები , აზრები და ბედნიერების საკუთარი აღქმა გააჩნია… პატერსონის მეუღლე ლაურა უფრო მეტად მეოცნებე ადამიანია , ის ცდილობს მიიღოს ცხოვრებისგან ახალი გამოწვევები, აითვისოს მუსიკა და გახდეს მუსიკოსი  ან უბრალოდ გემრიელი კექსების გაყიდვით მიიაღწიოს წარმატებას.. ჯიმ ჯარმუშმა მისი შინაგანი სამყაროს გადმოცემა ლაურას უცნაური გატაცებით  სცადა … ის ყველაფერს სახლის კედლებს, ავეჯის აქსესუარებს,  ფარდებს , ჭურჭელსაც კი შავ და თეთ ფერებში ან უცნაური ფორმის შავ რგოლებში ხატავს… ეს ერთფეროვნება თითქოს პატერსონის სიმშვიდესაც არღვევს, მაგრამ ცოლის მიმართ სიყვარული , ლაურას ბედნიერი განწობა და სახლის საყვარელი ( პატერსონის მიმართ უფრო ეჭვიანი და ბრაზიანი ) წევრი, ბულდოგი მათ ცხოვრებას მრავალფეროვანს ხდის…

paterson_producers_interview_no_film_school_2

ჩემი აზრით ფილმს არც დასაწყისი ჰქონდა და არც დასასრული , ეს იყო ცხოვრების რაღაც ნაწილი, რომელშიც ჩვენ პატერსონების ოჯახის წევრები გავხდით ,  მათთან ერთად დავიწყეთ დილა სასიამოვნოდ,  მათთან ერთად  ავტობუსით გავიარეთ ქალაქის რამდენიმე ქუჩა , მათთან ერთად ვიყავით კინოში , ვისწავლეთ სიმღერის აკორდები და შევქმენით პირველი სიმღერა…გვყავდა საყვარელი , ბრაზიანი ბულდოგი და რაც მთავარია მათთან ერთად ვცდილობდით დაგვენახა რეალობა სხვა თვალით , წამოგვეწყო ახალი საქმიანობა და ბედნიერება გვეგრძნო იმით რაც გვაქვს ….

paterson-5-620x412

 

 

 

 

 

 

Turn off the electricity!

kim_ki-duk__full

კიმ კი დუკის ფილმს განსაკუთრებული ინტერესით ველოდებოდი , უნდა ვაღიარო ფილმის თრეილერის ყურებამდე ვიცოდი , რომ ის დიდ  შთაბეჭდილებას და ღრმა კვალს დატოვებდა ჩემში …. ამის მიზეზი იყო ის რომ ფილმი კიმ კი დუკის მიერ იყო გადაღებული,  რეჟისორის რომლის  გადაღების სტილი , ფილმის მიმართ დამოკიდებულება , გადმოცემული ცხოვრებისეული მოვლენები ჩემში დიდ აღრფრთოვანებას იწვევს…რეჟისორს რომელსაც 30 წლამდე ფილმიც კი არ ჰქონდა ნანახი შეძლო,  კინოს როგორც პროფესიის  დაუფლების   გარეშე   15  ნამუშევრის  შექმნა. ფილმები, რომლებიც ხსნიდნენ და ჯილდოვდებოდნენ: ბერლინის, ვენეციის, კარლოვი ვარის, ლოკარნოს, კანის კინოფესტივალებზე. ჩემთვის სამწუხაროდ მისი შემოქმედებიდან მხოლოდ ორ ფილმს ვიცნობ და ბედნიერი ვარ რომ ფესტივალმა მომცა საშუალება მისი გადაღებული კიდევ ერთი  შედევრი  მენახა და შემეფასებინა…

