The Interpreter_ტრაგიკომიკური მოგზაურობა..

მარტინ შულიკის ფილმის ” თარჯიმანი ” მსოფლიო პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე სპეციალური ჩვენებების პროგრამში შედგა. ბიაფის მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში მისი გამოჩენა ნამდვილად სასიხარულო მოულოდნელობა იყო ჩემთვის.

-ფილმი ორი ერთმანეთისგან, კონტრასულად განსხვავებულ ადამიანზე გვიყვება , რომლებიც ერთად მოგზაურობენ სლოვაკეთის ქუჩებში და სურთ მიიღონ სიმართლე წარსულის შესახებ . რამ მოახდინა თქვენზე გავლენა, რატომ გადაწყვიტეთ შეგექმნათ მსგავსი ისტორია.

-ფილმზე მუშაობისას ყოველთვის არსებობს რამდენიმე ცნებების და შთაგონების წყარო. თავდაპირველად თარჯიმანი იყო ნაწილი ათ ეპიზოდად ჩაფიქრებული ფილმისთვის სხვადასხვა პროფესიის ადამიანებზე. ჩვენ გვსურდა საზოგადოებრივი პორტრეტი შეგვექმნა რაღაც განსხვავებულ , კომიკურ ჟანრში. ადამიანური პორტრეტები სხვადასხვა პროფესიის მიხედვით არ უნდა ყოფილიყო ინდივიდუალური პირიქით ეს იმ საზოგადოების გამოხატულება იქნებოდა სადაც ვცხოვრობთ. თუმცა ათ ეპიზოდიანი ფილმის გადაღება დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული და ჩვენ გადავწყვიტეთ თითეული მათგანი ერთამნეთისგან დამოუკიდებელ ფილმებად გადაგვეღო, გადავწერეთ სცენარი თავიდან და პირველი პროფესია აღმოჩნდა თარჯიმანი. _ საინტერესო ისტორია ამ ფილმის დაბადებასთან დაკავშირებით, რომლის შესახებ თავად რეჟისორმა ისაუბრა.

ფილმში ორი ერთმანეთისგან განსხვავებული პერსონაჟის გზები იკვეთება და ნელ-ნელა ვეცნობით მათ ხასიათს. რეჟისორი საუკეთესო მეთოდს ირჩევს ამის გამოსახატავად, ის იყენებს კონფლიქტის გზას გმირებს შორის , რაც მაყურებლისთვის უფრო გასაგებ და საინტერესო სურათს ხატავს და ნათლად გვიჩვენებს რეალურად ვინ არიან ისინი.

ალის არ უყვარს ცხოვრება. ის არ ცდილობს დაძლიოს მის ცხოვრებაში გამეფებული დეპრესია. თითქოს ის ისევ იქ დარჩა, იმ დროში როდესაც მშობლები უკანასკნელად ნახა, ის დღემდე მძიმედ განიცდის ამ დანაკარგს . მის ფონზე უფრო იკვეთება მეორე გმირის საპირისპირო ხასიათი.

გეორგი ცდილობს ნებისმიერი ღამე ცხოვრებით დატკბეს , წარსულის მოგონებები ალკოჰოლში, ან ქალთა საზოგადოებაში მიმოფანტოს . მიუხედავად იმისა, რომ ის ნამდვილად არ ჰგავს მამას და არც მისნაირი მონსტრია მაინც ვერ ახერხებს შვილთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას , ის იშვიათი კავშირი, რომელიც მას ტელეფონით აქვს შვილთან გეორგმაც იცის, რომ საერთოდ არ არის საკმარისი. თვითონ აღიარებს, რომ წლების წინ შვილი გაექცა და ამის შეჩერება ვერ შეძლო.

კონფლიქტის და ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანის მოგზაურობა პირველ ჯერზე კრახით მთავრდება ალის მატარებლით სახლში დაბრუნება სურს მაგრამ საბოლოოდ მაინც ახერხებს გეორგი მათ შორის ალიანსის ჩამოყალიბებას.

ფილმში სიუჟეტი ნელა და საინტერესოდ ვითარდება , ხშირად ვაწყდებით ემოციურ მომენტებს და ვცდილობთ ვუთანაგრძნობთ პერსონაჟებს . მათი მხრიდან წარმოუდგენელი მოტივაცია მიიღონ წლების შემდეგ სიმართლე ფილმის გმირებად გვაგრძნობინებს თავს და ჩვენც დიდი ინტერესით ველოდებით სიუჟეტის განვითარებას.

მაშინ როდესაც მიხვდებით, რომ ეს ფილმის ყველაზე დრამატული მომენტია და თქვენში გააღვიძებს შინაგან ემოციებს, ფილმი აუცილებლად გააგრძელებს თქვენს გაკვირვებას. ვფიქრობ ფილმის მთავარი აზრიც ისაა, რომ მიუხედავად იმისა გვინდა თუ არა ცხოვრება დინების მიმართულებით მიდის და ყოველი ახალი დღე ახალი სიურპრიზის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს და თუნდაც გვეგონოს, რომ წარსული უკან დაგვრჩა და ის არასოდეს შეგვახსენებს თავს დგება დღე, როდესაც წარსული ხდება აწყო და ის იღვიძებს ყველა ჭრილობასთან ერთად.

თარჯიმანი მომხიბლავი ფილმია, რომელიც ფართოდ აღებს იმ თემების კარს, რომელიც ჩვენთვის უსიამოვნოა თუმცა ის არასოდეს გვავიწყდება.

გზაზე ალი და გეორგი გაცილებით მეტს იგებენ ვიდრე ნაცისტების მიერ წარსულში ჩადენილი საშინელებებია, ისინი ხედავენ უბრალო ჭეშმარიტებას, რომ წარსულიდან წარსულში გაქცევა შეუძლებელია და არ შეიძლება ნება მივცეთ ის გახდეს ჩვენი ცხოვრების ნაწილი .

