რჩეული ფილმები #BIAFF 2019_ზე

ჩემთვის  საყვარელი კინოფესტივალი წელსაც გამორჩეული, ხარისხიანი, გემოვნებიანი და საინტერესო კინო პროგრამით წარსგდა კინო მოყვარულების წინაშე. ყოველ წელს იზრდება, იხვეწება და თინეიჯერობის ასაკში მყოფი კიდევ ერთხელ წარმატებით ახერხებს ჩემს გაკვირვებას. წელსაც ტრადიციულად შევეცადე ამომერჩია ყველა კატეგორიიდან ჩემთვის ნაცნობი თუ უცნობი თუმცა აღიარებული რეჟისორების ახალი კინო ნამუშევრები და მათი ნახვით მიმეღო სიამოვნება. ჟანრობრივად მრავალფეროვანი პროგრამა უფრო მეტ … Continue reading რჩეული ფილმები #BIAFF 2019_ზე

Buğday_გენეტიკური ქაოსი

ბათუმის კინოფესტივალის მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციის ფილმის "მარცვალი " პრემიერა სარაევოს კინოფესტივალზე შედგა. ის თურქი კინორეჟისორის სემიჰ კაპლანოღლუს ბოლო ნამუშევარია და ისეთ გლობალურ თემებს ეხება, რომელიც დღესდღეობით ყველაზე აქტუალური და პრობლემატურია. სემიჰ კაპლანოღლუ თურქეთში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სცენარისტი, რეჟისორი და პროდიუსერია, რომელსაც არაერთი მნიშვნელოვანი, ეროვნული თუ საერთაშორისო ჯილდო აქვს მიღებული. მისი უახლესი ფილმი "მარცვალი " … Continue reading Buğday_გენეტიკური ქაოსი

The Interpreter_ტრაგიკომიკური მოგზაურობა..

მარტინ შულიკის ფილმის " თარჯიმანი " მსოფლიო პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე სპეციალური ჩვენებების პროგრამში შედგა. ბიაფის მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში მისი გამოჩენა ნამდვილად სასიხარულო მოულოდნელობა იყო ჩემთვის. -ფილმი ორი ერთმანეთისგან, კონტრასულად განსხვავებულ ადამიანზე გვიყვება , რომლებიც ერთად მოგზაურობენ სლოვაკეთის ქუჩებში და სურთ მიიღონ სიმართლე წარსულის შესახებ . რამ მოახდინა თქვენზე გავლენა, რატომ გადაწყვიტეთ შეგექმნათ მსგავსი ისტორია. … Continue reading The Interpreter_ტრაგიკომიკური მოგზაურობა..

JumpMan _დამტვრეული ილუზია

ჩემთვის ფესტივალი დაიწყო ივან ი. ტვერდოვსკის ფილმით " მოხტუნავე ". ფილმის პრემიერა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა . ის რეჟისორის მორიგი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც იმეორებს განწყობას მისი სხვა ფილმიდან " ზოოლოგია" და კიდევ ერთხელ ცდილობს გადმოსცეს " მუქი" კრიტიკა პუტინის პოლიტიკის მიმართ. ყველაზე დიდი მოლოდინი და განხილვა გამოიწვია ფილმმა რუსულ საზოგადოებაში. ფილმი ეხება და აერთიანებს ბევრს … Continue reading JumpMan _დამტვრეული ილუზია

BIAFF_ კინოს ერთკვირიანი მოგზაურობის დასაწყისი…

ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი (BIAFF) გაიხსნა. პირველი დღე ტრადიციულად ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ბიაფის ბანერთან შეკრებილი უცნობი თუ ნაცნობი სახეები სიამოვნებით იღებდნენ სამახსოვრო ფოტოებს. რამდენიმე წუთში ფესტივალიც დაიწყო, ტრადიციული მისალმების, საკონკურსო სექციის ჟიურის წარდგენის შემდეგ წამყვანი და ბიაფის ორგანიზატორები საღამოს მთავარ ნაწილზე გადავიდნენ. მათ ქართველ კინოოპერატორ ლომერ ახვლედიანს კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის სპეციალური პრიზი გადასცეს. ბატონი … Continue reading BIAFF_ კინოს ერთკვირიანი მოგზაურობის დასაწყისი…

BIAFF 13 ფილმი!

BIAFF 13! ანუ 13 ფილმი, რომელსაც დიდი ინტერესით ველოდები ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე. წელს ფესტივალმა კინომოყვარულების გემოვნებაზე მაქსიმალურად იზრუნა და შეარჩია საუკეთესო ფილმები სხვადასხვა სექციებიდან. რჩეული ფილმები, რომლებმაც კანის და სარევოს კინოფესტივალზე უკვე მიიქციეს ყურადღება, აღაშფოთეს, დააფიქრეს მაყურებელი და "ხმამაღალი" კადრებით გამოიწვიეს მათში ემოციების მთელი კასკადი : სიცილი, ცრემლი, სიხარული, სევდა, აგრესია და სიბრაზეც კი. მაშ … Continue reading BIAFF 13 ფილმი!

BIAFF 2018 – ბათუმის კინოფესტივალი იწყება …

ბათუმის საავტორო ფილმების მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება. მას  უკვე მესამე წელია დიდი ინტერესით ველოდები. ფესტივალი რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება და მაქსიმალურად ცდილობს ნებისმიერი გემოვნების კინომოყვარულის ინტერსი დააკმაყოფილოს. უკვე მესამე წლია ფესტივალში აქტიურად ვარ ჩართული, ახლოს გავიცანი ის ადამიანები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ცდილობენ ეს რამდენიმე დღე ნამდვილ კინო დღესასწაულად აქციონ .  თამამად ვთვლი საკუთარ თავს … Continue reading BIAFF 2018 – ბათუმის კინოფესტივალი იწყება …