ფილმში აღწერილი ისტორია 2011 წლის იაპონიაში გვაბრუნებს, როდესაც შეშინებული მსოფლიო ახალი ჩერნობილის მოლოდინში იყო , როდესაც  მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ატომურ-ელექტრო სადგური შეიძლებოდა კაცობრიობის აღსასრულის მთავარი მიზეზი გამხდარიყო…

stop

ფილმის მთავარი გმირები საბუ და მიკი ამ პრობლემას პირისპირ ხვდებიან , მათ  ატომურ-ელექტრო სადგურის ახლოს სახლი აქვთ ,  კატასტროფის შემდეგ იძულებით უწევთ ტოკიოში გადმოსლა , მაგრამ ამით პრობლემა არ გვარდება , ისინი ჯანმრთველები არიან თუმცა  მიკი ფეხმძიმედაა, წყვილს ეშინია, რომ რადიაციის გამო პატარას პრობლემები ექნება…. მიკის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა უნდა, საბუ კი ცდილობს ცოლს გადაწყვეტილება შეაცვლევინოს…..ფილმის იმ ნაწილში როდესაც წყვილი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ცდილობს გადაარჩინოს  შვილის მომავალი მძაფრად ვიგრძენი რეჟისორის ხედვა და სტილი, როდესაც არასდროს იცი რას გადაწყვეტენ, რას მოიმოქმედებენ ფილმის გმირები . რეჟისორის ფილმებში გმირებს ყოველთვის აქვთ სახასიათო შტრიხი, რომელიც არ გაძლევს საშუალებას თვალი მოარიდო ეკრანს , ამ ფილმში მთავარი დეტალი ალბათ  პერსონაჟების მიერ  რეალობასთან  დაპირისპირება და მასთან ბრძოლის დაწყებაა …..

გამორთეთ ელექტროენერგია

საბუს  აგრესიული ხმა ისმოდა განათებულ ტოკიოს ქუჩებში, როდესაც  მთელი ხმით ყვიროდა მათვის ვისაც არც ესმოდა და არც აინტერესებდა მისი სიტყვები გავიფიქრე სინამდვილეში ვისი მისამართით იყო ეს სცენა მიმართული ალბათ ჩვენთვის , იმ მსოფლიოსთვის, რომელსაც კარგად ახსოვს შიში , ან იმ ადამიანების მისამართით რომელთაც უნდა შეახსენო რომ ელექტრო ენერგიის ზედმეტად მოხმარება საფრთხესთან არის დაკავშირებული…

559-stop

 

🏦📈💸⏭ The Confessions ⏭ 🐦🐦

ფესტივალის მეოთხე დღეს ტრადიციულად ჩემთვის ყველაზე საინტერესო ფილმი ამოვარჩიე და დარბაზში შევედი,  მივეჩვიე დიდ ეკრანზე  ფილმების ყურებას . დღეს პირველად მივხვდი, რომ ფესტივალი მალე დამთავრდება, დავფიქრდი როგორ გამიჭირდება რამდენიმე თვით დავემშვიდობო ფესტივალს.

რობერტო ანდოს ფილმში აღწერილი მოვლენები გერმანიის სანაპირზე მდებარე მდიდრულ სასტუმროში ვითარდება.  საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტი დანიელ როშე იწვევს საგანგებო სამიტს , ძირითადი მიზანი ამ შეკრების მსოფლიო ეკონომიკაში შექმნილი პრობლემების გადაწყვეტაა.  ეკონომისტები მთელს მსოფლიოდან ჩამოდიან, მათთვის სრულიად მოულოდნელად  სტუმრებს შორის აღმოჩნდება   იტალიური ბერი,  რომელსაც  შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ მთავარი გმირი  .

mv5bnwizzwnlmdgtmtdjny00ndu2lthky2mtndk3zjdkmmm2mtk4xkeyxkfqcgdeqxvymjq5mde2nze-_v1_

ფილმი იტალიელი ბერის სიტყვებით იწყება ,

როდესაც ზეცის ანგელოზები ცუდად იქცევიან, ღმერთი მათ ბნელ საკანში აგდებს…

ბერის ჩამოსვლის მიზეზი მალევე ხდება ცნობილი , საკუთარი დაბადების დღის შემდეგ დანიელ როშე საკუთარ ოთახში იბარებს ბერს და სთხოვს რომ მისი აღსარება მოისმინოს.

…ვერასოდეს განვსაზღვრავთ რა შეიძლება მოჰყვეს ჩვენს საქციელს…

“დროის კარგვა ადამიანებს არაფერს ვნებს.”-ბერის სიტყვებს არ ეთანხმება ეკონომისტი დანიელ როშე, რომელმაც კარგად იცის დროის ფასი, ის ავად არის , კიბო აქვს….

