BIAFF 13 ფილმი!

BIAFF 13! ანუ 13 ფილმი, რომელსაც დიდი ინტერესით ველოდები ბათუმის საავტორო კინოფესტივალზე. წელს ფესტივალმა კინომოყვარულების გემოვნებაზე მაქსიმალურად იზრუნა და შეარჩია საუკეთესო ფილმები სხვადასხვა სექციებიდან. რჩეული ფილმები, რომლებმაც კანის და სარევოს კინოფესტივალზე უკვე მიიქციეს ყურადღება, აღაშფოთეს, დააფიქრეს მაყურებელი და “ხმამაღალი” კადრებით გამოიწვიეს მათში ემოციების მთელი კასკადი : სიცილი, ცრემლი, სიხარული, სევდა, აგრესია და სიბრაზეც კი. მაშ ასე ჩემი საუკეთესო ცამეტეული შემდგენაირად გამოიყურება: ( ვიმედოვნებ აპოლოს დიდ ეკრანზე უმრავლესობის ნახვას მოვახარეხებ. )

„ადამიანი, სივრცე, დრო და ადამიანი“, კიმ კი დუკი, სამხრეთ კორეა, 2018; 122 წთ.

სამხრეთ კორეელი რეჟისორის 2018 წელს გადაღებული სურათი სხვადასხვა ასაკისა და წარმოშობის ადამიანებზე მოგვითხრობს, რომლეთა გზები სამხდრო გემზე იკვეთება. მოგზაურობის დროს ჩვენ ვხედავთ  ძალადობას, სისასტიკეს, ადამიანური ბუნების საზღვრებს და ამაზრზენი რეალობის წინაშე მარტო ვრჩებით.   კიმ კი დუკის კიდევ ერთი თამამი ფილმი, ღიად საუბრობს სამყაროში არსებულ პრობლემებზე თუ გამეფებულ ძალადობაზე. ის კიდევ ერთხელ ცდილობს ფილმის დახმარებით საზოგადოების გამოღვიძებას.

BeFunky-collage (14).jpg

„ალმოდებული“, ლი ჩანგ-დონგი, სამხრეთ კორეა, 2018, 148 წთ.

სამხრეთ კორეელი რეჟისორის სურათი ჰარუკი მურაკამის მოთხრობის თავისუფალი ეკრანიზაციაა. ფილმმა 2018 წელს კანის კინოფესტივალზე კინოკრიტიკოსების [FIPRESCI] პრიზი დაიმსახურა.

BeFunky-collage (15)

„სახლი, რომელიც ჯეკმა ააშენა“, ლარს ფონ ტრიერი, დანია/შვედეთი/საფრანგეთი/გერმანია, 2018; 155 წთ.

ფილმის სიუჟეტი 70-იანი წლების ამერიკაში ვითარდება და მაღალინტელექტუალური მანიაკი მკვლელის, სახელად ჯეკის ისტორიას გვიყვება. ფილმში მთავარ როლს ოსკარის ნომინანტი მეტ დილონი ასრულებს, მის გარდა ასევე მონაწილეობენ: უმა თურმანი, ბრუნო განცი და რაილი კიო. რეჟისორის თქმით, ფილმის შექმნის დროს მისი “შთაგონების წყარო” დონალდ ტრამპი გახდა. ფილმში ვხედავთ სისასტიკის სხვადასხვა ფორმას, მკვლელის პოზიციიდან ვუყურებთ ამბის განითარებას და მასთან ერთად განვიხილავთ ხელოვნებას, სამყაროში არსებული პრობლემებს და ვეძებთ ლოგიკას მკვლელობების გასამართლებლად.

BeFunky-collage (16)

„ყველამ იცის“, ასგარ ფარჰადი, ესპანეთი/საფრანგეთი/იტალია, 132 წთ.

კანის კინოფესტივალი ოსკაროსანი ირანელი რეჟისორის ასგარ ფარჰადის ფსიქოლოგიური ტრილერის „ყველამ იცის“ ჩვენებით გაიხსნა, რომელშიც მთავარ როლებს პენელოპა კრუსი და ხავიერ ბარდემი არსულებენ. ფილმში ისტორია იწყება მაშინ  როდესაც ბუენოს-აირესში მცხოვრები ესპანელი ქალი მადრიდთან ახლოს, მშობლიურ ქალაქში ჩადის, დის ქორწილში. ეს მოგზაურობა საიდუმლოებებს ხდის ფარდას.

BeFunky-collage (17).jpg„ცივი ომი“, პაველ პავლიკოვსკი, პოლონეთი/საფრანგეთი/დიდი ბრიტანეთი, 2018; 88 წთ.

სიყვარულის ისტორია, რომელიც 50-იან წლებში, ცივი ომის ფონზე ვითარდება. ფილმი რეჟისორმა თავის მშობლებს მიუძღვნა. 2018 წელს, კანის კინოფესტივალზე, პავლიკოვსკი ამ ფილმისთვის საუკეთესო რეჟისორად დაასახელეს.

