BIAFF დახურვის ცერემონია

This slideshow requires JavaScript.

ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა… ფესტივალის დასკვნითი ღონისძიება ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში გაიმართა, საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები სამ საკონკურსო სექციაში გასცა – საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

dsc_1016

BIAFF საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ დიტო ცინცაძე, საქართველო (ჟიურის თავჯდომარე), მაჰტაბ კერამატი (ირანი), ირინა გორდიჩუკი (უკრაინა), ლიზა ანტონოვა (რუსეთი), გულნარა აბიკიევა (ყაზახეთი) შემდეგი პრიზები გასცა:

  • · გრანპრი – „ზოოლოგია“, ივან ტვერდოვსკი, რუსეთი/ საფრანგეთი/ გერმანია, 2016; 87 წთ.
  • საუკეთესო რეჟისურა – “უღმერთო”, რალიცა პეტროვა, ბულგარეთი/დანია/საფრანგეთი, 2016; 99 წთ.
  • საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ფარჰად ასლანი, ფილმში „ქალიშვილი“, რეზა მირკარიმი, ირანი, 2016; 103 წთ.
  • საუკეთესო მსახიობი ქალი – ნატალია პავლენკოვა ფილმში „ზოოლოგია“, ივან ტვერდოვსკი, რუსეთი/ საფრანგეთი/ გერმანია, 2016
  • ჟიურის სპეციალური პრიზი – „სიყვარულის შეერთებული შტატები“, ტომაშ ვასილევსკი, პოლონეთი/შვედეთი, 2016; 104 წთ. – “რაუფი”, სონერ კარენი/ბარის კაია, თურქეთი, 2016; 94 წთ.

This slideshow requires JavaScript.

 

BIAFF 2016-ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ – მარინა რაზბეშკინა (რუსეთი (ჟიურის თავჯდომარე), ელჰუმ შეიკრიფარი (დიდი ბრიტანეთი), ნარგიზ ბაგირზადე (აზერბაიჯანი), ოლეს იანჩუკ (უკრაინა), გივი ბესიკ ოდიშარია, საქართველო, გამოვლინა გამორჯვებული ფილმები:
  • საუკეთესო დოკუმენტური ფილმი – „კინომოგზაურები”, შირლი აბრაფამი/ამით მანდეშია, ინდოეთი, 2016; 96 წთ.
  • ჟიურის სპეციალური პრიზი – „ნათესავები“, ვიტალი მანსკი, გერმანია/ლატვია/ესტონეთი/უკრაინა, 2016; 112 წთ.

This slideshow requires JavaScript.

BIAFF 2016-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ – ზაზა ხალვაში, საქართველო (ჟიურის თავჯდომარე), იულია სინკევიჩი (უკრაინა), დავით მურადიანი (სომხეთი), დილარა ტასბულატოვა (რუსეთი), ზურაბ სტურუა (საქართველო)გასცა შემდეგი პრიზები:
  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი – „ლეთა“, დეა კულუმბეგაშვილი, საქართველო, 2016; 15 წთ.
  • ჟიურის დიპლომი (სპეციალური მოხსენიება) – გადაეცა ორ ფილმს:
– „დაკარგული მიწა“, ჰავრაზ მოჰამედი, ერაყი, 2016; 10 წთ.
– “როცა ზარების ხმა გესმის”, ჩაბნეიმ ზარიაბი, საფრანგეთი/ტუნისი, 2015; 25 წთ.

This slideshow requires JavaScript.