ფილმში დანიელ როშეც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია , სახე ადამიანის, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა ყველაფერი რაც კი უნდოდა,  ადამიანის,რომელსაც შეუძლია საკუთარი ძალაუფლების და გავლენის გამოყენებით უბრალო სისულელე ნამდვილ ჭეშმარიტებად აქციოს ,  ადამიანი რომელიც სრულყოფილებისკენ ისწრაფვის….მაგრამ როშე მაინც არ იყო ბედნიერი , მიზეზი მარტივია , როგორც ფილოსოფოსი სოკრატე ამბობდა 

  სრულყოფილ ადამიანად შეიძლება ჩავთვალოთ ის, ვინც სრულყოფილებისაკენ მიისწრაფვის; ბედნიერ ადამიანად კი შეიძლბა ჩავთვალოთ ის, ვინც უკვე აღიარებს, რომ თავის მიზანს მიაღწია”

captufffffffre

 

ის უბედური იყო, ძნელია წარმოიდგინო ან გაიგო ამის მიზეზები,თუმცა ფილმში გამოყენებული ყველა ფრაზა რასაც  პერსონაჟები ამბობენ მიმართულია იმისკენ, რომ ახსნას  როგორი ცხოვრებით ცხოვრობენ ძალაუფლების მქონე ადამიანები, რომ მათი საზრუნავი ფულია და მისი დახმარებით ქმნიან დროს, რომ ყოველდღიურად ზღაპრების მოფიქრება უწევთ რათა დამალონ ის რისი გაკეთებაც სინამდვილეში არ შეუძლიათ…..

ჩვენ ყოველდღე ვატყუებთ მსოფლიოს , ზოგჯერ კარგია რომ ილუზიები მაინც შევუქმნათ მათ….

..ცხოვრება მაშინ არის ასატანი, როდესაც მას გვერდს აუვლი…

captusssssre

 

ზოგადად ფილმში ბევრი დამაფიქრებელი და საინტერესო ფრაზაა, აზრთა და შეხედულებების დაპირისპირება , სხვადასხვა სტატუსის მქონე  ადამიანების თავშეყრა ერთ სასტუმროში, მკვლელობის გამოძიება , საიდუმლო რომელსაც შეუძლია მომალის ეკონომიკაზე გავლენის მოხდება….

captusssre

 

ჩემთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი სცენა იტალიელ ბერსა და დანიელ როშეს ეკონომისტ მეგობარს შორის საუბარი იყო , ჩვენთვის გამოცანად დარჩა ის სიტყვები რაც მან ბერს გაუმხილა, თუმცა დაწმუნებული ვარ  ამ სიტყვების სიმძიმეში , მან ხომ შეძლო დამანგრეველი გავლენა მოეხდინა ბერზე……

…ჩვენი პროფესია უბედურების უფლებას არ იძლევა….

ეკონომისტიც შეიძლება იყოს უბედური….

capture

 

 

 

 

 

🇵🇱🇵🇱SMOLENSK🇬🇪🇬🇪

kachinski-1

20 სექტემბერს, საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე პოლონელი რეჟისორის, ანტონი კრაუზეს ფილმის ჩვენება გაიმართა.  ფილმის პრემიერა სექტემბრის დასაწყისში შედგა ვარშავაში, შესაბამისად, BIAFF-ი  პირველი კინოფესტივალია, სადაც ფილმი აჩვენეს…

„სმოლენსკის“ პრემიერა კინოთეატრ „აპოლოში“ საღამოს შვიდ საათზე გაიმართა. პრემიერისათვის ბათუმში საგანგებოდ ჩამოვიდნენ ფილმის პროდიუსერი მაციეი პავლიცკი და ლეხ კაჩინსკის როლის შემსრულებელი მსახიობი ლეხ ლოტოცკი .

ფილმის ჩვენების დაწყებამდე მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს ფილმის შესახებ და იმ დამოკიდებულებაზე რაც საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებობს .

 

 

ფილმი მოგვითხრობს 2010  წელს მომხდარი Ту-154-ის ტიპის პოლონეთის სამთავრობო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შესახებ, რომლის შედეგად რუსეთის ტერიტორიაზე, ქალაქ  სმოლენსკთან, დაიღუპა პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მეუღლესთან და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად. ამ ტრაგედიამ ბევრი კითხვა გააჩინა, რომლებზეც პასუხი დღესაც არ არის სრულად გაცემული.