“დრო განკურნავს ყველა ჭრილობას” – ეს არის ჩვეულებრივი, კომფორტული მოლოდინი ან იმედი, რომელსაც ვცდილობთ დავეყრდნოთ რადგან ვთვლით, რომ ის საუკეთესო გამოსავალია ცხოვრების გასაგრძელებლად . მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობას და დავიწყებას შორის საზღვარი ბუნდოვანია, საჭირო ხდება პირველ რიგში ამ ბურუსიდან თავის დაღწევა. რთულია გაიხსენო წარსული მაშინ როდესაც შენებური ვერსია უფრო მისაღები და კომფორტულია, თუმცა ფილმში შიშველი სიმართლის ცოდნა უფრო მნიშვნელოვანი ხდება მთავარი გმირისთვის. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა რამდენად მტკივნეული და საზარელი იქნებოდა სიმართლე მაინც გადაწყვიტა ყველაფრის გარკვევა. მე მესმის მისი და ვფიქრობ იმისთვის რომ განვიკურნოთ უნდა ვიცოდეთ ყველა ჭრილობის არსებობა და არ დაველოდოთ თვითონ ის როდის შეგვახსენებს თავს.

– შენი აზრით უფრო ადვილია მსხვერპლის შვილი რომ ხარ და არა მკვლელის? – გეორგის შეკითხვა მკაფიოდ გამოხატავს რამდენად მტკივნეული შეიძლება იყოს ადამიანისთვის მამის მძიმე მემკვიდრეობის ტარება და მისი ცოდვების გამოსყიდვის მცდელობა.

Advertisements

JumpMan _დამტვრეული ილუზია

ჩემთვის ფესტივალი დაიწყო ივან ი. ტვერდოვსკის ფილმით ” მოხტუნავე “.

ფილმის პრემიერა კარლოვი ვარის კინოფესტივალზე შედგა . ის რეჟისორის მორიგი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც იმეორებს განწყობას მისი სხვა ფილმიდან ” ზოოლოგია” და კიდევ ერთხელ ცდილობს გადმოსცეს ” მუქი” კრიტიკა პუტინის პოლიტიკის მიმართ.

ყველაზე დიდი მოლოდინი და განხილვა გამოიწვია ფილმმა რუსულ საზოგადოებაში. ფილმი ეხება და აერთიანებს ბევრს მნიშველოვან თემას.

– თქვენი ფილმი შეიძლება ბევრი გზით განვიხილოთ : ზოგი წერს, რომ ეს ფილმი მარტოობაზეა, კრიზისზე, რომ ის მოტყუებული იმედებზე გვიყვება . ამ სიაში შემიძლია დავამატო მშობლებისა და შვილების პრობლემები და სახელმწიფო კრიზისი. და რას თვლით თქვენ ნამდვილად რა არის ფილმის მთავარი სათქმელი ?

-ეს არის ამბავი, თუ როგორ “იშლება ილუზიები”. ადამიანი, რომელიც მანამდე იზოლირებულია საზოგადოებისგან, მოულოდნელად იღებს მას და თავდაპირველად, ეს კომფორტულად გამოიყურება მაგრამ ამის შედეგად აუცილებელი ხდება მორალური არჩევანის გაკეთება.

გარდა ამისა, ეს არის ამბავი დედასა და შვილს შორის ურთიერთობის შესახებ. ერთი მეორეს იმდენად დიდ ჭრილობას აყენებს , რომ ბოლოს ვიღებთ ემოციურ მწვერვალს, რომელსაც გმირი ან გადალახავს ან არ მიიღებს ._ მცირე მონაკვეთი რეჟისორის ერთ-ერთი ინტერვიუდან .

ფილმი ახალგაზრდა მსხვერპლზეა, რომელიც დედის მიერ ხდება ექსპლუატაციაში საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე. ეს მძიმე ტრაგიკული მაგრამ ცინიკური ამბავია რომელშიც მკაფიოდ იკვეთება ” იმ ” საზოგადოების მთავარი მოთხოვნილება _ ” ფული”. სწორედ მატერიალური კეთილდღეობაა მათი მამოძრავებელი ძალა რომელშიც ხვდება ფილმის მთავარი გმირი, დედისგან თექვსმეტი წლის წინ მიტოვებული; თავისუფლებაზე მეოცნებე დენისი.

ის ბავშთა თავშესაფარში გაიზარდა და წლების განმავლობაში ელოდებოდა ოჯახის სითბოს და დედას, რომელმაც ახალშობილი ასე უბრალოდ მიატოვა. მიტოვების მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის გამო ბიჭი სხვებისგან განსხვავებული ფიზიკური გამძლეობით გამოირჩევა. ამაში პირველივე სცენაში ვრწმუნდებით. თუმცა ის რადენადაც ძლიერია ფიზიკურად იმდენად სუსტი და ტრავმირებულია შინაგანად.

დედის დახმარებით ის თექვსმეტი წლის შემდეგ ისევ “გარეთ ” გამოდის, ისევ შეუძლია თავისუფლად სუთქვა, უკვე აქვს მისი ოთახი და ჰყავს გვერდით ” ოჯახი “, თუმცა ეს ილუზია რამდენიმე წუთში ქრება და ჩვენ პირველად ვხდებით საგზაო შემთხვევის მოულოდნელი მოწმეები. შემდეგ იგივე მეორდება და მეორდება, საბოლოოდ კი ვხდებით რომ ეს უბრალოდ დენიზის არაჩვეულებრივი გამძლეობის ხარჯზე შექმნილი შემოსავლის წყაროა ისეთი საზოგადოებისთვის სადაც თავმოყრილია პოლიცია, პროკურორი, ექიმი, ადვოკატი.