BIAFF-ის ინდუსტრიული პლატფორმის “ალტერნატიული ტალღის” ფარგლებში, რომელშიც მონაწილეობდა 9 ქართული კინოპროექტი, პრიზი (კინოააპარატურის არენდის სერვისის ვაუჩერი) გადაეცა შემდეგ კინოპროექტს:
– “ინგა” – რეჟისორი გიორგი გოგიჩაიშვილი, სცენრის ავტორები – ზაზა კოშკაძე/მერი ბექაური/ დავით აბრამიშვილი, პროდუსერი – გეგა ხმალაძე

dsc_1031

დახურვის ცერემონიის დასკვნით ნაწილში გაიმართა დონ ჩედლის ფილმის “წინ მაილს” (აშშ, 2016) ჩვენება
კინოფესტივალის სპონსორები – საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, საქართველოს კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, სასტუმრო „Divan Suites Batumi“, “ასკანელი ძმები”
14479535_1293743080644624_3091619622046836153_n

 

ფესტივალის დაჯილდოვების ცერემონის შემდეგ გაიმართა ბანკეტი რესტორან ”WILD WEST”-ში ,  უამრავი სტუმარი საკუთარ ემოციებს უზიარებდა ერთმანეთს სასიამოვნო მუსიკისა და გემრიელი კერძების თანხლებით….

dsc_0066

მეც , როგორც ბლოგერი და როგორც მოხალისე ამ საერთაშორისო ფესტივალის პატარა ნაწილს წარმოვადგენდი და რაღაც წვლილი მეც შევიტანე რომ ფესტივალი ღირსეულად წარმდგარიყო მაყურებლების წინაშე…

ახლა , როდესაც ფესტივალი დამთავრდა ვფიქრობ იმ შედეგზე , რაც ფესტივალში მონაწილეობის შემდეგ უნდა დამრჩენოდა… შედეგი მართლაც არის ….

პირველი ალბათ ახალი ინფორმაციის მიღებაა იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება დაიწყო ფილმის გადაღება შეზღუდული ბიუჯეტის პირობებში. მე არ ვარ რეჟისორი და შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ეს ინფორმაცია ჩემთვის გამოუსადეგარია, მაგრამ როდესაც ბერძენი სცენარისტის – ნიკოლას პანაგიტოულოსის მასტერკლასს ვუსმენდი ბევრი იდეა გამიჩნდა და მივხვდი, რომ თუ გაქვს ნიჭი, მონდომება და გადაღებაც კარგად გამოგდის შესაძლებელია მოყვარულის დონეზე ამ პროფესიის დაუფლება და მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღების მცდელობა……14516359_1191040054294275_6139051018721502736_n

მეორე შედეგი ალბათ  საავტორო , მოკლემეტრაჟიანი ფილმების მიმართ ჩემი დამოკიდებულების ცვლილებაა, რამდენიმე ფილმა ჩემში აღფრთოვანება და სიამაყე გამოიწვია.. ვცდილობდი ჩემი ემოციების, განცდების გამოხატვას ბლოგის დახმარებით, თუმცა იყო რამდენიმე არასასიამოვნო სიტუაცია  ჩემი ბლოგის ,  ჩემი შეხედულებების , გამოხატვის თავისუფლების მიმართ … მაგრამ ეს უკვე წარსულია , მე-11 კინოფესტივალზე მარის, როგორც ბლოგერის მიერ მიღებული გამოცდილების ნაწილი….

საერთო ჯამში კინოფესტივალმა ჩემი მოლოდინი გაამართლა, ვნახე ბევრი საინტერესო ფილმი , გავიცანი ახალი ადამიანები, მივიღე გარკვეული გამოცდილება… ერთი წლის შემდეგ უკვე ახალი BIAFF-ია , რომელშიც აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას…..

dsc_0120

 

 

 

 

Advertisements

შვიდი დღე პატერსონში

paterson_producers_interview_no_film_school_3

 

ბავშვობაში გასწავლიან,  რომ არის სამი განზომილება: სიმაღლე, სიგანე, სიღრმე, როგორც ფეხსაცმლის ყუთი …მაგრამ შემდეგ იგებ, რომ არსებობს მეოთხე განზომილება-დრო… ზოგი ამტკიცებს, რომ არსებობს  …. მეხუთე…..მეექვსე…მეშვიდეე…

