The Interpreter_ტრაგიკომიკური მოგზაურობა..

მარტინ შულიკის ფილმის ” თარჯიმანი ” მსოფლიო პრემიერა ბერლინის კინოფესტივალზე სპეციალური ჩვენებების პროგრამში შედგა. ბიაფის მხატვრული ფილმების საკონკურსო სექციაში მისი გამოჩენა ნამდვილად სასიხარულო მოულოდნელობა იყო ჩემთვის.

-ფილმი ორი ერთმანეთისგან, კონტრასულად განსხვავებულ ადამიანზე გვიყვება , რომლებიც ერთად მოგზაურობენ სლოვაკეთის ქუჩებში და სურთ მიიღონ სიმართლე წარსულის შესახებ . რამ მოახდინა თქვენზე გავლენა, რატომ გადაწყვიტეთ შეგექმნათ მსგავსი ისტორია.

-ფილმზე მუშაობისას ყოველთვის არსებობს რამდენიმე ცნებების და შთაგონების წყარო. თავდაპირველად თარჯიმანი იყო ნაწილი ათ ეპიზოდად ჩაფიქრებული ფილმისთვის სხვადასხვა პროფესიის ადამიანებზე. ჩვენ გვსურდა საზოგადოებრივი პორტრეტი შეგვექმნა რაღაც განსხვავებულ , კომიკურ ჟანრში. ადამიანური პორტრეტები სხვადასხვა პროფესიის მიხედვით არ უნდა ყოფილიყო ინდივიდუალური პირიქით ეს იმ საზოგადოების გამოხატულება იქნებოდა სადაც ვცხოვრობთ. თუმცა ათ ეპიზოდიანი ფილმის გადაღება დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული და ჩვენ გადავწყვიტეთ თითეული მათგანი ერთამნეთისგან დამოუკიდებელ ფილმებად გადაგვეღო, გადავწერეთ სცენარი თავიდან და პირველი პროფესია აღმოჩნდა თარჯიმანი. _ საინტერესო ისტორია ამ ფილმის დაბადებასთან დაკავშირებით, რომლის შესახებ თავად რეჟისორმა ისაუბრა.

ფილმში ორი ერთმანეთისგან განსხვავებული პერსონაჟის გზები იკვეთება და ნელ-ნელა ვეცნობით მათ ხასიათს. რეჟისორი საუკეთესო მეთოდს ირჩევს ამის გამოსახატავად, ის იყენებს კონფლიქტის გზას გმირებს შორის , რაც მაყურებლისთვის უფრო გასაგებ და საინტერესო სურათს ხატავს და ნათლად გვიჩვენებს რეალურად ვინ არიან ისინი.

ალის არ უყვარს ცხოვრება. ის არ ცდილობს დაძლიოს მის ცხოვრებაში გამეფებული დეპრესია. თითქოს ის ისევ იქ დარჩა, იმ დროში როდესაც მშობლები უკანასკნელად ნახა, ის დღემდე მძიმედ განიცდის ამ დანაკარგს . მის ფონზე უფრო იკვეთება მეორე გმირის საპირისპირო ხასიათი.

გეორგი ცდილობს ნებისმიერი ღამე ცხოვრებით დატკბეს , წარსულის მოგონებები ალკოჰოლში, ან ქალთა საზოგადოებაში მიმოფანტოს . მიუხედავად იმისა, რომ ის ნამდვილად არ ჰგავს მამას და არც მისნაირი მონსტრია მაინც ვერ ახერხებს შვილთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებას , ის იშვიათი კავშირი, რომელიც მას ტელეფონით აქვს შვილთან გეორგმაც იცის, რომ საერთოდ არ არის საკმარისი. თვითონ აღიარებს, რომ წლების წინ შვილი გაექცა და ამის შეჩერება ვერ შეძლო.

კონფლიქტის და ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანის მოგზაურობა პირველ ჯერზე კრახით მთავრდება ალის მატარებლით სახლში დაბრუნება სურს მაგრამ საბოლოოდ მაინც ახერხებს გეორგი მათ შორის ალიანსის ჩამოყალიბებას.

ფილმში სიუჟეტი ნელა და საინტერესოდ ვითარდება , ხშირად ვაწყდებით ემოციურ მომენტებს და ვცდილობთ ვუთანაგრძნობთ პერსონაჟებს . მათი მხრიდან წარმოუდგენელი მოტივაცია მიიღონ წლების შემდეგ სიმართლე ფილმის გმირებად გვაგრძნობინებს თავს და ჩვენც დიდი ინტერესით ველოდებით სიუჟეტის განვითარებას.

მაშინ როდესაც მიხვდებით, რომ ეს ფილმის ყველაზე დრამატული მომენტია და თქვენში გააღვიძებს შინაგან ემოციებს, ფილმი აუცილებლად გააგრძელებს თქვენს გაკვირვებას. ვფიქრობ ფილმის მთავარი აზრიც ისაა, რომ მიუხედავად იმისა გვინდა თუ არა ცხოვრება დინების მიმართულებით მიდის და ყოველი ახალი დღე ახალი სიურპრიზის მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს და თუნდაც გვეგონოს, რომ წარსული უკან დაგვრჩა და ის არასოდეს შეგვახსენებს თავს დგება დღე, როდესაც წარსული ხდება აწყო და ის იღვიძებს ყველა ჭრილობასთან ერთად.

თარჯიმანი მომხიბლავი ფილმია, რომელიც ფართოდ აღებს იმ თემების კარს, რომელიც ჩვენთვის უსიამოვნოა თუმცა ის არასოდეს გვავიწყდება.

გზაზე ალი და გეორგი გაცილებით მეტს იგებენ ვიდრე ნაცისტების მიერ წარსულში ჩადენილი საშინელებებია, ისინი ხედავენ უბრალო ჭეშმარიტებას, რომ წარსულიდან წარსულში გაქცევა შეუძლებელია და არ შეიძლება ნება მივცეთ ის გახდეს ჩვენი ცხოვრების ნაწილი .

“დრო განკურნავს ყველა ჭრილობას” – ეს არის ჩვეულებრივი, კომფორტული მოლოდინი ან იმედი, რომელსაც ვცდილობთ დავეყრდნოთ რადგან ვთვლით, რომ ის საუკეთესო გამოსავალია ცხოვრების გასაგრძელებლად . მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც მკურნალობას და დავიწყებას შორის საზღვარი ბუნდოვანია, საჭირო ხდება პირველ რიგში ამ ბურუსიდან თავის დაღწევა. რთულია გაიხსენო წარსული მაშინ როდესაც შენებური ვერსია უფრო მისაღები და კომფორტულია, თუმცა ფილმში შიშველი სიმართლის ცოდნა უფრო მნიშვნელოვანი ხდება მთავარი გმირისთვის. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა რამდენად მტკივნეული და საზარელი იქნებოდა სიმართლე მაინც გადაწყვიტა ყველაფრის გარკვევა. მე მესმის მისი და ვფიქრობ იმისთვის რომ განვიკურნოთ უნდა ვიცოდეთ ყველა ჭრილობის არსებობა და არ დაველოდოთ თვითონ ის როდის შეგვახსენებს თავს.

– შენი აზრით უფრო ადვილია მსხვერპლის შვილი რომ ხარ და არა მკვლელის? – გეორგის შეკითხვა მკაფიოდ გამოხატავს რამდენად მტკივნეული შეიძლება იყოს ადამიანისთვის მამის მძიმე მემკვიდრეობის ტარება და მისი ცოდვების გამოსყიდვის მცდელობა.

Leave a comment

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.