ეს არის საზოგადოება, რომელიც ავარიის შემდეგ წამომდგარ დენიზს “ეხმარება” და სთავაზობს სასმელს, გართობას და ფულს. დედის მიერ ჭაობში მოხვედრილ დენიზს უჩნდება პროტესტის გრძნობა და რამდენიმე ხნის შემდეგ უბრალოდ ჩერდება. არა პირადი ტკივილის არამედ ასეთ ჭაობში საბოლოოდ ჩათრევის სურვილის არ ქონის გამო. ის ისევ თავშესაფარში ბრუნდება და მაშინ როდესაც ის საბოლოოდ მიდის ამ “საქმიდან ” ასეთი ტექსტით “ემშვიდობებიან”

ჩვენ ვიპოვით სხვა შენნაირს.. ეს ქალაქი ნაგვითაა სავსე, ისევე როგორც შენ…

რეჟისორი გვიხატავს მისი თვალით დანახულ “სუპერგმირს” ჩვეულებრივი ადამიანური დაავადებით სახელად ანალგეზია, ( (ბერძნ. analgesia უგრძნობლობა) – ტკივილის შეგრძნების დაკარგვა. ) ეს კი მას საშუალებას აძლევს გადაჭრას ფიზიკური ტკივილი მაგრამ ფილმის გმირს სულიერი ტკივილის გადაჭრაში ნამდვილად ვერაფერი ეხმარება .

დენიზი დედასთან ერთად მოახერხებს ბავშვობიდან გაქცევას სავარაუდოდ უკეთესი საზოგადოებისთვის მაგრამ შედეგად სულ სხვა რეალობას იღებს. ეს არის რუსული სასამართლოს ზედა ეშალონის რეალობა, გაყალბებული სასამართლო პროცესები, მდიდარი მოქალაქეების, პოლიტიკოსების წინააღმდეგ დამამცირებელი სამართალწარმოება . რეალობა რომელიც მიუღებელი აღმოჩნდა დენიზისთვის და ის ისევ იქ ბრუნდება სადაც ყველა კარგად გრძნობს თავს. შეკითხვაზე თუ რატომ დაბრუნდა? რატომ წამოვიდა ” დედის ” სახლიდან დენიზის პასუხი იყო რეალობის შემდეგ მიღებული დასკვნა და ის ჟღერდა შემდეგნაირად:

სახლში რთულია, არა მხოლოდ მასთან.. უბრალოდ რთულია. მათ არ ესმით ერთმანეთის, ისინი არ უგებენ ერთმანეთს.. ასეთი ცხოვრება მართლაც რთულია…

BIAFF 2018 – ბათუმის კინოფესტივალი იწყება …

ბათუმის საავტორო ფილმების მე-13 საერთაშორისო კინოფესტივალი იწყება. მას  უკვე მესამე წელია დიდი ინტერესით ველოდები. ფესტივალი რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება და მაქსიმალურად ცდილობს ნებისმიერი გემოვნების კინომოყვარულის ინტერსი დააკმაყოფილოს. უკვე მესამე წლია ფესტივალში აქტიურად ვარ ჩართული, ახლოს გავიცანი ის ადამიანები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ცდილობენ ეს რამდენიმე დღე ნამდვილ კინო დღესასწაულად აქციონ .  თამამად ვთვლი საკუთარ თავს ფესტივალის ნაწილად და მიხარია როდესაც ბათუმის ქუჩებში კინოფესტივალის შესახებ სხვებაც ვუზიარებ ჩემს გამოცდილებას. ინტერესი მათი მხრიდან ძალიან დიდია, აინტერესებთ ფილმების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია, უხარიათ ის ფაქტი, რომ ასეთი საერთაშორისო დონის კინოფესტივალი მათ ქვეყანაში, რეგიონში იმართება.

biaf-2018

თუ 16-დან 23 სექტემბერის ჩათვლით ბათუმში აპირებთ ჩამოსვლას ან ამ პერიოდში იქნებით ქალაქში აუცილებლად შემოუერთდით “კინოს დღესასწაულად ქცეულ ფესტივალს ” რომელიც უკვე მეცამეტე წელია იმართება ზღვისპირა ქალაქ ბათუმში და კინომოყვარულებს სთავაზობს მხატვრული, დოკუმენტური , კლასიკად ქცეული ფილმებს  კინოთეატრ „აპოლოსა“ და ევროპის მოედანზე, ღია ცის ქვეშ.

ამ პერიოდში ბათუმში თავს იყრიან რეჟისორები, მსახიობები და კინომოყვარულები მთელი მსოფლიოდან. კინოფესტივალის მენეჯმენტმა უკვე დაასრულა ფილმების შერჩევა 2018 წლის საერთაშორისო კონურსის პროგრამისთვის.

მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში ნაჩვენები იქნება 10 ფილმი:

,,მკვდარი ცხენის ნისლეული”

1. Dead Horse Nebula, Tarık Aktaş, Turkey, 2018; 73 min.

თურქმა რეჟისორმა, ტარიკ არკაშმა, ამ ფილმისთვის წელს ლოკარნოს კინოფესტივალის ჯილდო მიიღო, როგორც საუკეთესო თანამედროვე რეჟისორმა.

„მკვდარი ცხენის ნისლეული“ სტამბულში მცხოვრები რეჟისორის, ტარიკ არკაშის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია, აქამდე იგი ფოტო და ვიდეოხელოვნებითა და მულტიმედიაპროექტებით იყო დაკავებული. გამოცემა variety წერს, რომ ფილმმა საავტორო კინოს მოყვარულებს შესაძლოა ცნობილი თურქი რეჟისორის, ნური ბილგე ჩეილანის გახმაურებული ფილმი – „ერთხელ ანატოლიაში“ გაახსენოს (ეს ფილმი 2011 წელს აჩვენეს ბათუმის კინოფესტივალზე), თუმცა ეს მსგავსება მხოლოდ ზედაპირულია. ფილმი იმ სოფელშია გადაღებული, სადაც რეჟისორი საზაფხულო არდადეგებს ატარებდა ბავშვობაში.