პატერსონი ავტობუსის მძღოლია, რომელიც ცხოვრობს ქალაქ პატერსონში, ნიუ  ჯერსიში…        ის ყოველდღიური, რუტინული ცხოვრებით ცხოვრობს: მართავს ავტობუსს, ისმენს მგზავრების სხვადასხვა ისტორიებს… წერს ლექსებს წიგნაკში….ასეირნებს საღამოს ძაღლს და ყოველდღიურად სტუმრობს ბარს ერთი ბაკალი ლუდის დასალევად…

paterson

ჯიმ ჯარმუშის ნამუშევარი მდიდარია საინტერესო ფრაზებით თუ ლექსებით, სურათი მსუბუქი იუმორითაა გაჯერებული და რეჟისორი ყოველ წუთას ცდილობს პატერსონის შინაგან სამყაროში გვამოგზაუროს.  მისი ყველა ლექსი მის ცხოვრებას ასახავს, ფრაზები  ჩნდებიან მაშინ როდესაც პატერსონი სამსახურში მიდის ან ავტობუსს ატარებს … ჩემი აზრით ეს ლექსები მისი ნაწილია ალბათ ესაა მიზეზი თუ რატომ არ უნდა მსოფლიოს გააცნოს  მისი შემოქმედება ….

paterson2-large_transvxy1sbh3zy94n8z2-u3dxuk1tyudfxq1bahytrsjuo0

ფილმში აღწერილია  წყვილის შვიდი ჩვეულებრივი დღე, პატერსონის და მისი მეუღლის ცხოვრება არაფრით განსხვავდება სხვა ჩვეულებრივი წყვილის ცხოვრებისგან.. თითეულ მათგანს გასხვავებული ინტერესები , აზრები და ბედნიერების საკუთარი აღქმა გააჩნია… პატერსონის მეუღლე ლაურა უფრო მეტად მეოცნებე ადამიანია , ის ცდილობს მიიღოს ცხოვრებისგან ახალი გამოწვევები, აითვისოს მუსიკა და გახდეს მუსიკოსი  ან უბრალოდ გემრიელი კექსების გაყიდვით მიიაღწიოს წარმატებას.. ჯიმ ჯარმუშმა მისი შინაგანი სამყაროს გადმოცემა ლაურას უცნაური გატაცებით  სცადა … ის ყველაფერს სახლის კედლებს, ავეჯის აქსესუარებს,  ფარდებს , ჭურჭელსაც კი შავ და თეთ ფერებში ან უცნაური ფორმის შავ რგოლებში ხატავს… ეს ერთფეროვნება თითქოს პატერსონის სიმშვიდესაც არღვევს, მაგრამ ცოლის მიმართ სიყვარული , ლაურას ბედნიერი განწობა და სახლის საყვარელი ( პატერსონის მიმართ უფრო ეჭვიანი და ბრაზიანი ) წევრი, ბულდოგი მათ ცხოვრებას მრავალფეროვანს ხდის…

paterson_producers_interview_no_film_school_2

ჩემი აზრით ფილმს არც დასაწყისი ჰქონდა და არც დასასრული , ეს იყო ცხოვრების რაღაც ნაწილი, რომელშიც ჩვენ პატერსონების ოჯახის წევრები გავხდით ,  მათთან ერთად დავიწყეთ დილა სასიამოვნოდ,  მათთან ერთად  ავტობუსით გავიარეთ ქალაქის რამდენიმე ქუჩა , მათთან ერთად ვიყავით კინოში , ვისწავლეთ სიმღერის აკორდები და შევქმენით პირველი სიმღერა…გვყავდა საყვარელი , ბრაზიანი ბულდოგი და რაც მთავარია მათთან ერთად ვცდილობდით დაგვენახა რეალობა სხვა თვალით , წამოგვეწყო ახალი საქმიანობა და ბედნიერება გვეგრძნო იმით რაც გვაქვს ….

paterson-5-620x412

 

 

 

 

 

 

