Inkan, gongkan, sikan grigo inkan ანუ სამყაროს შექმნის ვერსია II

მე ყოველთვის ვეკითხები საკუთარ თავს : რა არის ადამიანი? რას ნიშნავს ადამიანად ყოფნა? შეიძლება ისინი თვლიან, რომ ჩემი შემდეგი ფილმი ისევ სისასტიკეზეა, სინამდვილეში ეს ძალადობა მხოლოდ იმის ანარეკლია რაც ვართ ან რაც არის ჩვენში, გარკვეულწილად _ კიმ კი-დუკი

8c15d996e14801be2e40b94dd4bd9f06

ფესტივალის დახმარებით კიდევ ერთხელ შევძელი კიმ კი დუკის ახალი ნამუშევრის ხილვა დიდ ეკრანზე, ეს არის ფილმი რომელიც ყველაზე “ხმამაღალა” ამბობს კიმის სათქმელს , ის არც პირველია და დარწმუნებული ვარ არც უკანასკნელი კიმის შემოქმედებაში, რომელიც თამამად ცდილობს საზოგადოების გამოფხიზლებას.

ვფიქრობ ფილმი მაქსიმალურად რადიკალურ გზას ირჩევს მთავარი სათქმელის გადმოსაცემაც . მასში პერსონაჟებს მოხსნილი აქვთ ყველანირი მორალური თუ სამართლებრივი დაბრკოლება , არ არსებობს არანაირი ზღვარი : გაუპატიურება, მკვლელობა, კანიბალიზმი მთლიანობაში ქმნის საზარელ სურათს.

Kim Ki duk Human Space Time Human Photo Call -btO3RbPtT4l.jpg

ეს ის რეჟისორია ვინც ფილმი
გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი… და ისევ გაზაფხული შექმნა ? – ასეთი აზრიც მოვისმინე ფილმის დასრულების შემდეგ, ცოტა არ იყოს გამიკვირდა. დიახ ის არის, თუმცა უფრო ხმამაღალი, პირდაპირი და თამამი.

ვაღიარებ მეც არ მოველოდი ასეთ რადიკალიზს, მაგრამ კინოთეატრის დარბაზში შესვლამდე ზუსტად ვიცოდი კიმის ფილმი არ იქნებოდა მხოლოდ რამდენიმე წუთში ჩატეული ამბავი და ეს უფრო დიდ ხმაურს გამოიწვევდა ჩემში და არამარტო, ის აუცილებლად ეცდებოდა ემოციის გამოწვევას მთელს საზოგადოებაში . ფსიქოლოგიურად ” მოწამლული ” ხალხი დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ, რომ ხუმრობით ერთმანეთს აფრთხილებდნენ “ფრთხილად ერთმანეთი არ შემოგვეჭამოსო ” ესეც უკვე კიმის გავლენის დიდი კვალი და მცირე გამარჯვებაა .

ფილმის საწყისიდან დასასრულამდე ნაჩვენებია გზა თუ როგორ კარგავენ მცირე, მაგრამ მაინც არსებულ ადამიანურ თვისებებს პერსონაჟები და როგორ ხდებიან ველური და მხეცი ” ცხოველები”, რომელთათვის გადარჩენის ინსტიქტი და პირველადი მოთხოვნილებები ყველაზე მნიშვენელოვანია.

ფილმის დასაწყისშივე იკვეთება კითხვები და იხატება კომიკური სურათი, როდესაც ვიგებთ რომ ძველ სამხედრო ბატალიონის გემი კრუიზად არის გადაკეთებული და მხოლოდ ტურისტული მიზნით გადის ზღვაში.

უცნაური და გაუგებარია წყვილის არჩევანიც, ღვთისგან მივიწყებულ გემზე თაფლობის თვის გატარება ალბათ ყველაზე სულელური გადაწყვეტილებაა. ისეთი ადგილი, სადაც ჰაერშიც კი იგრძნობა სისხლის სუნი ნამდვილად არ იქნებოდა ნორმალური ადამიანისთვის მიმზიდველი თუმცა თუ დავფიქრდებით გემის არცერთ მგზავრს არ აქვს ნორმალური, ადამიანური სახე ამიტომ კომპოზიციის მთლიან სურათში ეს წყვილიც  სრულყოფილად ჯდება.