ფილმის მთავარი გმირი — მსხვილი კომერციული ტელეარხის ჟურნალისტია, რომელიც იძიებს კატასტროფის მიზეზებს, აწარმოებს თავის დამოუკიდებელ კვლევას, გამოძიების მსვლელობაში ჟურნალისტი მტკიცედ რწმუნდება იმაში, რომ სიმართლე სმოლენსკის ავიაკატასტროფის შესახებ ბევრად უფრო ჩახლართულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს.

captubbnbnbrecapturtttttttttttte

ფილმში  თანმიმდევრული სიზუსტით არის განხილული ყველა ვერსია თუ მიზეზი. ერთ-ერთ ვერსიას საქართველოს უახლოეს ისტორიამდე მივყავართ, როდესაც 2008 წლის 12 აგვისტოს ლეხ კაჩინსკი უკრაინის, ესტონეთის, ლიტვის პრეზიდენტებთან და ლატვიის პრემიერ-მინისტრთან ერთად ჩამოვიდა თბილისში, რათა რუსეთის სამხედრო აგრესიის ფონზე საქართველოსათვის მხარდაჭერა გამოეხატა.

capturbhbhhhe

ფილმში გამოყენებული იყო რეალური კადრები, ის ემოციები და მდგომარეობა რაშიც პოლონეთი და მთლიანად ხალხი იმყოფებოდა ტრაგედიის შემდეგ…

ფილმში გამოძიების დეტალები სრული სიზუსტითა არის აღწერილი , ვფიქრობ ძალიან ძნელი იქნებოდა ფილმის გადაღების პროცესი , ნამდვილად დასაფასებელია ის შრომა და გამბედაობა,  რაც ფილმის შექმნისთვის რეჟისორმა და გადამღებმა ჯგუფმა გასწიეს …

კინოთეატრიდან გამოსვლის შემდეგ ერთადერთ რამეზე ვფიქრობდი, ინტერნეტში მენახა ამ ტრაგედიის გამოძიების ახალი დეტალები, ჩემთვის სამწუხაროდ ახალ ინფორმაცია ვერ ვიპოვე გამოძიება  კვლავ გრძელდება…..

პოლონელმა ექსპერტმა სმოლენსკის ტრაგედიის გამომწვევი 3 მიზეზი და შესაძლო დამნაშავე დაასახელა. რობერტ ლატკოვსკის განცხადებით, ავიაკატასტროფის მიზეზი ცუდი ამინდის პირობებში ფრენა და პილოტებისა და დისპეტჩერების შეცდომები გახდა. ”ამინდის გამო თვითმფრინავი ვერ ჯდებოდა. საჰაერო ძალების უფროსმა მცდარი გადაწყვეტილება მიიღო და ამ რეისზე სწორედ ის იყო პასუხისმგებელი. ის ბორტზე იმყოფებოდა და პრეზიდენტისა და დანარჩენი მგზავრების უსაფრთხოების გარანტი იყო. ის ამინდის გაუმჯობესებას უნდა დალოდებოდა ან სათადარიგო აეროპორტში დაესვა თვითმფრინავი”, – აცხადებს ლატკოვსკი.

პოლონეთში ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის შავი ყუთების ჩანაწერის სტენოგრამა გამოქვეყნდა.

41 ნაბეჭდი გვერდისგან შემდგარი ჩანაწერი სმოლენსკის ტრაგედიის აქამდე უცნობ დეტალებს შეიცავს. საუბრების სტენოგრამა 10 საათი და 3 წუთიდან, ტრაგედიამდე 38 წუთით ადრე, ყოფით თემებზე პილოტების საუბრით იწყება. შემდგომში საუბარი სპეციფიკური ტექნიკური ტერმინების გამოყენებით მიმდინარეობს. ჩანაწერიდან ირკვევა, რომ კატასტროფამდე 15 წუთით ადრე სმოლენსკის აეროპორტის დისპეტჩერმა ეკიპაჟს აცნობა, რომ აეროპორტში ნისლია და “დაშვებისათვის პირობები არ არის”. გაფრთხილება მოსალოდნელი სირთულეების შესახებ ეკიპაჟს მეორე პოლონური თვითმფრინავის პილოტმაც მისცა, რომელმაც დაშვება მანამდე მოახერხა. ხომალდის მეთაურმა დისპეტჩერს შეატყობინა, რომ დაშვებას მაინც შეეცდებოდა და წარუმატებლობის შემთხვევაში მეორე წრეზე წავიდოდა. დისპეტჩერმა საპრეზიდენტო ხომალდს დაშვების უფლება მისცა.