„დონბასი“

2. Donbas, Sergei Loznitsa, Germany/Ukraine/France/ Netherlands/Romania, 2018; 110 min.

„დონბასი“ უკრაინელი რეჟისორის, სერგეი ლოზნიცას ახალი ფილმია. მოქმედება უკრაინაში ხდება, დონბასში, რომლის ერთი ნაწილი რუსული ოკუპაციის ქვეშაა და საზოგადოება პროპაგანდის გავლენაში ექცევა.სერგეი ლოზნიცას ამ ფილმმა წელს კანის კინოფესტივალის პრიზი მიიღო. რეჟისორს სულ 17 დოკუმენტური და ორი მხატვრული ფილმი აქვს გადაღებული და 30-ზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული, მათ შორის ორჯერ – კანის კინოფესტივალის.

Continue reading “BIAFF 2018 – ბათუმის კინოფესტივალი იწყება …”

TEREDDÜT_უდანაშაულო დამნაშავე

295710

თურქული საზოგადოების ორი მხარე, თანამედროვე და ტრადიციული, ორი ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული  ქალის  დრამა.  სადაც მიუხედავად სხვადასხვა ცხოვრებისეული ფონისა  მათი საჭიროება სიყვარულის და თვითდამკვიდრების მიმართ ერთნაირია .

 

ფილმი შექმნილია  შთამბეჭდავი ვიზუალის  ოსტატის მწერალ რეჟისორის იაშიმ უსტაოღლუ  მიერ.  ჩემი აზრით  ფილმი ერთგვარი   მიმართვაა იმ ქალი მაყურებლებისთვის, რომლებიც გარკვეულ საზღვრებს აწესებენ პირად ურთიერთობებში და ტრადიციულ ჩარჩოებში ჩასმული სხვების მიერ დაწერილი “კანონების” მიხედვით ცხოვრობენ და იტანენ ძალადობას და  დამცირებას .

clairobscur-poster

რეჟისორი  ფილმში ღიად  გამოხატავს ღრმა, ყველაზე ინტიმურ გრძნობებს.. თურქული ფილმისთვის არადამახსიათებელ ბევრ სცენას შეხვდებით თუმცა ფილმში ყველაფერი ძალიან  დახვეწილად და ესთეტიკური სილამაზით არის ნაჩვენები, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ფილმის მაღალ ღირებულებას.

რეჟისორი ცდილობს თითეული დეტალის დახმარებით მთავარი სათქმელი მიიტანოს მაყურებელთან. ამ მიზნისთვის ის გარკვეულწილად უპირისპირდება კიდეც  ტრადიციულ საზოგადოებას , რომელისთვისაც ქალის სექსუალობის ასეთი აშკარა აფიშირება  მიუღებელია.  რეჟისორი ფილმის დახმარებით ცდილობს  ტაბუ დადებულ თემებს ფარდა ახადოს, საზოგადოება კი საჯაროდ აალაპარაკოს  ამ თემებზე,

 

tumblr_ouacfjsjfq1vsd9peo2_1280

სეჰნაზი  (Funda Eryigit) მიმზიდველი 30 წლის  ფსიქიატრია , რომელიც მუშაობს საავადმყოფოში და ცხოვრობს სანაპიროზე მეგობარ მამაკაცთან  ერთად. ( სავარაუდოდ, სტამბულში, სადაც მათ აქვთ უზარმაზარი სახლი ) ფილმში წყვილის ისტორია პატარ პატარა სცენებითა გადმოცემული, ყველაფერი თითქოს მათი ბედნიერების ილუზიას ქმნის, მაგრამ ყველა ილუზიას აქვს დასასრული და რეალობა სამწუხაროდ იმაზე მწარე აღმოჩნდება ვიდრე მოსალოდნელი იყო.

რეჟისორი მუდმივად ცდილობს აქტუალური თანამედროვე თემებს პირდაპრად თუ ირიბად ხაზი გაუსვას, დაგვაფიქროს,  ჩვენი ყურადღება მიიქციოს . მისი მტავარი ჩანაფიქრიც ხომ ფილმის მაყურებელში  ამ საკითხებისადმი მსჯელობის, კამათის,  განხილვის გამოწვევაა. ფსიქიატრი ქალის ყოველდღიურ სამუშაო რუტინაში გადმოცემული ისტორიები როგორიცაა  გოგონა, სქესის შეცვლის სურვილით,  ფსიქოლოგიურად არამდგრადი  სკოლის მოსწავლე, ცხოველების მოკვლის სურვილით  უბრალოდ ფილმის ხანგრძლივობის გაზრდის მცდელობა არ გეგონოთ ეს პრობლემებია, რომლებიც მოზარდების დიდ ნაწილს აწუხებს და სამწუხაროდ საზოგადოების გარკკვეული ნაწილი ცდილობს გაექცეს და გაჩუმდეს ამის პრობლემების მიმართ.

Tereddut-2

 

ფსიქიატრი ქალის მესამე პაციენტი, თინეიჯერი პატარძალი ელმასია (Ecem Uzun) რომელსაც ყველაზე მეტად აქვს შერყეული ფსიქიკა.  გადატანილი ტკივილის,  შეურაცხყოფის, დამცირების შემდეგ იგი ზღვარზე დგას. არჩევანის წინაშე როდესაც უნდა მიიღოს ის ქმედება რაც გადარჩენისთვის ჩაიდინა ან უბრალოდ დანებდეს და ბრძოლა შეწყვიტოს.

 

tumblr_opjuaxbsim1udsal2o6_1280
ელმასი ორი წლის განმავლობაში იყო სქესობრივი მონა და მსახური, ის იყო მსხვერპლი, რომლის მთავარი დანაშაულად შეიძლება ჩაითვალოს ის რომ  ქალად დაიბადა. პატარა ბავშვი,  რომელსაც სწავლის გაგრძელების ნება არ მისცეს პირიქით ასაკი შეუცვალეს და მისი ნების წინააღმდეგ ასაკიან ადამიანზე გაათხოვეს.

tumblr_opjuaxbsim1udsal2o8_1280

 

 

ფილმში მათი გადამკვეთი წერტილი საავადმყოფოა, სადაც ჩემი აზრით ფილმის ყველაზე ემოციური და ყველაზე ტრაგიკული ნაწილია ნაჩვენები.