MzgwZGM4ZDktNDgxYy00ZDE4LTkxNjItZWNkNTY4OGY5OGE4L2ltZy9IdW1hbiwtU3BhY2UsLVRpbWUtYW5kLUh1bWFuX2tleS1zdGlsbC0oNiktbWluLmpwZw==

კიდევ ერთი აშკარა კომიკური მინიშნება  ფილმში  კაპიტნის სახეა. ის მგზავრებს აფრთხილებს, რომ უსაფრთხო მოგზაურობა ელით და სახლში მშვიდობით დაბრუნდებიან მაგრამ თუ გადავავლებთ თვალს გემის ბორდზე მყოფ საზოგადოებას ასეთი მოლოდინი სრულიად გაქრება. არ მგონია საუკეთესო მოგზაურები იყვნენ მეძავები, თაღლითები, განგსტერები ან სასტიკი პოლიტიკოსი.

 

რა თქმა უნდა ასეთი საზოგადოება მხოლოდ სიბინძურეს ამატებს გემზე, ყველა ერთმანეთზე უარესად იქცევა და მხოლოდ პირველადი ველური სურვილები იღვიძებს მათში. მეორე დღეს კიმ კი დუკის მიერ ერთ გემზე შერჩეული ” ცოდვილები ” იღვიძებენ ახალ რეალობაში. სადაც ზღვა აღარ აქვთ, არც დანიშნულების ადგილი და სრულიად სივრცეში არიან ჩაკარგულნი.

 

პანიკის, სიკვდილის აუტანელი შიშის, შიმშილის ველური შეგრძნების გამო გემის თითეული მგზავრი საკუთარ ინდივიდუალურ სახეს კარგავს და იწყებს ბუნებრივი გადარჩენის ინსტინქტებით მოქმედებას.   ფილმის  სიუჟეტური ხაზი იმ წერტილამდე მიდის სადაც ჩვენ ახალი სამყაროს შექმნის თვითმხილველნი ვხდებით…..

1278071_Human-space-time-and-human-c-kim-ki-duk-film

BeFunky-collage (2)

 

-არ მინდა ტყუილის თქმა ჩემს ფილმში.  ყოველ ახალ ფილმზე მუშაობის დროს ვცდილობ გავაუმჯობესო ის და თითეული სცენა გამოვხატო თავისუფლად.  არსებობს საზოგადოებისთვის მისაღები , ბევრი კომფორტული ფილმი. ჩემი ფილმები კი მხოლოდ მცირე აუდიტორიას ეკუთვნის, რომლებსაც შეუძლიათ ახლის აღმოჩენა მასში. მე მაქვს ჩემი სამყარო ფილმებში და ეს სიუჟეტის ცენტრია. ხალხს შეუძლია აღიქვას განსხვავეულად ის ისტორი რომელსაც მე ვაჩვენებ, თუმცა დროის გასვლის შემდეგ ისინი ისევ ბრუნდებიან … კიმ კი დუკი

კიმ კი დუკი არასოდეს ერიდება შიშველი სიმართლის თქმას ფილმის დახმარებით. ყველა დეტალი, სცენა თუ პერსონაჟი ყოველთვის რაღაც მიზანს ემსახურება და აგზავნის მაყურებელში შეტყობინებას და ელოდება თუ როგორ აღიქვამენ ისინი ამას.

ის ფილმში ადამიანის ყველა მანკიერ თვისებაზე ამახვილებს ყურადღებას. რელიგიური თემატიკა სამყაროს მისებური შექმნის თეორიასთან დაკავშირებით ვფიქრობ ძალიან რთული და საპასუხისმგებლო თემაა, თითეული სცენის ნახვის შემდეგ მათში დავინახე მკაფიოდ გამოხატული შვიდი სულიერად მომაკვდინებელი ცოდვა — რიგი არასასურველი მანკებისა, რომელსაც ადრეული ქრისტიანული პერიოდიდან იყენებენ ხალხის გასანათლებლად და ქრისტიანებისათვის სწორი ცხოვრების გზის საჩვენებლად. ეს შვიდი ცოდვა კი შემდეგია: მრისხანება, ანგარება, უქნარობა, ამპარტავნება, სიძვა, ნაყროვანება და შური.

კიმი ცდილობს რადიკალური პასუხი მიიღოს შემდეგ კითხვებზე : არსებობს თუ არა ღმერთი ? აქვს თუ არა მნიშვნელობა სიყვარულს როდესაც პირველადი მოთხოვნილებები ძლიერდება? აქვს თუ არა ადამიანის სისასტიკეს საზღვარი? …..