ამ მომენტიდან საუბარში ერთვება პირი, რომელიც გაშიფრულ სტენოგრამაში “დაუდგენელ მოსაუბრედ” არის დაფიქსირებული. სავარაუდოდ, ეს პოლონეთის საჰაერო ძალების სარდალი გენერალი ბლაზიკია, რომლის კაბინაში ყოფნა მანამდე საგამოძიებო კომისიამ დაადასტურა. იგი მეტეოპირობებით ინტერესდება და ამბობს, რომ “დიდი პრობლემებია”. სავარაუდოდ, კაბინაში კიდევ ერთი პირი შემოდის. პოლონური მედიის ადრინდელი ვერსიით, ეს საგარეო უწყების პროტოკოლის უფროსი მარიუშ კაზანაა. ხომალდის მეთაური მას “ბატონ დირექტორად” მოიხსენიებს და აცნობებს, რომ ამ პირობებში დაშვება, როგორც ჩანს, ვერ განხორციელდება. კაპიტანმა განაცხადა, რომ სმოლენსკში დაშვებას ერთხელ ცდიდა და წარუმატებლობის შემთხვევაში თვითმფრინავს სათადარიგო აეროპორტისკენ წაიყვანდა.

10 საათსა და 30 წუთზე “დაუდგენელი მოსაუბრე” (სავარაუდოდ, კაზანა) მეთაურს აცნობებს. რომ “პრეზიდენტს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია”. ამ დროისთვის ხომალდი რუსი დისპეტჩერის ბრძანებებს ემორჩილება და დაშვებას აგრძელებს.

10:35 – დისპეტჩერი ინტერესდება, აქვს თუ არა პილოტს სამხედრო აეროდრომზე დაჯდომის გამოცდილება. პასუხი დადებითია. დისპეტჩერი ეკიპაჟს აცნობებს, რომ დასაფრენ ბილიკთან პროჟექტორები აინთო და ბრძანებების გაცემას განაგრძობს.

10:39 – დისპეტჩერი ეკიპაჟს ატყობინებს, რომ თვითმფრინავი გლისანდაში (დასაშვები ტრაექტორია) შევიდა. ამ დროიდან ხომალდი სწრაფ დაშვებას იწყებს.

10:40 – დისპეტჩერი პილოტებს ფარების ჩართვას სთხოვს. TAWS-ის ტიპის ხელსაწყო ამოქმედდა, რომელიც მიწასთან მოახლოებას ხმოვანი სიგნალით აღნიშნავს. სიგნალი მუდმივად მეორდება. პილოტების საუბრის მიხედვით, ერთ წუთზე ნაკლები დროის განმავლობაში თვითმფრინავი 300 მეტრიდან 80 მეტრის სიმაღლეზე დაეშვა. მეორე პილოტი ამბობს “წავედით” (როგორც ჩანს, აქ სიმაღლის აკრეფა და მეორე წრეზე წასვლა იგულისხმება). ისმის დისპეტჩერის ბრძანება – “საკონტროლო ჰორიზონტი”. თვითმფრინავი სიმაღლეს კარგავს. შტურმანის მონაცემებით, სიმაღლე უკვე 20 მერტს შეადგენს.

10:41 – ტყის მასივთან შეჯახების ხმა. ისმის დისპეტჩერის ბრძანება: “წადით მეორე წრეზე”. უკანასკნელი, რაც ჩანაწერმა დააფიქსირა, ყვირილი და უცენზურო სიტყვაა.

ეკიპაჟს სმოლენსკში დაშვებასთან დაკავშირებული საფრთხე გაცნობიერებული ჰქონდა, თუმცა დაშვების გადაწყვეტილება მაინც მიიღო.

პილოტების დიალოგში ბორტზე მყოფი მაღალი თანამდებობის პირების მონაწილეობას და მათ მიერ პრეზიდენტის ხსენების დროს ექსპერტთა მხრიდან არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა,

ექპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პილოტებზე აშკარა ზეწოლა ან მათთვის ბრძანებების მიცემა არ დასტურდება. პოლონური “გაზეტა ვიბორჩას” მიმომხილველი აღნიშნავს, რომ “სტენოგრამა ეკიპაჟზე რაიმე ზეწოლის ფაქტს არ ადასტურებს. ასეთი დასკვნის გამოტანის საფუძველს არც კაბინაში გენერალ ბლაზიკის ყოფნა და არც მარიუშ კაზანას ორი ფრაზა იძლევა”.