-დედა..

-რატომ მომიშორე თავიდან ?

-რატომ გამგზავნე?

-როგორ შეგიძლია ღამით დაძინება?

-მითხარი, ილაპარაკე?

-რატომ არ პასუხობ საკუთარ შვილს?

-დედა, ჩემნაირად არ მოექცე  ჩემ დას კარგი ?

-მასზე  ზრუნავ?  გთხოვ კარგად მიხედე….

 

33_3

 

Clair Obscur   ეხმაურება თანამედროვე თავისუფალ თურქეთში ქალთა თავისუფლებასა და რელიგიურ ტენდენციებს. ფილმი  ორი ქალის ფსიქოლოგიური ცეკვაა, რომლებსაც პიროვნული ჩამოყალიბების, განვითარების, შეყვარების, სიყვარულის ობიექტად ყოფნის, საკუთარი ნებით შერჩეული ურთიერთობის შენარჩუნების ბუნებრივი უფლებები ჩამოერთვათ.

 

 

სალი პოტერის 71 წუთიანი  “წვეულება”

149086704158dcd3614c3f0 (1)

ჩემი პირველი დღე ბიაფზე , პირველი საუკეთესოდ   არჩეული ფილმი  საკონკურსო მხატრული ფილმების კატეგორიდან, მონატრებული კინოთეატრის დიდი ეკრანი და სალი პოტერი  პოლიტიკური კომედიით  “წვეულება “.. მაშ ასე, მეგობრებო ბიაფი დაიწყო….

რუსი კინომატოგრაფის  ალექსეი როდიონოვის მიერ შავ-თეთრ ფერებში გადაღებული ფილმი “წვეულება”    აღწერს   “გატეხილი ინგლისის” პორტრეტს, მასში ადვილად ამოვიცნობთ  პოლიტიკურ ქვეტექსტებს. სალი პოტერმა,  რომელიც ფილმის სცენარისტი და რეჟისორია ბერლინის კინო ფესტივალზე  ღიად განაცხადა ამის შესახებ , მან ფილმს ერთგვარი პოლიტიკური განცადება უწოდა იმის შესახებ   თუ როგორ კარგავენ  ადამიანები “გრძნობებს , პოლიტიკური ცხოვრების დახმარებით”

“მე დავიწყე ფილმის წერა  დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ არჩევნებამდე, იმ მომენტში, როდესაც ჩანდა, რომ დიდი ბრიტანეთის მემარცხენე ძალა  კარგავდა  გავლენას ყოფილიყო შესაფერისად  მამაცი პოლიტიკაში და  გულწრფელად გაბედული  ცენტრისტების მიმათ , მე ვხედავდი თუ როგორ ემსგასებოდა ორივე  პოლიტიკური მხარე ერთმანეთს “- განაცხადა სალი პოტერმა , როდესაც ის იმყოფებოდა ფილმის მსოფლიო პრემიერაზე ბერლინის კინოფესტივალზე.

1227862_sally-potter

ბანალური ან მოძველებულ იუმორთან შეუძლებელია დააკავშირო ფილმი, აქ ყველა პერსონაჟის ხასიათი , მათი წარმოთქული ფრაზა ახალ განსხავებულ კომედიურ ატმოსფეროს ქმნის . ეს არის შავ თეთრი კომედია , რომელიც ყველაფერია კომედიის გარდა , თუმცა საბოლო აკორდი, ფინალური კადრია ის  დასაწყისში იწყება მეტი ინტრიგისთვის და  დასასრულს აუცილებლად მოახდენს თქვენზე გავლენას, გაგეცინებათ, დაეჭვდებით , ბევრ კითხვას დასვავთ ნუთუ მართლა ყველაფერი სწორად გავიგე ? ასეთი იყო დასასრული ? ….კითხვები ბევრი იქნება , მათზე რამდენიმე საათი მაინც ილაპარაკებთ …..

ფილმში ყველა პერსონაჟს ერთი სახასიათო დეტალი აქვთ . მათი ყველა მოქმედება დაკვირვებელი და ჭკვიანურია , თუმცა  დიალოგის დროს ყველა კარგავს კონტროლს.   სასამართლო დარბაზი ან უბრალოდ სპექტაკლის მთავარი სათამაშო სცენა მისაღები ოთახია.. მთელი ფილმი  სასიამოვნოდ აბსურდულია, თუმცა აბსურდული საერთოდ არ არის.

the-party-2017-kristin-scott-thomas

 

ფილმის მთავარი გმირი  ჯენეტია, რომელიც ჩრდილოვანი კაბინეტის მინისტრად ინიშნება. ამ სასიხარულო ამბის აღსანიშნავად სტუმრად მისი უახლოესი მეგობრები მოდიან. დასაწყისშივე ვიგებთ,  რომ ჩვენ ინგლისურ ელიტურ საზოგადოებაში მოვხვდით,  სადაც უფრო მეტია პოლიტიკა და სიყალბე, ვიდერე ნამდვილი ურთიერთობები.

სახლის  სტუმრებს შორის არიან   ტომი,   მიმზიდველი, ტიპიური ინგლისელი შარმის მქონე   კარგად ჩაცმული ბანკირი, რომლის სტუმრობასაც  პირველი ნერვიულობის ტალღა მოჰყვება. ოფლიანობა,  აბაზანაში ხშირი “სირბილი”, საკუთარ თავთან ნერვიული ბრძოლა პირველ დაძაბულობას და ინტრიგას აჩენს მშვიდ და მეგობრულ გარემოში .. მეორე სტუმარია ჯანეტის ძველი მეგობარი ჯენი მის არატრადიციული რელიგიით გატაცებული  გოტფრიდთან ერთად  და ბოლო სტუმარი  ბილის უნივერსიტეტის  ძველი  მეგობარი, მართა  მის   ორსულ პარტნიორ ჯინნისთან ერთად.