 

Advertisements

BIAFF_ კინოს ერთკვირიანი მოგზაურობის დასაწყისი…

ბათუმში საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი (BIAFF) გაიხსნა. პირველი დღე ტრადიციულად ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. ბიაფის ბანერთან შეკრებილი უცნობი თუ ნაცნობი სახეები სიამოვნებით იღებდნენ სამახსოვრო ფოტოებს. რამდენიმე წუთში ფესტივალიც დაიწყო, ტრადიციული მისალმების, საკონკურსო სექციის ჟიურის წარდგენის შემდეგ წამყვანი და ბიაფის ორგანიზატორები საღამოს მთავარ ნაწილზე გადავიდნენ. მათ ქართველ კინოოპერატორ ლომერ ახვლედიანს კინემატოგრაფში შეტანილი წვლილისათვის სპეციალური პრიზი გადასცეს. ბატონი ლონერის სცენაზე გამოჩენას მქუხარე ტაში მოჰყვა, რამაც შექმნა ემოციის ტალღა მთლიანად დარბაზში. ეს იყო დაუვიწყარი რამდენიმე წუთი.

42088769_2106302132722044_3978007986684559360_nროდესაც ლომერის სახელი გესმის მასთან ერთად ჩნდება ის ძველი, მონატრებული კადრები ფილმებიდან როგორიცაა: “მზე შემოდგომისა”, “მშობლიურო ჩემო მიწავ!”, “ნატვრის ხე” და ა.შ.  ლომერ ახვლედიანი მართლაც გამორჩეული ქართველი კინოოპერატორია და მისი ხელწერა, სტილი კიდევ უამრავ ფილმშია აღბეჭდილი.

მისმა ფერწერულმა და პოეტურმა კამერამ აღბეჭდა ცნობილი მეტაფორა _ მომაკვდავი ცხენი ყაყაჩოს ველზე, თენგიზ აბულაძის “ნატვრის ხეში”; ბუხუტი ზაქარიაძის ერთ-ერთი საუკეთესო როლი შესანიშნავ მოკლემეტრაჟიან ფილმში “ქვევრი”; მწყემსების ცხოვრება შავ-თეთრი, მკაცრი პოეზიით გამთბარ “თეთრ ქარავანში”; შემოდგომის არცთუ ნატიფი აზნაურები ნატიფად გადაღებულ “სამანიშვილის დედინაცვალში”, ინოკენტი სმოკტუნოვსკის ბოლო მზერა ფილმში “თეთრი დღესასწაული”;

“ადრე კინოგადაღება ზეიმს ჰგავდა, ახლა, სამწუხაროდ, მხოლოდ კომერციულ სამუშაოდ იქცა”- ფრაზა მისი ინტერვიუდან , გაზეთი „პრემიერი“, 2013 წ.

 

მე-13 ფესტივალის კინოჩვენება საბჭოთა ცენზურის მიერ აკრძალულმა ქართულმა ფილმმა „ჩემმა ბებიამ“ გახსნა. ვფიქრობ ამ ფილმს აქვს უჩვეულო ბედი , ის გადაღებისთანავე თაროზე შემოდეს და მერე თითქმის 40 წელი ამ სურათის ასავალ-დასავალი არავინ იცოდა…

031

საინტერესოა ფილმის რეჟისორის ცხოვრებაც, რომელიც ფილმის მსგავსად მეტად უჩვეულოდ წარიმართა. ფილმი “ჩემი ბებია” მისი პირველი განხორციელებული ფილმი იყო, თუმცა გამოსვლის შემდეგ ის აიკრძალა, რადგან მას ბრალი დასდეს ფორმალიზმში, რომელიც მაშინ სერიოზული ბრალდება იყო ხელოვანებისთვის. რეჟისორს ასევე ანტისაბჭოთა განწყობაში დასდეს ბრალი. თუმცა შემდეგში გაირკვა რომ რეჟისორს არ ჰქონდა ანტისაბჭოთა განწყობა , წლების შემდეგ გამოქვეყნებულ “მონოგრაფიაში” ნათლად იკვეთება მისი როგორც გულმხურვალე კომუნისტის მოღვაწეობა.

061

სხვა ხიბლი აქვს ჩემთვის გახსნის ცერემონიას , ბიაფის ბანერთან შეკრებილი ამდენი უცნობი თუ ნაცნობი სახე ნამდვილად ქმნის საზეიმო განწყობას. სამახსოვრო ფოტოები, კინოგურმანებთან ერთად ფესტივალის დაწყების მოლოდინი ჩემთვის ყოველთვის დაუვიწყარ, შესანიშნავ მოგონებად რჩება ხოლმე და ამისთვის მადლობა კიდევ ერთხელ ბიაფფს.