◀▶BIAFF გახსნის ცერემონია 🎥


სამწუხაროდ წელს პირველად ვესწრები კინოფესტივალს , სინანულის გრძნობა მიპყრობს ”რატომ არ ვიცოდი ფესტივალის შესახებ წინა წლებში ??..” თავს ვადანაშაულებ რამდენი რამ დამიკარგავს და გამომრჩენია, ალბათ საკუთარ თავთან დანაშაულის გამოსწორების მიზნით გადავწყვიტე ფესტივალის ერთ-ერთ მთავარი აქტივობაში ჩართვა, რაც გულისხმობდა საზოგადოებაში ინფორმაციის გავრცელებას. მეც მთელი ენერგიით ვცდილობდი ყველა დაინტერესებული პირისთვის ზუსტად ამეხსნა ფესტივალის შესახებ და მათში ინტერესის ნაპერწკალი გამეღვიძებინა. ჩემმა მონდომებამ შედეგი გამოიღო, ფესტივალის გახსნის ცერემონიაზე რამდენიმე ნაცნობ სახეს მოვკარი თვალი, მათი დანახვა საკუთარ თავთან დანაშაულის გამოსყიდვის ტოლფასი იყო, ისინიც ჩემნაირად პირველად ესწრებოდნენ ფესტივალის გახსნას და ვიმედოვნებ, რომ მათზეც ისევე ძლიერად იმოქმედა მიღებულმა შთაბეჭდილებებმა , როგორც ჩემზე.

ფესტივალის გახსნის ცერემონია საზაფხულო თეატრში გაიმართა, შვიდი საათისთვის თეატრის ეზო მთლიანად სავსე იყო,  პოლიტიკოსები, მსახიობები, რეჟისორები,  სხვადასხვა ტიპის თუ სტატუსის მქონე ადამიანები, რომელთა გაერთიანების მთავარი მიზეზს  ფესტივალი და 11 რეჟისორის მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების  ნახვა წარმოადგენდა.

dsc_0674

dsc_0652

ბანალურია თუმცა პირველი ემოცია ჩემში წითელი ხალიჩის დანახვამ გამოიწვია. მოლოდინი იმისა რომ თეატრის დარბაზისკენ  მიმავალ ხალხს  ჩემი ფოტოაპარატის ობიექტივში მოვახვედრებდი არ გამართლდა, თუმცა მაინც შევძელი  თეატრის ფოიეში შეკრებილი   ადამიანების გადაღება, ფოტოზე ასახული მათი ემოცია სამახსოვრო კადრი გახდა ჩემი როგორც დამწყები ფოტოგრაფის მეხსირებაში.

dsc_0690

dsc_0792

თეატრის დარბაზი ნელნელა ხალხით ივსებოდა, რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ დამსწრე საზოგადოებას ფესტივალის მენეჯერი მიესალმა , მიულოცა ფესტივალის ოფიციალური გახსნა, ასევე სიტყვით გამოვიდნენ   აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარიძე და ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი. ფესტივალზე რამდენიმე რეჟისორს პრიზად ფესტივალის სიმბოლო ”ზღვის ცხენი ” გადაეცა.

14433104_1287404874611778_3213181926434640650_n.png

 

ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი კინემატოგრაფ ბერდია ინწკირველის სახელის გამოცხადება გახდა, დამსწრე საზოგადოება ოვაციებით შეხვდა მას.  ბატონი ბერდია ჩემს უკან იჯდა , ვხედავდი როგორ იგრძნო მისი მისამართით გამოხატული ემოცია, მორიდებით და დიდი სიამაყით ავიდა სცენაზე , სწრაფად თქვა მადლობა და ზედმეტი სიტყვების გარეშე საკუთარ ადგილს დაუბრუნა.

dsc_0746

ბოლოს სცენა დღის მთავარ გმირებს დაეთმო, რეჟისორებს, რომლებიც ცდილობენ ახალი ინიციატივით ბათუმში კინომატოგრაფიის განვითარებას .