the_party_filmstill_20_800

ფილმი პირველივე წუთიდან იპყრობს მაყურებელს.. შავ თეთრი ფერები, პოლიტიკური პარტის  “შიდა სამზარეულო “, ხარისხიანი მუსიკის პირველი აკორდები, ბრიტანული აქცენტით გაჟღენთილი ტიპიური ინგლისური სახლი, სადაც საინტერესო პერსონაჟები ნელ-ნელა იკრიბებიან  ორიგინალურ კონტრასტს ქმნის და მთლიანად გითრევს, იქმნება ილუზია , რომ შენც ერთ-ერთი წვეულების სტუმარი ხარ …:) 🙂

the-party

 

ფილმი აწყობილია პატარ პატარა დეტალებით როგორიცაა სამზადისი სამზარეულოში , ხშირი სიარული აბაზანაში,  ჯენეტის საიდუმლო  ტექსტები. ბილის გაყინული იუმორი, ხმამაღალი მუსიკა , რომელიც ერთგვარი შვება და გამოსავალია დაძაბული სიტუაციიდან,   მართას და ჯინის ბზარი პირად ურთიერთობაში, გოტფრიდის ცხოვრებისეული ფრაზები.

11-©-The-Party-dir-Sally-Potter

 

ჩემთვის ძალიან საამაყოა ის ფაქტი , რომ შესაძლებლობა მქონდა ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე მენახა ეს შესანიშნავი ფილმი, რომელმაც უკვე დაიმსახურა საერთაშორისო მოწონება ბერლინის კინოფესტივალზე.

130217_aj_08770_IMG_FIX_1200x800

სურათი დაბალბიუჯეტიანია, ერთი სახლში შეკრებილი  შვიდი მსახიობი მაქსიმალური სიზუსტით გამოხატავს მთავარ სათქმელს. პოტერის თამამი ფილმი ერთგვარი გამოწვევაა თუ როგორ შეიძლება დაბალი ბიუჯეტით შექმნა მაღალი ხარისხის ღირებული პროექტი. ფილმი ამტკიცებს, რომ მხოლოდ ფული არ განსაზღვრავს მის  მაღალ ხარისხს. შავ თეთრ კადრებში  აღწერილი  ერთი ოთახიც კი საკმარისია, იმისთვის რომ გავლენა მოახდინოს მაყურებელზე. სალის ფილმი კიდევ ერთხელ ამტკიცებს იმას რომ ფილმის ღირებულებას მსახიობთა მაღალი პროფესიონალიზმი და ორიგინალურად დაწერილი სცენარი განსაზღვრავს…

 

 

 

 

 

BIAFF რჩეული ფილმები ფესტივალზე..

ძალიან ამაყი ვარ კინოფესტივალის არსებობით, წელს ამ ემოციას უფრო მძაფრად ვგრძნობ, ამაყი ვარ, როდესაც მაქვს შესაძლებლობა ფესტივალზე ისეთი რეჟისორებს შევხდე როგორებიც არიან  მოჰსენ მახმალბაფი,  სეიფოლაჰ სამადიანი, გიორგი ოვაშვილი, ელდარ შენგელაია.. როდესაც შესაძლებლობა მეძლევა დავესწრო მაღალი ღირებულების ხარისხიან ფილმების პრემიერებს, როდესაც შემიძლია მეგობრულ და ძალიან საინტერესო შეხვედრაზე მოვხდე გია ყანჩელთან ერთად.. და ყველაზე მაგარი  იმის გაანალიზება, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია და წინ კიდევ რამდენიმე სასიამოვნო დღე მელოდება. ამ ყველაფრისთვის კიდევ ერთხელ მადლობა  ორგანიზატორებს..  ასევე გირჩევთ ყველას შემოგვიერთდეთ, ფესტივალი გელოდებათ ყველგან აპოლოში, სასტუმრო „WYNDHAM“-ში, (ბათუმი  – მემედ აბაშიძის ქ. #33t) ერას მოედანზე..
მეორე წელია ვესწრები ფესტივალს და წელსაც ტრადიციულად სანახავი ფილმების “სია” შევადგინე, ვაღიარებ ნამდვილად გრძელი სიაა, ყველა კატეგორიში ძლიერი  და საინტერესო ფილმებია წარმოდგენილი.. რამდენიმე ფილმი დიდ ეკრანზე უკვე ვნახე, სასიამოვნოდ გამართლდა ჩემი მოლოდინი ..ამიტომ ვფიქრობ ჩემი ამორჩეული სამომავლოდ სანახავი ფილმებიც ძალიან მომეწონება.  

რჩეული ფილმების სია. ( ნუმერაცია არ არის საჭირო) 

  •  უმანკოების მომენტი, მოჰსენ მახმალბაფი, ირანი/საფრანგეთი.

Smrt u Sarajevu…..

ფესტივალის ბოლო საკონკურსო დღე ალბათ ყველაზე სამწუხარო და ამავდროულად საბედნიერო დღეც აღმოჩნდა ჩემთვის ..  ძნელი იყო დავმშვიდობებოდი ფესტივალზე ფილმის ყურების მოლოდინს , დიდ ეკრანს,  სხვა ატმოსფეროს, რომელიც ჩემში ყოველთვის აღტაცებას იწვევდა , თუმცა მიუხედავად ამისა ბოლო დღეს საუკეთესო  ფილმები ვნახე ერთმანეთისგან განსხვავებული .