მეორე ნაწილი კი ამტკიცებს, რომ თავისთავად პილოტების კაბინაში უცხო პირთა ყოფნა ფრენის წესების უხეში დარღვევა და ზეწოლის ფაქტია. “ეკიპაჟის მუშაობა დაშვების დროს მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს. უცხო პირთა ჩარევა ამ შემთხვევაში სამწუხარო შედეგებს იწვევს. დარწმუნებული ვარ, ეკიპაჟის მუშაობაზე სწორედ ამან მოახდინა ზეგავლენა,” – აცხადებს გაზეთ “რეჩპოსპოლიტასთან” საუბრისას ერთ-ერთი ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი.

◀▶BIAFF გახსნის ცერემონია 🎥


სამწუხაროდ წელს პირველად ვესწრები კინოფესტივალს , სინანულის გრძნობა მიპყრობს ”რატომ არ ვიცოდი ფესტივალის შესახებ წინა წლებში ??..” თავს ვადანაშაულებ რამდენი რამ დამიკარგავს და გამომრჩენია, ალბათ საკუთარ თავთან დანაშაულის გამოსწორების მიზნით გადავწყვიტე ფესტივალის ერთ-ერთ მთავარი აქტივობაში ჩართვა, რაც გულისხმობდა საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელებას. მეც მთელი ენერგიით ვცდილობდი ყველა დაინტერესებული პირისთვის ზუსტად ამეხსნა ფესტივალის შესახებ და მათში ინტერესის ნაპერწკალი გამეღვიძებინა. ჩემმა მონდომებამ შედეგი გამოიღო, ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე რამდენიმე ნაცნობ სახეს მოვკარი თვალი, მათი დანახვა საკუთარ თავთან დანაშაულის გამოსყიდვის ტოლფასი იყო, ისინიც ჩემნაირად პირველად ესწრებოდნენ ფესტივალის გახსნას და ვიმედოვნებ, რომ მათზეც ისევე ძლიერად იმოქმედა მიღებულმა შთაბეჭდილებებმა , როგორც ჩემზე.

ფესტივალის გახსნის ცერემონია საზაფხულო თეატრში გაიმართა, შვიდი საათისთვის თეატრის ეზო მთლიანად სავსე იყო,  პოლიტიკოსები, მსახიობები, რეჟისორები,  სხვადასხვა ტიპის თუ სტატუსის მქონე ადამიანები, რომელთა გაერთიანების მთავარი მიზეზს  ფესტივალი და 11 რეჟისორის მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების  ნახვა წარმოადგენდა.

dsc_0674

dsc_0652

ბანალურია თუმცა პირველი ემოცია ჩემში წითელი ხალიჩის დანახვამ გამოიწვია. მოლოდინი იმისა რომ თეატრის დარბაზისკენ  მიმავალ ხალხს  ჩემი ფოტოაპარატის ობიექტივში მოვახვედრებდი არ გამართლდა, თუმცა მაინც შევძელი  თეატრის ფოიეში შეკრებილი   ადამიანების გადაღება, ფოტოზე ასახული მათი ემოცია სამახსოვრო კადრი გახდა ჩემი როგორც დამწყები ფოტოგრაფის მეხსირებაში.

dsc_0690

dsc_0792

თეატრის დარბაზი ნელნელა ხალხით ივსებოდა, რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას ფესტივალის მენეჯერი მიესალმა , მიულოცა ფესტივალის ოფიციალური გახსნა, ასევე სიტყვით გამოვიდნენ   აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი. ფესტივალზე რამდენიმე რეჟისორს პრიზად ფესტივალის სიმბოლო ”ზღვის ცხენი ” გადაეცა.