ჩემი აზრით ეს უდიდესი მნიშვნელობის საქმეა, მითუმეტეს რომ ამ საქმეში ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებიც არიან ჩართულნი.

dsc_0755

მე ვნახე მათთვის მიძღვნილი ტაში მაშინ როდესაც რეჟისორის მითითებით დარბაზში მყოფი ყველა მსახიობი ფეხზე ადგა , ამ მომენტში არცერთ მათგანს ვიცნობდი მაგრამ თითოეული მათგანით ვამაყობდი და ეს გრძნობა გაძლიერდა, როდესაც მოკლემეტრაჟიანი ფილმების კოლექციის ჩვენება დაიწყო, თითოეული ფილმი ერთმანეთისგან განსხვავდებოდა მაგრამ ერთი იდეის ქვეშ მაინც ერთ სრულ სურათს ქმნიდა.

dsc_0729

სამწუხაროდ ფილმების ჩვენებას ბოლომდე ვერ დავესწარი, მაგრამ მაინც კმაყოფილი ვარ ამ დღით . ვფიქრობ ფესტივალს ღირსეული გახსნა ჰქონდა.

ხვალიდან იწყება ყოველდღიური ჩვენებები, ფილმების ჩამონათვალი ვიცი და ინტერნეტით ვამჯობინე ფილმების დაჯავშნა, ვფიქრობ უფრო კომფორტული და მოსახერხებელია, რამდენიმე ფილმის ნახვას განსაკუთრებით ველოდები,  ვნახოთ თუ გამიმართლებს იმედებს.

გამოფენა “50/50”

ძმები ნობელების ბათუმის ტექნოლოგიურ მუზეუმში, აჭარის სახელმწიფო მუზეუმისა და ქუთაისის ისტორიული მუზეუმის ერთობლივი გამოფენა სახელწოდებით ”50/50 ” გაიმართა.

გამოფენაზე აჭარის სახელმწიფო მუზეუმის ფონდებში დაცული უნიკალური საბრძოლო იარაღების ნიმუშები და კერძო კოლექციონერებთან დაცული ფოტომასალა იყო წარმოდგენილი.

DSC_0105

DSC_0127DSC_0129

DSC_0161

 

ნავთობის მრეწველობაში გამოყენებული ექსპონანტების გამოფენა

ძმები ნობელების სახელობის ბათუმის ტექნოლოგიურმა მუზეუმმა, ბათუმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში დაცულ ნავთობის მრეწველობაში გამოყენებულ ექსპონატებს უმასპინძლა. დამთვალიერებლისთვის მუზეუმში წარმოდგენილი იყო  ქარხნის მშენებლობის ამსახველი ფოტოები, ლაბორატორიული ჭურჭელი  და ქარხნის ბიბლიოთეკაში დაცული ლიტერატურა, ასევე 1911 წლით დათარიღებული  უნიკალური ნახატები.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მე-20 საუკუნის დასაწყისისათვის ბათუმის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მოქმედი ხელსაწყოები. ასევე გამოფენის დასკვით ნაწილში გაიმართა მენავთობეების დაჯილდოება.

DSC_0018

Continue reading “ნავთობის მრეწველობაში გამოყენებული ექსპონანტების გამოფენა”

მოინახულე ბათუმი

img_20160724_164242-02.jpeg

 

ბათუმში სეზონი ოფიციალურად გაიხსნა, რაც იმას ნიშნავს რომ საკურორტო ქალაქისკენ ბევრმა დამსვენებელმა აიღო გეზი. ნებისმიერი მოგზაურობის დაწყების წინ საჭიროა მომზადება, ყველაფრის ორგანიზება რათა მინიმალურ დროში მაქსიმალურად მიიღო სიამოვნება მოგზაურობისგან.

სწორედ ამ მიზნით გადავწყვიტე დამეწერა ბლოგი ბათუმში მიმდინარე ღონისძიებების და აუცილებლად სანახავი ადგილების შესახებ.  ”რას გთავაზობს და სად შეიძლება საუკეთესო დროის გატარება ქალაქში”- ამ კითხვებზე პასუხს ჩემი ბლოგის დახმარებით შევეცდები ამომწურავად გავცე პასუხი.

Continue reading “მოინახულე ბათუმი”