smrt-u-sarajevu

deathinsarajevo_01 პირველი ფილმი, რომელიც ბოლო დღეს ვნახე დანის ტანოვიჩის  ”სიკვდილი სარაევოშია”  ფილმის ყველა მოქმედება ბოსნია ჰერცოგოვინას დედაქალაქ სარაევოში მდებარე პრესტიჟულ სასტუმროში ვითარდება , სასტუმროს სამ სხვადასხვა ადგილას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად სხვადასხვა ისტორიები მიმდინარეობს. აზრთა სხვადასხვაობას , მოქმედებების სიმძიმეს ერთ დღესთან მივყავართ, ავსტრია-უნგრეთის ჰერცოგის ფრანც ფერდინანდის მკვლელობიდან 100 წლისთავთან….სასტუმროს სახურავზე ტელევიზიის წარმომადგენლები ინტერვიუებს წერენ,  გადაცემის წამყვანსა და   პროვინციულ გავრილო პრინცს,   ფრანც ფერდინანდის მკვლელის სეხნიას შორის კამათი მიმდინარეობს,  ერთმანეთს ხმის ჩახლეჩვამდე უმტკიცებენ თავიანთი ხალხის სიმართლეს, ცდილობენ გაარკვიონ ვინ იყო ნამდვილი ოკუპანტი…

snezana-vidovic-faketa-salihbegovic

ამ კამათის გაგრძელება ალბათ ის მდგომარეობაა , რაშიც სასტუმრო და მთლიანად თანამშრომლები არიან … ისინი რამდენიმე თვიანი უხელფასო მუშაობის გაპროტესტებას აპირებენ , მაგრამ არც იციან,  რომ მუდმივად  ვიღაც ცდილობს მაფიოზის დავალებით , რომელსაც სათამაშო და სტრიპტიზ კლუბი აქვს მოწყობილი სასტუმროს სარდაფში, მიტინგის ლიდერს გაუსწორდეს ფიზიკურად…

cover_photo-jpg

ამ ადამიანების ისტორია სასტუმროს ქვედა ნაწილში, სამრეცხაოსა და სარდაფში მიმდინარეობს. მათი შემაერთებელი ნაწილი ალბათ  სასტუმროს საპრეზიდენტო აპარტამენტებში ამ დღეს ჩამოსული  ევროკავშირის წარმომადგენელია, რომელიც მთელი დღე თავის ნომერში გამოსასვლელ სიტყვაში რეპეტიციობს…ის ვერც გრძნობს სასტუმროს მთელს დაძაბულობას,   შესაბამისად მისი იდეებიც გაცილებით ზოგადი და ზოგჯერ არაფრისმთქმელიცაა, რეპეტიციის დროს ცდილობს ხელოვნურად გაამძაფროს სიტყვების მნიშვნელობა , როდესაც სასტუმროს სხვა ნაწილებში მყოფი ადამიანების ყოველ სიტყვას სიმძიმე და ტრაგიზმი ახლავს….

death_in_sarajevo-823253611-large

 

ჩემი აზრით  ფილმის დასკვითი ნაწილი არის ყველაზე საინტერესო , როდესაც სამივე ისტორია ერთმანეთს გადაეჯაჭვება … თუმცა არ მინდა ამის შესახებ დავწერო რადგან არ შეიძლება ფილმის მომავალ მაყურებელს წაართვა ის ემოციები , რაც დასარულის ნახვისას დაგებადებათ …. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია ისაა რომ აუცილებლად უყურეთ ამ ფილმს როდესაც ინტერნეტში ხელმისაწვდომი გახდება …

deathinsarajevo_03

 

 

🏦📈💸⏭ The Confessions ⏭ 🐦🐦

ფესტივალის მეოთხე დღეს ტრადიციულად ჩემთვის ყველაზე საინტერესო ფილმი ამოვარჩიე და დარბაზში შევედი,  მივეჩვიე დიდ ეკრანზე  ფილმების ყურებას . დღეს პირველად მივხვდი, რომ ფესტივალი მალე დამთავრდება, დავფიქრდი როგორ გამიჭირდება რამდენიმე თვით დავემშვიდობო ფესტივალს.

რობერტო ანდოს ფილმში აღწერილი მოვლენები გერმანიის სანაპირზე მდებარე მდიდრულ სასტუმროში ვითარდება.  საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტი დანიელ როშე იწვევს საგანგებო სამიტს , ძირითადი მიზანი ამ შეკრების მსოფლიო ეკონომიკაში შექმნილი პრობლემების გადაწყვეტაა.  ეკონომისტები მთელს მსოფლიოდან ჩამოდიან, მათთვის სრულიად მოულოდნელად  სტუმრებს შორის აღმოჩნდება   იტალიური ბერი,  რომელსაც  შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ მთავარი გმირი  .

mv5bnwizzwnlmdgtmtdjny00ndu2lthky2mtndk3zjdkmmm2mtk4xkeyxkfqcgdeqxvymjq5mde2nze-_v1_

ფილმი იტალიელი ბერის სიტყვებით იწყება ,

როდესაც ზეცის ანგელოზები ცუდად იქცევიან, ღმერთი მათ ბნელ საკანში აგდებს…

ბერის ჩამოსვლის მიზეზი მალევე ხდება ცნობილი , საკუთარი დაბადების დღის შემდეგ დანიელ როშე საკუთარ ოთახში იბარებს ბერს და სთხოვს რომ მისი აღსარება მოისმინოს.

…ვერასოდეს განვსაზღვრავთ რა შეიძლება მოჰყვეს ჩვენს საქციელს…

“დროის კარგვა ადამიანებს არაფერს ვნებს.”-ბერის სიტყვებს არ ეთანხმება ეკონომისტი დანიელ როშე, რომელმაც კარგად იცის დროის ფასი, ის ავად არის , კიბო აქვს….

ფილმში დანიელ როშეც ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია , სახე ადამიანის, რომელსაც ყოველთვის ჰქონდა ყველაფერი რაც კი უნდოდა,  ადამიანის,რომელსაც შეუძლია საკუთარი ძალაუფლების და გავლენის გამოყენებით უბრალო სისულელე ნამდვილ ჭეშმარიტებად აქციოს ,  ადამიანი რომელიც სრულყოფილებისკენ ისწრაფვის….მაგრამ როშე მაინც არ იყო ბედნიერი , მიზეზი მარტივია , როგორც ფილოსოფოსი სოკრატე ამბობდა 

  სრულყოფილ ადამიანად შეიძლება ჩავთვალოთ ის, ვინც სრულყოფილებისაკენ მიისწრაფვის; ბედნიერ ადამიანად კი შეიძლბა ჩავთვალოთ ის, ვინც უკვე აღიარებს, რომ თავის მიზანს მიაღწია”

captufffffffre

 

ის უბედური იყო, ძნელია წარმოიდგინო ან გაიგო ამის მიზეზები,თუმცა ფილმში გამოყენებული ყველა ფრაზა რასაც  პერსონაჟები ამბობენ მიმართულია იმისკენ, რომ ახსნას  როგორი ცხოვრებით ცხოვრობენ ძალაუფლების მქონე ადამიანები, რომ მათი საზრუნავი ფულია და მისი დახმარებით ქმნიან დროს, რომ ყოველდღიურად ზღაპრების მოფიქრება უწევთ რათა დამალონ ის რისი გაკეთებაც სინამდვილეში არ შეუძლიათ…..