დღეს 16 სექტემბერს ოფიციალურად დაიწყო ფესტივალი, რომელიც რვა დღეს გაგრძელდება და წარმოდგენილი იქნება დაახლოებით 40-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული/დოკუმენტური ფილმი და 40 მოკლემეტრაჟიანი ფილმი, 30 ქვეყნიდან. გახსნის და დახურვის ცერემონიალის გარდა, ყველა კინოჩვენებაზე დასწრება უფასოა.

კინოსეანსების ყოველდღიური განრიგი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

biaf-2018

BIAFF 2018 – ბათუმის კინოფესტივალი იწყება …

ბათუმის საავტორო ფილმების მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება. მას  უკვე მესამე წელია დიდი ინტერესით ველოდები. ფესტივალი რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება და მაქსიმალურად ცდილობს ნებისმიერი გემოვნების კინომოყვარულის ინტერსი დააკმაყოფილოს. უკვე მესამე წლია ფესტივალში აქტიურად ვარ ჩართული, ახლოს გავიცანი ის ადამიანები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ცდილობენ ეს რამდენიმე დღე ნამდვილ კინო დღესასწაულად აქციონ .  თამამად ვთვლი საკუთარ თავს ფესტივალის ნაწილად და მიხარია როდესაც ბათუმის ქუჩებში კინოფესტივალის შესახებ სხვებაც ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას. ინტერესი მათი მხრიდან ძალიან დიდია, აინტერესებთ ფილმების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია, უხარიათ ის ფაქტი, რომ ასეთი საერთაშორისო დონის კინოფესტივალი მათ ქვეყანაში, რეგიონში იმართება.

biaf-2018

თუ 16-დან 23 სექტემბერის ჩათვლით ბათუმში აპირებთ ჩამოსვლას ან ამ პერიოდში იქნებით ქალაქში აუცილებლად შემოუერთდით “კინოს დღესასწაულად ქცეულ ფესტივალს ” რომელიც უკვე მეცამეტე წელია იმართება ზღვისპირა ქალაქ ბათუმში და კინომოყვარულებს სთავაზობს მხატვრული, დოკუმენტური , კლასიკად ქცეული ფილმებს  კინოთეატრ „აპოლოსა“ და ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ.

ამ პერიოდში ბათუმში თავს იყრიან რეჟისორები, მსახიობები და კინომოყვარულები მთელი მსოფლიოდან. კინოფესტივალის მენეჯმენტმა უკვე დაასრულა ფილმების შერჩევა 2018 წლის საერთაშორისო კონურსის პროგრამისთვის.

მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში ნაჩვენები იქნება 10 ფილმი:

,,მკვდარი ცხენის ნისლეული”

1. Dead Horse Nebula, Tarık Aktaş, Turkey, 2018; 73 min.

თურქმა რეჟისორმა, ტარიკ არკაშმა, ამ ფილმისთვის წელს ლოკარნოს კინოფესტივალის ჯილდო მიიღო, როგორც საუკეთესო თანამედროვე რეჟისორმა.

„მკვდარი ცხენის ნისლეული“ სტამბულში მცხოვრები რეჟისორის, ტარიკ არკაშის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, აქამდე იგი ფოტო და ვიდეოხელოვნებითა და მულტიმედიაპროექტებით იყო დაკავებული. გამოცემა variety წერს, რომ ფილმმა საავტორო კინოს მოყვარულებს შესაძლოა ცნობილი თურქი რეჟისორის, ნური ბილგე ჩეილანის გახმაურებული ფილმი – „ერთხელ ანატოლიაში“ გაახსენოს (ეს ფილმი 2011 წელს აჩვენეს ბათუმის კინოფესტივალზე), თუმცა ეს მსგავსება მხოლოდ ზედაპირულია. ფილმი იმ სოფელშია გადაღებული, სადაც რეჟისორი საზაფხულო არდადეგებს ატარებდა ბავშვობაში.

„დონბასი“

2. Donbas, Sergei Loznitsa, Germany/Ukraine/France/ Netherlands/Romania, 2018; 110 min.

„დონბასი“ უკრაინელი რეჟისორის, სერგეი ლოზნიცას ახალი ფილმია. მოქმედება უკრაინაში ხდება, დონბასში, რომლის ერთი ნაწილი რუსული ოკუპაციის ქვეშაა და საზოგადოება პროპაგანდის გავლენაში ექცევა.სერგეი ლოზნიცას ამ ფილმმა წელს კანის კინოფესტივალის პრიზი მიიღო. რეჟისორს სულ 17 დოკუმენტური და ორი მხატვრული ფილმი აქვს გადაღებული და 30-ზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის ორჯერ – კანის კინოფესტივალის.

Continue reading “BIAFF 2018 – ბათუმის კინოფესტივალი იწყება …”