14433104_1287404874611778_3213181926434640650_n.png

 

ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი კინემატოგრაფ ბერდია ინწკირველის სახელის გამოცხადება გახდა, დამსწრე საზოგადოება ოვაციებით შეხვდა მას.  ბატონი ბერდია ჩემს უკან იჯდა , ვხედავდი როგორ იგრძნო მისი მისამართით გამოხატული ემოცია, მორიდებით და დიდი სიამაყით ავიდა სცენაზე , სწრაფად თქვა მადლობა და ზედმეტი სიტყვების გარეშე საკუთარ ადგილს დაუბრუნა.

dsc_0746

ბოლოს სცენა დღის მთავარ გმირებს დაეთმო, რეჟისორებს, რომლებიც ცდილობენ ახალი ინიციატივით ბათუმში კინომატოგრაფიის განვითარებას .

ჩემი აზრით ეს უდიდესი მნიშვნელობის საქმეა, მითუმეტეს რომ ამ საქმეში ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებიც არიან ჩართულნი.

dsc_0755

მე ვნახე მათთვის მიძღვნილი ტაში მაშინ როდესაც რეჟისორის მითითებით დარბაზში მყოფი ყველა მსახიობი ფეხზე ადგა , ამ მომენტში არცერთ მათგანს ვიცნობდი მაგრამ თითოეული მათგანით ვამაყობდი და ეს გრძნობა გაძლიერდა, როდესაც მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექციის ჩვენება დაიწყო, თითოეული ფილმი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა მაგრამ ერთი იდეის ქვეშ მაინც ერთ სრულ სურათს ქმნიდა.

dsc_0729

სამწუხაროდ ფილმების ჩვენებას ბოლომდე ვერ დავესწარი, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ ამ დღით . ვფიქრობ ფესტივალს ღირსეული გახსნა ჰქონდა.

ხვალიდან იწყება ყოველდღიური ჩვენებები, ფილმების ჩამონათვალი ვიცი და ინტერნეტით ვამჯობინე ფილმების დაჯავშნა, ვფიქრობ უფრო კომფორტული და მოსახერხებელია, რამდენიმე ფილმის ნახვას განსაკუთრებით ველოდები,  ვნახოთ თუ გამიმართლებს იმედებს.

ხელოვანები ხელნაწერებისთვის

30 აგვისტოს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში  ორგანიზაცია ”ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” ინიციატივით ჩატარდა აქცია კონცერტი უნიკალური ხელნაწერების პოპულარიზაციის გასაზრდელად. კონცერტში მონაწილეობდნენ ქართველი პიანისტი დავით ალადაშვილი და უნიჭიერესი ჩელისტი ლიზი რამიშვილი.

14151835_1036039119859774_1731894302_o

კონცერტი ერთი იდეის ქვეშ გაერთიანდა, რომელიც ხელნაწერების საჯაროობის გაზდას ითვალისწინებს. მსგავსი აქცია კონცერტების ჩატარება იგეგმება რამდენიმე ქალაქშიც , ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების წარმომადგენელმა ნათია ცხეკაძემ, კონცერტის მსვლელობის დროს ისაუბრა ამ იდეის და პროექტის მნიშვნელობაზე, მისი თქმით ეროვნულ ცენტრში შენახული უნიკალური ხელნაწერები , რომელთა დიდი ნაწილი ექვთიმე თაყაიშვილის მიერ არის შეგროვებული ქმნის განსხვავებულ საქართველოს ისტორიას, რომელთა გაფრთხილება, მოვლა და გაცნობა აუცილებლია საზოგადოების მხრიდან. თავდაპირველად იდეა ნიჭიერ პიანისტს დავით ალადაშვილს გაუჩნდა , ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და ორგანიზაცია ”ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის” მხარდაჭერით პროექტი შედგა, რომლის საბოლოო მიზანია მუზეუმის გახსნა და ნებისმიერი მსურველისათვის ხელნაწერთა დათვალიერების ხელმისაწვდომობა.

14218359_1036039126526440_1826310740_n

”ჩვენ უნდა შევიცვალოთ დამოკიდებულება ხელნაწერების საჯაროებასთან დაკავშირებით, დროა რომ  ყველაფერი რაც ინახებაა   საცავებში გახდეს  ყველა დაინტერესებული პირისთვის  ხელმისაწვდომი, რაც მთავარია თვალმისწვდომი. ნადვილად გამორჩეული ერი ვართ დამწერლობის მხრივ, გვაქვს სამი დამწერლობა, უნიკალური არქივი, უნიკალური ხელნაწერები და დასანანია რომ ამას ადამიანები ვერ ნახულობენ. ”- განაცხადა კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას ქართველმა უნიჭიერესმა მწერალმა დათო ტურაშვილმა.