ჩვენ ყოველდღე ვატყუებთ მსოფლიოს , ზოგჯერ კარგია რომ ილუზიები მაინც შევუქმნათ მათ….

..ცხოვრება მაშინ არის ასატანი, როდესაც მას გვერდს აუვლი…

captusssssre

 

ზოგადად ფილმში ბევრი დამაფიქრებელი და საინტერესო ფრაზაა, აზრთა და შეხედულებების დაპირისპირება , სხვადასხვა სტატუსის მქონე  ადამიანების თავშეყრა ერთ სასტუმროში, მკვლელობის გამოძიება , საიდუმლო რომელსაც შეუძლია მომალის ეკონომიკაზე გავლენის მოხდება….

captusssre

 

ჩემთვის საინტერესო და დასამახსოვრებელი სცენა იტალიელ ბერსა და დანიელ როშეს ეკონომისტ მეგობარს შორის საუბარი იყო , ჩვენთვის გამოცანად დარჩა ის სიტყვები რაც მან ბერს გაუმხილა, თუმცა დაწმუნებული ვარ  ამ სიტყვების სიმძიმეში , მან ხომ შეძლო დამანგრეველი გავლენა მოეხდინა ბერზე……

…ჩვენი პროფესია უბედურების უფლებას არ იძლევა….

ეკონომისტიც შეიძლება იყოს უბედური….

capture

 

 

 

 

 

მსხვერპლი თუ დამნაშავე…… ? 

 

ფესტივალის კინოსეანსების განრიგს რომ გადავხედე თვალში თავიდანვე მომხვდა რალიცა პეტროვას “უღმერთო” რატომღაც მინდოდა, რომ სწორედ ამ ფილმის ნახვით დამეწყო ფესტივალი. ფილმი 19 სექტემბერს საღამოს ცხრის ნახევარზე იყო ჩანიშნული, ამ მიზეზით სხვა ფილმებისთვის ყურადღება აღარ მიმიქცევია. ბილეთი დავჯავშნე და დაველოდე საღამოს დადგომას.

ჩემთვის პირველი შემთხვევა იყო როდესაც ფესტივალის ფარგლებში კინოთეატრში ვუყურებდი ფილმს , ამიტომაც შეიძლება ცოტა გადაჭარბებული ემოციები მქონდეს ამ ფილმის განხილვის დროს..

მთავარი რაც ფილმმა დამიტოვა ალბათ ის განწყობაა, რაზეც გადამღებმა ჯგუფმა ბევრი იმუშავა… განწყობა ერთფეროვანი მოსაწყენი ცხოვრების , როდესაც გარშემო სიცივეა და ეს სიცივე იმდენად არის გამჯდარი მთავარი პერსონაჟის ხასიათსა და ქცევებში, რომ ძნელად თუ ვუწოდებთ მას ქალს….

მთავარი პერსონაჟი სახელად განა ერთ-ერთი მოხუცთა თავშესაფრის ექთანია, დამატებითი ფულის საშოვნელად პაციენტების პირადობის მოწმობებს იპარავს და შავ ბაზარზე ყიდის. იოლი ფულის შოვნითა და მორფინით გატაცებულს, ემოციური სიცარიელე და სასჯელის შიში მუდმივად სტანჯავს. თითქოს ძნელია ამოიცნო ემოცია მის სახეზე , მაგრამ რაც უფრო მეტად ვაკვირდები პერსონაჟს, მით მეტად ვრწმუნდები, რომ მისი სახე ანარეკლია ყველა იმ უბედურების და ტკივილის რაც განამ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე გადაიტანა.

godless-2016-ralitza-petrova-001

ფილმის დასაწყისში მომეჩვენა, რომ განა უბრალოდ რიგითი დამნაშავე იყო. მოსაწყენი ერთფეროვანი ცხოვრებით. ქალი, რომლის მთავარი მიზანი დამატებითი ფულის  შოვნაა,  ვერ ვხედავდი მის ინტერესებს, სურვილებს…მაგრამ ფილმი გრძელდება და რეჟისორი ცდილობს პერსონაჟის განვითარებას..

პირველად ეს ხდება მაშინ როდესაც განა ერთ-ერთი მისი პაციენტი მოხუცის საქმიანობით ინტერესდება. მოხუცი საეკლესიო გუნდის ხელმძღვანელი იყო.

    -ასე როგორ მღერი?

    – რწმენით 

    – მორწმუნე ხარ?

    -კი , მწამს საკუთარი თავის,  ღმერთის არა…….

capt%e1%83%91%e1%83%91%e1%83%9c%e1%83%91%e1%83%9c%e1%83%9b%e1%83%91ure

ჩემი აზრით განასა და მოხუცს შორის ურთიერთობა არის მთავარი და ერთადერთი ნათელი მხარე ამ თითქოსდა მოსაწყენ და ”ბნელ” ფილმში. მოხუცის დახმარებით იწყებს განა საეკლესიო გუნდში სიმღერას, მოხუცის მკვლელობის შემდეგ პირველად ვხედავთ განაში სასოწარკვეთილ ადამიანს , რომელსაც აღარ ერიდება ტირილს , მასში სინდისის ქენჯნა იღვიძებს და  ცდილობს სრულიად დაამსხვრიოს მის გარშემო არსებული აუტანელი სიცოცხლე….

 

 


.