“იმ ეპოქაში, სადაცცივი ომის” მოქმედება ვითარდება, ყველაფერი შედარებით მარტივი იყო და ხალხს გასართობიც ბევრად ნაკლები ჰქონდა. მაშინდელი ადამიანი უფრო ღრმა იყო, – სხვა რა გზა ჰქონდათ, სხვანაირად თავს ვერ გაირთობდნენ. სტალინის ეპოქის მიმართ ნოსტალგიურად განწყობილი ნამდვილად არ ვარ, ეს უფრო ჩემი სენტიმენტალური მოგზაურობაა წარსულში. როდესაც ფილმისთვის ხმებს და კადრებს ეძებ, პირველ რიგში, ყველაფერი მაინც მოგონებებიდან და წარსულიდან ტივტივდება.”

BeFunky-collage (18)

მარცვალი, სემიჰ კაპლანოღლუ, თურქეთი/გერმანია/საფრანგეთი/ყატარი, 2017; 123 წთ.

ახლო მომავალში მომხდარი, უეცარი კლიმატური ცვლილება დედამიწაზე სიცოცხლეს არღვევს. ამ სამყაროში, სადაც საზღვრები ხელახლაა გავლებული, მიგრანტები განსაზღვრულ ტერიტორიებზე გროვდებიან და მაგნიტური ფარებით დაცულ ქალაქში შესვლას ელოდებიან.

BeFunky-collage (19)

პანიკური შეტევა, პაველ მასლონა, პოლონეთი, 2018; 100 წთ.

შავი იუმორით შემკულ, სადებიუტო ნაშრომში, ნიჭიერმა რეჟისორმა პაველ მასლონამ ამომწურავად უპასუხა შეკითხვას იმის თაობაზე, თუ რამდენად შეიძლება, პანიკური შეტევა კინოენაზე ითარგმნოს. თანამედროვე ვარშავაში მცხოვრები რამდენიმე უიღბლოს ცხოვრების დრამატული ეპიზოდები ახლებური სიხალისითა და ტრაგედიისა და კომიკურობის შერწყმის უნიკალური მეთოდითაა წარმოდგენილი.

ჰორიზონტი, თინათინ ყაჯრიშვილი, საქართველო/შვედეთი, 2018; 105 წთ.

გიორგის ცხოვრებაში რადიკალური ცვლილება ხდება. ქალაქი, ხელოვნება, მისი ჩვეული, შუა კლასის არსებობა და ანასთან ქორწინება წარსულში დარჩა. ახლა მარტოა. გიორგი პატარა, უკაცრიელ კუნძულზე, ზღვისპირა ქოხში, იზოლაციაში ცხოვრებას იწყებს. არასტუმართმოყვარე გარემოში, სულ რამდენიმე უცხო ადამიანის გარემოცვაში, მოშენებულ ქათმებსა და იხვებზე ნადირობას შორის, ცხოვრების ხელახლა აწყობას ცდილობს.  თუმცა გიორგის ჭრილობები ღრმაა და ბედნიერი წარსულის აჩრდილები  არ ასვენებს.

BeFunky-collage (20)

შეხტომა, ივან ტვერდოვსკი, რუსეთი/ლიტვა/ირლანდია/საფრანგეთი, 2018; 90 წთ.

ფილმი „შეხტომა“ მოგვითხრობს ბიჭზე, რომელიც იშვიათი დაავადებით არის ავად და მთელი ცხოვრება ინტერნატში გაატარა. მოულოდნელად ის დედას სახლში მიჰყავს. მოსკოვში კი თავისდაუნებურად ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ცენტრად იქცევა. ფილმში როლებს ასრულებენ დენის ვლასენკო, ანა სლიუ, დანილ სტეკლოვი, მაქსიმ ვიტორგანი, პაველ ჩინარიოვი, ვილმა კუტავიჩუტე და ალექსანდრა ურსულიაკი.

BeFunky-collage (25)

სტიქსი, ვოლფგანგ ფიშერი, გერმანია/ავსტრია, 2018; 90 წთ

„სტიქსი“  საზღვაო მოგზაურობის დროს თავისი სამყაროსგან მოწყვეტილი, ძლიერი ქალის გარდაქმნის შესახებ მოგვითხრობს, როდესაც ის ერთადერთი ადამიანი ხდება, რომელიც ზღვაში აღმოჩენილი დევნილების ჯგუფის დახმარებას ცდილობს. იქ საკუთარი მნიშვნელობისა და კულტურულ გარემოში არსებული თანაგრძნობის ზღვარს ეცნობა.  ერთი კოშმარიდან მეორეში უსუსურად გადადის და ბოლოს იძულებულია, აღიაროს, რომ ცხოვრების სისასტიკეს ვერაფრით დაუპირისპირდება. მხოლოდ ბედის იმედად რჩება.

