BIAFF ბათუმის კინოფესტივალის დახურვის ცერემონია და გამარჯვებულები

25 ნოემბერს, საქართველოს კინოაკადემიის დრაბაზში (ქ. თბილისი) საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალის დახურვის ცერემონია გაიმართა. არსებული სიტუაციიდან გამომდინარე ღონისძიებას ძალიან შეზღუდული რაოდენობა (ჟიურის წევრები, გამარჯვებული ფილმების წარმომადგენლები) ესწრებოდა და დახურვის ცერემონიის ონლაინ ტრანსლიაცია ფესტივალის FACEBOOK გვერდზე მიმდინარეობდა.

საერთაშორისო ჟიურიმ პრიზები ოთხ საკონკურსო სექციაში გასცა – საერთაშორისო მხატვრული, დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი ფილმები  და ასევე სპეციალური სექცია COVIDEO (პანდემიის პირობებში გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები).  ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ კი  კრიტიკოსთა რჩეული მატვრული ფილმი გამოავლინა.

BIAFF 2020-ის მხატვრული ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ხუთკაციანმა ჟიურიმ ლანა ღოღობერიძე – ჟიურის თავჯდომარე, კარმენ გრეი (გერმანია), ლეიტ აბდულამირი (საფრანგეთი), ნიკა აბრამიშვილი (საქართველო), გიორგი ოვაშვილი (საქართველო), გამოავლინა გამარჯვებულები:

–        გრანპრი„ბოროტება არ არსებობს“, მუჰამედ რასულოფი, გერმანია/ირანი/ჩეხეთი, 2020  

–        საუკეთესორეჟისურა –   „ყვითელი კატა“, ადილხან ერზანოვი, ყაზახეთი/საფრანგეთი, 2020

–   საუკეთესომსახიობიმამაკაციალბერტ სჩუჩი და უელკეტ ბუნგიუ ფილმში – „ბერლინი, ალექსანდერპლაცი“, ბურჰან ქურბანი, გერმანია/ჰოლანდია, 2020

–        საუკეთესომსახიობიქალიმარიჟა სკარიჩიჩი ფილმში –  „მარე“ ,ანდრეა სტაკა, შვეიცარია/ხორვატია, 2020

–        ჟიურისსპეციალურიპრიზი„პერსონა N2“, ნინო ბასილია, საქართველო/გერმანია, 2020

BIAFF 2020-ის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კონკურსის სექციის ჟიურიმ -ნინო კირთაძე (საფრანგეთი / საქართველო) – ჟიურის თავჯდომარე, ქშიშტოფ  გიერატი (პოლონეთი), ირინა რომანჩენკო (უკრაინა), მიხეილ კვირიკაძე (საქართველო),  შემდეგი პრიზები გასცა:

–        საუკეთესო დოკუმენტურიფილმი –  „ვეშაპი ლორინოდან“, მასიეჟ ჩუსკე, პოლონეთი, 2019

–        ჟიურის სპეციალური პრიზი –  „დისკვალიფიცირებული“, ჰამზა ოუნი, ტუნისი/საფრანგეთი/ყატარი, 2020

BIAFF 2020-ის   ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიურიმ – ლელა ოჩიაური, თეო ხატიაშვილი, არჩილ შუბაშვილი, გამოვლინა კინოკრიტიკოსთა რჩეული ფილმი:

–        საუკეთესო მხატვრული ფილმი –  „სიკვდილის პირას“, ჰილალ ბაიდაროვი, აზერბაიჯანი/აშშ/მექსიკა, 2020

BIAFF 2020-ის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საკონკურსო სექციის ჟიურიმ–   მოკლემეტრაჟიანი ფილმების  და COVIDEO  საკონკურსო სექციის ფილმები შეაფასა.  ჟიური სამი წევრისგან შედგებოდა – ოთარ ლითანიშვილი (თავჯდომარე), ზურაბ მაღალაშვილი და დათო ევგენიძე.  

–        საუკეთესომოკლემეტრაჟიანიფილმი „ლოლო“ ,  მიხალ პიოტროვსკი, პოლონეთ, 2020

–        ჟიურის დიპლომი (სპეციალურიმოხსენიება) –  გადაეცა  ორ ფილმს:

  • „მარადიული ღამე“ , პედრო პერალტა, პორტუგალია, 2020
  • “ფრანები“, სეიედ ჰოსეინი, ირანი, 2020

COVIDEO – მოკლემეტრაჟიანი ფილმების სექცია  (პანდემიის დროს გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების სპეციალური სექცია)

–       საუკეთესო ფილმი –  „1412, ანა ჯაფარიძე,  საქართველო, 2020

–        ჟიურის დიპლომი (სპეციალურიმოხსენიება) –  გადაეცა  ორ ფილმს:

  • „ მოსაწვევი“,  მელთემ ქემილოღლუ, თურქეთი, 2020; 2.20 წთ.  
  • „ღვინო დედასთვის- კარანტინი 2020“,   ვალერის ოლეჰნო, ლატვია, 2020

–       BIAFF COVIDEO აუდიტორიის პრიზი  – “მოჩვენება“,  ნაგარაჯუ, ინდოეთი, 2020;  BIAFF COVIDEO აუდიტორიის პრიზი  ქართული ფილმისთვის – “20XX”, გიორგი ქასრაშვილი  საქართველო, 2020;

BIAFF-ისპრიზიკინოხელოვნებისგანვითარებაშიშეტანილიწვლილისათვისგადაეცათ:

–       ნანა ჯორჯაძე (საქართველო)

–       მერაბ კოკოჩაშვილი (აშშ)

–       დათო ევგენიძე (საფრანგეთი)

კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე  –  ფესტივალის დირექტორს (გიორგი გოგიბერიძე) და მენეჯერს (ზვიად ელიზიანი) გადაეცათ საქართველოს კინოაკადემიის პრიზი ქართული კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.