BeFunky-collage (22)

დონბასი, სერგეი ლოზნიცა, გერმანია/უკრაინა/საფრანგეთი/ჰოლანდია/რუმინეთი, 2018; 110 წთ

აღმოსავლეთ უკრაინის რესპუბლიკის სპექტრული არსებობის მწვავე ფრაგმენტები სამართლისა და უსამართლობის, ფანტაზიისა და რეალობის, ოცნებებისა და კოშმარების ზღვარზე გადის. მხატვრულად შეკრული, დოკუმენტური მასალები დღევანდელი მედიის გამოსახულებათა ფსევდორეალურობაში ფაქტისა და მონაგონის ერთმანეთში არევის შემზარავ მტკიცებულებას წარმოგვიდგენს.

BeFunky-collage (24).jpg

ბედნიერი ლაზარე, ალიჩე რორვახერი, იტალია/შვეიცარია/საფრანგეთი/გერმანია, 2018; 122 წთ.

ფილმი მოგვითხრობს ლაზაროსა და ტანკრედის შეხვედრის შესახებ. ლაზარო ახალგაზრდა, იმდენად კეთილი გლეხია, რომ ხშირად სულელადაც აღიქვამენ, ტანკრედი კი წარმოსახვის უნარით დაწყევლილი, ახალგაზრდა დიდგვაროვანია. მათ იზოლირებულ სოფელ ინვიოლატაში საშინელი მარკეზა ალფონსინა დე ლუნაა გაბატონებული – სიგარეტების დედოფალი. ერთგული კავშირი მყარდება, როცა ტანკრედი ლაზაროს საკუთარი გატაცების ინსცენირებაში დახმარებას სთხოვს. ეს უჩვეულო და წარმოუდგენელი კავშირი ლაზაროსთვისაც გამაოგნებელია. იმდენად ძვირფასი მეგობრობა ყალიბდება, რომ ლაზარო ტანკრედის ძიებაში დროში მოგზაურობას იწყებს. დიდ ქალაქში პირველად მოხვედრილი ლაზარო თანამედროვე სამყაროში ჩაკარგული, წარსულის ფრაგმენტივითაა.

BeFunky-collage (21)

 

თარჯიმანი, მარტინ სულიკი, სლოვაკეთი/ჩეხეთი/ავსტრია, 2018; 113 წთ.

80 წლის სლოვაკი კაცი, სახელად ალი (ერჟი მენცელი), ვენაში მიდის, სადაც მისი მშობლების სიკვდილზე პასუხისმგებელ, შუცშტაფელის ყოფილ ოფიცერს უნდა შეხვდეს. თუმცა, დამნაშავის მაგივრად, მის 70 წლის შვილ გეორგს (პეტერ სიმონიშეკი) პოულობს, რომელმაც მამის წარსული დიდი ხნის წინ დაგმო.  გაურკვეველი მიზეზის გამო, ურთიერთსაწინააღმდეგო ადამიანები ერთმანეთს იზიდავენ. გეორგი ალით ინტერესდება და წყვილი,  ომის დროინდელი ტრაგედიის გამოსაკვლვეად, სლოვაკეთში მოგზაურობას იწყებს. ასკეტურ ალისა და  ცხოვრების მოყვარულ გეორგს შორის არსებული, კომიკური შეუსაბამობის მიღმა ანგარიშსწორების აუცილებლობა ბუდობს: ბნელი წარსულის ბოლომდე დავიწყება შეუძლებელია. მეორე მსოფლიო ომის მოვლენების თემაზე სახიფათო რევიზიონიზმის ეპოქაში კინოშემქმნელები ინდივიდებსა და ერებს შორის დიალოგის განკურნებით ეფექტებს ხაზს უსვამენ.

BeFunky-collage (23)

Advertisements

Kim Ki Duk_김기덕

director-kim-ki-duk

-სიყვარული არ არის მარტივი და მისი ბევრ ადამიანს ეშინია, რადგან ის ჭრილობებს ტოვებს. მაგრამ სიყვარულზე საშიში ადამიანია. მე ახლა მისი უფრო მეშინია.

ბათუმის საავტორო კინოფესტივალის დახმარებით წელს კიდევ ერთხელ ვისიამოვნე კიმ კი დუკის შესანიშნავი, დამაფიქრებელი და საინტერესოო ფილმის დიდ ეკრანზე ნახვით. დაახლოებით 3 წელია , რაც კიმ კი დუკის შემოქმედებას ვიცნობ , ყოველი მისი ფილმის ნახვის შემდეგ კი ახალ დეტალებს ვამჩნევ.  გადაღების ტექნიკა , ფილმის თემატიკა , პერსონაჟების ქცევა, დეტალებით აწყობილი რეალისტური სურათი , რომელშიც ადვილია ამოიკითხო პრობლების თუ თემის სიმძიმე სულ უფრო იხვეწება, ყველაფერი კი ერთი მიზნისკენ მიდის, კიმის აუხდენელი ოცნებისკენ შექმნას ფილმი, რომელიც ჯერ არავის გაუკეთებია – რომელიც არ გაკეთებულა და რომელსაც სხვა ვერავინ გადაიღებს.

4779ce3247fe01125f3e6adf5e6c3fd8

Continue reading “Kim Ki Duk_김기덕”